"არ გვაქვს დუმილის უფლება! ხვალ იმავე გზას დაადგებიან "დინამოს", "ვიტ ჯორჯიას", "მერანის" მეპატრონეები და ხელში შეგვრჩება სოფლის დონის ჩემპიონატი"
"ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზე "ლელოში" ბევრი დაიწერა. რამდენიმე დღის წინათ კლუბი პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დატოვა და ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში.

ფაქტია, რომ გათავისუფლების ფურცელი დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებმაც კი მიიღეს და ისინი უკვე ახალ სამსახურს ეძებენ.

უმუშევარი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც, რომლის მომავალი ასევე გაურკვეველია. თითქოს, ის ეროვნულ ნაკრებში დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაგრამ ვიცით, რომ დღესდღეობით ფეხბურთის ფედერაცია სხვა ვარიანტზე შეჩერდა...

ამასობაში, ცალკეული კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ "ზესტაფონის" ნახევარმცველების - ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ლევან შარიქაძის მიმართ. არ არის გასაკვირი, რომ სხვა ფეხბურთელებსაც გამოუჩნდნენ მსურველები...

10 წლის წინათ კოკაიამ ზესტაფონში ამბიციური გუნდი ჩამოაყალიბა, მაგრამ დღეს პრობლემების წინაშე მარტო დარჩა. რატომღაც მიიჩნევენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობის სფეროა.

იხილეთ: კატასტროფა მოახლოებულია: მობილიზაცია ზესტაფონის საკრებულოსთან!

კონკურენტი გუნდის დაშლას საჩხერის "ჩიხურას" გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ზესტაფონში" დაწყებული პროცესი ქართულ ფეხბურთს კატასტროფით ემუქრება:

- "ზესტაფონი" "ჩიხურასთვის" ყველაზე უხერხული მეტოქე იყო და ყველაზე ნეგატიური ბალანსი სწორედ მასთან გვქონდა, მაგრამ მე, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივარი, "ზესტაფონის" დაშლით შეძრული ვარ და რაც ამ გუნდში ხდება, კატასტროფის მოახლოების ნიშანია.

- სამწუხაროა, რომ ქართულ ფეხბურთზე მის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს გული აუცრუვდა. მიზეზს რაში ხედავთ?

- მე ვიტყოდი, რომ კოკაია ფეხბურთში ინვესტორი კი არა, ქველმოქმედი იყო. 10 წლის განმავლობაში კაცმა კლუბი შეინახა, უზარმაზარი თანხები დააბანდა და ქართულ ფეხბურთს ერთი ამბიციური საფეხბურთო ქალაქი გაუჩინა.

მგონი, არ ვაჭარბებ - ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი რომ სუნთქავდა, "ზესტაფონის" დამსახურებაც იყო. კაცი იმაზეც თანახმა გახლდათ, რომ შემოსავალი, ფაქტობრივად, არ გააჩნდა.

მაგრამ 10 წლის განმავლობაში ერთი მადლობა ვინმემ უთხრა? ეს ყველაზე მეტად მაოცებს და მწყინს. ისეთი გუნდი დაიშალა, განგაში უნდა აგვეტეხა, მაგრამ ამ დროს რას ვხედავთ? თითქოს, არც არაფერი მომხდარა. სირცხვილია!

- თქვენი აზრით, რამე გამოსავალი არსებობს?

- გამოსავალი ის არის, რომ კლუბებმა ამოვიღოთ ხმა და ქართულ ფეხბურთში ქმედითი რეფორმები მოვითხოვოთ. "ჩიხურას" ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი კოკაიას იმისთვის, რასაც ამ 10 წლის განმავლობაში აკეთებდა.

ჩვენი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატს განსაკუთრებულ ინტერესს სძენდა. ახლა ტყუილად ფიქრობენ, რომ მისი დაშლით რომელიმე გუნდი გაძლიერდება.

ზოგადად, ეს ამბავი ქართულ ფეხბურთს დააზარალებს. მიმაჩნია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. თუ კოკაია არ დაბრუნდება, "ზესტაფონი" ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მინიმალურად მაინც უნდა დააფინანსოს და გადაარჩინოს.

სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ეს გუნდი ხომ თავის ქალაქში განწყობას ქმნიდა და, აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტი იყო, თან ქართულ ფეხბურთს დიდ სამსახურს უწევდა. დონის ამაღლება მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი.

ახლა ჩვენ ვკარგავთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ძლიერ გუნდს, რაც ჩემპიონატში ისედაც მცირე კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს. ამიტომაც უნდა ამოვიღოთ ხმა.

- ამით რა გამოვა?

- ერთობლივი ძალებით ბევრი რამ შეიძლება გამოსწორდეს. 10 წლის გუნდი უკვე ისტორია და ტრადიციაა. აშენებულის დანგრევაა ადვილი, თორემ აშენება ძალიან ძნელია. სამშაბათს ფეხბურთის ფედერაციაში კლუბების წარმომადგენლები ვიკრიბებით.

მოვუწოდებ ყველას - ჩვენ არ გვაქვს დუმილის უფლება! ვილაპარაკოთ სატკივარზე და ამით არა მხოლოდ "ზესტაფონს", ქართულ ფეხბურთსაც დავიცავთ. ყველა ხომ ვხვდებით, რომ ამ გუნდში მომხდარი ამბავი და კოკაიას წასვლა სისტემური პრობლემის შედეგია. ფეხბურთიდან წავიდა "ტორპედოს" მესაკუთრეც. ხვალ იმავე გზას დაადგებიან "დინამოს", "ვიტ ჯორჯიას", "მერანის", "საბურთალოს" მეპატრონეები და ხელში შეგვრჩება სოფლის დონის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

simartle
Egec tqveni axdenili qartuli ocnebebi. kidev bevri iqneba samcuxarod
utvino
16 გუნდა და ჩაწყობილი ბევრს ნახავთ ასეთს
მამლუქი იმერი
ამ თახსირი ფედერაციის გამო ფეხბურთი აღარ არის, მას მხოლოდ თებერვალში არჩევნები და არველაძეების გაყრა უშველის. ბატონო ბიძინა გთხოვთ გადაარჩინოთ ქართული ფეხბურთი, და ხალხი თქვენზე ილოცებს,რადგან ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, რომ არ დაგიფასოთ გაწეული საქმე.როგორც რაგბი გადაარჩინეთ ისე ფეხბურთსა მოხეგეთ, გთხოვთ და გემუდარებით, და ჩაატარებინეთ ახალ ფედერაციას –10– ან 12–გუნდიანი ჩრმპიონატი
ჯანგო
თბილისი შე უტვინო, 12 გუნდიანი რომ ყოფილიყო ზესტაფონიდან არ წავიდოდა კოკაია? ასეთი უაზროები საიდან მოდიხართ?
11111
რა გადაწყვიტა საკრებულომ?
გოგი
მე გორის"დილას"გულშემატკივარი ვარ. "ზესტაფონი"ჩვენი ძირითადი კონკურენტია და თითქოს უნდა მიხაროდეს მისი დასუსტება,მაგრამ არა,სრულიადაც არ მიხარია.ზესტაფონი,ისევე როგორც ქუთაისი,გორი,ფოთი,ბათუმი,რუსთავი,ზუგდიდი...როგორ შეიძლება საქართველოში საფეხბურთო ქალაქების სიიდან გაქრეს. ეს იქნება კატასტროფა ფეხბურთზე შეყვარებული ქართველი ხალხისთვის.თხოვნით მივმართავ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს,არ დაუშვას საქართველოში ფეხბურთის დაცემა,ჩადოს საჭირო თანხა მის ასაღორძინებლად.ამ სიკეთეს არ დაუკარგავს ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.
zesta
ბატონო ბერიკა. მადლობა ყველა ზესტაფონელის სახელით. ჩვენ ერთნი ვართ, მარგველები ვართ და ეს ყველამ ვიცით. ის გაუგებრობა, რაც იყო, წარსულია. მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ მადლობა. იმედია ერთად გადავარჩენთ ზესტას
luk
კიდე გამოვლენ და ბრტყელ ბრტყელს იტყვიან აი ნახავთ თუ რადიკალურად არ შეიცვალა ყველაფერი იმ დროს როცა ფარერები აზერბაიჯანები სომხეთები და ყაზახეთები აშენებენ ჩვენ ვანგრევთ.... ერთი კაცი არ მინახავს გამოვიდეს და თქვას სიმართლე და თქვას მოდით რას ვჭამთ ერთმანეთს ერთად ვაკეთოთ საქმეო ... მაგარი ცოდო ერი ვართ!
თბილისი
კოკაიას ფეხბურთიდან წასვლას, მერჩივნა გამეგო რომ ფედერაციაში ვინც მუშაობს ყველა გაწყდა, თავისი არველაძეებით და ვეტერერანებით :( ატარეთ ეხლა 16 გუნდა ჩემპიონატები და აგროვეთ გუნდები, მალე უბნის გუნდებს გამოიყვანთ ჩემპიონატში...
Raul
ყველაფერში ვეთანხმები ერთი რამის გარდა - კატასტროფა კი არ მოახლოვდა. კატასტროფა უკვე მოხდა.
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ ნახევარფინალში გაიმარჯვა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
რევაზ ჩელებაძე: "შუქურას" დატოვება კიდევ რამდენიმე მოთამაშეს მოუწევს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ჭანტურიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა ჩეხეთის ჩემპიონატში
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
მერაბ ჟორდანია: ლანჩხუთი ჩემი მშობლიური კუთხეა, "გურია" - მშობლიური გუნდი
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
ქობულეთის "შუქურა": გელა სანაიას შრომა კონტრაქტით დაუფასეს
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული
ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ქართველების გუნდები გათამაშებას გამოეთიშნენ, "მილანიც" [VIDEO]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
გორის "დილა": ახალი ფეხბურთელები და მარცხი "გაბალასთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის "ზლინში" გადავიდა
ჭანტურიშვილმა გაიტანა და "ფასტავ ზლინი" თასის ნახევარფინალში გავიდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა