"როგორ არის წყალში გადაყრილი ეს ფული, თუ ფეხბურთელს 200, 300 ან 400 ლარით მოემატება ხელფასი?"
ფოტოზე: "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე

დედაქალაქური "ვიტ ჯორჯია" ბოლო დროს ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს. ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მოკრძალებულ, მე-14 ადგილზეა.

"ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელს შევეხმიანეთ და ბოლოდროინდელი არათანაბარი ასპარეზობის მიზეზების ახსნა ვთხოვეთ.

"ჩემი აზრით, ბოლო დროს ზედმეტად ვირწმუნეთ საკუთარი თავის. ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხებათ, ჩემი ბრალიცაა და არანაირად არ გავურბივარ პასუხისმგებლობას", - ამბობს ბერიძე.

ხომ არ არის ბოლოდროინდელი არათანაბარი თამაში "ვეტერინართა" ახალგაზრდული ასაკის ბრალი?

"არა, ეს უნდა გამოვრიცხოთ. მე მჯერა ამ ბიჭების. კი, ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ თუ სხვა მატჩებში ითამაშეს კარგად, ახლა ასაკი ვერაფრით იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი", - ესეც ბერიძის აზრია.

როდის გაიხსენებს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების გემოს?

"ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ბიჭები მოტივირებულნი არიან. მათთან მუდმივი საუბრები მაქვს და ეს შედეგს გამოიღებს. ჩემი აზრით, ეს არასტაბილურობა დროებითი მოვლენაა".

ბერიძესთან საუბრის შემდეგ "ლელო" "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, რისი ბრალი უნდა იყოს ბოლო დროის შედარებითი არასტაბილურობა? არადა, მთელ რიგ შეხვედრებში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის ხარისხი ნამდვილად არ დაეწუნებოდა...

- რთული თამაშები მიეწყო ერთმანეთს. ალბათ, ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მჯერა, მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ. გუნდში ყველაფერი რიგზეა.

- ...მათ შორის, ფინანსური კუთხითაც?

- დიახ, ფინანსურადაც. როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა. შეიძლება, სხვადასხვა დროს იყო უმნიშვნელო შეფერხებები, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემა არ გვქონია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ეს თანხა წყალში გადაყარა...

- ასეთ შეფასებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. პირველი დახმარება იყო წლის დასაწყისში. მაშინ ისე იყო საქმე, რომ შეიძლებოდა, ჩემპიონატი ბოლომდე ვერ მიგვეყვანა.

ჩვენი კლუბის მაგალითზე გეტყვით - როგორ არის წყალში გადაყრილი ეს ფული, თუ ფეხბურთელს 200, 300 ან 400 ლარით მოემატება ხელფასი? რატომ არ არის ეს სოციალური პროექტი? ჩვენ ხომ ძვირად ღირებულ უცხოურ ტრანსფერებს არ ვახორციელებთ ამ ფულით? ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტს ეხმარება.

- ბატონო გურამ, მოახერხებთ თუ არა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას?

- კი, ჩვენ ზამთრის პაუზამდე დარჩენილი მატჩები მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და სეზონის განახლების შემდეგაც არ უნდა დავუშვათ დაბლა თამასა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჰასან ცეცხლაძე
ბიუჯეტის ფული სწორედაც რო ხალხზე უნდა მიდიოდეს... ფეხბურთელები არ არიან ელიტის წარმომადგენლები, გასაპროტესტებელი ისაა, ხაზინის ფულებით რო ყიდულობენ ჯიპებს ყოველდღე, და რო დასისინებენ მერე ესკორტების თანხლებით. უსაქმურები რომ სხედან მთავრობაში და პარლამენტში... ისე კი რუხაძემ რომ ფეხბურთი იცის, და ესმის, მასე იცოდეს ზოგმა... მენეჯერად რო არ ვარგოდეს, ვერ ააწყობდა ისეთ სისტემას, რითაც მინიმალური ხარჯებით, ამდენი წელი უმაღლეს ლიგაში გუნდი ყავს.
ilia
ისე სიჭინავა უნდა წავიდეს!გუნდების პრეზიდენტებიც უნდა წავიდნენ! ფეხბურთელებიც უნდა წავიდნე(თურმე ხელფასებს იგებენ)!და ყველა უნდა წავიდეს ქართული ფეხბურთიდან,ამის მერე გვეშველება და აღარასოდეს წავაგებთ
giji
გიჟმაჟ სად ხარ დაწერე შენ ხო მიუკერძოებეული ხარ
dudu
ჟურნალისტებო, დაწერეთ რა, ბოლო-ბოლო, პირდაპირ, რო მწვრთნელებიც და მენეჯერებიც საქართველოში არიან უმდაბლესი დონის და ამათ ხელში არაფერი ეშველება ამ ჩვენ უბედურ ფეხბურთს!
leonardo
ეჰ, წყალშიც გადაყარა და უსაქმურობასა და უპერსპექტივობასაც ხელი შეუწყო!!1 თან არ დაგავიწყდეთ რომ ეს თანხა დომენტამ უეფასაგან აიღო კრედიტად და ვალის გასტუმრება უკვე ფედერაციის შემდგომ ხელმძღვანელობას მოუწევს!!! სადაც კომერციალიზაცია არაა და კვლავ კომუნისტური აზროვნება გრძელდება იქ პროგრესი და რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა გამორიცხულია, ასეთი მიდგომით კი ყველა ხედავ რა შედეგებიც გვაქვს.
tatia
ვაიი საქარტველო ესეტიი *** ხელსჰია ქვეყანა
დათო
ესეთი მენეჯერიები რომ გვყავს მაგიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად! ბიუჯეტი რას ნიშნავს არზე რომ არ არის! მემსის ბატონო გურამ ბევრი გააკეტეტ ვიტჯორჯიასთვის მგარმა ნამდვიალდ არასწორად ფიქრობთ ბიუჯეტის ფულზე!
ZVELI
შენს ვითომ ფრხბურთელებს ხელფასი, რომ მოემატოს ამისთვის ბიუჯეტის ფულები უნდა დაიხარჯოს და ეს არის ნორმალური. არ ფიქრობ სწორად ბატონო.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა
საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: ეპიცენტრი თბილისსა და ქუთაისში
გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ცხინვალის ენდშპილი
"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ვიტ ჯორჯია" მწვრთნელის გარეშე დარჩა - ვინ შეცვლის ზურაბ ბერიძეს?
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?