საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ბერძნულ საიტს გული გადაუშალა
ბერძნული a-sports.gr დაუკავშირდა საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაც თემურ ქეცბაიას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბერძნული საიტის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების თავკაცად 40 მატჩში 13 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 18 წააგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფიფამ არ ჩაგვითვალა, რადგან ქეცბაიამ 6 ცვლილებაზე მეტი გააკეთა. ამიტომ ჩვენებურის მიღწევა ნაკრებში ასეთია: 39 მატჩი, 12 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება.

"მან სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა საქართველოს ნაკრები და ახლა თავისუფალია. მან ფეხბურთელობისას ბრწყინვალე სამი წელი გაატარა აეკ-ში 90-იან წლებში. არცთუ დიდი ხნის წინ კი "ოლიმპიაკოსის"თავკაცი იყო", - წერს საიტი.

- კლაუდიო რანიერი წარსულშია. მრავალ კანდიდატს შორის თქვენც მოგიაზრებენ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელად? იყო თუ არა კონტაქტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან?

- მეც ზუსტად იმდენი ვიცი, რაც თქვენ, ანუ მხოლოდ ხმები. წავიკითხე პუბლიკაციები, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ჯერ არავინ დამკავშირებია, არც მისტერ სარისი და არც ვინმე სხვა.

- თქვენ ახლახან დატოვეთ პოსტი და თავისუფალი ხართ. გსურთ თუ არა, საბერძნეთის ნაკრები ჩაიბაროთ?

- ვის არ ექნება ასეთი სურვილი? რა თქმა უნდა, მინდა, საბერძნეთის ნაკრები გავწვრთნა.

საბერძნეთის ნაკრები დიდი გუნდია და ყველამ კარგად იცის ეს. ამ გუნდმა ბოლო დეკადაში სასწაულები აკეთა და მისი გაწვრთნა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი გამოცდაა. მიხარია, რომ ერთ-ერთ კანდიდატად მთვლიან.

- თუ ადევნებდით თვალს საბერძნეთის ნაკრების თამაშებს ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩებში და როგორ შეაფასებთ გუნდის გამოსვლას?

- ვნახე მატჩი რუმინეთთან, ფარერებთან და ამხანაგური შეხვედრა სერბეთის წინააღმდეგ. არ მეგონა, გუნდს ასეთი ცუდი შედეგი თუ ექნებოდა.

როცა ნიცაში კენჭისყრა მოხდა, მე ვესაუბრე ბერძნულ დელეგაციას და მაშინ ვთქვით, რომ საბერძნეთისთვის კარგი კენჭისყრა იყო. ახლა კი ოთხი მატჩის მერე მხოლოდ ქულა, თამაშშიც ბევრი ცუდი ვნახე, თითქოს, საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდათ გადასალახავი.

- 4 ტურის შემდეგ არის კიდევ შანსი თუ ყველაფერი დასრულებულია?

- სიტუაცია ჯერაც გამოსწორებადია. რა თქმა უნდა, ამისთვის გუნდმა ძალიან უნდა მოუმატოს და ზედიზედ მოიგოს მატჩები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მე-3 ადგილის შანსზე და პლეი ოფზე ვლაპარაკობთ.

საბერძნეთს წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს. ოპონენტები არ არიან უმაღლესი კალიბრის გუნდები.

- კლაუდიო რანიერი ცნობილი მწვრთნელია, მაგრამ ის ჩავარდა საბერძნეთის ნაკრებში. რატომ?

- მე ვერ გავაკეთებ კომენტარს რანიერის მუშაობაზე. მას დიდ კლუბებში უმუშავია, მაგრამ სანაკრებო მწვრთნელობას კიდევ სულ სხვა სპეციფიკა აქვს. საკლუბო მწვრთნელს ფეხბურთელები მუდამ თან ჰყავს, აქ კი 4 დღე ძალიან ცოტაა.

რანიერის თავიდან გაცნობა უხდებოდა ფეხბურთელების, მან საბერძნეთის ფეხბურთი შიგნიდან არ იცოდა.

- ოტო რეჰაგელმა და ფერნანდუ სანტოშმა გაამართლეს, რანიერიმ - არა. ახლა უფრო ბერძენი მწვრთნელისკენ იხრებიან...

- ვფიქრობ, რომ მწვრთნელი კარგად უნდა იცნობდეს ბერძნულ ფეხბურთს და ფეხბურთელებს. განსაკუთრებით, ახლა, როცა საკვალიფიკაციო ეტაპი შუაშია.

- თქვენ ხუთი წელი გაატარეთ საქართველოს ნაკრებში, მაგრამ წასვლა გადაწყვიტეთ. გულდაწყვეტილი ჩანხართ, რატომ?

- დიახ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრს ვეცადეთ, მაგრამ დავინახე, რომ არავინ არის დაინტერესებული.

თავიდან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. ერთი წელი კიდევ მრჩებოდა, მაგრამ არ მინდა იმ პროექტის ნაწილი ვიყო, რომელსაც მხარს არავინ უჭერს.

სხვაგან მსურს მუშაობა და ახალ გამოწვევებს ველი.

- და თუ ეს გამოწვევა საბერძნეთის ნაკრები იქნა?..

- ეს იქნება დიდი გამოცდა ჩემთვის და დიდი შანსი.

Vako
მასეტი ნელი ფეხბურტელები ჩვენ რომ გვყავს არვიცი სხვა რომელ ნაკრებს ყავს და მაგატი იმედი როგორ უნდა გვქონდეს ვერცერთი მწვრთნელი მაგათ ვერ უსველის სამომავლოდ შეიძლება ახალი თაობამ ითამასონ)
ooto
რამნიშვნელობა აქვს ვინ მოვა ნაკრების მწვრთნელად მინიმუმ 20 წელი ფარერების დონის ვიქნებით ამას ხომ კველა ხვდებით )
zaza
მართლა გათახსირებული ადამიანია, არავინ დაინტერესებულაო ეს ამბობს, რა სურვილი არ შეგისრულეს შე ნაძირალა? კიდევ შენ ხარ გულნაწყენი?
gio
ქვეკანა გაანაცკენა,მაგ Hემის გადანგრეულმა და კიდევ თვითონაა ნაცკენი?
gio
Rao gecbaia xoar dagorebs burts ver tamashoben da raknas

ქეცბაიას ნებისმიერ კლუბში და ნაკრებში წარმატებები ექნება.ახლო მომავალში ყველას დაგიმტკიცებთ. თავის დროზე ძოძუაშვილიც ვერ შეიშნოვეთ.
luk
არა რა კარგია ვჭამთ ცუდია ვჭამთ.... ქართველებს არაფერი გვეშველება სანამ ერთიანები არ ვიქნები... უადგილო და უაზრო ამბიციურობას არ მოვიშორებტ და არ ვაღიარებთ რომ ამ ეტაპზე არავის არაფერში არ ვჯობივართ... სასაცილოები ვართ ნუთუ ვერ ხედავტ ვერავის ვერაფერში ვერ ვჯობნით და კიდევ მაგრები ვართო როგორ იძახით?! ქეცბაიამ რო ვერ მიაღწია წარმატებას იმის ბრალია რო გუნდში ერთსულოვნება არ იყო,ბევრად დაბალი კლასის ნაკრებები არსებობენ მაგრამ ქვეყნისთვის სულით და გულით თამაშობენ,მათთვის ნაკრები ჯარივითაა! ფარერების ნაკრების კაპიტანი საბერძნეთს რომ მოუგეს მეორე დღეს მალიარკას აკეთებდა ჩვენები კიდე პროფესიონალ ფეხბურთელებად ითვლებიან... თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა რამეა მოყვარულთა გუნდით რო პროფესიონალებს მოუგებ? ეს იგივეა რაც გლდანმა ან ვარლეთილმა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს და მერე საბერძნეთის ნაკრებს მოუგოს! დღეს საქართველოში არ არის ერთსულოვნება,ერთმანეთის პატივისცემა,დათმობა,ქრისტიანულად არ ცხოვრობს ერი,ყველას პირველობა უნდა იმას კი ვერ ხვდებიან სადაც 1ზე მეტი მონაწილეა იქ ერთერთი აუცილებლად მეორე იქნება! საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს უყურეტ ძალიან გთხოვთ და მერე იპოვეთ ანალოგიური ლანდშაფტის მქონე სტადიონები, ანალოგიური ხარისხის სისწრაფეების და გაქანების მქონე ჩემპიონატები და შეადარეთ,მეოთხე დივიზიონზე მაღლა ვერ ნახავთ ანალოგიურს.... რაც არ უნდა დაწერო ტუმცა ნაწერი ნაწერად დარჩება და სიტყვები სიტყვება საქმე კი გასაკეთებელი....
papa
ქართული ფეხბურთი ჭაობია რომაა ერთი პერსპექტიული მწვრთნელი გვყავდა ევროპულ ფეხბურთში და ისისც ჩაითრია ამ ჭაობმა და აქ კიდე მიდის ინტრიგანი კომენტარები:,,ფული ხომ იშოვე ცოტა".ამან დისიპლინა მაინც დაამყარა სხვა რას იზმს ვნახოთ
ძველი გულშემატკივარი.
ერთი ჩვენც გვკითხოს, როგორი ნაწყენი ვართ მასზე, კიდევ აქეთ ვალს რომ გვადებს!
ბრრ
არა უშვს თემურ, მაყუთი ხომ იშოვენ ცოტა! რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მაგათ არაფერი ეშველება! ვინც გინდა მოიყვანო მწვთნელად, იმიტომ რომ დაბალი დონის ფეხბურთს თამაშობენ და რასაც თამაშობენ იმაზეც არ იწუხბენ თავს! ისე ქეცბაიასნაირი საქართველოს ნაკრების ერთგული კაცის მოძბენა დიდ ხანს გაგიჭირდებათ ქართველებს! გაიგეთ, საქართველოში ფეხბურთი ვერ იქნება ვერასდროს!
kakha
)))))))))დიდი ამბავი თუ გულნაკლული წავიდა ! მაგის თამაშების უმეტესობაზე - სახლში 60 000 კაცი , გულნატკენი კი არა გულგაგლეჯილი მიდიოდა !!! ტყუილად არ არის ნათქვამი - დიდებულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო ))))))
გულშემატკივარი
ნაკრების წარმატება მარტო ქეცბაიაზე არ იყო დამოკიდებული. ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი სახელმწიფო პროგრამის დონეზეა აყვანილი. წარმატებას გისურვებთ, ბატონო თემურ!
kaxi
რაც მაგან ფული აიღო რა ნაწყენია კიდე?
giji
უზრდელი გოგო როა მწერალი მაგისი ბრალია
megzuri
კარგი ფეხბურთელი და შემდეგ კარგი მწვრთნელი არის იშვიათობა, წარმატებული ფეხბურთი დიდი ქვეყნების ხვედრია და ამიტომ უნდა შევეშვათ ოცნებებს და ფულის ხარჯვას არაფერი ამისაგან არ გამოვა....
eeeex
ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
საქართველო ევრო 2024-ზეა. "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" - ამის მუდმივობაში გადაზრდა გვმართებს
სიომინი: ჩივაძის და კალაძის შემდეგ, ახლა კვარაცხელიას ეპოქაა
Сакартвелос гаумарджос! - ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას თინა კანდელაკი ულოცავს
ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სკანდალი - ბერძენი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...