თემურ ქეცბაია VS ქართული სპორტული მედია

თემურ ქეცბაია VS ქართული სპორტული მედია

ქეცბაიას მორიგი სკანდალური გადაცემა - ლევან ყიფიანი 2 წელია მებრძვის [VIDEO]

თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... [VIDEO]

თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]

2014 წლის უკანასკნელი ოფიციალური მატჩის დღეც მოახლოვდა - პარასკევს, 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, პოლონეთის ეროვნულ გუნდს უნდა უმასპინძლოს.

შორს წაგვიყვანს იმაზე მსჯელობა, თუ როგორი სატურნირო მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისათვის. მოგების (თუნდაც - ფრის) შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს კვლავაც დარჩება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი. ხოლო თუ მორიგი ოფიციალური მატჩი წავაგეთ, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ ზედიზედ მესამე საშინაო მარცხით ყველანაირ ილუზიას უნდა დავემშვიდობოთ.

ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, ეს ილუზიები ბევრს არც ჰქონია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პერმანენტულ წარუმატებლობებს, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვხვდებით.

ძალიან ძნელია, ოპტიმისტური განწყობით ვხვდებოდეთ პარასკევის მატჩს, თანაც, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მეტოქე მართლაც მშვენიერი გუნდია და არანაკლები ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - საქართველოს ნაკრებში არსებულ დღევანდელ სიტუაციას ძალიან ძნელია, რომ ჯანსაღი კი არა, საერთოდაც... ნორმალური ვუწოდოთ!

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ცალკე საუბრის თემაა, ისე, როგორც ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი, თურმე... ქართული სპორტული მედიაც ყოფილა!

მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვაპირებთ ამ თემის წამოწევასა და კონკრეტული ადრესატისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. პირიქით, სხვებთან ერთად ჩვენც სულითა და გულით ვუგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს და იმის იმედადაც დავრჩებით, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა იქნებ შეძლოს და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მეხუთე(!) ოფიციალური მატჩი (აქედან ერთი - გიბრალტართან) მოიგოს!

და იმიტომაც უნდა ვუქომაგოთ, რომ ეს ყველა ჩვენგანის ნაკრებია და არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელის!..

რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, ეს რა ურთულესი საქმე იქნება, მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ 2014 წლის უკანასკნელი მატჩის წინ ტრადიციული (უმრავლეს შემთხვევაში - საფუძველს მოკლებული) ოპტიმისტური ფონი უნდა სჭარბობდეს უარყოფითს, თორემ დღევანდელ ნაკრებში იმდენად არასასურველი და იმდენად უარყოფითი ფონია, არც არასდროს რომ ყოფილა და ვეჭვობთ, როდისმე კიდევ იყოს!

თანაც, მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, ძალიან სერიოზული დონის მეტოქესთან დაპირისპირების წინ ჩვენი ფეხბურთელების დიდ უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა რომ აკლია; ზოგიერთის სათამაშო კონდიციები, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს რომ უნდა ტოვებდეს; ზოგიერთს მაინცდამაინც ოფიციალური მატჩების წინ რომ უმიზეზდება ძველი ტრავმა; ზოგიერთი ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების მოტივს კი არანაირი ახსნა რომ არ გააჩნია...

ჰო, სხვაც ბევრი მიზეზია, ჩვენს უპირველეს გუნდში არაჯანსაღ კლიმატს რომ განაპირობებს. განა, ნორმალურია, უკვე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა რომ თქვა ნაკრებში თამაშზე უარი მთავარი მწვრთნელის ფაქტორის გამო? ან, როდის ყოფილა მწვრთნელზე განაწყენებული ამდენი ფეხბურთელი, ან კიდევ მწვრთნელსა თუ ცალკეულ ფეხბურთელთა შორის ამდენი გაუგებრობა?

თუმცა, ზემოთაც ვთქვით, რომ პოლონეთთან მატჩამდე მაქსიმალურად შევეცდებოდით, უარყოფითზე არ გაგვემახვილებინა ყურადღება (წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მარცხიც ქართულ სპორტულ მედიას დაბრალდეს), ოღონდ ამ შემთხვევაში თემურ ქეცბაია პირველობას ნამდვილად ვერ დაიჩემებს - საქართველოს ნაკრებს ადრეც ჰყოლია ერთი-ორი ისეთი მწვრთნელი, ამა თუ იმ ოფიციალური მატჩის წაგებას კი არა, საერთოდ, ნაკრების წარუმატებლობას სწორედაც რომ ქართულ სპორტულ მედიას აბრალებდა!

ჰო, ყოფილან ასეთებიც, მაგრამ ის, რაც უამრავმა ტელემაყურებელმა ორშაბათს, სპორტულ გადაცემა "არენაში" იხილა, ყველა "ნომერსა" თუ "ეტიკეტს" სცილდება!

კი ბატონო, სავსებით შესაძლებელია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ამა თუ იმ ჟურნალისტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ საჯაროდ, პირდაპირი ეთერით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ყოვლად მიუღებელი ტონით რომ ელაპარაკება გადაცემის წამყვანს და საერთოდაც, უკვე მერამდენედ რომ მოიხსენია აუგად ქართული სპორტული მედია, ეს უკვე მართლაც მეტისმეტია!

ამ წერილში უკვე მერამდენედ გვიწევს იმის ახსნა-აღიარება, რომ საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მოახლოებული მატჩის წინ მაქსიმალურად ვცდილობთ, უარყოფით ფაქტორებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, გვერწმუნეთ, სულ სხვაგვარად იქნებოდა, ოღონდ ეს მუქარა კი არ არის, უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა.

დღესდღეობით კი მხოლოდ აი, ამას დავჯერდებით - როცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კომუნიკაციის პრობლემა არა მხოლოდ საკუთარ ფეხბურთელებთან, არამედ ქართული სპორტული მედიის, ფაქტობრივად, უმრავლესობასთან აქვს, ესე იგი, მართლაც დამდგარა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო! რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა სპორტულ მხარეზე, ანუ ნაკრების ბოლოდრინდელ შედეგებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯანგო
1) მწვრთნელი ქართველი და საქართველოში მაცხოვრებლ -მოღვაწე 2) ნაკრების წევრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის წევრები 3)ნაკრების წევრები 24 კაცი 4)დავალება მწვრთნელს რომ ერთი კლუბიდან 5 კაცზე მეტი არ იყოს ნაკრებში 5)ნაკრების შეკრება ყოველთვიურად ან ერთი შეკრებით 4 დღით ან კიდევ თუ ეს არ ხერხდება 2 ჯერ 2 -2 დღით 6)7 ნაკრების ყოველთვიური სპარინგი უმაღლესი ლიგის კლუბებთან 7)დადგინდეს და გაცხადდეს ნაკრების წევრების პრემიალურის ოდენობა ყოველ თამასზე. 8)განიხილონ საკითხი მწვრთნელტა ტანდემის და არა ერთი მწვრთნელის მუშაობისა. აი თუკი ეს გაკეტდება მაშინ ნაკრები იქნება ძლიერი და შეუპოვარი 16 კლუბში 24 ტავდადებული ისეთი ბიჭი მოიმახება რომ ბევრ ნაკრებ ცხვირით მიწას ახვნევინებს. დღეისათვის კი ასე ინტერსიურად ნაკრებში გამოძახება ლეგიონერებისა ვერ ხდება ესეც დიდი მინუსია რომ შეთამაშდნენ,ამის გარდა ყოველი კლუბისათვის დიდ ფასეულობა და სახელია მათი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა, ესეც ზრდის კლუბისადმი პატივისცემას და ინტერესს. ასე რომ, დროა იმოქმედონ ამ სქემით იმათმა ვისაც ეს ეკუთვნის.სხვა გზა უბრალოდ არ დარჩა.
Zura
ზურა, მართალია სეხნია ხარ, მაგრამ:) ყველაფერი გასაგებია, ქართველები ოპტიმისტები ვართ ბუნებით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია (თუმცა ალბათ არასასარგებლო) მაქსიმალისტები. შესაბამისად სულ მოგება გვინდა და თავი ყველაზე მაგარი გვგონია, სინამდვილეში ეხლა ესე არ არის. ზოგადად ქვეყნის მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ, და მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე გავაკეთოთ აქცენტირება. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები 19 წლამდე!!! ამის მერე ყველაფერი ირევა და აქვე მთავრდება. რატომ? ფაქტობრივი პასუხი მარტივია: ამის შემდეგ ნიჭიერი ახალგაზრდები იწყებენ საქართველოს ჩემპიონატში თამაშს!!! ავიღოთ თაობა, რომლისგანაც ბევრს ველოდით 21 წლამდელ ნაკრებში, თანაც მათ ჩვენი სახელოვანი მწვრთნელი ბატონი ალექსანდრე მოძღვრავდა (რომელთანაც პრეტენზია სამართლიანად არავის ჰქონია - მინაშვილსაც:) კი). შედეგი-მე-4 ადგილი 5 გუნდიან ჯგუფში! უკან მხოლოდ ლუქსენბურგი მოვიტოვეთ (თუმცა ჰოლანდიას მოვუგეთ გასვლა). ეს შედეგი ვაჩვენეთ ამ ეტაპზე ალბათ 2 გამორჩეული ფეხბურთელის მონაწილეობით (ანანიძე, ჭანტურია) 21 წლამდელებში, ვინთვლის რომ ეს დამაკმაყოფილებელია? ალბAტ მინაშვილი:) რას ვთხოვთ ქეცბაიას? როდესაც გაცილებით დიდი პოტენციალსი მქონე 21 წლამდელები ვერაფერს აღწევენ? რა შეუძლია ნებისმიერ მწვრთნელს გააკეთოს როდესაც ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი თავისი გუნდის დუბლებში გამოდის, ძირითადის 4 ფეხბურთელი საერთოდ უგუნდოდაა? და ყველაზე დიდი მიღწევა უკრაინის ჩემპიონატია??? თუ ვინმე იტყვის რომ ჯობია ვინმეთი ჩაანაცვლოსო, სისულელეა რადგანაც საქართველოს ჩემპიონატიდან ვინმეს აყვანა სირცხვილი იქნება და თავის მოჭრა! თუ დასწრებიხართ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს მიხვდებით მარტივად რომ ქეცბაია (როგორც თვითონ აღნიშნა) ჩემპიონატის ვიაპი (საუკეთესო მოთამაშე) ანდ გოლიადორი მართლაც იქნებოდა და ფიზიკურადაც დაჩაგრავდა სულ ყველას. ხალხნო მეორე ტაიმის შუიდან ფეხბურთელები ძუნძულითაც ვეღარ დადიან:) რაც შეეხება განაწყენებულ ვეტერენებს (ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, სირაძე, გოგუა). კარგით რა, არ გცხვენიათ მაინც! ხიზანიშვილი წინა შესარჩევის ანტიგვმირი რომ არის მხოლოდ უვიცმა არ იცის, 4 ქულა, სრულად მის კისერზეა, ფინეთი გასვლა და ბელორუსი გასვლა!!! ამისულაშვილმა თავის ნამუსში ჩაიხედოს და გაბედოს და თქვას რომ არ უთქვია უარი შეკრებებზე დასწრებაზე. სირაძე და გოგუა სად თამაშობენ? და უეცრად ისევ ქეცბაიას, არა ნაკრებს (რატომ არავინ არ სთხოვს ნაკრების ფეხბურთელებს არაფერს) ვთხოვთ შოტლანდიასთან გასვლაზე გამარჯვებას, თბილისში იმ გუნდთან მხოლოდ გამარჯვებას ვთვლით დადებით შედეგად რომელმაც 3 კვირის წინ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა? ხალხნო ნორმალურები ხართ? მე ქეცბაიას დამცველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ესეთი სიძულვილი, შური და ღვარძლი არ შეიძლება, ეს ადამიანს აბრმავებს და ქართულ ფეხბურთს აზიანებს! დაბოლოს, ისევ ზურა1504, არავის მოსწონს დაცვითი ფეხბურთი, ალბათ გიბრალტარსაც კი, მაგრამ როდესაც თავდამსხმელი არ გყავს რომელიც მარტივად კარს დაუმიზნებს ბურთს (გიბრალტართან 6 ერთი-ერთზე გასვლა და აქედან 2 გოლი)! თუ ვინმეს შეუძლია დაასახელოს დღეს-Dრეობით უკეთესი ქართველი თავდამსხმელი? ქეცბაიაზე, როგორც მწვრთნელზე თუ ვიმსჯელებთ, და მის შედეგებზე, არსებული სასაცილო რესურსით: საქართველო - ხორვატია 1:0; სლოვენია - საქართველო 1:2, საქართველო - საფრანგეთი 0:0. თუ ვინმეს შეუძლია რომ დაიბრალოს რომ ამ რესურსით უკეთესს შედეგს აჩვენებდა? ალბათ მინაშვილი:):) მოკლეთ, სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ ჟურნალისტების დახმარებით ეროვნულ ნაკრებს (მწვრთნელსაც და ფეხბურთელებასც) იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი დააწვა, რომ ფრეც კი სასწაული იქნება. ყოჩაღ თქვენ, პატრიოტებო!!! მთელი სულით და გულით საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ პარასკევს!
Dato
Fედერაციაა შEსაცვლელი
zura1504
პირველ რიგში განცვიფრებული ვარ იმით, ქეცბაიას, როგორც მწვრთნელს, მაინც ამდენი მხარდამჭერი რომ ყავს... ვიფიქრებდი, მისი ახლობლები არიან მეთქი, მაგრამ რაღაც ძალიან ბევრი იცავს თავგამოდებით. თან ყველას ერთი სტილი აქვს არჩეული - ფეხბურთელები არ გვივარგა და ქეცბას რას ერჩით, და ჟურნალისტებსაც გადაკრავენ ხოლმე(ასე მოგიხდებათ თქვენო). და რა მოწონთ ამ კაცში? მის მიერ არჩეული ტაქტიკით თამაში(თითქმის ყველასთან მეორე ნომრით)? შედეგები? გატანილი გოლების რაოდენობა? დაგროვილი ქულები? მისი ურთიერთბა ფეხბურთელებთან?მისი ლაპარაკის მანერა და აქცენტი? მისი ვარცხნილობა? ნუ, როგორც ფეხბურთელი, ყველას მოგვწონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოგვწონდეს, როგორც მწვრთნელი. გასაგებია, რომ სუსტი(დაბალი კლასის) ფეხბურთელები გვყავს, და ვინ ეუბნება მაგას საწინააღმდეგოს? რომ მოდიოდა სამუშაოდ, არ იცოდა რა კატეგორიის ფეხბურთელები ეყოლებოდა? ან მერე მაინც ვერ დაინახა? ამხელა თანხას რომ გიხდიან, ან შედეგი უნდა დადო, ან კიდევ, როგორც პატიოსან ადამიანს ახასიათებს, უარი უნდა თქვა თანხის რაღაც ნაწილზე მაინც. უამრავი მაგალითები არსებობს ფეხბურთში, როცა გაცილებით სუსტი ნაკრები აღწევს წარმატებას მასზე გაცილებით ძლიერ გუნდებთან ჭიდილში. უახლოესი ისტორიიდან - უვარსკვლავებო საბერძნეთი ევროპის ჩემპიონი, იმავე ციკლში ლატვიის "ჭ" კლასის ფეხბურთელებიანი ნაკრები ფინალურ ეტაპზე(ჩვენი მასზე გაცილებით ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ჩატოვა ჯგუფში) გავიდა და სულ ახლახანს კოსტა-რიკამ მსოფლიოზე რა სახელებიანი ნაკრებები დაამარცხა და როგორ ითამაშა, ალბათ ყველამ ნახეთ. იქნებ, ბატონმა თემურმა ახსნას, ეს როგორ და რანაირად ხდება? ზუსტად აქ ჩანს მწვრთნელის ხელი, მე თუ მკითხავთ... ეხლა ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა ვკითხო, რატომაა მარტო მწვრთნელის გადასაწყვეტი, წავა თუ დარჩება პოსტზე? მისი ეს განცხადებები თქვენს თავმოყვარეობას არ ეხება? ანუ სიტყვა არ გეთქმით? ეს მე აღმიძრავს სერიოზულ ეჭვს იმისას, რომ ამ კონტრაქტში მთლად სუფთად ყველაფერი არ უნდა იყოს, ანუ იმ მილიონებიდან ეტყობა თქვენც იხეირეთ და ეხლა თევზებივით იმიტომაც ხართ ალბაათ. ისიც კარგად გვესმის, რომ ქეცბაიას წასვლით ნაკრები მომენტალურად რამე შედეგებს რომ ვერ მიაღწევს, მაგრამ იმედს დავიტოვებთ (ახალი)ფედერაციის ძალისხმევით მიეხედება ბავშვთა ფეხბურთს, გაუმჯობედება გუნდების ინფრასტრუქტურა და ფინანსური მდგომარეობა, ნაკრების ახალ მწვრთნელთან ერთად ნელ-ნელა შეიცვლება სათამაშო სტილი, აზროვნება, მენტალიტეტი და ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით.
zurabi
qecbaia martalia yvekafershi, ubralod zedmetad emociuria, ise bidishit Tu ditirambebs AR gimgerit jurnalistebs,
Qecbo
Eეხლა ძალიან დადებითAდ ისაუბრეთ? წინ არი. თAმაშI და იმაზე Iფიქრეთ რა
temoqute
ჟურნალისტები მეტის ღირსი ხართ თავი დაანებეთ ადამიანის პროვოცირებას რა შემადგელნობა ყავს ის შედეგიაა უვარგისი და არაფრის მომცემი ფეხბუღრთელები გვყავს,,,,,,,,ამისულაშვილის ნაირი მოჭალატეებს რომ ამართლებთ მაგიტომ ხარ ლანძღვის ღირსი თურმე ბიჯი ეკონომ კლასით ვერ დაფრინავს ფების გაშლა უნდა წესიერათ ადგეს და დაამატოს,,,,ან კიდე ყენია 2 წლის უთამაშებელი კაცი გამოიძახა ნაკრებში და რასქვია არ მათამაშაოოოო ანდა მჭედლიძე როცა *** მაშინ რო ჩამოდის ნაკრებში მაგენს უნდა გადაასხა ბენზინი და დაწვაა ყველაა ქეცბაია არის ჯიგარი და პატრიოტი კაცი ვენაცვალე სულშI სიმართლეს რომ გეუბნებათ მიტო არის გლახა,,,,ადგება და წავა ეხლა მარა ვინც მოგივათ აქ ვარესი შედეგი რო ექნება ხო მერე თქვენ გაგინებთ ჟურნალისტებს მთელი საქართველოო უვარგისი ფეხბურთელები გვყავს და მაგის ბრალია ყველაფერი
zaza
არველაძეები მოაშორეთ ქართულ ფეხბურთს და ყველაფერი კარგად იქნება!
dada
მთავრია დომენტა და რეზიკო უნდა წავიდნენ.
murtalo
ეხლა დადგა წასვლის დრო?!...ვაი თქვენს პატრონს, ამდენი ხანი რომ ეფერებით იმიტომაც არის გაბლატავებული უზრდელი, უვიცი, ფულზე დახარბებული "პატრიოტი" ვაი მწვრთნელი.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...