ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-ტონგა 9:23 - მწარე, თუმცა კარგი გაკვეთილი [VIDEO+PHOTO]

საქართველო-ტონგა 9:23 - მწარე, თუმცა კარგი გაკვეთილი [VIDEO+PHOTO]

9 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი გამართეს
"2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის გაძლიერებულად ვემზადებით და ამაში ნოემბრის ტესტები ძალიან დაგვეხმარება.

დღევანდელი თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. ასეთ ატმოსფეროში მოგება ორმაგად სასიამოვნოა. ჩვენ ინგლისში ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ", - აი, ასეთ იმედიან განწყობაზე დადგა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ტონგას ეროვნული გუნდის კაპიტანი ნილი ლატუ.

ეს სიტყვები მან ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე თქვა. იქამდე კი თავისიანებს ყოჩობდა და ყველაფერი იღონა "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად.

არადა, მატჩის 66-ე წუთამდე ჩვენ ვიგებდით. მთელი ამ დროის განმავლობაში ძირითადად დაცვაში ვიდექით და, როგორც ჩანს, გუნდი მოიღალა, მძლავრ ზეწოლას ვეღარ გაუძლო, ანაც არავინ აღმოჩნდა ისეთი, ბიჭებს რომ შეუძახებდა, მეორე სუნთქვას გაუხსნიდა. ასეთ დროს ეს აუცილებელია და ასე არაერთი მატჩი მოგვიგია. მაგალითისთვის შარშან სამოას ძლევაც კმარა.

ტონგა საკმაოდ ძლიერი გუნდია. "ბორჯღალოსნებთან" კი იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ველოდით.

იხილეთ ფოტოგალერეა

დაცვა, დერეფანი, ხელდახელ ბურთაობა, მიყოლა, რაკში დროულად გადაყრა - ყველაფერი საათივით ჰქონდა აწიკწიკებული. ერთადერთი, რაშიც ვაჯობეთ, შერკინება იყო.

მართალია, ორჯერ თუ სამჯერ შერკინებისას არბიტრმა ჩვენც დაგვაჯარიმა, მაგრამ საერთო ჯამში, ამ კომპონენტში უპირატესობა გვქონდა.

ახლა სხვა დანარჩენზეა სამუშაო, სხვა დანარჩენია გამოსასწორებელი, რათა მომავალი წლის 19 სექტემბერს ინგლისურ გლოსტერში, მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

კარგი იყო, რომ ნოემბრის ტესტებზე მეტოქედ ტონგა გვერგო, მომავალ მოწინააღმდეგეზე ილუზორული წარმოდგენა აღარ გვექნება. იმედია, რეალურად შევხედავთ, შევაფასებთ და დასკვნებსაც სათანადოს გამოვიტანთ.

მატჩის დაწყებამდე, სანამ ჰიმნებს დაუკრავდნენ, მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩნდა. ის, როგორც რაგბიში მიღებული წესია, ორივე გუნდის მოთამაშეებს სათითაოდ მიესალმა და წარმატება უსურვა.

იხილეთ ვიდეო - გიორგი მარგველაშვილი საქართველო-ტონგას მატჩს დაესწრო

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ტონგელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, თუმცა ჩვენი გუნდის კედელივით დაცვას წააწყდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ სტუმართა გუნდმა აქტივში პირველი სამი ქულა მხოლოდ 27-ე წუთზე ჩაიწერა. იქამდე კი ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-12 წუთზე გახსნეს.

ჩვენი მორაგბეების პირველივე იერიში შედეგიანი გამოდგა. ტონგელებმა საქართველოს ნაკრების მიძალება წესის დარღვევით შეაჩერეს და ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

რამდენიმე წუთში მას კიდევ ერთხელ შეეძლო, ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის გაეტარებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც უკვე ვთქვით, ტონგამ ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრა - 3:3. ტაიმის მიწურულს კი კვირიკაშვილმა მაინც შეძლო საჯარიმოს გატანა - 6:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს რაიმე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. მარცხის რეალური საფრთხე არც შესვენების შემდეგ განვლილ ოც წუთში ჩანდა. გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს და საქართველოს ნაკრები 66-ე წუთამდე 9:6-ს იგებდა.

61-ე წუთზე ტონგას ნაკრების მწვრთნელმა ცხრა ნომერი და მგეზავი ერთად შეცვალა. სწორედ თამაშში ჩართულმა ამ მორაგბეებმა შეძლეს გარდატეხის შეტანა. განსაკუთრებით კი ცხრა ნომერი ტანიელა მოა გამოირჩა, რომელმაც იმის გარდა, რომ მეტოქის შეტევები უფრო სწრაფი და მახვილგონივრული გახადა, "ბორჯღალოსნებს" ორი ლელო გაუტანა და მესამე ლელოშიც ლომის წილი დაიდო.

ერთი სიტყვით, მატჩის დასკვნით 15 წუთში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევებს ვეღარაფერი დაუპირისპირა და დასანანი მარცხი იწვნია.

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველი ტაიმი ჩვენთვის ძალიან კარგად დასრულდა. მეორე ნახევარში ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და არც სწრაფი თამაში გამოგვივიდა.

მატჩის მეორე ნახევარში მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისეთი მორაგბეები შეიყვანა, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს. პირველი ნახევრის საწყისი ოცი წუთის განმავლობაში მხოლოდ დაცვაში ვთამაშობდით. მეორე ტაიმში უფრო გახსნილი თამაში ვცადეთ, ბურთის მაქსიმალური შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

წაგების მთავარი მიზეზი სწორედ უბურთოდ თამაშია, რის გამოც ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. შესვენებაზე ბიჭებს სწორედ ბურთის შენარჩუნებაზე ზრუნვა ვთხოვე, მაგრამ დღეს ეს არ გამოვიდა. წნეხის ქვეშ ვიყავით და ბურთის მოშორებაზე უფრო გვიწევდა ფიქრი, ვიდრე მის შენარჩუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ირლანდიასთან გვაქვს. უნდა ვეცადოთ, შეცდომები გამოვასწოროთ. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვიზრდებით და ხარვეზებს ვამცირებთ. ასე უნდა იყოს ირლანდიაშიც.

ტონგასთან დაცვა და შერკინება ძალიან კარგი იყო, დერეფანი გასაუმჯობესებელია. რაც გამოსარჩევი და აღსანიშნავია, ჩვენი ნაკრები პირველიდან ბოლო წამამდე მთელი გულით თამაშობდა. ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს, ჩვენც გვყავს გამორჩეული მორაგბეები და ახალგაზრდებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რათა ისინიც საუკეთესოები გახდნენ.

ამ შეხვედრას და ანგარიშს ვივიწყებთ და ირლანდიასთან თამაშზე ვფიქრობთ. ბიჭებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება და იქ უნდა დაამტკიცონ, რა შეუძლიათ.

ტონგას ნაკრები ყოველთვის აგრესიულად თამაშობს. ამ გუნდში მოქნილი და სწრაფი მორაგბეები არიან და მსოფლიოს თასზეც მხოლოდ მოგებას ეცდებიან, მაგრამ იქ სულ სხვა თამაში გამოვა.

ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრები სულ სხვა გუნდი იქნება".

მანა ოტაი, ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სასიამოვნო დახვედრისა და კარგი თამაშისთვის.

კომპლიმენტებს ვერ დავიშურებ საქართველოს ნაკრების მიმართ, რადგან ჩვენ დიდი ხანი დაგვჭირდა საკუთარი თამაშის მოსაძებნად.

საქართველოს ნაკრებმა ძლიერი დაცვა ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხარვეზები მაინც ვუპოვეთ. ვერ ვიტყვი, რომ წაგება თქვენი რომელიმე მორაგბის ბრალია. როდესაც ზეწოლას ზრდი, იქ სისუსტეებიც ჩნდება და როდესაც შენზე სამი კაცი მოდის, იქ ძნელი გასათვლელია, რომელი უნდა შებოჭო.

მებრძოლები ვართ და ვიცით, რომ ხალხს "სიპი ტაუზე" რეაქცია აქვს. ის პასუხი, რაც ქართველი გულშემატკივრისგან მივიღეთ, სასიამოვნო იყო. ვიცით, რომ ქართველები ტონგელებივით მებრძოლი ერია და სხვაგვარად ვერ იქნებოდა".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"უწინარესად, ტონგას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. წაგების მიზეზებზე მწვრთნელმა დაწვრილებით ისაუბრა. არ შეიძლება მეტოქეს სივრცე მისცე და მხოლოდ დაცვაში ითამაშო.

ტრავმების გამო გუნდის დანაკლისზე არაფერს ვიტყვი, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა დღევანდელი წაგების გადამწყვეტი ფაქტორი. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. წაგებაში შეიძლება პოზიტივიც დავინახოთ.

ჩვენი მორაგბეების მოტივაცია გაიზარდა და მწამს, რომ მსოფლიოს თასზე ბიჭები გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებენ. პროგნოზს არასდროს ვაკეთებ, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ იქ ტონგას აუცილებლად დავამარცხებთ".

საქართველო-ტონგა 9:23

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მაჩხანელი (თოდუა 72), კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე (მალაღურაძე 74), ბეგაძე (ხუციშვილი 75). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 67), მამუკაშვილი (მაისურაძე 70), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 67), მიქაუტაძე (ნემსაძე 74), დათუნაშვილი, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, ჩხაიძე (ლომიძე 67).

3ს: კვირიკაშვილი.

სინბინი: თხილაიშვილი.

ტონგა (15-9) ლილო, ჰალაიფონუა, პიატაუ, პაეა (კატოა 62), ვაინიკოლო, მორათი (ფოსიტა 62), ტაკულულუა (მოა 61). (1-8) მაილაუ (ჰალანუკონუკა 54), ლუტუი (ტაიონე 70), პუაფისი (ფაჰანუნუ 54), ლოკოტუი, ტუჰინეაუ (ფაჰაოსი 77), კალამაფონი, ლატუ (თიპიული 77), მააფუ.

3ლ: მოა (2), ლილო. 2ს: მორათი. გ: ფოსიტა.

მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

• ქართველი

გლახუნა მართალია....ლელოს დადებაზე უნდა გვეთამაშა თავიდანვე და ჯარიმები კარში არ უნდა გვერტყა..აი როგორც ტონგა აკეთებდა მთელი თამაში...თუ წავაგებდით ღირსეულად წავაგებდით და გული არ დაგვწყდებოდა..

• Bryan Habana

სისულელებს ნუ წერთ და ენას ტყუილად ნუ ატყაჭუნებთ, თუ რამე გესმით რაგბზე დაწერეთ ტუ არა და შეიკეტეთ თქვენს ოთახებში და ფინიებივით ნუ ყეფთ რაგბისტებზე - გეყოთ რა ეს ყველაფერზე ყველაფრისმცოდნე ფილოსოფიური საუბრები რა - პოლიტიკის არ იყოს... ვაბშე რაგბი სპორტი გგონიათ?? ან სტატისტიკა თუ იცით ცნობილ გუნდებზე ....

• საქართველოსთვის!!!

კარგით რაა. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ნამდვილი დიდი რაგბისგან. ჯობია სიმართლეს თვალებში შევხედოთ

• rezo 110

glaxuna-ს სავსებით გეთანხმები განწყობასა და ანალიზშიც !!!

• qiziyeli

ლევან უბედურება იმაშია რომ არ გვესმის რომ კრწანისის ბრძოლის შემდგომ ნებისმიერი ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა და იყო კიდეც, მწამს, ირანის შაჰის მიერ ქართველთა ფალავანთა,თუ კი ამგვარი მოჭიდავეთა გუნდი არსებობდა იმ დროს, დაფინანსება,შაჰის ინიციალების მკერდზე ამოტვიფრით. დავჩიავდით ლევან,ამი გაგებაც კი არ გვძალუძს თორემ ტონგას ბედ იღბალს ვინღა ჩივის,სხვათა მიერ გონებრივად თუ ფიზიკურად დაჩოქილობაში მყოფთაგან....

• levani

რატო გამოდიან ვტბ-თი და სხვამ რო არ დააფინანსა იმიტო. და ნუ შექმენით ერთი წაგებით ტრაგედია. ჩვენზე დიდი ტრადიცია აქვს ტონგას და ჩვენზე წინ არი რეიტინგში ჩვენ კიდე გუნდის თითქმის არცერთი ლიდერი არ გვყავდა იმიტომაც გატყდნენ ბიჭები,როცა ნამდვილი რაგბი უნდა დაწყებულიყო მაშინ. ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება მსოფლიოზე გადავუხდით სამაგიეროს. რაგბი ჩვენი თამაშია!!!!

• Zveli

ეტყობა ნელ-ნელა რაგბსაც ედება ქართული ფეხბურთის ავადმყოფობა. უნიჭოების დაწინაურება გუნდებში და ნაკრებებში. თუ ასეა ძალიან ცუდია.

• mindia

ჰო მართლა რატომ გამოდიან რუსის დამფყრობი, ვითიბის,მსოფლიოში სანქცირებული უჯიშო რუსული ბანკის აბრევიატურით-რა ხდება საქართველოში-თუ ვანიას შვილის რუსულ ბუდკაში?

• Temo

სანამ მაგ ვითიბის მაისურებით ითამაშებთ, ძლევა არ გექნებათ ძმებო.

• mina

glaxuna, შენს პირს შაქარი, მაგრამ ხომ გაგიგია "თავს ზევით ძალა არ არისო". თუ ჩვენებმა არ მოუმატეს, მაგრად შევრცხვებით მსოფლიო ჩემპიონატზე. ასე სუსტად (განსაკუთრებით მე-2 ტაიმში)ჩვენს ნაკრებს კარგა ხანია არ უთამაშია. ძალიან უსუსურები ჩანდნენ. ხომ არ გავაპეტიშეთ ზალიან!!!

• glaxuna

არა უშავს ბიჭებო... მაგრამ,ისე,რომ მუდამ გვახსოვდეს... რაგბს ქართველობა იმიტომ ვუწოდებთ ლელო ბურთს,რომ ლ ე ლ ო ე ბ ი გავიტანოთ და ლელოზე ვითამაშოთ... ჯარიმებით ვერ მოიგებ , ვერასდროს..... ავტორიტეტც ეცემა... აშკარა იყო პირველ ტაიმში მინიმუმ 3-ჯერ ჯარიმიდან შეიძლებოდა ახლო კუთხეში აუტში გაგვეტანა და მერე...მოლითაც კი ლელოები დაიდებოდა... როცა ამას არ აკეთებ და ძალზე შორიდან ჯარემის გატანაზე ფ ი ქ რ ო ბ ...მით უმეტეს ძლიერი მოწინააღმდეგე გ რ ძ ნ ო ბ ს ,რომ რაღაც ,ამ შემთხვევაში ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ პრობლემები გვქონდა,ე.ე. ბ რ ძ ო ლ ი ს ა გ ა ნ თავს არიდებ,რაღაც მიმართულებით სისუტეები და ... არადა ძალაში დავჩაგრეთ,შერკინებაში ა შ კ ა რ ა დ და ...მით თამაშის მოგებაც შეიძლებოდა,ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ი თ ა მ ა შ ე ბ ლელოზე,ანუ ლელოს დადებაზე!!! ამას ყოველივეს მიხვდნენ და იგრძნენ და მეორე ტაიმში თავად აგრესიული შეტევებით ლელოები დადეს... ვითარება გამოსწორრდება მხოლოდ ლ ე ლ ო ე ბ ი ს დადებაზე თამაშით... ჯარიმების კუთხეებში და იქ ძალისმმიერი ტამაშიტ და ეს დ ა ს ა წ ყ ი ს შ ი ვ ე ,რომ მოწინააღმდეგე ცოტა ფსიქოლოგიურად გატეხო... საჭიროა ლ ი დ ე რ ე ბ ი ს აგრესიული თამაშიც,გ ა ჭ რ ე ბ ბ ი ს ა თ ვ ი ს !!! პატივისცემით.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ტონგა-საქართველოს სტატისტიკა: "ბორჯღალოსნები" ისტორიას წერენ

მსოფლიო თასი. C ჯგუფი: ტონგამ ამერიკას თამაში შემოუტრიალა და შეჯიბრი გამარჯვებით დაასრულა

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ

კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

თურქი ფეხბურთელების სამხედრო მისალმებას უეფა გამოიძიებს - 13 აგვისტოს დაიჯესტი

ფავორიტმა ტონგას უპრობლემოდ მოუგო [VIDEO]

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

სავსე ტრიბუნების დროა!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

რუსეთის ნაკრები შესაძლოა ოლიმპიადიდან მოხსნან - 22 სექტემბრის დაიჯესტი

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მსოფლიო თასი. C ჯგუფი: საფრანგეთმა ტონგა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს