ირლანდია-საქართველოს მატჩის წინ thescore.ie-ის სტუმარი "ბორჯღალოსნების" შუახაზელი იყო
16 ნოემბერს დუბლინის "ავივას" სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ.

ირლანდიური thescore.ie-ს სტუმარი საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მერაბ შარიქაძე იყო. აი, რას წერს საიტი:

"ის, რომ კვირას ქართველმა მერაბ შარიქაძემ შესაძლოა, ჯო შმიდტის გუნდს ზიანი მიაყენოს, ორი ირლანდიელი მწვრთნელის დამსახურებაცაა.

თბილისელ მორაგბეს, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, უკვე 26 კეპი აქვს მოგროვილი ეროვნულ გუნდში. საქართველო უფრო კარგი პირველ და მესამეხაზელების აღზრდით არის განთქმული, ამიტომაც, შარიქაძე ქართული რაგბის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლება.

ახლა მას ფრანგულ "ორიაკში", რომელიც პრო D2 დივიზიონში გამოდის, ირლანდიის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ჯერემი დევიდსონი წვრთნის. ასევე მის ზრდაზე დიდი დამსახურება მიუძღვნის საქართველოს ნაკრების ყოფილ ტექნიკურ მწვრთნელ მაიკლ ბრედლისაც, რომელსაც ასევე უთამაშია ირლანდიის ნაკრებში.

6 ფუტისა და 1 დუიმის სიმაღლის ქართველი ტალანტი საქართველოს რაგბის კავშირმა 2011 წელს ჰარტპერის კოლეჯში მიავლინა, რომელიც განთქმულია ინგლისის ნაკრების მომავალი მორაგბეების აღზრდით. ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების ტალანტებთან ერთად მოვარჯიშე შარიქაძე მალე გამოჩნდა თანატოლთა შორის და 18 წლის ასაკში მან ეროვნულ გუნდში მიწვევაც დაიმსახურა.

მისი პირველი პროფესიული კლუბი ფრანგული "ბურჟ ან ბრესი" იყო, მისი გავარდნის შემდეგ კი შარიქაძე "ორიაკმა" აიყვანა.

"ჯერემი ძალიან მიყვარს, კარგი მწვრთნელია. "ორიაკს" დიდი თანხები არ გააჩნია, წლეულს ნახევარფინალს მაინც ვუმიზნებთ", - აცხადებს შარიქაძე.

შარიქაძე ამბობს, რომ ფრანგულ გუნდში ძალიან მოსწონს თავისი ირლანდიელი თანაგუნდელები ჰეიესი, მაკალისტერი და გასტონი: "ისინი კარგი ბიჭები არიან. გუნდს ძალიან ეხმარებიან".

ის, რომ შარიქაძე "ლელოების" უკანახაზის ერთ-ერთი ლიდერი უკვე არის, ბრედლის დამსახურებაცაა.

"ბრედლი ჩემი აზრით, ბეკების ყველაზე სასარგებლო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. ის ყოველთვის კარგად გიხსნის, მცირე დეტალებსაც კი. ეს ყველაფერი კი ძალიან მადგება თამაშში. მე მომწონს მისი სამწვრთნელო სტილი. ის ტაქტიკას არ ცვლის, მაგრამ ცვლის უკანახაზის დინამიკას, მოძრაობას, რაც ის მოვიდა, ჩვენ უფრო ეფექტურად ვუტევთ და უფრო მეტჯერ ვჭრით მეტოქის ხაზს", - გვიხსნის შარიქაძე დახვეწილი ინგლისურით.

ქართული რაგბი აღმავლობის გზაზეა - არსებობს პროფესიული ლიგა, ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა. შარშან ამ გუნდმა სამოას მოუგო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო, რადგან ქართველები დარწმუნდნენ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ.

ყველას გვახსოვს, 2007 წლის მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის, როდესაც საქართველოს ნაკრებმა კინაღამ დაამარცხა ირლანდია.

"ჩვენც გვახსოვს ის თამაში, - ღიმილით იხსნებს შარიქაძე - ტელევიზორში ვუყურებდი და ბოლოს ვლოცულობდი, რომ მოგვეგო. თამაში ისე წარიმართა, რომ მოგების შანსი გაგვიჩნდა, მაგრამ ირლანდია დაგვისხლტა ხელიდან. ეს იყო ერთ-ერთი საამაყო მატჩი, უნდა მოგვეგო".

ბორდოში ირლანდიამ 14:10 მოიგო. არა გვგონია, საქართველომ ამ გმირობის გამეორება კვირას შეძლოს, მაგრამ შარიქაძე ამბობს, რომ პირველი კატეგორიის გუნდებთან მისი ნაკრების შეხვედრა "ლელოებისთვის" ("ბორჯღალოსნები") პროგრესის წინაპირობაა.

"იღებ უდიდეს გამოცდილებას, ასეთი დიდი მატჩებით იზრდები, როგორც გუნდი. ასეთ თამაშებს შეუძლია, საკუთარი ძალების რწმენა გაგვიათმაგონ.

შარშან, არავის ეჯერა, რომ სამოას მოვუგებდით - ხალხზე ვამბობ და არა მორაგბეებზე. მეგობარი თამაშის წინ მთხოვდა, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. იმ გამარჯვების შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ შეგვიძლია დიდი გუნდების დამარცხებაც".

цира
гвеамакеба!!!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს