სფფ-ში თემურ ქეცბაიას შემცვლელად, ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად, ბაქოს "ინტერის" დამრიგებლის კანდიდატურასაც განიხილავენ
დანამდვილებით ვიცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ალექსანდრე ჩივაძის კანდიდატურასთან ერთად, ბაქოს "ინტერის" დამრიგებლის, კახა ცხადაძის ვარიანტზეც სერიოზულად ფიქრობენ.

იხილეთ: ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიას ნაცვლად?

ეს ბუნებრივიცაა - საქართველოს ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური დამრიგებლის მოძიება სულაც არ არის იოლი საქმე. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ვითარებაში მოუწევს გამწვრთნელება საქართველოს ნაკრების ახალ თავკაცს.

შევიტყვეთ, რომ ცხადაძის კანდიდატურა ძალიან რეალურია. ამ ეტაპზე, ჩვენთვის სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ცხადაძე ამ საკითხზე საუბარს ერიდება. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ მწვრთნელის აბსოლუტურად გვესმის და მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე, ის უფრო გაგვიკვირდებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.

ჯერ ერთი, თემურ ქეცბაია კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მეორეც - პოლონეთთან უმნიშვნელოვანეს ევროშესარჩევ მატჩამდე საათებიღაა დარჩენილი...

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისთვის ეროვნული გუნდის შესაძლო დამრიგებლობა დიდი გამოწვევაა. 46 წლის ცხადაძე ტიტულებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. თავად განსაჯეთ - თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო ბოლნისის "სიონმა" მისივე ხელმძღვანელობით პირველად და უკანასკნელად იჩემპიონა.

"უაღრესად წარმატებული" შეგვიძლია ვუწოდოთ ცხადაძის მოღვაწეობას აზერბაიჯანულ "ინტერშიც". ამ გუნდში მან მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ბაქოური კლუბისთვის არც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაუკლია. პლუს ამას, თანამეგობრობის თასი.

ცხადაძე "ინტერში" გატარებული დროით რეკორდსმენია იმ უცხოელ სპეციალისტებს შორის, სხვადასხვა დროს აზერბაიჯანის სხვადასხვა კლუბში რომ უმუშავიათ. აზერბაიჯანელ მწვრთნელებს შორის კი მას "დღეგრძელობით" მხოლოდ "ყარაბაღის" თავკაცი გურბან გურბანოვი შეედრება.

თავად ვარ იმის მომსწრე, როგორ გარემოში უწევს მუშაობა ცხადაძეს აზერბაიჯანში და პირდაპირ უნდა დავწერო - იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი მწვრთნელის ჰეგემონობას ვერავინ ეგუება, კახამ მაქსიმუმს მიაღწია.

რა თქმა უნდა, ამის თქმა ჯერ ადრეა, თუმცა ცხადაძეს აქვს ერთი ისეთი თვისება, რომელიც საქართველოს ნაკრებში მუშაობისას შეიძლება ძალიან წაადგეს. ვგულისხმობთ არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებით ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას.

კიდევ - გია გეგუჩაძესთან ერთად, ქართველ მწვრთნელებში ის საუკეთესოა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენაში, ნდობასა და დაწინაურებაში.

მწვრთნელად მისი დანიშვნის შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრებში რომ დისციპლინა უმაღლეს დონეზე იქნება, ამის თქმა აქედანვე შეიძლება.

მოკლედ, დაველოდოთ. ეს კია, რომ ამ კონკრეტულ დროს საქართველოს ნაკრები გილიოტინას უფრო ჰგავს ნებისმიერი მწვრთნელისთვის, ვიდრე ერთ რიგით სამუშაოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dachi
vinc mova gacnobierebuli unda qondes ro gineba ar acdebaa
ავტორ არც გაატრაკო
ქეცბამ ისეთი შეცდომა დაუშვა თქვენისთანა წკვინტლიანების სალაპარაკო და საბოიკოტო რო გაიხადა თავი ამას კიდე ჭამს ვინმე?
t
რატომ უნდა წავიდეს ნაკრებშI? რომ ხალხმა ლალძღოს მერე? ამ წვერგაუპარსავ თა ნაკრებს რა უნდა უშველოს? წვერი მაინც გაიპარსეტ
Grigoli
თეთრაძე არის ყოვენაირად მისაღები კანდიდატი
lasha
ეს ძველი ბიჭი არ დანიშნოთ ტორე მაგ ფედერაციას აგიფეთქებთ
dato
ქეცბაიას აქედან არცერთი არ ჯობია, მაგრამ ყველაზე წესიერი და დალაგებული გეგუჩაძეა, თან ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს ანუ შიდა ჩემპიონატს და ფეხბურთელებსაც ადვილად შეარჩევს, ხელფასი მახიმუმ 200 000 ლარი უნდა იყოს წელიწადში, ქეცბაიაზე უკეთეს შედეგს მაინც ამ ნაკრებით ვერ დადებენ, აქამდე ერთი ბურთით ვაგებდით, შემდეგ ნახეთ დიდი ანგარიშით წაგებები...
ტუზი55
თეთრაძე სჯობს ასე მგონია
მამუკა
ეს იქნება მორიგი უგნური ნაბიჯი ფედერაციის მხრიდან-საკონტროლო გასროლა ქართულ ფეხბურთს.
jaguar
ამის ნაკრებში მოსვკლა და ფულაობა ნახეთ მერე! დააყენებს ფეხბურთელენს "ასნავნოიში" და გაყიდიან ფული ჯიბეში... დინამოშიც იღებდა ფულს და სიონის გაჩემპიონობსაც მთლად ამას ნუ მიაწერთ - ეგ "ზევიდან" იყო...
1A
ცხადაძე? ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებდაო... ამასაც უყვარს გინება. ამას ფულიც მაგრად უყვარს...
jandacva
ყველაზე კარგია გეგუჩაძე-ფრუიძის ტანდემი და არა მხოლოდ 1 მწვრთნელი. მაგრამ უბედურება ისაა რომ ვინც არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, ის არ უნდა იყოს არცერთი კლუბის მწვრთნელი, ქართულ ფეხბურთს კი გეგუჩაძის და ფრუიძის კლუბებიდან წასვლა ნამდვილად მაგრა დააზარალებს. შეუძლიათ ცხადაძე მოიწვიონ თუ ის დატოვებს კლუბს ბაქოში. ჩივაძე კი მგონი არაა საჭირო.ან კიდევ სანაია აიყვანონ, ის თავისუფალია და კარგად იცის ქართული ჩემპიონატის და საკლუბო მდგომარეობები.
givi kartozia
გეგუჩაძე ყველაზე კარგია ამ ეტაპზე
giorgi
რატო უკეტებტ იგორირებას დევდარიანს ცეცადზეს მაისურაზეს ცჰივაზეს კი ჯობიან ტრენეად
zaza
ნაკრებს სჭირდება ახალი სისხლი,ახალი იდეები,ახალი ხელი...ჩვენ გვჭირდება უფრო "ავანგარდული" იდებით გამსჭვალული მწვრთნელი.ნაკრებს უნდა ის,რაც აქმდე არ ჰქონია.დავანებოთ თავი "სახელებს და გვარებს" და ტალანტები ვეძებოთ დიდი და გრძელი (მინიმუმ ისევ 5 წლიანი) გეგმებით.
Kaxa
exlandel mcvrtnels dabali xelpasi unda kondes.kecbaias milionebi rom ar konoda eseti ambavi ar atkdeboda.
vereli
დაიწყო დიფირამბების ფრქვევა!
Giorgi-FCB
ახ თურმე სად ვუმიზნებდით :)))) ნიჩევო, ესეც არ მოაკლებს ბარე ორს ტკბილ სიტყვას :)))) პროსტა ბირკირკარა არ გაახსენოთ მაგას თორე არ უყვარს ეგ ;) ხო ისიც გაიხსენოს ავტორმა, ახალგაზრდული ნაკრები, ფინანსურად მიმზიდველი წინადადების გამო რომ დატოვა და აზერბაიჯანს მიაშურა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...