"რასინგი" თუ "რივერი"? სხვა ვარიანტი გამოირიცხა
არგენტინის მომავალი ჩემპიონატი ახალი და უცნაურად საინტერესო სისტემით ჩატარდება. ამიტომაც, მიმდინარე გათამაშებიდან რომ არავინ ვარდება, უკვე მოგახსენეთ და გუნდებიც თავისუფლად თამაშობენ.

შესაბამისად, უხვგოლიანი მატჩები აღარ გვიკვირს და გამონაკლისი არც ეს ტური გახლდათ. მთავარი კითხვა კი შემდეგნაირია - ვინ გახდება ჩემპიონი? კანდიდატი ორი დარჩა - "რასინგი" და "რივერ პლეიტი".

დიეგო კოკას "რასინგმა" ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა. თანაც, ამ შვიდ შეხვედრაში აველიანედელებს კინკილა გოლიც კი არ გაუშვიათ. ამჯერად, მათ "როსარიო სენტრალი" ემსხვერპლა.

გუსტავო ბოუმ ამ ტურში ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასით გამოირჩა, ისევე, როგორც მის ნაცვლად მინდორზე გასული გაბრიელ აუჩე. ორივე მათგანმა ასისტენტობა დიეგო მილიტოს გაუწია, ხოლო "პრინჩიპემდე" გასტონ დიასმა გამოიჩინა თავი.

"რივერ პლეიტმა" "ბანფილდთან" გადაიტანა დიდი ომი - ჯერ აგებდა, მერე იგებდა, სტუმრებმა ისევ გაუთანაბრეს, მაგრამ ბოლოს ათი კაცით დარჩენილმა გამარჯვება მაინც მოახერხა. მატჩის გმირი ფერნანდო კავენაგი გახდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა კლუბს.

54-ე წუთზე მან შორეული დარტყმით მე-100 გოლი შეაგდო "რივერის" მაისურით, რასაც მერე გამარჯვებისმომტანი პენალტი დაამატა.

"რივერს" დატვირთული პერიოდი აქვს და ბევრი ამასაც უკავშირებს იმას, რომ გუნდმა უკანასკნელ პერიოდში ქულები დაკარგა და ახლა "რასინგის" შემხედვარე დარჩა.

საქმე ის არის, რომ "კოპა სუდამერიკანაზე" მარსელო გალიარდოს ბიჭები "ბოკა ხუნიორსს" გადაეყარნენ და ცხადია, "სუპერკლასიკოს" სრული სერიოზულობით მოეკიდნენ. "ბომბონერაზე" დამთავრებული უგოლო მატჩის მერე რივერელებმა "მონუმენტალზე" ლეონარდო პისკულიჩის გოლით გამარჯვების მოპოვება შეძლეს და ფინალში გავიდნენ, სადაც "ატლეტიკო ნასიონალს" ხვდებიან.

პირველი მატჩი "რივერს" დღეს გვიან უწევს, როდესაც ჩვენი დროით ოფიციალურად უკვე 4 დეკემბერი იქნება. გუნდი კოლუმბიაში გადაფრინდა.

ჩემპიონატში კი მომავალი მატჩი "რივერს" "კილმესთან" გასვლაზე აქვს, მაგრამ ბოლო ტური ალბათ ერთი კვირით გადაიდება და გალიარდოს შეგირდებს სრულად სუდამერიკანაზე კონცენტრირება შეეძლებათ. მთავარი კი ის არის, თუ რას იზამს უკანასკნელ შეხვედრაში "რასინგი", რომელიც საკუთარ კედლებში უმოტივაციო "გოდოი კრუსს" დაუხვდება. ძნელი წარმოსადგენია, აველიანედელებმა ასეთი შანსი ხელიდან გაუშვან.

ვთქვათ ისიც, რომ ჩემპიონობის აწ უკვე ყოფილი მაძიებელი "ლანუსი" 2:0-ს უგებდა "ბოკა ხუნიორსს", მაგრამ "რივერთან" მარცხით გულგატეხილმა ბოკელებმა ჯერ სხვაობა შეამცირეს, მერე გოლის ავტორის, ემილიანო ინსუას გარეშე დარჩნენ - მან წითელი ბარათი მიიღო; ხოლო ბოლოს კაცნაკლულებმა მაინც შეძლეს გათანაბრება, ეს ხონათან კალიერიმ გააკეთა.

პრიმეირა ლიგა. XVIII ტური

ხიმნასია ლპ.-კილმესი 3:0

გოლები: 1:0 ვეხეტი (36), 2:0 ვეხეტი (49), 3:0 ლიხტი (83-პენ.)

დეფენსა ი ხუსტისია-ველესი 0:2

გოლები: 0:1 პრატო (19), 0:2 პრატო (83)

სან ლორენსო-ესტუდიანტესი 4:0

გოლები: 1:0 ორტიგოსა (50-პენ.), 2:0 მატოსი (74), 3:0 ორტიგოსა (82-პენ.), 4:0 ბუფარინი (88)

ინდეპენდიენტე-ნიუელსი 1:0

გოლი: 1:0 მანკუელო (79)

გაძევება: კუესტა (31. ინდეპენდიენტე)

როსარიო-რასინგი 0:3

გოლები: 0:1 გ. დიასი (42), 0:2 დ. მილიტო (65), 0:3 დ. მილიტო (79)

ტიგრე-ატლეტიკო რაფ. 3:1

გოლები: 0:1 ელუჩანსი (15), 1:1 ფ. სანჩესი (17), 2:1 პენიალბა (52), 3:1 ლუნა (88)

რივერ პლეიტი-ბანფილდი 3:2

გოლები: 0:1 ბერტოლო (42), 1:1 კავენაგი (54), 2:1 კ. სანჩესი (57), 2:2 სალსედო (64-პენ.), 3:2 კავენაგი (73-პენ.)

გაძევება: ფერეირა (62. რივერ პლეიტი)

ლანუსი-ბოკა ხუნიორსი 2:2

გოლები: 1:0 აკოსტა (2), 2:0 აკოსტა 44), 2:1 ინსუა (75), 2:2 კალიერი (88)

გაძევება: ინსუა (88)

გოდოი-ოლიმპო 0:3

გოლები: 0:1 სილსი (31), 0:2 ბლანკო (35), 0:3 ბორხა (45)

არსენალი-ბელგრანო 0:2

გოლები: 0:1 ზელარაიანი (51), 0:2 მარკესი (57)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რასინგი 18 12 2 4 29-16 38

2. რივერი 18 10 6 2 33-13 36

3. ლანუსი 18 10 4 4 28-23 34

4. ინდეპენდიენტე 18 10 3 5 31-25 33

5. ბოკა 18 9 4 5 25-21 31

6. ესტუდიანტესი 18 8 4 6 19-21 28

7. ტიგრე 18 8 2 8 28-22 26

8. ატლ. რაფაელა 18 7 4 7 24-23 25

9. ველესი 18 7 4 7 21-20 25

10. ნიუელსი 18 6 6 6 21-24 24

11. სან ლორენსო 18 7 2 9 24-22 23

12. არსენალი 18 6 5 7 21-24 23

13. ბელგრანო 18 6 4 8 22-26 22

14. ხიმნასია ლპ. 18 5 6 7 14-15 21

15. გოდოი 18 5 6 7 31-38 21

16. ბანფილდი 18 5 5 8 23-22 20

17. დეფენსა 18 5 4 9 19-30 19

18. ოლიმპო 18 4 6 8 15-22 18

19. როსარიო 18 5 3 10 18-26 18

20. კილმესი 18 2 6 10 17-30 12

ბომბარდირები: 11 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი), მაქსი როდრიგესი (ნიუელსი), სილვიო რომერო (ლანუსი); 10 - გუსტავო ბოუ (რასინგი), თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი), ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე); 9 - ხაიმე ხავიერ აიოვი (გოდოი კრუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია
[VIDEO] ოფიციალურად: გიორგი გულიაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მან ჩვენ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა" - ლუის ენრიკემ ფეხბურთელი გამოარჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓚᓔᓝ ᓛᓔᓡᓘ ᓒᓐᓛᓝᓪᓝᓪᓮᓚᓓᓐ [VIDEO]
სერხიო აგუერო: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე [VIDEO]
რონალდინიო ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია
ბრაზილიური სიმბოლური - 11-დან 9 ორი გუნდიდანაა
არგენტინას კუნმა მოაგებინა [VIDEO]
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVII ტური: "რივერმა" ლიდერობა წყალს გაატანა
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XIV ტური: გიჟური ტური
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური: "რივერის" კრიზისი?
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. I ტური: ბევრი პენალტი და ბევრი წითელი
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის
მ/ჩ 2018. შესარჩევი. სამხრეთი ამერიკა. VIII ტური: ურუგვაი ლიდერია, არგენტინა გადარჩა [VIDEO]
ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მასპინძლების დომინაცია
"ველეს სარსფილდის" მეათე საჩემპიონო