საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის საკითხი იანვარში გადაწყდება
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალსაც იწვევდა. 19 წლის ფეხბურთელმა თავი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან დაგვამახსოვრა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ორჯერ ითამაშა.

დვალმა შარშან კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონშიფის "რედინგთან" გააფორმა, თუმცა მერე რიგის "სკონტოშია" გაანათხოვრა.

ლაშა წლეულს ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, რომლის შემდეგაც ინტერნეტგამოცემა "სპორტსცენტრმა" 19 წლის ფეხბურთელი ლატვიის ვირსლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ისევე როგორც "სკონტოში" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია და ირაკლი კლიმიაშვილი. დვალი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოარჩიეს.

შევიტყვეთ, რომ არის ალბათობა, დვალმა ლატვია დატოვოს და წავიდეს. მაგრამ სად, ეს 16 იანვრამდე გადაწყდება. მას ინგლისში ელიან, სადაც "რედინგი" დვალისთვის თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობს.

გუნდმა ქართველი ფეხბურთელის დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო, დიდი ბრიტანეთის სამეფოში შრომის უფლება რომ დართონ. ამ საბუთებს ქვეყნის შრომის სამინისტროში მალე წარადგენენ და 16 იანვრამდე ცნობილი გახდება, ითამაშებს თუ არა დვალის "რედინგში". წესითა და რიგით, დვალს ამის უფლება არ გაააჩნია, რადგან არაევროკავშირელია და ბოლო ორ წელიწადში, ეროვნული ნაკრების მიერ გამართული მატჩების 75 პროცენტში მონაწილეობა მოეთხოვება.

მაგრამ არსებობს გამონაკლისები და "რედინგი" სწორედ ასეთი უფლების მიღებას იმედოვნებს. ქართველის აყვანის არგუმენტად მისი ნიჭიერება სახელდება: ლაშა 19 წლისაა, ორჯერ ითამაშა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე, ლატვიაში სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და პლუს, ეროვნულ ნაკრებში უკვე რამდენჯერმეა მიწვეული.

კლუბის მენეჯმენტი თვლის, რომ რეალურად ამ უფლების მოპოვება ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად, მიზერული შანსის გამოყენებას მაინც ცდილობენ.

და თუ ბრიტანეთის შრომის სამინისტროსგან უარყოფით პასუხს მიიღებენ, ასეთ შემთხვევაში დვალს ლატვიაში დაბრუნებას მაინც არ უპირებენ. ინგლისელებს ამჯერად მისი რომელიმე ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში გაშვება სურთ.

დავაზუსტეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ლაშა გერმანიაში, კერძოდ, "კარლსრუეში" აღმოჩნდეს. იყო დრო, ეს გუნდი ბუნდესლიგაში სოლიდურად გამოდიოდა. მაგრამ მერე მძიმე დროება დაუდგა და მესამე ბუნდესლიგამდეც დაქვეითდა.

ამჟამად "კარლსრუე" აღმავლობის გზაზეა და მეორე ბუნდესლიგაში წარმატებით თამაშობს: 18 ტურის შემდეგ, ისევე როგორც ბრაუნშვაიგის "აინტრახტმა", დირკ შუსტერის გუნდმა 30 ქულა დააგროვა და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერებს - "ინგოლშტატსა" და "დარმშტადტს", შესაბამისად, 7 და 2 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, გუნდს ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი გააჩნია.

მეორე ბუნდესლიგიდან მეორეში საუკეთესო გუნდი პირდაპირ გადადის, მესამეზე გასული კი ბუნდესლიგის ბოლოდან მესამესთან მთავარი გერმანული ლიგის საგზურს გაითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

emigranti
არავითარი შეცდომა არ არის; მეორე ლიგის მესამე ადგილოსანი ფლეი-ში ეთამაშება 1 ბუნდესლიგის ბოლოდან მესამე ადგილოსანს. მაგრამ კარლსრუე მეორეზეა ამ წუთას.
ოდალა
ავტორ, რა იყო, ხაში გიცივდებოდა? ერთხელ გადაგეკითხა. რამდენი სისულელე გიწერია. ჯერ რა მეორე ლიგიდან მეორეში გადადის? მერე კიდევ, მესამეზე გასული, ბოლოდან მესამეზე გასულს ეთამაშება ბუნდესლიგაში გადასვლაზე?????????
Kaxa azrebis mcvdoms.
aba mitxari rogar gaige " meore bundesligidan meoreshi sauketeso..." meoridan meoreshi.? gicdi.
Kaxas
რასაც კითხულობ აზრის გამოტანა არ იცი ? :დ ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში თამასჰობს კალსრუე გარკვევით წერია და მესამე მეოთხე ადგილზეაო იბრძვის ბუნდესლიგაში გადმოოსვლაზე )))
Kaxa
germaniis 3 liga gvaklda ?!romel agmavlobaze saubrobt kargit ra.
zaza
რა ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ხელისუფლებამ ,თუ ფეხბურთელს თამაშის უფლებას არ აძლევენ?მხოლოდ საკუთარ ,,გულაობაზე,,იფიქრეს?ან ფედერაციამ შეაწუხა საგარეო საქმეთა სამინისტრო?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
[ჩვენ და ლატვიელები] გავასწოროთ ანგარიში
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ზაზა ჯანაშია: ქართველი მწვრთნელები სამშობლოს რეკლამას უკეთებენ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ