მარტვილის "მერანის" 20 წლის ნახევარმცველს ოცნება არ უყვარს, მიზნად კი საქართველოს ნაკრებში მოხვედრას ისახავს
ფოტოზე: მარჯვნივ ლევან გეგეჭკორი

წლეულს "მერანს" საკმაოდ წარმატებული პერიოდი უდგას. უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის ხელმძღვანელობით, გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

მარტვილში ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც ქართული ფეხბურთის იმედად გვესახებიან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მათგანი 20 წლის ლევან გეგეჭკორია, რომელიც დაცვაშიც საიმედოა და შეტევებშიც აქტიურად მონაწილეობს. ის უმაღლეს ლიგაში მეოთხე სეზონს ატარებს.

ლევანს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა, თუმცა მასთან საუბრის მოტივი მხოლოდ ეს არ ყოფილა.

ვფიქრობთ, ახალგაზრდა ფეხბურთელთან ინტერვიუ საინტერესო უნდა იყოს:

- თვეზე მეტია არ მითამაშია, ტრავმა ბოლნისის "სიონთან" მატჩში მივიღე, ფეხი გადამიბრუნდა. უფლის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ბოლოსწინა ტურში "დილასთან" ნახევარი საათი ვითამაშე, "სამტრედიასთან" კი 90 წუთი. ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ მაქვს.

- ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "სამტრედიასთან" მოპოვებულ ქულას როგორ შეაფასებდით?

- მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლა და ასეც მოხდა. ვიცოდით, რომ კონცენტრაციის დაკარგვა ისეთ ამბიციურ გუნდთან, როგორიც "სამტრედიაა", არ შეიძლებოდა. მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ გამოცდილი ფეხბურთელებით.

რთული თამაში გამოდგა, თან მეტოქეს ჩვენთვის უცხო გარემოში, ზესტაფონში ვმასპინძლობდით... საბოლოო შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არ ვართ. კარგია, 2014 წელი დადებითი შედეგით რომ ჩავამთავრეთ.

- ზოგადად, გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობითაც არ უნდა იყოთ უკმაყოფილო...

- ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ, თუმცა არსებული რესურსიდან გამომდინარე, მეტის მიღწევა შეგვიძლია.

- გუნდში ხან მცველად, ხანაც ნახევარმცველად გათამაშებენ. მაინც რომელია თქვენთვის იდეალური პოზიცია?

- ფლანგებს ხშირად ვიცვლი. მითამაშია როგორც მარჯვენა მცველად, ისე დაცვის მარცხენა ფლანგზე და ცენტრშიც. ახლა მარცხენა ნახევარმცველი ვარ. მწვრთნელმა ჩათვალა, რომ აქ უფრო გამოვადგები გუნდს. სხვათა შორის, მეც კმაყოფილი ვარ. ამ ზონაში უფრო კარგადაც გამომდის თამაში და შეტევებში ჩართვასაც ხშირად ვახერხებ.

- რომელი მატჩია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნოდ მოსაგონარი?

- ჩვენს გუნდს ბევრი სახელოვანი მეტოქე დაუმარცხებია, თუმცა გამოვყოფდი უხვგოლიან ფრეს (2:2) თბილისის "დინამოსთან", ორწელიწადნახევრის წინ. მაშინ "დინამო არენაზე" პირველად ვითამაშე და ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

- უკრაინელ მწვრთნელს როგორ შეეგუეთ?

- გუნდი სტაბილურად თამაშობს, მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს და ეს თვალნათლივ ჩანს. ამ საქმეში, ცხადია, დიდია სამწვრთნელო შტაბის წვლილი, კონკრეტულად კი, ვლადიმირ ლობასის. საქმისადმი მისი მიდგომა და შემტევი სათამაშო სტილი, ძალიან მომწონს. ის ჩვენგან ლაღ ფეხბურთს, ბურთის ფლობას, უბურთოდ გახსნასა და მოძრაობას ითხოვს.

რაც შეეხება თვითონ პიროვნებას, სამწვრთნელო პროცესის დროს საკმაოდ მკაცრია, მოედნის მიღმა კი - მეგობრული. მოკლე დროში ჩვენს მენტალიტეტსაც აუღო ალღო.

- რა იქნება "მერანის" მაქსიმუმი მიმდინარე ჩემპიონატში?

- მაქსიმუმი ექვსეულში მოხვედრაა, მინიმუმი - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. მართალია, სეზონის დასაწყისში ჩვენთვის მიზნად მაღალ ადგილებზე გასვლა არ დაუსახავთ, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში საკმაოდ ძლიერმა კონტინგენტმა მოიყარა თავი. აქ არიან როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც სურთ, გაახარონ მარტვილელი გულშემატკივრები და დაუვიწყარი გამარჯვებები აჩუქონ.

- საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ? კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე არ გიფიქრიათ?

- "მერანთან" კიდევ წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება მაკავშირებს. იყო რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება, თუმცა ამაზე დეტალურად საუბრისაგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, "მერანში" ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს.

სხვადასხვა პერიოდში მითამაშია ახალგაზრდულ ნაკრებებში და დიდი გამოცდილება შევიძინე. თუ ალექსანდრე ჩივაძე გამომიძახებს, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ თამაშს 21-წლამდელთა ნაკრებში.

- რატომ გაიწელა მარტვილის სტადიონის გახსნა?

- წესით, სექტემბერში უნდა გვეთამაშა საკუთარ მოედანზე, თუმცა ობიექტურ მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე წრეში პირველ საშინაო მატჩს მარტვილში გავმართავთ და ამით ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება.

- რაზე ოცნებობს ლევან გეგეჭკორი?

- ბუნებით უფრო რეალისტი ვარ, ოცნება არ მიყვარს. რასაკვირველია, მაქვს მიზანი, რომლის განსახორციელებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

მინდა, "მერანთან" ერთად სერიოზულ წარმატებებს მივაღწიო. ამას გარდა, სამომავლოდ ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში და დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
ვლადიმირ ლობასი მარტვილის "მერანიდან" ჯერ არ წასულაო...
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
მარტვილის "მერანში" ვლადიმირ ლობასი გალაკტიონ ჭუბაბრიამ შეცვალა
დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ახალი "მერანის" ერთადერთი მიზანი... ვლადიმირ ლობასი და შალვა ღონღაძე ჯერ ფიქრობენ
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
მერანი-დინამო (თბ) 1:4 - "დინამო" ოთხ-ოთხით მიქრის [VIDEO]
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
მარტვილის "მერანი": ბადრი კვარაცხელია თითქმის გადაწყვეტილია
ვლადიმირ ლობასი: რთული იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ხელები ჩამოვუშვათ
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...