ლონდონის სარაგბო კლუბის, "სარასენზის" აკადემიის ხელმძღვანელი დონალდ ბარელი თბილისში იმყოფება
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლელო" წლეულს ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ლონდონის "სარასენზს" დაუძმობილდა.

შეთანხმებული თანამშრომლობა რამდენიმე თვეა გრძელდება. ზაფხულში ლელოელებს სარასენზელთა უკანა ხაზის მწვრთნელი სტუმრობდა. ამჟამად კი გუნდის სტუმარი "სარასენზის" სარაგბო აკადემიის ხელმძღვანელი დონალდ ბარელია. მასთან სასაუბროდ "შევარდენის სანაკრებო ბაზას" ვესტუმრეთ, სადაც სათადარიგო მოედანზე "ლელოს" შერკინებას წვრთნაში ეხმარებოდა.

- რა არის თქვენი თბილისში ჩამოსვლის მიზანი?

- "სარასენზს" აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო კლუბებს ვეხმარებით განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო "ლელოა" და მასთან გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. ჩვენი მიზანია, ამ გუნდს დავეხმაროთ, ჩვენი ვარჯიშების სისტემა გავუზიაროთ.

- ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებით. გუნდის ვარჯიშებსაც ყოველდღე ესწრებით. რა შეგიძლიათ თქვათ აქ ნანახის თაობაზე?

- რაც უკვე ვნახე, ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდ მოედანზე დღეს პირველად ვივარჯიშეთ და ვნახე, რომ მოთამაშეების განსწავლულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. "ლელოს" ბაზა დიდ დიღომში ფანტასტიკურია. შესანიშნავი პირობებია სრულფასოვანი წვრთნისთვის.

- თუ მოინიშნეთ ვინმე ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც სავარაუდოდ, "სარასენზის" აკადემიაში მიიწვევთ?

- ჩვენი მიზანი არ არის აქედან მორაგბეების წაყვანა. პირიქით, გვინდა მათ "ლელოსთვის" ითამაშონ. თუმცა რამდენიმე მართლაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ვნახე, რომლებსაც ალბათ ჩვენს აკადემიაში მივიწვევთ.

- ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს განვითარებაში ეხმარებით. თუმცა საინტერესოა, რას აძლევს ყოველივე ეს თვითონ "სარასენზს"?

- ჩვენთვის ეს მცდელობაა, "სარასენზის" ერთი დიდი, გლობალური ოჯახი შევქმნათ. ეს სახელს გაგვითქვამს, რეკლამას გაგვიკეთებს. თანაც, რაგბის ფასეულობებს ერთად ყოფნით უფრო გავუფრთხილდებით.

- რატომ ჰქვია თქვენს კლუბს "სარასენზი"?

- ჩვენი კლუბი 1876 წელს ჩრდილოეთ ლონდონში დაარსდა. მაშინ სათამაშო მოედანი არ ჰქონდათ და ერთი უბნიდან მეორეში დაეხეტებოდნენ. ერთი სიტყვით, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ასე იყვნენ სარაცინებიც, დადიოდნენ და ომობდნენ. სწორედ ამიტომ დაარქვეს მაშინ კლუბს "სარასენზი".

- როდის გაიმართება "ლელოსა" და "სარასენზის" მატჩი?

- ძალიან კარგი იდეაა, რატომაც არა?! "სარასენზის" პირველ გუნდთან ეს ალბათ არ მოხერხდება, მაგრამ მეორე გუნდის ჩამოყვანა და კარგი საწვრთნელი მატჩის გამართვა უპრობლემოდ შეიძლება.

ამ დროს საუბარში თბილისის "ლელოს" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ჩაერთო:

"ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ სამი დღის განმავლობაში უამრავი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ.

ცხადია, რასაც დონალდი გვასწავლის, ყველაფერს ასლივით ვერ გადავიღებთ, რადგან ჩვენი და მათი შესაძლებლობები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.

გვინდა რაგბისადმი ის მიდგომა დავნერგოთ, რაც "სარასენზშია". ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს სტრესი მოუხსნან, რათა მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ეს მნიშვნელოვანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]