საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდიასთან გასამართავი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდიასთან გასამართავი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

"ბორჯღალოსნებმა" ირლანდიაში ყოფნის პირველი დღე აღდგენით პროცედურებსა და ტონგასთან გამართული თამაშის ვიდეოანალიზს მოანდომეს. 11 ნოემბერს კი პირველი ვარჯიშიც გამართეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განკარგულებაში 28 მორაგბეა. გაფართოებულ შემადგენლობას ოჯახური პრობლემების გამო მხოლოდ ფულბეკი ბექა წიკლაური დააკლდა.

"შაბათს გამართული დაძაბული მატჩისა და ირლანდიაში მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, დასვენებასა და ძალების აღდგენაზე ვიზრუნეთ. პირველი დღე ტონგას წინააღმდეგ გამართული თამაშის განხილვას დავუთმეთ და უკვე გავაანალიზეთ რამდენიმე სისტემური შეცდომა, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ირლანდიასთან მატჩისთვის.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ კვირაში კარგად მოვემზადოთ, რადგან ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-5 ადგილზეა", - თქვა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

ამასობაში, ირლანდიაში "სამყურების" ნოემბრის ტესტებზე დარჩენილი ორი მატჩის ბილეთებზე ტაციაობაა.

მოთხოვნილება სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. ამ დროისთვის 22 ნოემბერს ავსტრალიის ნაკრებთან გასამართავი მატჩის ბილეთები მთლიანად გაყიდულია.

საქართველოს ნაკრებთან თამაშზე კი ჯერჯერობით 37 ათასი ბილეთია გაყიდული. ფასი უფროსებისთვის 20 ევროა, ბავშვებისთვის კი - 5.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთების გაყიდვის ტემპი "ბოკესთან" მატჩის წინაც არ იყო ცუდი, თუმცა მერე, სასწაულებრივი გამარჯვების შემდეგ, პირდაპირ "აფეთქება" მოხდა.

ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდება. ამასთან ერთად, მთლიანად გაყიდულია ავსტრალიასთან მატჩისა და მომავალი წლის ექვსი ერის გათამაშების ორი საშინაო თამაშის ბილეთებიც" - თქვა ირლანდიის რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა პატრიკ პოუერმა.

ამასობაში, ირლანდიელთა გუნდს სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდება.

მორკინალი კრის ჰენრი ჯერ კიდევ შაბათის მატჩის წინ გრძნობდა თავს შეუძლოდ. მას ექიმებმა მძიმე მიგრენის დიაგნოზი დაუსვეს. უკანახაზელ ჯერარდ პეინს კი ფეხზე მყესები აქვს დაჭიმული და მკურნალობა ესაჭიროება. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია მორკინალი რორი ბესტი. მან უკვე დაიწყო "ძუნძულით" სირბილი და შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება კვირას, 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ლიონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).

#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), სანდრო თოდუა (ლელო), დავით კაჭარავა (ენისეი).

#11-14: მურაზ გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი (ოროვე - არმაზი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).

#15: გიორგი აფციაური (აია), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

ირლანდია

შერკინება: სტივენ არჩერი, როდნი ეჰიუ, რორი ბესტი, ჯეიმზ კრონინი, შონ კრონინი, რობი დიკი, დეივ ფოლი, ჯიმი ჰისლიპი, დეივ კილკოინი, მაიკ მაკკარტი, ჯეკ მაკგრეთი, პოლ ოკონელი, ტომ ოდონელი, პიტერ ომაჰონი, მაიკ როსი, რის რადოკი, დომინიკ რაიანი, რიჩარდ სტრაუსი, დევინ ტონერი, ნათან ვაითი.

უკანა ხაზი: ტომ ბოუი, გორდონ დარსი, კრეიგ გილორი, რობი ჰანშოუ, ფელიქს ჯოუნზი, რობ კირნი, იან კეიტელი, დარაგ ლედერი, იან მადიგანი, კირან მარმიონი, კონორ მურაი, სტუარტ ოლდინგი, ეუან რედანი, ჯონი სექსტონი, საიმონ ძებო.

14 ნოემბერი

სამოა-კანადა

15 ნოემბერი

უელსი-ფიჯი, ტონგა-აშშ, რუმინეთი-იაპონია, ინგლისი-სამხრეთი აფრიკა, შოტლანდია-ახალი ზელანდია, საფრანგეთი-ავსტრალია, იტალია-არგენტინა.

16 ნოემებრი

ირლანდია-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

ynwa
აი რას ნიშნავს რაგბის სიყვარული!წინა წლებში აქ ჩვენთან იაპონიის და ფიჯის ნაკრებზე ძლივს 7-9 ათასი კაცი შეიკრიბა. ტონგასთან სტადიონი მხოლოდ სანახევროდ პირველი ტაიმის ბოლოს შეივსო. ირლანდიელებისთვის საქარტველოსათან თამაში იგივეა, რაც ჩვენ რომ ბელგიას ან უკრაინას დავუპირისპირდეთ. შეივსება კი სტადიონი ჩვენტან ასეთი გუნდების თამაშზე? ეს იმას ნიშნავს, რომ როგორ უყვართ ირლანდიაში რაგბი და თავიანთი ნაკრები. არ ვაკნინებ ჩვენს გუნდს, ასეთი სხვაობა არ არის, მაგრამ ირლანდიელებისთვის მაინც მეორე ეშელონის გუნდათ ვრჩებით. აქ კი ვითომ არაფერი საერთოდ არ არის საუბარი, გადაცემები ამ ტესტების გარშემო. ეს არა მარტო ჟურნალისტების, არამედ რაგბის კავშირის საქმეა, მისი მენეჯმენტის, სარეკლამო სამსახურის. უნდა იყოს მზაობა მათგან, რომ მეტი დაიწეროს ჩვენს გუნდზე, მოთამაშეებზე. ერთი ინტერვიუ თუ აიღეს ამ ვაი ჟურნალისტებმა ჩვენი რაგბისტებისგან?! არიქა ჰეიგმა ქართულად ილაპარაკა და ყველა არხზე აჩვენეს. ამის ნაცვლად მოეწვიათ ტელევიზიაში, სხვა რაგბისტებთან ერთად და ესაუბრათ ამ მატჩების გარშემო, გაერჩიათ ჩვენი თამაშები. სამაგიეროდ ოქრიაშვილი, სად დალევს, სად გააბოლებს, ითამაშებს თუ არა ეს ვითომ უკვე ვარსკვლავი, იმას ხომ წერენ?!
ერისკაცი
სამხრეთ აფრიკასთან ჯახის შემდეგ ირლანდიელები დაღლილები არიან! კარგი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ!
ynwa
ასეთი თამაში აქვს ჩვენს ნაკრებს და ერთი გადაცემა თუ მიუძღვნეს ამ ვაი ჟურნალისტებმა ამ ნოემბრის ტესტებს?! აი ამ ვაი მწვრტნელს და ამ ვაი ფეხბურთელებს კი ალაპარაკებენ ტელევიზიაში და ხალხს ნერვებს უშლიან. მართალია ქეცბაია, რომ ასე ექცევა ჟურნალისტებს და მთელ ქრთულ საფეხბურთო სამყაროს, რადგან ასეთი მოპყრობის ღირსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავხედი მწვრთნელი ჰყავს საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის