ინტერვიუ ყოფილ ფეხბურთელთან, რომელმაც 10 წელი ითამაშა პოლონეთში
38 წლის მამია ჯიქია 10 წლის განმავლობაში პოლონეთში თამაშობდა - "რუხში", "ამიცაში", "ვისლასა" და ლკს-ში. ამიტომაც 14 ნოემბრის საქართველო-პოლონეთის მატჩის წინ პოლონურმა "თაიმსმა" რესპონდენტად მამია მიიწვია.

- საქართველოში, ალბათ, ყველა პარასკევის მატჩზე საუბრობს...

- ჯერ ასე არ არის, სტატიებიც ცოტა დაიწერა, რადგან უქმეებზე მთავარი თემა რაგბის მატჩი იყო. მომდევნო დღეებიდან დაიწყება აქტიურობა.

- პოლონეთთან მატჩი, ალბათ, ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ნაკრებისთვის...

- დიახ, ასეა, ბოლო დროს ბევრი დაიწერა და თემურ ქეცბაიაც გააკრიტიკეს, თუმცა, ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი მწვრთნელია. მაგრამ მას უნდა ჰქონდეს პირობები და ფეხბურთელებში არჩევანი. თუმცა ამ მატჩზე გუნდი მობილიზებული იქნება.

- პოლონეთში ბევრი ფიქრობს, რომ ფანების აგრესიული საქციელის და ნაკრების შემართების გამო საქართველოში სტუმრობა, შესაძლოა, გერმანიაში სტუმრობაზე არანაკლებ ძნელი იყოს...

- მართალია. თბილისში ძალიან ბევრ, თეორიულად უკეთეს გუნდს შექმნია პრობლემები. ბოლო საკვალიფიკაციოზე აქ საფრანგეთის ნაკრებმა 0:0 ითამაშა. ქართველები ხასიათის ფეხბურთელები არიან, თემურ ქეცბაიას კი მათი შემართება შეუძლია. მაგრამ თუკი პოლონეთი იმავე დონეს აჩვენებს, რასაც წინა თამაშებში აჩვენებდა, გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ორივე გუნდისთვის.

- ვისი უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად პოლონურ გუნდს?

- ერთის გამორჩევა ძნელია. ერთი ფეხბურთელი გუნდური თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტს. სამწუხაროდ, გუნდში აშკარა ვარსკვლავი არაა. ვერ ვიტყვი, რომ ტაქტიკურადაც ჩამოვუარდებით მეტოქეს.

- ასე ცუდად არის საქმე ქართულ ფეხბურთში?

- დიახ, რთული დროებაა, ყველგან პრობლემაა... ინფრასტრუქტურა, ფინანსები. მხოლოდ 2-3 კლუბს აქვს სტაბილური სიტუაცია, დანარჩენებმა არ იციან, რა იქნება მომავალში. ქართული ლიგა სუსტია.

- ალბათ, ეს ყველაფერი ნაკრებშიც აისახება, რომელიც ვერ აღწევს წარმატებებს, მხოლოდ გიბრალტართან მოიგო...

- ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის სახეა. როცა ყველაფერი კარგად იქნება, ეს გუნდზეც აისახება. ახლა კრიზისია ქართულ ფეხბურთში. მომავალ წელს არის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები და იმედია გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ სიტუაციას შეცვლის.

- მატჩის პროგნოზს ცდით?

- ვფიქრობ, მინიმალურად, მაგრამ მაინც პოლონეთი მოიგებს. არ გამოვრიცხავ ფრესაც, რაც ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება.

დათო
წავიკითხე ამ ინტერვიუს ორიგინალი ვერსია პოლონურად და ძალიან ბევრი უზუსტობებია რომლებიც რამადენიმე პასუხის შინაარსს მნიშვნელოვნად ცვლის. ქეცბაიას შეფასებისას , არჩევნებთან (საუბარია ფეხბურთის ფედერაციაში მომავალი წლის არჩევნებზე) და გუნდის ტაქტიკასთან დაკავშირებით.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
მამია ჯიქია: იქნებ ძალამიძესაც იმიტომ არ იძახებენ ნაკრებში, რატომაც თავის დროზე მე?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ