ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პარლამენტარის აზრით: ქეცბაიას სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა მიჰყვნენ

პარლამენტარის აზრით: ქეცბაიას სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა მიჰყვნენ

დავით ლორთქიფანიძე: "ვიცი, სამსაჯო სკანდალში ფედერაციის ჩინოსნებიც არიან გარეულები"
ბოლო დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე საზოგადოებას საფეხბურთო პრობლემების განხილვისკენ აქტიურად მოუწოდებს.

პოლონეთთან წაგების შემდეგ მან სტუდია "რეპორტიორში" პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა:

- მინდა შევეხო თემას, რომელიც მნიშვნელობით არც ერთ პოლიტიკურ საკითხს არ ჩამორჩება - ესაა ფეხბურთი. ამაზე ლაპარაკს ოთხშაბათს პარლამენტშიც ვაპირებდი, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო არასაკმარისი აღმოჩნდა...

კარგად მახსოვს 13 მაისი, როცა ქუჩაში მთელი საქართველო გამოვიდა. ეს ხალხი დღესაც ფეხბურთის მოყვარულია, მაგრამ შეურაცხყოფილია იმით, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება.

თემურ ქეცბაია ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და გულშემატკივრებს თავი შეგვაყვარა, მაგრამ საპირისპირო გამოდგა მისი სამწვრთნელო საქმიანობა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თავად ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა.

ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენი ფეხბურთი რეანიმაციაშია და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ცუდია, რომ ქეცბაიამ საქმიანობა ასე დაამთავრა, მაგრამ მასთან ერთად სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა გადადგეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთს რაიმე პერსპექტივა გაუჩნდეს.

თუ ეს გუნდი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დარჩება, ეს დეგრადაციას გააგრძელებს. ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

- სიჭინავა ნაკრების წარუმატებლობასთან რა კავშირშია?

- ამ უბედურებაზე ის არანაკლებაა პასუხისმგებელი. ვისაც ფეხბურთი ხელში ჩააკვდა, პასუხისმგებლობას არ იღებს?

დასამალი არაა, რომ ზვიად სიჭინავა ფედერაციაში წინა ხელისუფლების მაქინაციებით მოხვდა. ქართული ფეხბურთის იმიჯისა და ნაკრების შედეგების გასაუმჯობესებლად კი, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა. ბაზებს რომ აშენებდა, ამ ფაქტზე აპელირება უადგილოა, რადგან ეს თანხები ფიფა-უეფადან და სახელმწიფოდან მოდიოდა.

სიჭინავა და მისი გუნდი არ იყო, ქეცბაიას რომ იცავდნენ? ისიც გაუგებარია, ფედერაცია მწვრთნელებს უზარმაზარ თანხას რაში უხდიდა? ამბობენ, ფეხბურთელები არ გვყავსო. დაიარონ რაიონები და უამრავ ნიჭიერ ბავშვს ნახავენ. მაგრამ, რომ არ დადიან, სად იპოვიან?

აქვე, მინდა ჩემს სათაყვანებელ ადამიანებზეც ვილაპარაკო, ვინც ჩვენს ფეხბურთს სახელი მოუტანა და ნებსით თუ უნებლიეთ, ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერია. დაფიქრდნენ, ვის გვერდით დგანან, მერე გვიანი არ იყოს. მათ უნდა დაარწმუნონ სიჭინავა, რომ გადადგეს და ხალხი კიდევ გაუგებს. ამას თუ არ გააკეთებს, მე, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვაცხადებ, რომ ათასობით ქომაგთან ერთად ქუჩაში გამოვალ მოთხოვნით - არა ამ ფედერაციას, მის პოლიტიკას და გადადგეს სიჭინავა!

ქეცბაიას გადადგომას ავტომატურად სიჭინავას გადადგომაც უნდა მოჰყოლოდა.

ბოლო ამბავზეც მოგახსენებთ, როცა 8 მსაჯი დააკავეს. არც ერთი მათგანი არ უნდა დაეჭირათ, პირველივე პრეცედენტზე შემდგომი ქმედებები აღეკვეთათ და არ დალოდებოდნენ, სანამ ამ უბედურებაში 8 კაცი გაერეოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, საინტერესო საკითხებს პასუხი გაეცემა.

- ეს სერიოზული ბრალდებაა. საქმეში ფედერაციის ჩინოსნების მონაწილეობაზე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?

- ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთის ფედერაციის, მსაჯთა და დელეგატთა ინსტიტუტის მოწყობა, იცის - ესაა ფედერაციასთან აბსოლუტურად გადაჯაჭვული სისტემა. მსაჯთა კორპუსი არის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ვერც ერთი მსაჯი ვერაფერს გაბედავს, თუ მას ზედა რგოლებში დაუსჯელობის გარანტია არ ექნება.

მე ვარ პარლამენტარი და კანონმდებლობა მაძლევს უფლებას, ინფორმაციის წყარო არ დავასახელო, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. თუ ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.

ფედერაციის წესდებაში წერია - თუ საფეხბურთო ინდუსტრიაში რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხდება, აღმასკომს საგანგებო კომიტეტის შექმნისა და კონკრეტული თემის შესწავლის უფლება გააჩნია. ფედერაციას ეს რომ გაეკეთებინა და მსაჯების მოქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო ქმედებები დაეწყო, მაშინ მათი დამოკიდებულება გასაგები იქნებოდა.

მაგრამ ასე არ მოხდა, ფედერაციის პრეზიდენტმა ამაყად განაცხადა - გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მოხარული ვარ, ეს ფაქტები რომ გამოვლინდაო. ამ დროს მოხარული კი არა, დათრგუნული უნდა იყოს, მის მეურნეობაში ასეთი ამბები რომ ხდება. უნდა შერცხვეს, ეს ხალხი და მათი ოჯახები რომ დაიღუპა, როცა შესაძლებელი იყო, მინიმუმ 7 კაცი გადარჩენილიყო.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან ქართული ფეხბურთის პრესტიჟი დგას. ერთ-ერთი დაკავებული ხომ ფიფას არბიტრია. ინფორმაცია თუ ჰქონდათ, ეს ამბავი თავიდანვე უნდა აღეკვეთათ.

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა უეფა ფეხბურთის ფედერაციას უგზავნის რეპორტებს და ატყობინებს, რომ ამა და ამ თამაშში კორუფციის ნიშნებია და ამ სიგნალზე რეაგირება არ ხდება. ესეც ფედერაციის მენეჯმენტის ბრალია.

იმედია, ქართველი გულშემატკივარი თავისი შეუპოვრობითა და სიმართლით ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას მოახერხებს და ყველანი მომსწრენი გავხდებით ქართული ფეხბურთის წარმატების. შეიძლება, ვიღაცას გაეღიმოს, მაგრამ ადრე ფეხბურთში წარმატებები რომ იყო, ეს შრომის ნაყოფიერების წინაპირობა ხდებოდა. არავინ თქვას, რომ მაშინ სხვა დრო იყო - პრობლემები მაშინაც იყო და ახლაცაა. ფეხბურთი ჩვენთვის ზეიმი იყო, რომელიც ფედერაციის უგუნური მიდგომით წაგვართვეს.

სიჭინავას გადადგომა იმიტომაცაა საჭირო, რომ პოსტზე დაუმსახურებლად მოვიდა, ქართველები კი ასეთ ფეხბურთს არ ვიმსახურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ვეტანხმები , სიჭინავას დადებითი არაპერი გაუკეთებია

• giorgi

სიჭინავა უნდა წავიდეს, მაგას დადებითი არაპერი გაკეთებია, დავით მართალი ხარ

• კ

ეხლა შოთა არველაძე გამოჩნდა ნაკრების კანდიდატებს შორის...კაარგიით რაა აღაე გვინდა გრელანდია,გაიტანეეთ.

• ჯონი

მეგობრებფეხბურთის ფედერაციას,ვთხოვოთ რომ გონს მოვიდნენ და თავად წავიდნენ,კი არ მჯერა მაგრამ ხომ ნათქვამია ცდა ბედის მონახევრეაო და ვცადოთ,

• გოგა

და როგორ უნდა დავახვევიინოოთ,მარტო ვივიშვიშოოთ.მგონი დადგა დრო მოქმედებრისაა

• ვასკა

ფეხბურთი რომ დაღუპეს ფაქტია,ამიტომ დროზე უნდა დავახვევინოოთ.

• კაცი

ყველა პეშკას გადავუარე

• gia

არველაძეები არია აქ თავი და თავი...ესენი უნდა მოშორდნენ პირველ რიგში...სიჭინავა პეშკაა

• xonelebi

ყველამ ერთად ვაიძულოთ რომ წავიდნენ თორემ ესენი არსად წავლენ მისით...

• giorgi

სამწუხაროდ ვერ ვხედავ გზას რომელიც ამათ ფეხბურთს მოაცილებს...სანამ არველაძეები და ეს კლანი სიჭინავას მეთაურობით აქ ზიან ვერაფერს გავხდებით, ფარერებზე დაბლა დავეშვით ესენი არ წავლენ, მოკვდებიან და არ წავლენ. არის ერთი გამოსავალი მხოლოდ ყველამ უნდა ვაიძულოთ რომ წავიდნენ.

• მერაბი

შევიკრიბოთ და დავახვევინოოთ

• ზურა

ხალხო,ვეღარ ხვდებით რომ სიჭინავასა და მის ბანდას ჩვენი აზსი არ აინტერესეებს.ამიტომ უნდა სევიკრიბოთ და მოვითხოვოთ რომ წავიდნეენ.

• სიმართლე

სიმართლეა არის ის რომ სიჭინავა და მისი სამეგობრო სასწრაფოდ უნდა წავიდნეეენ.რაც შეეხება პარლამენტარს,სულ არაა საინტერესო თქვენ რას დაწერტ მასზე,მთავარია ის კაცი სიმართლეს ამბობს.

• Kaxa

beeesiiiiikiiiii. $>fexburti.es arveladzis azrit.

• besiki

შენ პარლამენტში რომ მოხვდი ეგ ხომ იყო სამართლიანობა. სიჭინავას რა დახვდა და რას ქონებას ახვედრებს ამაზე ილაპარაკეთ. წავა ეგ კაცი და რას გამოგიგზავნით ფიფა და უეფა მერე ნახეთ, ყიფიანს მის ძმებს გამზადებულის ხელში ჩაგდება უნდათ რომ კარგად გამოხრან.

• მდაა

ამათ სინდისი მიშას გაატანეეს თუ უკაცრავად არც ჰქონიათ ხოო

• ხვიჩა

აუუ,რა დღეში ჩააგდეს ფეხბურთი სიწინავამ და არველაძეემ,

• მაგარი

კვირის პალიტრაში(1 დეკემბრის)სიჭინავას ინტერვიუ უნდა წაიკითხოთ და ერთი სიტყვა აღმოგხდება წადიიიით.სიჭინავა ყველას დაგვცინის ძმებოოოოოოოო.მივხედოთ დროზე თუ უკვე გვიანი არაა

• b

ფუ თქვენი მოდგმა მოვხანთ.. მართალს ამბობს ლორთქიფანიძე, ვეთანხმები მის აზრს..

• gia

კი მტელი ფედერაცია ყნდა ცავიდეს სანამ არველაზეების მაფია არ ცავა არაფერი ეჰველებააააა

• qutaiseli

აქ პოლიტიკოსობანას თამაში არავის ჭირდება ვისაც ამ კაცთან პრობლემა აქ მიაკითხოს პარლამენტში და იქ ურჩიოს საქმე აქ ფეხბურთზე და მის უნიათო მმართველებზეა საუბარი და არამცდაარამც პოლიტიკაზე..

• data

ეს რომ აირჩია,მაშინ ,,ჭამა,,ხალხმა და ეხლა კიდევ აგრძელებთ...?ამასთან გაცილებით მეტია პრეტენზიები -რაც ესენი საქართველოს ,,აგდებენ,,...?

• მე

ვისაც მე გაქვთ აღარ მოვითმინოოოოთ

• ოპტიმისტი

ერთი დღე დავაანონსოთ პარლამენტარ ლორთქიფანიძესთან ერთად და მთელი გულშემატკივარის მობილიზება გავაკეთოთ.მერე როგორ იღადავებს სიჭი დავანახებთ.

• საქართველო

ქომაგი მართალია,არ ,,დაისვარეს" თავზე ამ ფედერაციის მეხოტბეებმა.თქვენ სასწრაფოდ უნდა ჩამოსცილდეთ ქართულ ფეხბურთს.

• ქომაგი

უსახელოს-ეს ფედერაციის მომხრეები მგონი გონზე არა ხათ,რა შუაშია ლორთქიფანიძის ნაკრების მწვრთნელობა.კაცი სიმართლეს ამბობს და წერს რაც თქვენ გაღიზიანებთ.ლორთქიფანიძეს და მისთანებს უნდა დავუჭიროთ მხარი გულშემატკივრებმა და თქვენი პარპაში მალევე დასრულდება.ფეხბურთსაც ეშველება.

დანიშნეთ დავით ლორთქიფანიძე ნაკრების მწვრთნელად. გუნდს თუ ვერ გაწვრთნის, ამბიციებს მაინც დაიკმაყოფილებს.

• ეხ

საწუხაროა რომ ეს პროცესი სიჭინავასა და მისი ,,გუნდის" ჩამოშორებისა ნელ ტემპში მიდის,თუ მიდის საერთოდ.როგორცჩანს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ღირსებას ვკაარგაავთ,აბა ესენი როგორ უნდა ვაგულაოოთ.სევიკრიბოთ ერთად და დავიფრინოთ ესენიიიიიი

• givi

სახელმწიფო თუ არ ჩაერია ძნელი იქნება ფედერაციის გაწმენდა !!გეუბნებით რა მიტინგებია საჭირო თორემ ყურდღებას არავის აქცევენ ისეთი თავხედები არიან, კიდევ უნდა ამოიღონ ხმა რაც უფრო მეტი პოლიტკოსი და ვეტერანი იქნება მით უკეთესი,ხშირ შემთხვევაში სწორედ ვეტერანების სიჩუმეა ამათი თავხედობის წყარო

• მუშტაიდი

სამარცხვინო ფეხბურთის ფედერაცია.

• qutaiseli

ინვესტორი კიარ აფინანსებს ფეხბურთს შავი ფულის გათეთრება მიდის ფეხბურთში დღეს სად იდება ფეხბურთში ფული განვითარებულ ქვეყნებში სადაც ერთად არის თავმოყრილი ტოტალიზატორი ტვ კონტრაქტები რეკლამა და დასწრება სხვაგან სად არის ფეხბურთი ფულიანი არც კომუნისტების დროს ქონდა ფეხბურთს დიდი ფული მაგრამ იყო სისტემა რომელიც მუშაობდა აი ესეთი სისტემა ჭირდება ჩვენ ფეხბურთს კონკრეტული სისტემა და სწორი მუშაობა.ინვესტორი რო შემოდის ფულის წასაღებად მოდის რო ააშენებს ათი იმდენი წაიღოს და არა ჩვენი გულის გასახარად და ფეხბურთის ასაყვაებლად.

• guga

უეფას წესებით არ შეიძლება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა მაგრამ როდესაც საფეხბურთო საზოგადოება გარიყული ყავს და არაფერს ეკითხებიან ეს გზა გამართლებულია ბოლო ბოლო სააკაშვილიც ხომ ჩაერია ახალკაცის გაპრეზიდენტებაში ..მართალია რა ეს ვეტერანები ბევრ რამეში არიან დამნაშავეები მათ შორის გუგრილობაში და სადაც ხმა იყო ამოსაღები ჩუმად იყვნენ,ქეცბაიმა სწორი უთხრა!

• ფერნანდო

პირველი შემთხვევაა, რომ სტატიის სათაური მომეწონა.

• davidbe

ძმაო,არ ვიცი სად არის სიმართლე და სად არასწორი,მაგრამ ამათი ყურება აღარ შეგვიძლია!!!!სიჭინავა გაYვება ტლოპინას გზას,ბაზარი არარის,მაგრამ ამ *** არველაძეს ვერაფერი მოვუხერხედ ვერცროდის,რიკოტის გვირაბში რო ადვილად ეტევა ტრაილერი,ისე თავისუFლად ეტევა და ძვრება ძვრება თავით ყველა მთავრობის .....!!!მალადეც ძმაო,ამასაც მოხერხება უნდა....

• ilia

რომ გაიძახიან ინვესტორების და ინვესტიციების შემოსვლა გაიზარდა ქვეყანაშიო,ის ინვესტორი თავისით არ არის დაინტერესებული, ესენი სთავაზობენ ისეთ პირობებს რომ ინვესტორსაც აინტერესებს.ხოდა ფეხბურთიც შეიძლება გახადონ საინტერესო ბიზნესმენისთვის,სახელმწიფოს შეუძლია შეღავათების დაწესებით დააინტერესოს ვინმე. ერთი რაგაცა ვაღიაროთ რომ სადაც პრობლემა არის იქ არ ვეძებთ გამოსავალს,პრობლემა ძალიან დიდია მაგრამ სხვას ვაბრალებთ,მე არც სიჭინავას ვიცავ არც არავის მაგრამ, ამდენი ფედერაციის პრეზიდენტები შეიცვალა და ნაკრებში მწვრთნელები მაგრამ, საქმე უფრო უარესად მიდის.ჟურნალისტებმა ქეცბაია რომ საშინელებად წარმოაჩინეს,გაბედონ და მთავრობას ელაპარაკონე ეგრე,მაგრამ მთავრობას ძალაუფლება აქვს და შეიძლება სამსახური დაკარგონ ბევრი შეკითხვების დასმით, ნაკრების მწვრთნელი ან ფედერაცია კიდევ ვერაფერსაც ვერ უზავს.

• qutaiseli

როცა გუნდი კერძოა რა სახელმწიფოზეა ლაპარაკი და მეორე არ უნდა ამ ფეხბურთის მესვეურებს სახელმწიფოს ჩარევა ფეხბურთში გინდა ფული მომეცი და თუარ მომცემ კარგად იყავიო სიჭინავე ბს ფედერაციაში და მის ირგვლივ შექმნილი სიისტემა შობს და არა სახელმწიფო ადრე უკეთესი ფეხბურთი გვქონდა განსაკუთრებით პირველი სამი პირველობა მერე ფედერაციამ არიქა დამოუკიდებელი ვარ და არავინ გამეკაროსო ან სახელმწიფომ როგორ უნდა დააინტერესოს ბიზნესმენი მიიყვანოს და დააბას სტადიონზე არ აინტერესებს იმ ფულიან კაცს შენი ფეხბურთი და მოკალი თუ გინდა სახელმწიფო სადაც ფულს დებს იქ ყველგან პასუხს ითხოვს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა არ დამიწყოს ეხლა ვინმემ მასე არარი და ფულს უაზრიდ ყრიანო სტადიონებს უშენებსო შე დალოცვილო სტადიონის შენახვის ფული კიარა ბენზინის ფული არააქვთ და სტადიონს შეინახავენ ესენი სტადიონი რომ შეინახო ფეხბურთი უნდა ითამაშო და მაყურებელი მოიყვანო სტადიონზე მაყურებელი და კერძო პირი ინახავს ყველგან გუნდებს და არა პირიქით არის ნახევრად მუნიციპალური გუნდები მაგრამ კერძო ფული დიდი დოზით ყველგან არის.

• ilia

murtalo სიჭინავამდე ხო ვაზანზარებდით მსოფლიო ფეხბურს რა. ფედერაცია არ არის პრობლემა და არც მწვრთნელი.პრობლემა არის სახელმწიფოში! არ არის ფეხბურთის მიმართ ინტერესი, ფედერაცია ვერ გაამდიდრებს გუნდებს,სახელმწიფო უნდა იყოს ერთგული ფეხბურთის.მასმედიას ისე მიყავს საკითხი როგორც დიდ საფეხბურთო ქვეყნებში,მწვრთნელი უნდა წავიდეს იმიტომ რომ შედეგს ვერ აჩვენებს(ესე შეიძლება მოსთხოვო ეპანეთს,გერმანიას,იტალიას,ინგლისს რომლებსაც ვარსკვლავები ყავთ გუნდებში),რითი უნდა აჩვენოს შედეგი საქართველოს ნაკრებმა?ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს რატო?? იმიტომ რომ გუნდებს ფული არ ააქვთ?რა შუაშია ფედერაცია გუნდების ფინანსურ მდგომარეობასთან?16 გუნდი იქნება 10 თუ 5,მაინც არ შეიცვლება არაფერი,ისეთი სისტემა უნდა შექმნას სახელმწიფომ რომ გუნდებმა დამოუკიდებლად იარსებონ,ბიზნესმენები დააინტერესონ ფეხბურთით.ფეხბურთის ნიჩი გვაქვს და შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ,ფეხბურთი გრძელბადიანი პროექტია და ამიტომაც არავინ კიდებს ხელს

• murtalo

ilia, იმ შუაშIა,რომ 16 გუნდიანი ჩემპიონატი სახელმწიფოს არ შეუქმნია...გუნდს სტადიონი და სახელფასო ფული რომ არა აქვს უმაღლეს ლიგაში რა უნდა?...სანამ ნაკრების მწვრთნელს დანიშნავდნენ ფედერაცია უნდა შეიცვალოს და ახლადარჩეულებმა დანიშნონ...ესენი(ფედერაციის თავკაცობა) რაღაც მარაზმს ჩაიდენენ და ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა იტეხოს თავი მერე...დროზე უნდა მოშორდნენ უნამუსოები და გაყვნენ ქეცბაიას თან!...რა უცხოელი მწვრთნელი, ხომ არ გაგიჟდნენ?...გეგუჩაძე, დევდარიანი, მაისურაძე...და თუ მაინც და მაინც უცხოელი და ქართული სტილის ფეხბურთი გვინდა, მაშინ ზდენეკ ზემანი, მარა არის აქ ჩამომსვლელი?:)))

• ilia

ეს როგორი რაგაც არის იცით? სახელმწიფო თავის ვალდებულებას გაურბის და ხელს აწმინდავს ისეთ ხალხს რომლებიც რეალურად ვერ შეცვლიან სიტვაციას,რა შუაში არის სიჭინავა ან საერთოდ ფეხბურთის ფედერაცია ,იმასთან რომ ელემენტარული ყველა გუნდს თავისი სტადიონი არ ააქვს, ან ფეხბურთელები ხელფასს ვერ ღებულობენ,ან მასმედია არ აშუქებს ქართულ სპორტს ისე როგორც საჭიროა,ან ის რომ ფეხბურთზე დასწრება უნდა იყოს ფასიანი და ბილეთი უნდა გაყიდოს კლუბმა შემოსავლის მიზნით,მაგრამ ხალხს ფული არ ააქვს და საქართველოს ჩემპიონატიც უფასო საყურებელია,ესეთ სიტვაციაში ფეხბურთელები ვერ იზრდებიან,ნაკრებს არ ყავს ფეხბურთელები და ვაბრალოთ სიჩინავას, ქეცბაიას, ახალკაცს,არველაძეებს,როდემდე უნდა მოვიტყუოთ თავი?! ქეცბაია წავიდა,სიჩინავაც წავა ბევრი მოვა და წავლენ, პრობლემა პრობლემად დარჩება თუ სახელმწიფომ არ მოკიდა ხელი ქართულ ფეხბურთს.

ჩააბარეთ, ქართული ფეხბურთი ძოძუაშვილს და მანუჩარ მაჩაიძეს, ჟვანიას და ნემსაძეს.

• ჟილკიანი

განგაშიაა,განგაში ასატეხიიი

• Ika

როცა ნაკრების მწვრთნელი აცხადებს რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია - ამაში უპირველესი დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა.პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

• შოთა

გუშინ არვრლაძეს ვუსმინე არენაში და დავრწმუნდი რომ არსად წასვლას არ აპირებეენ,უნდა ვაიძულოთ,ქართველები არა ვაართ.მიშას ავაცმევინეთ და ესენი ვინ არიაან.ერთიანობა და ძალა უნდა ვანახოთ.

• ეეეხ

სიჭინავას და არველაზეს,შუბლის ძარღვი არ დაგყოლიაათ.გცხვენოდე!!!

• კაცი

ჩემო ქართველებო,ძლივს მოვისმინე პარლამენტარისაგან სიმართლე(ისე ეს ლორთქიფანიძე მართლა სწორ პოზიციებს აფიქსირებს პოლიტიკურადაც და ეხლა უკვე ფეხბურთშიც)და მართლა გამიჩნდა იმედი.ჩვენც,ჩვენი ხმა გავაერთიანოთ,ჩვენ ასიათასობით ვართ და ფეხბურთის მკვლელებს შევძახოთ ფედერაციასთან,წააააადიიით,წააადიიით

• Alexandre

კარგია, რომ საიტი იძლევა საშუალებას ჩვენი აზრი გამოვთქვათ საჭირბოროტო საკითხებზე(სამწუხაროდ გაზეთში ამის საშუალება არ არის). "უფსკრული" - ეს არის დღეს ქართული ფეხბურთის მდგომარეობა, და არ მეგულება მისი გულშემატკივარი, სხვა აზრი რომ გააჩნდეს. ვერაფრით ვერ დავაბრალებ ყველა ცოდვას ქეცბაიას (პირიქით, მადლობელიც კი ვარ მისი, შეხედა რომ შედეგი არ აქვს და თავისი ნებით წავიდა, თუმცა ადრე რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, ჯობდა). აი მთავარი გმირები კი თავს დამნაშავედ არ თვლიან და კიდევ ებღაუჭებიან თავის სავარძლებს. თუ არა ფეხბურთის ფედერაცია, მაშ ვინაა მთავარი დამნაშავე? ეს ხომ მათ ხელში მივიდა ფეხბურთი ასეთ მდგომარეობამდე. ჩემი აზრით, ფედერაციის მთლიანი ხელმძღვანელობა შესაცვლელია. რატომ? იმიტომ რომ მათ მიიყვანეს ამ დღემდე ფეხბურთი. და ეს არის შედეგი ან მათი უცოდინარობის, ან მავნებლობისა და საკუთარი კეთილდღეობის ფეხბურთზე მაღლა დაყენების გამო. ორივე შემთხვევაში ისინი უნდა წავიდნენ. და კიდევ ერთი, სააკაშვილს ნუ დაემსგავსება სიჭინავა და თვეებით ნუ გაიხანგრძლივებს პრეზიდენტობას. ის მაინც მოიქცეს კაცურად და წლის ბოლოს ნუ დაელოდება. დაძლიოს თავისი პლებეური, მდაბიო ამბიციები და ნუ დაელოდება ევროპის სუპერთასს, მანამდე ჩაატაროს არჩევნები. ამით თავის სახელს მთლიანად შავი ასოებით არ ჩაწერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

• უძლევი

სიჭინავა და არველაძეები უნდა ჩამოშორდნენ სფფ-ს, რადგან ისინი არიან პასუხისმგებლები ნაკრების წარუმატებლობაზე და მთლიანად ფეხბურთში არსებულ სტაგნაციაზე. მაგრამ ქართული ოცნების გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი. სფფ-ს პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში კორუმპირებული სისტემისთვის ხელსაყრელი კანდიდატის გამარჯვება განპირობებული და გარანტირებული არის არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში. ფედერაციის სუბიექტების და ხმის მიცემის უფლების მქონე ორგანიზაციების ხელმძღვანელების უმეტესობა არსებული სისტემის პირმშო არის. რატომ მისცემენ ისინი ხმას ინოვაციებს, რეფორმებს და ძირეული ცვლილებების განხორციელებას? საჭიროა საარჩევნო სისტემის გადახედვა და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნება. სახელისუფლებო ძალები არ უნდა ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. სხვა შემთხვევაში არჩევნები იქნება ფარსი.

• გიორგი

რა უბედურება გვჭირს ხალხო,ფეხბურთი რომ საშველია ამას რა დავა სჭირდება არ მესმის.ფედერაციის ვაი ხელმძღვანელები გონს მოეგონ დროზე,ასე აჯობებს საქმისთვის და ფეხბურტისთვის,

• გულშემატკივარი

ეეხ,თამაზ,თამაზ,სიჭინავისტებს და არველაძისტებს ნერვებმა გიმტყუნათ აშკარად,აქამდე ხომ მაგრად მიაქანებდით ფეხბურთს წარმატებებისკე,ეხლა ლორთქიფანიძე გიშლით ხელს არაა.ძირითადად ყველა ხომ მოისკიდეთ და ეხლა ვისაც თქვენი განადგურებული ფეხბურთი არ მოგვწონს,დაგვესხით თავს...ვნახოთ,ვნახოთ.

• თამაზი

ლორთქიბანიძისნაირი ყვერები რომ ჩაერევა ფეხბურში იმიტომ წავა ფეხბურთის საქმე კარგათ

• ჯიგარი

სრულად ვიზიარებ პარლამენტარის პოხიციას,დავითი ყოველთვის სწორად საუბრობს.ფედერაცია სრულად შესაცვლელია...ერთი რამ აშკარად მომხვდა თვალში,12.30 ის შემდეგ არავინ კომენტარი არ დაწერაა...რა ვიცი,რა ვიცი.მგონი აქ რაღაც მზაკვრობა იმალება.საყვარელი საიტია და არ მინდა დავიჯერო,დადეთ ეს სტატია მარცხენა სვეტზე და რეაქციას დაინახავთ როგორ უჭერს ფეხბურთის გულსემატკივარი ფედერაციაში რაგიკალურ ცვლილებეებს.

• Temuri

arveladzeebi gakaret saxshi da moisvenebs qartuli pexburti mag wurbelebisgan

• Alex

სიჭინავა კი არა, არველაძე მოაშორეთ სფფ-დან, არველაძე.

• qutaiseli

ამაზე მეტი სიმართლე ნაღდათ არ მომისმენია პარლამენტის წევრისგან სულ იტყუებიან და როგორც იქნა ერთი სიმართლე გაუვარდა პარლამენტარს ბაგედან.

• Gala

Aseti simartle parlamentarisgan arasdros ar gamigia. Siji da kompania modzudzget droze.

• zaza

და პარლამენტშიც,რომ უმრავლესობა არ ვარგიხართ?

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

პრეზენტაცია: აჟიოტაჟი სამოყვარულო ლიგის გარშემო

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...