ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბს დაემშვიდობა
როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი პოსტიდან გადადგა. ამის მიზეზი ბოლოდროინდელი წარუმატებლობები და კონკრეტულად გუშინდელი მატჩია, რომელშიც ქუთათურები შინ რუსთავის "მეტალურგთან" დამარცხდნენ.

იხილეთ: ტორპედო-მეტალურგი 0:1 - ქარიშხალი და კრიზისი ქუთაისში [VIDEO]

გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავად ბატონმა რევაზმა დაგვიდასტურა:

"კონტრაქტი ყველას დაგვიმთავრდა - მეც და ფეხბურთელებსაც. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მადლობა ვუთხარით. აქედან გამომდინარე, ბევრია სალაპარაკო და სათქმელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე 4-თვიანი კონტრაქტები გავაფორმეთ.

21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება. ქუთაისში მუშაობა დავამთავრე, კლუბში ახალი ხელმძღვანელობაა და ის გადაწყვეტს, ვინ მიიყვანოს მწვრთნელად და რა კონტინგენტს დაეყრდნოს. იმედია, "ტორპედო" გულშემატკივრებს ისევ გაახარებს".

კომენტარისთვის "ტორპედოს" დირექტორ დავით ფრუიძესაც დავუკავშირდით:

"ბატონ რევაზს და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ. მატჩის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მათ მადლობა გადაუხადა და საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდებოდა.

სამწუხაროდ, გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა და წასვლა თავად ბატონი რეზოს სურვილიც იყო. ცხადია, სხვა მწვრთნელის მოყვანა მოგვიწევს.

ახალი მწვრთნელის კანდიდატურები ჯერ არ განხილულა. ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და მოსაფიქრებლად დრო კიდევ გვაქვს".

შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილმა გუნდი წლეულს, ზამთარში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი ქუთაისელებმა მე-13 ადგილზე დაასრულეს.

ბატონი რევაზის ხელმძღვანელობით, გუნდმა ბოლოს 21 სექტემბერს, "სამტრედიასთან" გასვლითი შეხვედრა მოიგო (1:0). მას შემდეგ ქუთაისელებმა ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარეს ("მეტალურგის" ჩათვლით) და გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანამ ცხელია დალიე
გამოსავალი ერთია გვჭირდება ისეთი მწრვთნელები რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან ფეხბურთს, ჩვენ მაინც საკლუბო დონეზე ვერ გავქაჩავთ და ჯობია ბ ავშვებს მაინც ვასწავლოთ, რამე. ღატ უნდათ აბარამიძეები და ბებრები რა პერსპექტივა აქვთ
მოდი აგერ!
ფუი
საშა
გადაწყვეტილი ამბავია ორი დიდი მწვთნელი მოყავთ ჭყონია და სუხიაშვილი, ვაი თქვენს პატრონს უბედურს
Joni
ლეგენდაა არააა ისსს კიდეეე ეგეცცც ისეთივეეე მწვრთნელიაა როგორიცც დანარჩენები
Tengizi
ძოძუაშვილი არის ლეგენდა და გთხოვთ პატივი სცეთ ყველამ
Anzor
ამას როგორ წერთ ძოძუაშვილზე. იცოდეთ მაინც რა დამსახურება მიუძღვის ქართულ ფეხბურთში?
Kakhi Rostomashvili
აშვეთია და მეგრელაძე ჩხეთიანი და ასე შემდეგ ამ ხალხს რატო არ უძახით ტორპედოში ??? ბოლოს და ბოლოს ფეხბურთი ფული არააა მარტო . გულშემატკივრებო მოვითხოვოდ ეს ხალხი
Kakhi Rostomashvili
ბოლოს და ბოლოს ეს ბებერი უმაქნისი თაობა რომელიც კომუნისტურ პერიოდშია ჩარჩენილი და არაფელი არ უნდათ გარდა ფულისა შეიცვალოს რა აშვეთია მეგრელაძე და ბიჭები რომლებიც აკეტებდნენ ქუთაისის ფეღბურთისთვის რამეს დაინიშნონ. მოითხოვეთ გულსემატკივრებო!!!!
mamukas
რა ზგაპრებს ყვები რა შეცვლები?? მსოფლიოში 1 ტოტალიზატორი არ მეგულება შეცვლებს რო თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატზე...
dato
იშოვა ფული და წავიდა :) იმედია ტორპედოს ეშველება რამე არ შეიძლება ესეთი გუნდი ასეთ მდგომარეობაში იყოს :)
მამუკა
აზიის ტოტოლიზატორების სკანდალის საქმე როგორაა? ფეხბურთელებს რომ ცვლიდა პირველ ტაიმში და მერე ჭკუას რომ გვასწავლიდა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
დავით ფრუიძე: სახელმწიფომ პიროვნული მომენტი უნდა გამორიცხოს...
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!
ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია
დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე