იყო დრო, როცა გორის "დილას" შემტევი ნახევარმცველი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო
დავით რაჟამაშვილი 2010 წელს დიდ ფეხბურთში გია ცეცაძემ გამოაჩინა. მან დაბალ ლიგაში მოძებნა ფეხბურთელი, რომლის მშვენიერი თამაშის წყალობითაც "დილა" ელიტას დაუბრუნდა.

რაჟამაშვილს თავი არც უმაღლეს ლიგაში შეურცხვენია. ვისაც გორის "დილაში" 25 წლის შემტევი ნახევარმცველის მაშინდელი თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ რაჟამაშვილი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

ისე ეფექტურად და ტექნიკურად თამაშობდა, ჩვენს ქომაგს რომ მოენატრა - მისი შესრულებით გვინახავს ფლანგზე ლამაზი "აფეთქებები", შეტევის მოულოდნელი და მწვავე გაგრძელებები, გოლები და საგოლე გადაცემები...

რაჟამაშვილის მიმართ დიდი ინტერესი იყო და არა მხოლოდ ქართული კლუბებისგან, მაგრამ გადავიდა ჩემპიონ "ზესტაფონში" და მერე რა მოხდა, ძნელი ასახსნელია - წინსვლას ვინ ჩივის, ახალგაზრდა ფეხბურთელს არც ათამაშებდნენ და თუ მოედანზე მაინც გამოჩნდებოდა, საკუთარი თავის აჩრდილსაც არ ჰგავდა.

იანვარში რაჟამაშვილი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ქუთაისის "ტორპედოსთან" თასის მეოთხედფინალში ძველებურად აქტიური იყო, თუმცა საუკეთესო ფორმამდე ჯერაც ბევრი უკლია.

"ძნელი სათქმელია, "ზესტაფონში" რატომ ვერ გავიხსენი. კონკურენციაც იყო, მე კი ახალწვეული ვიყავი და სანამ გუნდს შევეჩვიე და სხვა ტაქტიკაზე გადავერთე, დროც გავიდა - ადაპტაციაც გვიან გავიარე. თანაც, იქ ჩემზე გამოცდილი ბიჭები იყვნენ, ისინი ამ ტაქტიკით თამაშს შეჩვეულები იყვნენ და უფრო უადვილდებოდათ.

მაგრამ თამაშის საშუალება მომეცა, თავიდან ძირითადშიც დამაყენეს, მერე კი შემადგენლობიდან ამომაგდეს...

რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. ახლა ჩემი საფიქრალი "დილაა". ამ გუნდში დავბრუნდი და ვეცდები, ფორმა რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნო", - ამბობს რაჟამაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ძლივს არ გავიგე რამე ამ ბიჭზე! რატომ არ ათამაშებდნენ ზესტაფონში! აბა რისთვის მიიყვანეს იქ? ცოდვაა ამისთანა ფეხბურთელის უთამაშებლობა, როგორც იქნა ვიღაცას გაახსენდა, კიდე გია ცეცაძემაც ახსენა ერთხელ - სამწუხაროდ აღარ ჩანს უნიჭიერესი დავით რაჟამაშვილიო. ეს არის სუფთა ფეხბურთელი, რობოტი კი არაა - აი სუფთა ქართველი ფეხბურთელი. თან საოცარი პიროვნებაა და ძალიან მინდა რომ წარმატებებეს მიაღწიოს და მაღალ დონეზე ითამაშოს. აუცლებლად უნდა ითამაშოს - ასეთი მოთამაშეები გვინდა, ნაღდი ფეხბურთი არ მოგენატრათ??
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
დავით რაჟამაშვილი გორის "დილას" დაუბრუნდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები