საიუბილეო სხდომას 42 წევრი რაგბის კავშირიდან 96 დელეგატი დაესწრო
გასულ უქმეებზე პარიზში, საბანკო ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" სათავო ოფისში გამართულ 93-ე გენერალურ ასამბლეაზე "რაგბი ევროპამ" დაარსებიდან 80 წელი აღნიშნა. საიუბილეო სხდომას დაესწრო 96 დელეგატი 42 წევრი რაგბის კავშირიდან. პარიზშივე გაიმართა "რაგბი ევროპის" დირექტორთა საბჭოს სხდომა.

"შესანიშნავი სხდომა გამოგვივიდა, მან ნამდვილად წინ წასწია "რაგბი ევროპა". ჩვენ მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მენეჯმენტის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და სპონსორობის საკითხებში. შეიცვალა და უფრო თანამედროვე, მარტივი გახდა ჩვენი წესდება, რომელიც ამიერიდან უფრო ეფექტურ მართვას და მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

მოხარული ვარ, რომ ბრიტანული რაგბის კავშირების წარმომადგენლები ოფიციალურად გაწევრიანდნენ "რაგბი ევროპის" აღმასრულებელ კომიტეტში; იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად ნაყოფიერად ვიმუშავებთ ევროპაში რაგბის განსავითარებლად. რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა საფრანგეთის რაგბის ფედერაციასთან, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს.

ასევე, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო აღმასრულებელი კომიტეტის წევრად შვედეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ყოფილი მორაგბე ქალბატონის, მადლენ ლაჰტის არჩევის ფაქტი - ეს "რაგბი ევროპის" აღმასრულებელი კომიტეტის წევრად ქალის არჩევის პირველი პრეცედენტია.

რაგბი ევროპის" აღმასრულებელ კომიტეტს ასევე შეუერთდა ინგლისის რაგბის კავშირის წარმომადგენელი რობ ედვინი, რომელიც დაინიშნა ბავშვთა და ჭაბუკთა რაგბის განვითარების და სატურნირო კომიტეტების თავმჯდომარედ. მისი წინამორბედი, უელსის რაგბის კავშირის წარმომადგენელი მარტინ დევისი ამიერიდან შეცვლის ოქტავიან მორარიუს სანაკრებო და პროფესიული რაგბის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"მსოფლიო რაგბის", რაგბის მსოფლიო მმართველი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა და ჩვენი ხაზინადარის, ხოსე მარია ეპალზას სიფრთხილე და ეფექტურობა ფულადი რესურსების მართვაში, საშუალებას გვაძლევს თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგვიძლია წინ გავიხედოთ და შევიმუშავოთ შემდგომი განვითარების, რაგბის ყველა ევროპულ ქვეყანაში შეტანის გეგმები. ამ მიმართებაში, აღსანიშნავია ბელორუსისთვის ახლახან "რაგბი ევროპის" სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება; ასევე, მსურს მივულოცო კვიპროსს "მსოფლიო რაგბის" რიგებში გაერთიანება ასოცირებული წევრის სახით. ახლო მომავალში სლოვაკეთის რაგბის კავშირიც გეგმავს "მსოფლიო რაგბიში" გაწევრიანების განაცხადის შეტანას და ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას."

"წინა სეზონის განმავლობაში, "რაგბი ევროპის" ეგიდით, გაიმართა 1000-ზე მეტი მატჩი კაცთა, ქალთა, ჭაბუკთა და 7-კაცა ნაკრებების, პროფესიული და სამოყვარულო გუნდების მონაწილეობით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საშეჯიბრო სტრუქტურის გადახალისებაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული რაგბის საფუძველი, ჭეშმარიტი სარაგბო სულის და ფასეულობების მატარებელი სამოყვარულო რაგბია. სწორედ ამითაა გამორჩეული რაგბი სხვა სპორტის სახეობებისგან." - თქვა "რაგბი ევროპის" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპამ ტურნირები გაურკვეველი ვადით გადადო
"დუბლინში ჩუმად ყოფნას არ ვაპირებთ" - თბილისს რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია
5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
"რაგბი ევროპამ" 7-კაცასა და 7-ქალას კალენდარი დაამტკიცა
რაგბის კავშირში განმარტეს, რატომ ჩატარდება "ბორჯღალოსნების" მატჩები მომცრო სტადიონებზე