ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გაქცევა გამოსავალი არ არის, თემურ ქეცბაია კი ვერასდროს იქნება კარგი მწვრთნელი!

გაქცევა გამოსავალი არ არის, თემურ ქეცბაია კი ვერასდროს იქნება კარგი მწვრთნელი!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: "ნუ დარჩებით სირაქლემას პოზაში!"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პოლონეთთან მატჩის წინ დემარშებს არ ეშვება. ამჯერად, მან დემონსტრაციულად მიატოვა გიორგი ყიფიანის საავტორო გადაცემა "ფეხბურთის დრო"...

გადაცემის დაწყებიდან სადღაც 6 წუთი იყო გასული, როცა თემურ ქეცბაიამ მიკროფონი მოიხსნა და - პოლონეთთან თამაში მაქვს და აქ ინტრიგანული კითხვების საპასუხოდ არ მოვსულვარო, - ამ სიტყვებით გაუჩინარდა ტელეკამერებს მიღმა.

წასვლამდე ქეცბაიამ სკანდალური განცხადების გაკეთებაც მოასწრო - უკვე ორი წელია, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მებრძვისო (ცნობისთვის, ახალგაზრდა ჟურნალისტი გიორგი ყიფიანი ლევან ყიფიანის ძმა და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, დავით ყიფიანის ვაჟია).

იხილეთ: ქეცბაიას მორიგი სკანდალური გადაცემა - ლევან ყიფიანი 2 წელია მებრძვის [VIDEO]

გულწრფელად ვამბობთ, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ორი დღით ადრე ამ თემაზე წერა ნამდვილად არ გვსიამოვნებს. მეტიც, ჩვენზე ბედნიერი ახლა არავინ იქნებოდა, საქართველოს ეროვნული გუნდის მოსალოდნელ წარმატებაზე რომ გვიწევდეს წერა და წინასამატჩო აჟიოტაჟს ვქმნიდეთ, მაგრამ...

როცა ამის დრო არ არის, თავს ვერ მოვიტყუებთ - ზედიზედ ორი დღეა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ღიად შეურაცხყოფს ქართველ ჟურნალისტებს და ფეხქვეშ თელავს არა მხოლოდ ჩვენს უფლებებსა და თავმოყვარეობას, არამედ საკუთარ ღირსებას, საკუთარ "მე"-ს.

კარგად გვესმის, რომ ქეცბაიას დღეები საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დათვლილია, თუმცა ღირსეული კაცები ღირსეულად მიდიან. სამწუხაროდ, ქეცბაიას შემთხვევაში ასე არ ხდება. ნუთუ, ასე ტკბილია სკამი?

წარმოიდგინეთ, რამხელა დარტყმაა ეს გიორგი ყიფიანისთვის, რომელიც კარიერას ახლა იწყებს. ვინ არის თავმდები, რომ მის მომავალ ცხოვრებას ქეცბაიას ეს გამოხტომა დაღს არ დაასვამს?

ერთიც: გიორგი ყიფიანი და ლევან ყიფიანი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები არიან და ერთის გაიგივება მეორესთან არაფრით შეიძლება.

თემურ ქეცბაია კი, ჩემი აზრით, ვერასდროს იქნება კარგი მწვრთნელი, რადგან მან ადამიანებთან ურთიერთობა არ იცის.

მორალურ-ვირტუალური მხარეები თავისთავად და, მგონი, პრაქტიკულზეც უნდა გადავიდეთ.

ცხადია, მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ და არ გვესმის, ბოლო ორი დღის განმავლობაში როგორ ექცევა ჟურნალისტებს თემურ ქეცბაია. ჩემი პირადი აზრია და არ არის აუცილებელი, ის ყველამ გაიზიაროს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეყოფა სირაქლემას პოზაში ყოფნა - დროა, ამ უწყებამ პოზიცია დააფიქსიროს.

გასაგებია, რომ კარს მოგვადგა პოლონეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი, თუმცა უპრიანია, მანამდე მოვისმინოთ იმ ორგანოს აზრიც, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საქართველოს ნაკრების დამრიგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად იზიარებს ან ჩუმად მაინც ეთანხმება მისი ხელქვეითის საქციელს.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დავწერო - ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ჟურნალისტის ფასი. იქნებ ამ მარაქაში სხვებიც უნდა გაერიონ, მაგრამ მე იმათზე უნდა დავწერო, სპორტულ ჟურნალისტიკაში გატარებულმა წლებმა რომ დამაახლოვა, როგორც რესპონდენტებს.

ვერავინ დამაჯერებს, რომ რევაზ და არჩილ არველაძეებს, ნიკა ჩხეიძეს, ნოდარ კაკულიას, რეზო შენგელიას და სხვებს ჟურნალისტის როლის გასიგრძეგანება და მედიის დაფასება ეშლებოდეთ.

ვერც იმაში დამარწმუნებს ვინმე, რომ ქართული ფეხბურთის სათავეებთან მყოფ ადამიანთა უმრავლესობას ჟურნალისტებისადმი ქეცბაიას მიდგომა მოსწონს. ვინ, თუ არა მათ, იციან, რომ არ გაგვიყიდია ის ქართული ფეხბურთი, რომლის სადარაჯოზეც წვიმასა და თოვლში, ქარში თუ ავდარში ფხიზლად ვდგავართ.

ვინ, თუ არა მათ, იციან, რომ ნაკრების ყველა თამაში პატარა ბავშვებად გვაქცევს ხოლმე. ციცქნა სიხარული სიამაყის ცრემლებს გვგვრის, წაგება კი ცხოვრების მუღამს, სულ მცირე, ერთი თვით გვიკარგავს.

სადაც ფედერაციის ბოსტანში ვისროლეთ კენჭი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ სიტუაციაში ქართულ სპორტულ ჟურნალისტთა კორპუსს არნახული ერთიანობა მართებს.

თუ დღეს არ დადგება თითოეული ჩვენგანი მტკიცედ, თუ დღეს არ მოიგებს ღირსეულად თავის წილ ომს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ხვალ შეიძლება ისე გაგვთელონ, როგორც დიდოელი ლეკი თელავდა ნაბადს.

აბა, გათელილი და ნამუსახდილი კაცი ვის რად უნდა?!

გაქცევა კი არსად, არც ერთ დროში ყოფილა გამოსავალი. სუსტები გარბიან მხოლოდ. ეს უნდა იცოდეს ქეცბაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dito

რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ვისი შვილია ან ვისი ძმა,ძმები ჩრდილს აყენებენ კარგი მამის სახელს.ის კომენტატორი მინასიანიც ხომ გყავთ კოტე მახარაძის შესადარი.ჩივაძის და ხურცილავა

• ნოდარი

ამ საბჭოთა პათეტიკით გაჟღენთილ წერილებს ვერ მოეშვით რა :)

• gio

ქეცბამ სწორი თქვა , თქვენნაირი ჟურნალისტები გუყავენ ქართულ ფეხბურთს!!! უცოდინარების პარადია! ეს საიტი კიდე სულ გაპახაბნდა რეებს წერთ არ გცხვენიათ მაინც??? unlike

• სანდრო

"მაგ ლოგიკით ვერცერთი მწვრთნელი ვერ უნდა დებდეს შედეგს ნაკრებში. ყველას სამი დღე ყავს ფეხბურთელები". ლოგიკა იმას გვეუბნევა რომ 3 დღეში ვერ დადებ შედეგს ცუდი ფეხბურთელებით. ცუდში არ ვგულისხმობ ნიჭს. ხოდა ყველა მწვრთნელი დადებს შედეგს 3 დღეში კარგი ფეხბურთელებით. თუ რამე კიდევ გაუგებარია გისმენ.

• jorj

მე მესმის ქეცბაიასი და რაღაცეებში ვეთანხმები მაგრამ საქართველოში გავრცელებული დაბრალების სინდრომი არის დამღუპველი. რატო იშვერს ყველა ერთმანეთისკენ ხელს. ქეცბაია, როგორ ფიქრობ, რატომ გაქაჩა საქართველოს რაგბის ნაკრებმა! ჟურნალისტებმა შეუწყვეს ხელი თუ მთავრობამ? ეგ კი არა დინამოზე აღარ ათამაშებენ! იცი რატომ უნდა მოუგოს საქართველომ პოლონეთს და შოტლანდიას??? იმიტომ რომ საქართველოს რაგბის ნაკრებმა მოუგო რუმინეთს, რუსეთს, აშშ-ს, კანადას და ღირსეულად თამაშობს ყველა შეხვედრას! ღირსეულად!

• Kaxa

papa martalia.gurnalistebi sadac satkmelia ik chumdebian.

• კოტე

ისე ლაპარაკობს თითქოს ქეცბაიამ დაღუპა ნაკრები. ხალხო, გაიგეთ, რომ მწვრთნელის ცვლილება საქმეს ვერ შველის

• kaxeli papa

ქეცბა უნდა წავიდეს. პრესას:მოიქეციტ ალია-ქრონიკელი კოლეგებივიტ! სწორად დაისვა კიტხვა სპონსორებტან მიმარტებასი. ვერ ერევიტ ცხენს-ამტვრევტ უნაგირს! აბა, გადმოალაგეტ სიმარტლე! ყოველი მხრიდან სიმხდალე და ვაზელინია! ისე, კარგი მწვრტნელის გუნდი(საქრტველო) სხვა სასტავიტ უნდა ტამასობდეს და ცოტა ლამაზად მაინც უნდა ახერხებდეს მაყურებლის ტანაგრზნობის მოპოვებას მაინც!

• ი.კკ

სანანებელი გაგიხდებათ ასეთი კაცი...რომელიმე ჟურნალისტმა თქვას რომ ამაზე კაი შედეგებს დადებს ვინმე

კარგი რა ქეცბაია არაფერშუაშია ფეხბურთელს არ უნდა არ იხარჯება ბოლომდე ზოგი იხარჯება ზოგი არა და ასე შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება ყველა უნდა დაიხარჯოს თავისი საქმე აკეთოს და გუნდს ბოლომდე დაეხმაროს და ქეცბაია ძალიან კარგი მწვრთნელია მან ეს საბერძნეთსა თუ კვიპროში კარგად დაამტკიცა როცა გუნდები ჩემპიონთა ლიგაზეც გაიკვანა და ფლეი-ოფშიც ამიტომაც მის მწვრთნელობას ნუ შეეხებით!!!

• სანდრო

მაგ ლოგიკით ვერცერთი მწვრთნელი ვერ უნდა დებდეს შედეგს ნაკრებში. ყველას სამი დღე ყავს ფეხბურთელები

კიდევ მეტის ღირსები ხართ ჟურნალისტების დიდი ნაწილი,ყველამ თქვენს თავებს შეხედეთ,ან თქვენს ვაიკოლეგას,შეკვეთილი სტატიებით რო აბინძურებთ ხოლმე საიტებს და გაზეთებს

• nodarichi123

ქეცბა ხვლ გირსეულთ წავა

• სანდრო

ბატონო ალეკო. მინაშვილის გადაცემაში რეიტინგი თუ ნახეთ? ჯერ ქეცბაიას საწინააღმდეგოდ და ბოლოს 65 % ქეცბაიას სასარგებლოდ რომ იყო? რატო არ იკითხავთ? იმიტომ რომ, მეც ისევე როგორც ძალიან ბევრს თვალი აგვეხილა სიმართლეზე. ნაკრების მწვრთნელს 3 დღე რომ ყავს ფეხბურთელები რა შედეგს თხოვ? საქართველოში კი ცუდი სიტუაცია რომ არის ფეხბურთში თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთ! კიდევ ერთხელ უყურეთ ინტერვიუს, და თავდაცვის ინსტიქტის გარდა ლოგიკაც გამოიყენეთ აზროვნებისას! 65 % - 35 % მოუგო ქეცბაიამ მინაშვილს და მთელმა საქართველომ თქვენ : შეურაწყოფილ ჟურნალისტებს!!! თფუი თქვენს აზროვნებას. სამშობლო ყველას გვიყვარს მაგრამ საქმის კეთება არ გვინდა, არც შენიშვნის მიღება.

• ის დათო

ეხლა სპორტის მინისტრას შევწვდები. დავით ყიფიანის შვილი როგორც კი დაინიშნა სპორტის მინისტრად მან პირობა მისცა ქართულ საფეხბურთო კლუბებს რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა და მონიტორინგს განახორციელებდა თუ რამდენად სწორად ხარჯავენ კლუბები ფინანსებს. ეს ფული საჭირო იყო იმისათვის რომ მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა იმ დონეზე რომ კლუბების პატრონობის სურვილი გასჩენოდათ ბიზნესმენებს. დაახლოებით 1 წლის მერე დავით ყიფიანის შვილი ინტერვიუში ამბობს რომ საერთოდ არ აპირებს დაფინანსებას, ანუ გამოდის რომ დავით ყიფიანის შვილმა ქართული ფეხბურთი გადააგდო - როგორ ჟღერს. ამის მერე სფფ იძულებული გახდა რომ ვალინ აეღო უეფასგან და დაეფინანსებინა კლუბები. 1990 წელს ქართული ფეხბურთი გახდა დამოუკიდებელი და 25 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთს პატრონი არასდროს არ ჰყოლია და ქეცბაიას სთოვთ შედეგი დადოს ამ ფეხბურთის ფეხებზემკიდია სახელმწიფოში. დაფიქრდით და მერე შეაფასეთ ქეცბაია. ქეცბაიასნაირი სუფთა ქართველები ძალიან ცოტანი არიან, 5 წელი გაგვიძლო ამ სანეხვეთში.

• ის დათო

ეხლა ტელეკომპანიებზეც გადავალ. ყველამ კარგად იცით რომ ეს კოლომბიური, ბრაზილიური, არგენტინული, თურქული, ვენესუელური, ამერიკული სერიალები და მსგავსი ტიპის სხვა ქვეყნების სერიალები არის დაბალი დონის, ნაგავია, ასევე ქართული ფეხბურთიც ნაგავია. 1 არხმა და სხვა ტელეკომპანიებმა იმდენი მოახერხეს რომ ეს ნაგავი სერიალები ისე შეფუთეს რომ დღეს ტელე რეიტინგებში სერიალები პირველ ადგილზეა. ქართული ფეხბურთიც ხომ ნაგავია და 90 წლებიდან დღემდე მაღალ დონეზე და სისტემატიურად რომ გაეშუქებინათ ფეხბურთი დღეს ხომ ხალხშიც ყველაზე რეიტინგული იქნებოდა და შესაბამისად დონე გაცილებით უკეთესი იქნებოდა. როდესაც ვხედავთ რომ "უმაღლესი ლიგის" თამაშებს 1 არხი აშუქებს ძალიან დაბალ დონეზე და რამოდენიმე სათამაშო ტური გამოტოვა იმ მოტივით რომ სამუშაო დღეებში ტურის მატჩებს არ აჩვენბს, ვინმეს გაგიგიათ ფეხბურთის არ ჩვენების ასეთი არაადეკვატური მიზეზი? შეიძლება 8 თამაშის მიმოხილვა ეტეოდეს 2-3 წუთში. 1 არხი რასაც აკეთებს შიდა ჩემპიონატისთვის ამას ქართული ფეხბურთის ანტირეკლამა ჰქვია. ისე არ მინდა გამოვიდეს რომ მარტო 1 არხია ასეთი, 1 არხისგან განსხვავებით სხვა ტელეკომპანიებს სულ ფეხებზე კიდიათ ქართული ფეხბურთი ეს ტელეკომპანიებია 1) რუსთავი 2 2) მარაო 3) კომედი არხი 4) იმედი 5) მაესტრო 6) ტაბულა 7) კავკასია 8) silksport. დღეს დაახლოებით 50-ზე მეტი ქართული არხი და ყველას ფეხებზე კიდია ქართული ფეხბურთი. ამის მერე სპორტული ჟურნალისტები ენას როგორ იგრძელებენ ქეცბაიას გასაკრიტიკებლად.

• ის დათო

1.კალაძემ ნაკრები მიატოვა იმიტომ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო როგორც დამნაშავეთა სამყაროს „კრიშა“ 2.სირაძე ოღონდ ნაკრებში არ ჩამოსულიყო და სულელურ მიზეზებს იგონებდა 3.რევიშვილსაც არ უნდოდა ნაკრებში და მოიგონა რაღაც მიზეზი 4.გოგუას თურმე არ ეკადრება სხვა პოზიციაზე თამაში 5.ყენიას რომლესაც 2 წელიწადნახევარი არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა მწვრთნელს ებლატავებოდა რატომ არ გამიყვანე მოედანზე, თურმე სკაუტები აკვირდებოდნენ, ესე იგი ყენიასთვის ნაკრები ქარვასლაა. 6.ანანიძე რუსეთის გარდა სხვა სახეფბურთო ქვეყანას არ ცნობს 7.ჭანტურიას გუნდების გამოცვლაში უფრო მეტი პრაქტიკა აქვს, ვიდრე ფეხბურთის თამაშში 8.ოქრიაშვილს კონტროლიორი ჩამოყვა თითქოს ფსიქიატრიულიდან გამოქცეული იყოს, იმდენად არ ენდობიან ამ ძველ ბიჭს. უდისციპლინოების და ძველი ბიჭების თითქმის მთელი გუნდი ჩამოვთვალე, რა შუაშია ქეცბაია? ტყუილი ხომ არაფერი დამიწერია. ამ ფაქტების შემხედვარე ქეცბაიას როგორ აკრიტიკებთ!!!!

• Giorgi

ქეცბაია ყველასტან მარტალია ქარტველი ჟურნალისტები კი ყველა ინტრიგნები სკანდალისტები და დემაგოგები ხართ, ყანაში ტარდება საქართველოს ჩემპონატი და 10 წელია ეკითხებით ერთი და იგივეს ბათუმის მერიას როდის აშენდება სტადიონი ამ დროს კი რა სტადიონი არცერთ კლუბს დინამოს გარდა დალაგებული იმფრასტრუქტურა არ აქვს, ცალკე თემაა ფეხბურთელებს მენტალიტეტი თუმცა რა ფეხბურთელების საერთოდ ერის მენტალიტეტია უკაცრავად და ჟოპაში რას თხოვთ ქეცბაიას ომობს პაქტიკულად რო დისციპლინა დაამყაროს გუნდში მაგრამ უზრდელს და თავხედს ვერ გამოასწორებ სანაკრებო ასაკში ხოდა ვართ შდელინმა რომ თქვა იქ ჩვენ და ჩვენი ფეხბურთი.

• laSa

ყიფიანებს კოჭი გაუგორა რა მისი ჭკუით . . :D

• zura1504

ისე რა დააშავა ქეცბაიამ ასეთი, ყველა რომ მაგას ებრძვის, რა არის მარტო უარყოფითს რომ ხედავთ მის მუშაობაში და ინტრიგებს ეძებთ... :))) ისე, გიორგი ყიფიანისთვის მამამისის ხათრით ის არასწორი კითხვა უნდა ეპატიებინა და არ უნდა გაქცეულიყო :))) მაგის ბრალია ფეხბურთელები რომ არ გვივარგა? მაგის ბრალია ფედერაციამ რომ ჩამოიყვანა? ფედერაციას და მაგის(არა მარტო მაგის, მისი წინამორბედების) ჩამომყვანებს რატომ პასუხს არ თხოვთ გადაყრილი მილიონებისა და უაზროდ დაკარგული დროის გამო? :(((( რა ქნას ქეცბამ მეტი? ხომ თქვა გადავდგებიო და რაც მთავარია, ხომ თქვა ნაციონალებიც და ოცნებაც მკიდიაოოო. ჰოდააა წარმატებები ბატონო თემურ მაგ სიტყვებისთვის!!! ისე, ტოტალიზატორებს თუ ვენდობით, პოლონეთთან უეჭველი ვიგებთ :)))

• Ta

საინტერესო ძალიან

• გიორგი

იმედია არ წაშლი ამ სტატიას, მე კიდევ შევინახავ ლინკს. მოვა დრო და ძალიან შეგრცხვება ალეკო კაკაურიძე. თჲმცა მე ვის ვესაუბრები, სირცხვილის გრძნობა მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეიძლება ქონდეთ

• koWi

ჟურნალისტებო, ისე კი იცით კოჭი ვის უნდა გაუგოროთ :D

• საქართველოსთვის!!!

ზედმეტები მოგდით უკვე ჟურნალისტებო!

• dave

და კიდევ ერთი - შევადაროთ გუნდები სავარაუდო ძირიტადი შემადგენლობები: მეკარე: ლორია(საბერძნეთი ოფი) - შჩესნი (არსენალი ლონდონი) დავუშვათ ოდნავ მარალი კალსისააა შჩესნი მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), აკაკი ხუბუტია ("სპარტაკი", ცხინვალი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი) - ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია),პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია) - არ ვიცი აქ ალბათ შესადარებელიც არაფერია ნათლად ცანს პოლონელთა უპირატესობა ნახევარდაცვა: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა) ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა)ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი),გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი) - კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი),პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია),ომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა ლეგია) - აქ ასე თუ ისე თანაბარია, ჩვენებსაც აქვთ პრაქტიკა და თუ ბოლომდე იბრძოლებენ და ცენტრს არ დაუთმობენ შეიძლება შედეგზე ფიქირი თავდასხმა: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია)გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი) - რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“აიაქსი”, ჰოლანდია) - აქაც უპირატესობა პოლონელებს აქვთ. თუ დაცვის ხაზებს გავითვალისწინებთ თუ რომელს რომლის წინაშე მოუწევს ტამაში მაგის მიხედვითაც მოკლედ პოლონეთის ნაკრები ობიექტურად ჯობია ამჯამად ჩვენს ეროვნულ გუნდს... მაგრამ თუ იბრძოლებენ, მხარდაჭერა ექნებატ შესაძლოა მათი დამარცხებაც.. ამიტომ მოეშვით ამ ნეგატირუი ფონის შექმნას და დაველოდოთ ხვალინდელ საღამოს !!! წარმატებები ბიჭებო პ.ს. ისე ერტ ჟურნალიტსაც რომ არ მოგაფიქრდათ მსგავსი ანალიზი ოღონდ უფრო ვრცელი, ამას იძახის ქეცბაიაც :)

• dave

და კიდევ ერთი.. თუ მოხდა სასწაული და მოვიგეთ, ამ მოგებასაც შემოუტრიალებთ :) ეტყვით რომ: "აი, აკი არ შეუძლიათ ბიჭებს მოგება, ეხლავე წადი და სხვა მოვა ვისაც ამ ბიჭების ჯერაო" : )

• dave

მაგ 6 წუთიან მონაკვეთს კარგად უყურეთ და რა კითხვიტ დაიწყო გიორგიმ კარგად მიხვდებით რომ როგოცც მიქცა ისე უნდა მოქცეულიყო. ალეკო, სულ ამ ქეცბაის დევნაში რომ ხარ, წადი რა ერთხელ მიდი ვისოლის პრეზიდენტთან და კითხე რატომ მიატოვა ტორპედო ? მიდი რა რუსტავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორტან და კითხე რატომ მიატოვა მეტალურგი ? მიდი ბოლნისის მადნეულთან მიდი ზესტაფონის ქარხანასტან და დაუსვი იგივე კითხვა და ეს გააშუქე... მაგრამ მაგას შნო უნდა და ეგჰ კიდე ალბათ არ გაქვს და ამ ვაი ნაკრების შედეგების გადაბრალება მწვრთნელზე მაგარი ადვილია და შენც წერ რა... მოკლედ ველოდებით გულშემატკივრები სპონსორების პოზიციების დაფიქსირებას და გუნდების მიტოვების რეალურ ახსნას. აქედან დაინახავთ რომ ქართულიო ფეხბურთი ერტ შორეულ ადგილას იმყოფება... მაგრამ უბედურება რააარის იცი, არ მიხვალ და ასეთი სტატიების წერას არ მოეშვები...

• Giorgi

ალეკო კაკაურიძე. დღიდან ყიფიანის მოსვლისა დაიწყე ქეცბაიას ლანძღვა ფეხქვეშ ტელავ ყოველგვარ შურნალისტურ სტანდარტებს და ეხლა ამბობ რომ არ გსურს თემაზე საუბარი უბრალოდ თემურის საქციელმა გაიძულა? სასაცილოა და მეტი არაფერი. რამდენს გიხდის ბატონი ლევანი თქვი კაცურად.

• Grigoli

თეთრაძე ნაკრებში-ქეცბაია ლიმასოლში!!!

• lasha

დაიბარეთ ასე მთელი ფეხბურთის ფედერაცა და სპორტის მინისტრი და პასუხი მოთხოვეთ ისე როგროც ქეცბაიას დასდევთ.

• dinamofan

ალეკო კაცი ხარ

• akhali

საკუთარ მე-ზე წინ თითოეულმა(ქეცბაიამ,ჟურნალისტებმა...)პოლონეთთან მატჩის შედეგი უნდა დააყენოთ და თამაშის წინ ნაკრების მოთამაშეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნოთ!!!თამაშის შემდეგ,ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ქეცბაია უნდა გადადგეს! პ.ს.პირიქით-ყველა ჟურნალისტი ეროვნული ნაკრების მაისურით პრესკონფერენციაზე

• gogiashvili

თემურ წაიკითხე ეს წერილი და იქნება მიხვდე რამეს

• simartle

ალეკო კაი კაცი ხარ ძმაო მართალი კაცი ხარ და გენაცვალე მე სენ

• tiflisi

ეგენი ვინც ჩამოთვალე და პლიუს დომენტა, მურთაზა, ჩივაძე ერთად უნდა წავიდნენ.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო