ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

საქართველოსთან ყველა ვტყუით...

საქართველოსთან ყველა ვტყუით...

ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ სამშობლოსთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რიგითი ადამიანი აკეთებს, თუმცა მან თავისი ბოლო სიტყვებით ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი

საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე დაახლოებით ასეთი რამ თქვა - რა გამიკეთა მე საქართველომ? ერთადერთი მწვრთნელი ვარ, ვინც სახელმწიფო პროგრამიდან ამომიღეს და ხელფასი შემიმცირეს. არადა, აწყობილი კარიერა დავინგრიე, კვიპროსზე ოჯახი დავტოვეო...

ამაზე ერთმა ჩვენმა კოლეგამ იხუმრა - ქეცბაიამ ოჯახი აწყობილ კვიპროსზე დატოვა, გიორგი სააკაძემ კი პაატა სპარსეთში დაუტოვა შაჰ-აბასსო...

მგონი, ამ ხუმრობაში სიმართლის დიდი ნაწილია. მგონი, არც არაფერი დაშავდებოდა, ჩვენი წერილი აქ რომ დაგვემთავრებინა, თუმცა გაგრძელებას ვარჩევთ. სათქმელი არის და დუმილი სწორ პოზიციად არ მიგვაჩნია.

ჩემი პირადი აზრია და მას ვერ ექნება პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია მისი ლოგიკა, ვინც სამშობლოს ემართლება და რამეს ამადლის, რადგან სანამ ადამიანი არსებობს, მას მეტის და მეტის გაკეთება შეუძლია თავისი ქვეყნისთვის.

როცა იცი სამშობლოსთვის თავდადების უამრავი მაგალითი, როცა შენი მომავალი ვერ იქნებოდა ამ წარსულის გარეშე, როცა ცხოვრობ შენი ქვეყნისთვის მარცხიან ეპოქაში, დიახაც, იმ ქვეყანას შენი სამსახური არ უნდა დაამადლო.

იქნებ ახლა ამას თემურ ქეცბაიაც ხვდებოდეს. პირადად მე, როცა ჩვენი დროის გმირის, გიორგი ანწუხელიძის გმირობას ვუყურებ, მიჩნდება განცდა, რომ ვერასდროს ვიქნებით საქართველოსთან მართალნი და ჩვენ, ყველა, იმ ბიჭების გარდა, ვინც სისხლი დაღვარა და იმ ხალხის მიღმა, ვინც ბოლომდე უკომპრომისოდ ემსახურა სამშობლოს, თუნდაც სისხლი არ დაეღვაროს, ყველა ვტყუით.

უბრალო ადამიანს შეცდომის დაშვების უფლება აქვს. სანამ ქეცბაიას მოვკითხავდე, უნდა დავწერო, რომ მეც დამიშვია ამ ფრონტზე კომპრომისი და მეც მაქვს ჩემი წილი მძიმე ჯვარი, არ ვარ უცოდველი, მართალი ჩემს ქვეყანასთან და ეს ყველაზე კარგად მე ვიცი.

ვიცი, მაგრამ ეს შექმნილ სიტუაციას არ ცვლის.

ხელფასის შემცირების შემდეგ ქეცბაიას თავისუფლად შეეძლო კონტრაქტი გაეწყვიტა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ეს უკვე მისი პიროვნული გმირობაა. თუ ამ სიმაღლეზე ასვლა შეგიძლია, ამ ნაბიჯის ყვედრებით უცებ ძირს არ უნდა დაეშვა.

სულაც არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა ღირსეულმა მოქალაქემ აუცილებლად საქართველოსთვის იარაღით ხელში უნდა იომოს. ადამიანს ვერავინ წაართმევს შიშის უფლებას. მძაგს ყველა ომი, თუმცა გმირები მეტწილად ომებიდან ჩნდებიან ჩვენში. ქვეყნისთვის, რომელიც პერმანენტულად ბრძოლის ქარცეცხლშია გახვეული, ეს ბუნებრივია, თუმცა გმირებს მხოლოდ ომი არ ქმნის.

ჩემთვის გმირია ფეხბურთელი თემურ ქეცბაია. იქნებ მისი ყველა თამაში საქართველოს ნაკრებში პროფესიონალიზმის ზეობა იყო და არა - პატრიოტიზმისა, მაგრამ საიდანაც გინდა მიუდექი, ის იმ დროის გმირია.

მაშინ სათამაშო კლასი იმხელა გვქონდა, დღეს ბარე ორი გრანდი რომ ინატრებდა, თუმცა ევროპული ფეხბურთისა არაფერი გვესმოდა. გვინდოდა - ვთამაშობდით, გვინდოდა - დავრბოდით, გვინდოდა - ვიდექით. ქეცბაია კი სულ თამაშობდა. დამდგარი და ბედს შეგუებული ქეცბაია საქართველოს ნაკრებში არ მინახავს.

მან, როგორც რიგითმა ქართველმა, თავისი ცხოვრების პირველ ნაწილში ღირსეულად მოიხადა სამშობლოს წინაშე ვალი და გააკეთა ალბათ იმაზე მეტიც, ვიდრე რიგითი ადამიანი აკეთებს, თუმცა მან თავისი ბოლო სიტყვებით ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი.

პოლონეთთან მატჩი რომ დასრულდა, ქეცბაია თავდახრილი შევიდა გასახდელში. იყო სტვენაც, მაგრამ უმრავლესობამ ქეცბაიას დიდ ფეხბურთელობას ვერ გადააბიჯა და ეს უკვე კარგია.

ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ, თვითონაც ნანობს საქართველოს ნაკრების სათავეში მოსვლას. ძალიან ნანობს. ნეტავ, მართლა არ მოსულიყო. არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა ბავშვობის ლეგენდები შენ თვალწინ ხუნდებიან.

რთულია. მოწყენა და შავი ფიქრები გიპყრობს, მაგრამ აბა, დღევანდელ ცხოვრებაში იოლი რა არის?!

ჩემთვის ყველაზე რთული იმ ცივ და საზიზღარ საღამოს თავდახრილი თემურ ქეცბაიას დანახვა იყო. იქნებ თემურმა კიდევ გამოიხედოს ყინჩად. მისი ცხოვრება ჯერ წაუკითხავი წიგნია.

ეს კია, რომ საქართველოსთან ყველანი ვტყუით... ერთეულების გარდა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• Temur

ქეცბაიას, მანამდელი და მომავალი მწვრთნელების ყველაზე დიდი შეცდომაა ის რომ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი პრაქტიკულად არ არსებობს, სადაც საკლუბო გუნდები 0%-იანი რეიტინგებით არიან,მათ ნაკრებიც ვერ ეყოლებათ. ასეთ ვითარებაში ნაკრების წარმატებაზე იმედების მიცემა არის სუფთა წყლის სპორტული აფერისტობა. საქართველო ვერ ქაჩავს საფეხბურთო ჩემპიონატს, ანუ უნდა ყავდეს 3-4 წამყვანი გუნდი რომელსაც არ ექნება ფინანსური პრობლემები, მათ ის მაინც უნდა შეეძლოთ 1-2 მილიონი მაინც გადაიხადონ რამოდენიმე ფეხბურთელში.. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ქართველი რომელიც ყოველწლიურად ამდენ ფულს ჩადებს..... ეს ვერ იქნება ალბათ 50-ი წელიწადი და მაშინ 1-2 მილიონს 15-16 წლიანების ნაკრების წევრები მოითხოვენ. ასე რომ შევეშვათ ილუზიებს და ვათამაშოთ ბავშები 15-16 წლამდე და ამ დონეზე დავრჩეთ............

• რუსუდანი

ამ ემოციების ფონზე ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს თემურ ქეცბაიაზე, მაგრამ გავა ორი-სამი წელი და ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. თემურ ქეცბაია კი დარჩება, როგორც ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი. ასეა ყოველთვის: როდესაც კაცი მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ, ის ყოველთვის მომთხოვნია გარშემომყოფების მიმართაც და სწორედ ისინი აკეთებენ რეალურ საქმეს. ასეთი ადამიანი ძნელია იყოს მშვიდი და გაწონასწორებული ყველა სიტუაციაში.

• giorgi

ამ ქეცბაიას ქება დიდებაში რომ ხართ 12 მილიონი რომ იშოვა საქართველოში უსამართლოდ ეს რატომ გავიწყდებათ.

• ლევანი-ს გულშემატკივარი

აბა ვინ უნდა გამოფხიზლდეს? :)))) შენს კომენტარზე თვითონ არ გეცინება? რა გაგვიკეთა ქეცბაიამ კარგის გარდა? შენ ცუდს ნაკრების შედეგს თუ ეძახი, ამ შემადგენლობით ვინ რას გააკეთებდა? ფეხბურთელები არ გვყავს, გაიგეთ? აი სად უნდა გამოვფხიზლდეთ. მისახედია ბავშვთა ფეხბურთი, მისახედია საერთოდ ჩემპიონატი, რომ ნორმალური ფეხბურთელები აღიზარდონ და გზა გაეხსნათ კარგ კლუბებში, ამის პოტენციალი მართლაც არსებობს, მაგრამ ბევრი რამ არის მისახედი. მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს ნაკრების ფეხბურთელები არ გვყავს.....

• temoqute

ბიჯო შენი უაზრობით საქმე წავიდა ის კაცი და თავიი დაანებე შენ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთისთვის ქეცბაიაზე მეტი????ბოხმა გახჩობთ და ვერ ასვენებთ ერთ ადგილებს რამე საინტერესო დაწერე თუ ხარ ჟურნალისტი თუ არ იცი მაშინ გადი პენსიაზე ერთი ძაან მაინტერესებდა ქეცბაია რო არ იყოს ვიზე დაწერდი რამეს,,,,რაექნა მაგ კაცს სულს რო ღაფავენ იმნაირი ფეხბურთელებით უორმოცო კვდარივით რო დაბორიალობენ მინდორზე ქეცბაია მწვთნელია ჯადოქარი კიარა ეხლა რო ასწვლოს მაგათ ფეხბურთის თამაში

• ლევანი

ამოვიდა ყელში ეს მისი წარსული!რას გვამადლით ასეთი ისეთი იყოო!თუ იყო თავისთვის აკეთებდა და არ საქართველოსთვის!(ეხლა არ გამოჩნდა?)ძალიან დამაფიქრებელი წერილია და მოდლობა!დროა პერიოდულად ასეთი სახის წერილები დაიწეროს რომ ცოტა გამოვფხიზლდეთ!!!

• SHUKOVANI

ქეცბა მაგარი ძმაა, და ეს ვაი ჟურნალისტები შეეშვით)) კი არ ამადლის თავის ქვეყანას იმას რაც გააკეთა, უბრალოდ დაუნახავები ხართ ჟურნალისტები, და თქვენს გასაგონად ლაპარაკობდა მაგას!

• ოდალა

არც დავამთავრე კითხვა. იცოდა ეს სტატიის ავტორმა და განგებ დაასათაურა, ისე როგორც დაასათაურა. 'კარგ მთქმელს, კარგი გამგები უნდაო'. "საქართველოში" ვინც იგულისხმება ჩემთვის ნათელია. მასში, ის ვითომ ჟურნალისტები, სფფ-ს ბოს-თანამშრომლები, და ხელისუფლების წარმომადგენლები იგულისხმება ვინც უმადურად მოექცა არა მარტო მას, არამედ ქართულ სპორტს და ქართულ საქმეს ზოგადად. ეს კი იმაში გამოიხატება რომ საკუთარი საქმის მცოდნე არც ერთი ხართ, ქეცბაიასგან განსხვავებით.

• Zaza

მაგარი სტატია კი არა,მაგარი ამოცხობა უნდა ყურის ძირში.რა გაუტრაკა საქმე ქეცბაიას. !!!

• მარიამი

მან მართლაც აწყობილი კარიერა დატოვა კვიპროსზე. დღესაც ვერ გამიგია რატომ და ვისი თხოვნით მიატოვა ანორთოსი. ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა. ვუსურვებ საბერძნეთში დაბრუნებას და თავისი საქმის ლამაზად გაგრძელებას. ლანძღვას ნამდვილად არ იმსახურებს. აქაური ქართველები ვამაყობდით მისით და იმედია კვლავაც ვიამაყებთ!

• dito

მაგარიაწერილია ვიკაიფე

• Alex

ალეკო, ბავშვივით იქცევი

• koki

ალეკო, კარგით რა. ოდესმე ხომ უნდა დახუროთ ეს თემა. გავიგეთ, რომ თემურიზე უნდა გეწერა, მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდით, რომ მისი წასვლის შემდეგაც გააგრძელებდით მასზე წერას. ერთ რჩევას მოგცემდი. ხომ არ ჯობია, რომ ახლა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე ან სხვა მაღალცინოსანზე, რომელიც ფეხბურთში მოღვაწეობს, გადაერთო? აჯობებს ალბათ,....

• გულშემატკივარი

ვააახხხხ...... ისევ "ამხანაგი" კაკაურიძე, არადა კინაღამ წავიკითხე ეს სტატია, მაგრამ პირველი აბზაცის შემდეგ გამოვფხიზლდი და სტატიის ავტორი გადავამოწმე და დროზე შევჩერდი და შევეშვი, მაგარი გადარჩენილი ვარ :)))))))

• Kaxa

უძლიერესი სტატიაა. გმადლობთ, ავტორო!

• zvidev

საქმე იმაშია რომ ბევრ სიყალბესაც დავეჩვიეთ ალეკოჯან. ეს თვალწინ გახუნებულ ლეგენდებზე უარესია როცა სხვისი პირით ლაპარაკობ. იმედია გულახდილობის მარცვალი ურევია შენს აღიარებას. ვნახოთ, ყველაფერს საქმე გამოაჩენს...

• ჯ.ჩ.

რა კვიპროსი დატოვა.უმეტეს დროს იქ ატარებდა.შემცირების შემდეგაც იმდენ ხელფასს ღებულობდა რომ მე მგონი მომავალ ათ წელიწადს ვერ აიღებს.ასე რომ ნუ გვამადლის.

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

საქართველო 5:0 ესტონეთი

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში

ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა

მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...

დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე