"სხვა რა გზაა, ფეხბურთისთვის თავის დანებება მომიწევს, თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი მაინც არ მსურს"
როგორც შევიტყვეთ, ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა. ამ გადაწყვეტილებასა და ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე ვეტერანი მცველი "ლელოს" ესაუბრა:

"კონტრაქტი დეკემბერში დამიმთავრდა. კლუბმა მისი გახანგრძლივება აღარ შემომთავაზა და წამოვედი. სამწუხაროდ, გუნდს ხეირიანად ვერც დავეხმარე - 3 თვეში მხოლოდ 4 თამაში ჩავატარე.

ახლა ვერც ვამბობ, კარიერას რომელ გუნდში გავაგრძელებ, რადგან კონკრეტული წინადადება არ მაქვს. თუ ახალი არაფერი გამოჩნდა, ჩემს გუნდს ხომ არ ჩამოვაყალიბებ?

სხვა რა გზაა, ფეხბურთისთვის თავის დანებება მომიწევს. თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი მაინც არ მსურს", - ამბობს ხიზანიშვილი.

33 წლის მცველს კითხვა ეროვნული ჩემპიონატის შესახებაც დავუსვით:

"სიმართლე გითხრათ თუ შევალამაზო? ხუმრობა იქით იყოს და, გულდასაწყვეტია, რაც აქ ვნახე. უცხო ქვეყანაში ხომ არ ჩავსულვარ, ინტერნეტით თვალყურს ვადევნებდი და ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ რა მოედნებიც საქართველოში ვნახე, საშინელებაა.

ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ხელოვნურ საფარს ვერიდებოდი. აქ რაც გვაქვს, იმას საფარი არ ჰქვია. იქ თამაშის შემდეგ 20 წლის ბიჭები ორი დღე ვერ ვარჯიშობენ და ტრავმის რისკიც საკმაოდ დიდია".

ხიზანიშვილი ქართული ფეხბურთის სხვა პრობლემებზეც გველაპარაკა:

"ახლაც იმ აზრზე ვარ, რასაც ჩამოსვლისას ვამბობდი: ბევრ ცნობილ ლიგაში მითამაშია, მაგრამ "დინამოში" მაინც განსაკუთრებული ხალისით დავბრუნდი. გუნდის ასეთი ბაზა, სტადიონი, სავარჯიშო მოედნები და ორგანიზება მხოლოდ "რეინჯერსში" იყო, სხვაგან არსად მინახავს. ეს კი ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს.

რომან ფიფია დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ გავიხედოთ აქეთ-იქით, ასეთი პირობები სხვა რომელ კლუბს აქვს? ეს გარემო კი საერთო დონესა და მოთამაშეთა კლასზე ახდენს გავლენას და ქართულ ფეხბურთს ძალიან უკან სწევს.

ახლა ყველაფერი რომ ვთქვა, არასწორი იქნება, რადგან ახალგაზრდები მოდიან და შესაძლოა, ჩემმა სიტყვებმა მათზე უარყოფითად იმოქმედოს და ის მცირე იმედიც მოუკლას, რაც ფეხბურთში სტიმულს იძლევა. ამიტომ ბოლომდე თქმას მოვერიდები.

მაყურებელი არ არის და, ფაქტობრივად, ჩემპიონატის მატჩს კი არა, ვარჯიშებს ვატარებთ. ფეხბურთში კი მთავარი სტიმული ხალხის ემოცია და ტრიბუნებია. აქ ეს ფაქტორი არ არსებობს.

თქვენთან დათო სირაძის ინტერვიუ წავიკითხე (იხილეთ ვრცლად). ვეთანხმები: 15 წელია გასული, რაც საქართველოდან წავედი და ადრინდელი და ახლანდელი დონე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაშინ გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდა.

მესმის, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სტადიონი რომ სტადიონს არ ჰგავს, გუნდები სხვა ქალაქებში თამაშობენ და ქომაგს ჩემპიონატი არ აინტერესებს, ეს არის სწორედ ყველაფრის განმსაზღვრელი. თუ ამას არ მოევლება, პროგრესი არ გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულშემატკივარი
შენ ის ბიჭი არ ხარ ამას წინათ ქეცბაიას რომ აგინებდი, იმდენი მაგარი მოთამაშეა, თან ახალგაზრდებიო, რომ გაახილოს თვალი და ნახავსო, თან ბევრი ჩემზე ბევრად მაგრებიც კი არიანო? ეს "სიბრძნე" ბევრმა მაშინვე გაშიფრა, მათ შორის მეც, რადგან თუ შენზე მაგარი ახალგაზრდების ყოლა თუ შეეძლო დინამოს, მაშინ შენ რატომ აგიყვანეს? თანაც თუნდაც შენზე მაგარი ახალგაზრდა საქართველოში ბევრად იაფი იქნება ვიდრე შენ. და თუ მოედნების გამო ადამიანი ვერ ვარჯიშობს წესიერად და მის ნიჭს თუ ვერც ვარჯიშზე და ვერც თამაშზე ნახავ, მაშინ ის სადღა ნახე რომ მაგრები არიან? მოკლედ პირადად მე ძალიან გული დამწყვიტე შენი არაადეკვატური კომენტარებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიმართ. ახლა კი თავად ნახე (სირაძესაც ეთანხმები), რომ ჩვენი ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად დაბლა დაიწია და აქედან გამომდინარე ისიც ნახე ეტყობა, რომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა პირდაპირ კავშირში არ იყო ქეცბაიასთან. ეს ქეცბაიას დასაცავად არ მითქვამს, უბრალოდ რეალობაა ასეთი, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, შენ კი ნიჭიერი თაობის ფეხბურთელებს მიეკუთვნები, მაგრამ ამჟამად სულ სხვაა რეალობა. შენ , შენი თაობის და უფრო ადრინდელი თაობის ფეხბურთელებს უარეს პირობებში გიწევდათ ვარჯიშიც და თამაშიც, მაგრამ ყველა ტოპ ქვეყნების ტოპ ლიგებსა თუ სერიებში თამაშობდით და თქვენთვის ქართულ პასპორტს ხელი არ შეუშლია არსად, როგორც ეს ერთ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა იკადრა რამდენიმე დღის წინ (ამავე საიტზე დევს მისი ინტერვიუ). ასე რომ თვალი გავუსწოროთ რეალობას და ტყუილუბრალოდ ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას
nika
რა აგრესიაა. აზრი მითხარი ფეხბურთის ყურების ამდენ უარყოფით ემოცაის თუ გაძლევს და სხვებზეც ავრცელებ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. საზიზღრობაა მეტი არაფერი.
oceola
დრო რა სწრაფად გარბის... მახსოვს ფაქტიურად თინეიჯერი ხიზანიშვილი ლოკომოტივში, ქუთაისის სავსე სტადიონზე, ემოციები რომ დუღდა, იმდენად მაგრად თამაშობდა მთელი სტადიონი აგინებდა:)) მერე შეცვალეს ტრამვის გამო და ნელი ნაბიჯიდ გადიოდა, გრიალებდა სტადიონი, მიხიჩა ხელით ანიშნებდა დაუჩქარეო:)) მერე რეინჯერსში წავიდა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა შოტლანდიის ჩემპიონატის. გულდასაწყვეტია, კიდევ უფრო მეტიც შეეძლო
zura
დინამოში დაგემთავრებინა კარიერა არ გერჩივნა? დაბერდი უკვე,ფეხებს ვეგარძრავ და ტაპორივით იქნევ.... ნაკრების მეკარეები დაგვისახიჩრე რა გინდა ეხლა სანამ ვინმე ახალგაზრდა არ დაგისახიჩრებია წადი წაააადიიი წააააადიიიი! ქაჯანა არ წაგიკითხავს ბავშვობაში?
zura
დინამოში დაგემთავრებინა კარიერა არ გერჩივნა? დაბერდი უკვე,ფეხებს ვეგარძრავ და ტაპორივით იქნევ.... ნაკრების მეკარეები დაგვისახიჩრე რა გინდა ეხლა სანამ ვინმე ახალგაზრდა არ დაგისახიჩრებია წადი წაააადიიი წააააადიიიი! ქაჯანა არ წაგიკითხავს ბავშვობაში?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა