16 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან "ავივა სთედიუმზე" ტესტ-მატჩი გამართა
16 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან "ავივა სთედიუმზე" ტესტ-მატჩი გამართა.

პირველი 5 წუთი მატჩი "ბორჯღალოსნების" შეტევებში ჩაიარა. მე-6 წუთზე კი მერაბ კვირიკაშვილს საჯარიმოს დარტყმის საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, რასაც უკვე მე-12 წუთზე ირლანდიელების ზუსტი ჯარიმა მოჰყვა.

მე-17 წუთზე კი ირლანდიელები ლელოს დადებასთან ახლოს იყვენენ, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ამის ნება არ მისცეს და მეტოქე მხოლოდ ჯარიმას დასჯერდა, 6:0 ირლანდიის სასარგებლოდ.

21-ე წუთზე ირლანდიას კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმო დარტყმის უფლება, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ "სამყურებმა" მორიგი სამი ქულის ჩაწერა ვერ მოახერხეს.

ტაიმის მიწურულს იან მადიგანმა სამი ქულა მოუტანა ირლანდიის ნაკრებს და საბოლოოდ პირველი ტაიმი ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 9:0 დასრულდა. სამწუხაროდ არბიტრმა ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოედნიდან გიორგი ბეგაძე გააძევა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხეს. ლელოს ავტორი დეივ კილკოინი გახდა, მადიგანმა კი გარდასხვა ზუსტად შეასრულა - 16:0.

50-ე წუთზე "სამყურებმა" მეორე ლელო დაგვიდეს, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოაყოლეს - 23:0.

56-ე წუთზე ლელოს დადება ამჯერად საქართველოს ნაკრებმა შეძლო. ლელოს ავტორი გიორგი ნემსაძე გახდა, ამას დამატებული ზუსტი გარდასახვა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 23:7.

სამწუხაროდ უკვე 61-ე წუთზე ირლანდიელებმა მესამე ლელო დაგვიდეს. ამჟამად თავი სიმონ ზებომ გამოიჩინა. მადინგანმა გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა 30:7.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან არბიტრმა 61-ე წუთზე დიმიტრი ბასილაია გააძევა. ამას მოჰყვა ლაშა მალაღურაძის მძიმე ტრავმა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 13 კაცით დარჩნენ.

ირლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობა ბოლომდე გამოიყენეს და 67-ე წუთზე ლელოს დადება ფელიქს ჯოუნსმა შეძლო 35:7.

71-ე წუთზე ფელიქს ჯოუნსმა მეორე ლელოს დადებაც შეძლო, რასაც მადიგანმა ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 42:7.

73-ე წუთზე მორიგი ლელო სტიუარტ ოლდინგმა დადო, ამას დამატებული მადიგანის გარდასახვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 49:7, მასპინძელთა სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" მორიგ ტესტ-მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებთან გამართავენ.

ფერნანდო
არავინ არ განადგურებულა! ბიჭებმა ღირსეულად იბრძოლეს, დიდი მადლობა მათ! გასვლაზე , მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა გვაჯობა, თანაც აშკარა უპირატესობა ქონდათ მხოლოდ მაშინ როცა კაცნაკლულები ვიყავით.
bj
რაგბი რეგიონებში უნდა განვითარდეს. განსაკურებით მთაში თორე უკან უკან წავალთ
სტატიის ავტორს!!!
რაგბზე როცა საიტებს წერ იქნებ დაფიქრდე რა სპორტია? ეს ერთი ოჯახია, ოჯახის შეურაწყოფას არავნ გაპატირებს.. სხვა დროს ყურადღებით იყავი!!!
beeeq777
არასწორი კაცია სტატიის ავტორი
თაზო
ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის და ჯიგრიანი თამაშისათვის,ვამაყობ თქვენით და ღმერთს შევთხოვ, თქვენისთანა ვაჟკაცი ნეტავ ჩემი შვილი გამაზრდევინა.გაიხარეთ და გაგვახარეთ.....
Giga
Gorgoze msoli ragbis klasi.ziraqashvili kakovini da kidev 4 moragbe ziritadi gaklia da chadixar irlandiashi da sanam kacs argigdeben lelos vergidebs irlandia da cer qartveli gavnadgurdito vai martla tqvennair jurnalistebs.bichebs madloba jigruli tamashistvis
ჯავახელი
ჟურნალისტებს მინდა მივმართო..დაანებეთ თავი ჟურნალისტობას!!! ყველამ უკლებრივ..ქეცბას ყველა სიტYვა ალალი იყოს თქვენზე და ზირაქას პანჩურიც!!! :) ეხლა რაც შეეხება თამაშს..ვისიამოვნე!!! კაი გაკვეთილი იყო, თუმცა გორგოძე და ზირაქა რო გვყოლოდა დარწმუნებული ვარ სულ სხვა თამაშს ვიხილავდით...ბრავო ბიჭებო..კაი ჯახი გვაჩუქეთ!!!
levani
მადლობა ბიჭებს ამ "განადგურებისთვის" სული და გული დადეს და რაც შეეძლოთ არ დაატყეს ნაკრებს ლიდერების არყოფნა. ჩვენი თამაშია
v.v.a.
ქეცბაია ამათთან მართალია!!!
Ermile
აეერ... ჟურნალისტ მერე პროფესინალიზმზე გაქ პრეტენზია... რაზე გვლანძღავს ქეცბაიაო. ასეთ სათაურს რომ დაადებ დღევანდელ ბრძოლას საკუთარ ნაკრებზე სინდისმა შეგაწუხოს. ძირითადი რამდენიმე მოთამაშის გარეშე სტუმრად დუბლინში ფაქტიურად 13 -15 ს ემოენ ბიჭები შენ კი გულს უკლა მოთამაშეებსაც და გულშემატკივარსაც დაანებე ყველაფერს თავი ერთი წვეთი ქართული სისხლი და ჯიგარი არაგაქ..
ერისკაცი
რა სათაურია? ოეე, ჟურნალისტ, აზრზე მოდი ცოტა!
lelo2015
სათაური მგონია რომ უნდა შეცვალოთ
lelo2015
სათაური მგონის რომ უნდა შეცვალოთ
Gio
ვენაცვალე გულში ჩვენ ვაშკაცებს,ბოლომდე ვაშკაცურად თამაშობენ ყოველთვის.გაიხარეთ ბიჭებო,მადლობა ყველას ბოლომდე ვაშკაცური თამაშისთვი,უფალმა დაგლოცოტ და გაგაზლიეროთ
გიორგი
ძალიან უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომ მსოფლიოს №5 ნაკრებთან 2-ჯერ 10 წუთიანი ინტერვალით კაცნაკლული რომ ითამაშებ, მერე საერთოდაც 1 კაცი ტრამვის გამო საერთოდ რომ გამოგაკლდება თამშიდან და 13 კაცით რომ გიწევს გარკვეული პერიოდი თამაში ისედაც უძლიერესი ირლანდიის წინააღმდეგ და მაინც არ გატყდები და ბოლომდე "ცოფიანივით" იბრძოლებ და ასე შემდეგ. რომ დაწერ სტატიის სტატუსათ გავნადგურდითო, უფრო სწორად საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან განადგურდაო - რა მესამე პირში წერ?? ხომ არ გაგიხარდა??
kommarkos
რუსულ საიტსაც არ დაუწერია ესეთი სტატისს სათაური.
Zura
რა უნდა ვქნა კომენტარი, რომ გამოაქვეყნოთ?...ზრდილობიანათ გეკითხებით...
Zura
გაეგდოთ კიდევ რამოდენიმე კაცი და უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ...
goga
წავაგეთ,მაგრამ მაინც ვამაყოფთ ჩვენი ბიჭებით,კარგი ნაკრებით და დარწმუნებული ვარ წინ გველის გამარჯვებები ამ დონის გუნდებთან........ყველა ქართველს ვუსურვებ რაგბისნაირ ფეხბურთის ნაკრებს:)
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის