10 ნოემბერს გამართულ ვარჯიშზე გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჭანტურიამ ულამაზესი გოლები გაიტანეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთთან მატჩის წინ პირველად 10 ნოემბერს ივარჯიშა. თემურ ქეცბაიამ შეგირდები "დინამო არენაზე" საათზე მეტხანს დატვირთა. წვრთნა საკმაოდ ინტენსიური იყო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ორშაბათს საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში არ უვარჯიშიათ თორნიკე ოქრიაშვილს, ლევან მჭედლიძეს, ნიკა ძალამიძეს, ჯაბა კანკავას, უჩა ლობჟანიძესა და როინ კვასხვაძეს. ჩვენი ინფორმაციით, ყველა ეს ფეხბურთელი 11 ნოემბრისთვის ქეცბაიას განკარგულებაში იქნება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, კანკავა კიევის აეროპორტშია და მოთმინებით ელის თბილისის ავიარეისს. ფრენა მცირე ხნით შეფერხდა.

რაც შეეხება კვასხვაძეს, კვიპროსული "ოთელოსის" მეკარეს მამა გარდაეცვალა. ის სავარჯიშო პროცესს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

არ არსებობს პრობლემა არც დანარჩენი ფეხბურთელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, 10 ნოემბრის საღამომდე ასე იყო, თორემ საქართველოს ნაკრებს რას გაუგებ...

ვარჯიში სულ ცოტა ხნის დაწყებული იყო, როცა "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია მოვიდა. როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეჰფერის, ჰოლანდიიდან სულ რამდენიმე წუთის ჩამოსული კაშია სწრაფადვე ჩაერთო სავარჯიშო პროცესში.

წვრთნის დასრულების შემდეგ კაშია "ლელოს" არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და მის ინტერვიუს ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვთქვათ, რომ "ვიტესის" კაპიტანი სრულად დაიტვირთა. გეხსომებათ, მას ბევრი გაუცდა ფეხის თითის მოტეხილობის გამო და მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გამოჩნდა არნემული გუნდის ძირითად შემადგენლობაში...

ახლა ისევ მოვლენათა ეპიცენტრში დავბრუნდეთ. თავდაპირველად, ქეცბაიამ ბიჭები გაახურა, მერე "კვადრატი" ათამაშა, რასაც ორმხრივი თამაში მოჰყვა. წვრთნა მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეგნებულად არ დავწერთ, საქართველოს ნაკრების რომელი ფეხბურთელი რომელ "გუნდში" თამაშობდა. ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვარჯიშებზე, მით უმეტეს, ოფიციალურ შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე, ძირითად შემადგენლობას ვერ დაადგენ.

ეროვნული გუნდი ირლანდიასთან საპაექროდ რომ ემზადებოდა (და მანამდეც), არაერთხელ ვცადეთ ვარჯიშებზე დაყენებული შემადგენლობების მიხედვით ნაკრების სასტარტო თერთმეტეულის გამოცნობა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოდის - ყველაფერი იცვლება უშუალოდ თამაშის დროს.

ის კი ვთქვათ, რომ "ორკარას" მსვლელობის დროს საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ძალიან ზუსტად ურტყამდნენ კარში. გავიდა რამდენიმე ულამაზესი გოლი, რომელთაგანაც გიორგი პაპუნაშვილისა და გიორგი ჭანტურიას მიერ გატანილი გოლები უნდა გამოვარჩიოთ.

ვარჯიში ტრავმების გარეშე ჩათავდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთი ხეირიანად წვრთნის ბოლოსღა მოიკითხეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jge
koki შენ ის ვერ გაგიგია და ვერ ხვდები, რომ სახელმწიფომ ის სეგმენტი უნდა დააფინანსოს პირველ რიგში, სადაც ჩავარდნაა ანუ ფეხბურთი. დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით და ა.შ. დავაფინანსოდ მაშინ ჭოკით ხტომა, ჯომარდობა, ზუსტად შედეგი უნდა დადოს სპორტმა თორე ჩვენ არც იმდენად დალხენილი ბიუჯეტი გვაქ რომ ყველა სპორტი ვაფინანსოთ
kola
გინდათ კარგი ნაკრებისთვის? გადააყენეთ ფედერაცია,უკლებლივ ყველა.
koki
"აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ". ამბობს აკეკო ერთ ლელოში გამოქვეყნებულ ტავსი ბოლო სტატიაში და აქ ყველაფერია ნათქვამი. პირველ რიგში კი ის, რომ ზუსტადაც რომ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავ შენს ამ ნაბოდვარს. შენ ის ვერ გაგიგია და ვერ ხვდები, რომ სახელმწიფომ ის სეგმენტი უნდა დააფინანსოს პირველ რიგში, სადაც ჩავარდნაა ანუ ფეხბურთი. დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით და ა.შ. ალეკო და პირველ რიგში გაზეთი "ლელო"კი როგორც ყოველთვის პიროვნული ზიზღიდან და ინტერესებიდან გამოდიან. ამას დიდი ხანია ვაკვირდები და დარწმუნებულიც ვარ. ეს არის ბრძოლა ფედერაციის წინაამღდეგ, რასაც უდანაშაულო კაცი-ქეცბაია ეწირება. ის რაზეც თემურმა აქცენტები გააკეთა, ყველაფერი რეალობიდანაა და უნდა შეეგუოთ და ამ მიმართულეით გადაიდგას ნაბიჯი, რომ ამოვედეს ფეხბურთი იმ ჭაობიდან. თქვენი, ალეკო და თქვენი გაზეთის მთავარი მიზანი სულ სხვა რამეა, რაზეც ზემოთ ვთქვი. მოკლედ რაააააააააა
ako
ალეკოსაგან ნაკრებზე ასეთ პოზიტიურ სტატიას არ მოველოდი. ის ხომ სულ აძაგებს ნაკრებსა და განსაკუთრებით თემურ ქეცბაიას.
gigi
კარგია ყველა კაშიას მსგავსად უნდა მოიქცეს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...