მესტიაში საქართველოს სამთო-მოთხილამურეები 27 დეკემბერს ახალ სეზონს ოფიციალურად გახსნიან
მესტიაში საქართველოს სამთო-მოთხილამურეები 27 დეკემბერს ახალ სეზონს ოფიციალურად გახსნიან - ჰაწვალის ტრასაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, თედო ჯაფარიძის სახელობის შეჯიბრება გაიმართება.

მთავარი პრიზისთვის პროფესიონალი მოთხილამურეები იასპარეზებენ, შემდეგ სარბიელი მოყვარულ და ვეტერან სპორტსმენებს დაეთმობათ. რაც შეეხება 2014-15 წლების საქართველოს თასის გათამაშებას, სათხილამურო სპორტის ფედერაციამ გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი ეტაპი დაგეგმა: 27-28 დეკემბერს პირველ ეტაპს მესტია უმასპინძლებს, 17-18 იანვარს - მეორე, 31 იანვარსა და 1-ელ თებერვალს მესამე ეტაპი ბაკურიანში გაიმართება, ბოლო ორი ეტაპი 6-7 და 27-28 მარტს გუდაურში ჩატარდება.

მართალია, სამთო-სათხილამურო სეზონი საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ, ოფიციალურად ხვალ გაიხსნება, მაგრამ ჩვენი სპორტსმენები უკვე კარგა ხანია ევროპაში არიან და მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ემზადებიან. ნაკრების წევრები - ჯაბა გელაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო ჯაფარიძე და ნიკოლოზ კოზანაშვილი ავსტრიის ქალაქ ჰინტერტუქსში სავარჯიშოდ ჯერ კიდევ 23 ნოემბერს ჩავიდნენ.

მათი ორიენტირია მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც გაისად ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ ერთ შეჯიბრებაშიც მოასწრეს თავის გამოჩენა - იტალიის ზამთრის კურორტ სექსტენ-კრაუსბერგპასში, იუნიორთა ტურნირზე სლალომში ნიკოლოზ კოზანაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. მას ავსტრიელმა ტობიას ერლერმა და იტალიელმა დომინიკ კუეჩმა გაუსწრეს. სოსო ჯაფარიძეს მეექვსე ადგილი ხვდა.

ორიოდე დღის წინ იტალიურ ალტა ბადიაში, მსოფლიოს თასზე გიგანტურ სლალომში ცდიდა ძალებს ალექსი ბენიაიძე, მაგრამ ჩვენებურმა პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
BILD: "ლივერპულს" ჩაბი ალონსო ჩაიბარებს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?