ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ გაბელია: "ძველები" ნაადრევად ჩამოგვწერეს, ასე არ შეიძლება!

ოთარ გაბელია: "ძველები" ნაადრევად ჩამოგვწერეს, ასე არ შეიძლება!

თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" ღირსეული წარმომადგენელი, როგორც ყოველთვის, სათქმელს ახლაც პირდაპირ ამბობს...
ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

ჩვენი რესპონდენტი ოთარ გაბელიაა - თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს...

- ვულოცავ მთელ საქართველოს შობა-ახალ წელს. ჩვენს ქვეყანას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. უფლის წყალობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება თითოეულ ქართულ ოჯახს!

- ბატონო ოთარ, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. თქვენ კარგად იცნობთ კახა ცხადაძეს. რას იტყვით ამ დანიშვნის თაობაზე?

- კახამ თავად გააკეთა ეს არჩევანი და, რა თქმა უნდა, მას ბოლომდე აქვს გათავისებული ის სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ამ არჩევანს. ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, წარმატებით მუშაობს ბაქოს "ინტერში"... აქედან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გამართლებულად მიმაჩნია.

ბუნებრივია, ახალ მთავარ მწვრთნელს სჭირდება დრო და თითოეული ჩვენგანის თანადგომა. მჯერა ცხადაძის. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში?

- ვფიქრობ, ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა შეცვალონ მიდგომა საქართველოს ნაკრების მიმართ. ეს ხომ ჩვეულებრივი, რიგითი გუნდი არაა? ეს ხომ თითოეული ფეხბურთელის ოცნების გუნდი უნდა იყოს?!

თავის დროზე ვთქვი - შესაბამისი დონის ფეხბურთელები არ გვყავს-მეთქი. ეს სწყენიათ ჩვენს ფეხბურთელებს. მე მაშინ ის ვიგულისხმე, რომ არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტოლ-სწორად იჭიდავებენ ინგლისთან, ესპანეთთან და იტალიასთან. იმ დონის ახალგაზრდები კი გვყავს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს და ასეთ გუნდებს რომ აჯობონ. ამ ქვეყნებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. უბრალოდ, მაგალითად მოვიყვანე. ბალტიისპირეთში უამრავი მეგობარი მყავს...

მოკლედ, იმას ვამბობ, რომ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ ამ რესურსით გრანდებთან ჭიდაობა ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობ პროცესს და არა - ერთ კონკრეტულ მატჩს.

- ფაქტია, ამ ეტაპზე არც საფეხბურთო თემის დიდი უმრავლესობა და არც ჟურნალისტთა უმეტესობა არ იყო უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის მომხრე...

- ფაბიო კაპელო და ჟოზე მოურინიო საქართველოში არ ჩამოვლენ. ამაზე შევთანხმდეთ. საშუალო სამწვრთნელო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ჩამოყვანის აზრს კი ვერ ვხედავ. ჯობია, ქართველმა გააკეთოს საქმე, თუ მას ამ საქმის გაკეთება შეუძლია.

ნაკრებშიც გვყავდნენ უცხოელები და კლუბებშიც. რა გამოვიდა ამით? უკეთესობისკენ შეიცვალა რამე?

აქვე, მინდა, თქვენი გაზეთის მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან და, ამავე დროს, არასასიამოვნო ტენდენციაზე გავამახვილო.

- რას გულისხმობთ?

- ზოგიერთმა ძალიან ნაადრევად ჩამოგვწერა ჩვენ, ეგრეთ წოდებული ძველები. ასე არ შეიძლება. მაგალითად, მე, სულ მცირე, კიდევ 10 წელი ვაპირებ მწვრთნელობას, თან ვსწავლობ, მთელი არსებით ვარ ჩართული ამ საქმეში.

- სიტყვამ მოიტანა და, რომელიმე გუნდიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზება?

- არის რაღაც ვარიანტი. თუ გადაწყდა, პირველად თქვენ გეტყვით...

- როგორც გავიგეთ, საუბარია აზერბაიჯანულ და ირანულ კლუბებზე...

- არის რაღაც, მაგრამ ამ ეტაპზე ნუ დავკონკრეტდებით.

- საქართველოდან არავის მოუმართავს?

- დღეს რა ვითარებაცაა ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ყველამ ვიცით. ხშირად იცვლება გუნდების შემადგენლობა. არის არაერთი სხვა ფაქტორიც... არადა, სადაც ვიყავი, მგონი, არსად მყოლია ურიგო გუნდი.

- ბატონო ოთარ, როგორ გესახებათ ქართული ფეხბურთის გადარჩენის გზა? ფაქტია, ურთულეს ვითარებაში ვართ... კერძო ინვესტორებიც გარბიან ან გაქცევაზე უჭირავთ თვალი...

- გადარჩენის გზად სახელმწიფოს აქტიური ჩარევა მესახება. ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ - სახელმწიფოს დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. ეს კერძო ინვესტორსაც დაუბრუნებს ქართულ ფეხბურთში დარჩენის სურვილს.

- ეს როგორ?

- მგონი, სტიუარტ პირსს დაეჯერება. ის უდიდესი ფეხბურთელი იყო და საკმაოდ დადებითი პიროვნებაცაა. მწვრთნელთა კურსებზე ყოფნის დროს პირადად მოვისმინე მისგან ასეთი რამ - ინგლისის 72 კლუბს მუნიციპალიტეტი ეხმარება. დავაკვირდეთ, ეს ხდება ინგლისში - მსოფლიოს, ალბათ, ყველაზე საფეხბურთო ქვეყანაში, სადაც არაერთი მსხვილი და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ინვესტორი ცხოვრობს.

ხომ ხედავთ? ფეხბურთის განვითარებას ასეთ ქვეყანაშიც კი სჭირდება სახელმწიფოს კეთილი ნება. მით უმეტეს, ეს საჭიროა პატარა საქართველოში. ამავე დროს, ეს ხელს არ უშლის ინგლისურ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის ჩადებას და, მათ შორის, არც იმ კლუბებში, რომელთაც მუნიციპალიტეტი ეხმარება.

ფაქტია, ქართული ფეხბურთი ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით უნდა გადავარჩინოთ. ფაქტია, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მთავარი გასაღები ფულია. თუ ქართულ კლუბებში ფული არ ჩაიდო, ისე ძალიან გაჭირდება სერიოზულ წარმატებებზე ფიქრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxo

ეე ოტარ ოტარ სახელის გატეხვას ტავის გატეხვა ჯობიაო მოშორდი დროზე შეკედლებული რომ ხარ დომენტიზე და ხმას რომ არიგეპ რაც ხტება პეხბურტში იმიტომაც ვერგიტანს ხალხი

• mako

შენნაირი  მექრთამე რომ იქნება ქართულ ფეხბურთში, იმიტომაცაა აწყობილი საქმე.

• zvi

ოთი შენ და შენნაირი ქრთამისტები სანამ არ მოშორდებიან ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება

• nukri

ეეეე ოტარ ოტარ

• kacho

ოტარ დომენტი გეზახის კაბინეტში შოკოლადებს ვარიგებტო აი რატომაც ხარტ ჩამოცერილები პეხბურტზე გული რომ შეგტკიოდეტ ვეტერანებს რეზიკოს და დომენტის დაკრულზე არ იცეკვებდიტ პირიქიტ ხმას აიმაგლებდიტ მაგრამ ტქვენ ორი კაპიკი და გადმოგდებული პლიტკები გირჩევნიატ შენ და მაქ რომ ზიხარტ შენისტანებს

• სახელი

რაო ოთარ სტიუარტ პირსმა გითხრა მუნიციპალიტეტი ფულს ურიცხავს გუნდებსო? იქ დახმარება ცოტა სხვანაირად ესმის და აბსოლუტურად სწორად ესმით. საუბარია, ტეროტორიის გამოყოფაზე სადაც ბაზა აშენდება და არა შემდეგ იმ ტეროტორიაზე კორპუსები ააშენონ და ა.შ. კარგად დაიმახსოვრეთ ნორმალურ ქვეყნებში ხელფასების დასარიგებლად ფულს არ რიცხავენ. შოტლანდიელებმა რეინჯერსს არ მისცეს ფული პირდაპირ და ლამის სამოყვარულო ლიგაში გასავარდნად გაიმეტეს.

• guram

ბატონი ოთარ გაბელია მართალია ვინაიდან სახელმწიფოს დახმარების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება, ასევე ჩვენთან არ ფასდებიან ძველი ფეხბურთელები და მათი გამოცდილება, ფედერაცია საერთოდ დასაშლელია და იმ ხალხით უნდა დაკომპლექტდეს ვისაც ნამდვილად უყვარს ქართული ფეხბურთი და არა ფული.

• davidbe

ამდენი ხანი რატო ხმას არ იღებდით ბატონო ოთარ????ყველაფერი კარგად იყო და რა ხმა უნდა ამოგეღოთ,თუ რაღაცის გამო არ ლაპარაკობდით???!ჰააა,გამეცით პასუხი.თქვენ უნდა ამოიღოდ ხმა,თორე მე და ჩემნაირებს არც მოგვისმენენ და არც მოსასმენად და სალაპარაკოდ არავინ დაგვიჯდება,არარის ესე?

• gela

არავის არ უნდა საქართველოში ფეხბურთი და კარგი ფეხბურთელი. ყველა რაღაც გამორჩენაზე ფიქრობს ეს ეხება ძირითადად მწვრთნელებს(ღმერთმა დაუფაროს, ყველას არ ეხება რადგან არიან მართლა კარგი კაცები ანუ მწვრთნელები). მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს არჩევს მამის, ბაბუის, და კუთხურობის სტატუსით იმას რა უნდა ქართულ ფეხბურთში. ფეხბურთელებს გუნდში ტოვებენ სტატუსების მიხედვით და არა ნიჭის მიხედვით.

• grisha

ვინც ოთარ გაბელიაზე და სხვა ვეტერანებზე ცუდს იტყვის ის უბრალოდ არ არის ფეხბურთის გულშემატკივარი!!!მარტო რაგბი ვერ გიშველით!!

• otari

ეეხ-ს. ცივი წყალი დალიე და გაგივლის თუ გაბრაზებული ხარ. ან ვის რაში აინტერესებს, გაბრაზებული ხარ თუ გალაღებული.

• Raul

ჩამოსაწერები ხართ და იმიტომ. მიდგომები, ქრთამები, ჩაწყობილი თამაშები... ჯერ მარტო ხურცილავას მაგალითი რად ღირს - კაცს მიწა გადასცეს მუხიანში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ასაშენებლად და ამან ბაზრობა ააშენა. დიდი მადლობა ფეხბურთელობის პერიოდში რაც გააკეთეთ, მაგრამ როგორც მწვრთნელები და საფეხბურთო ფუნქციონერები აბსოლუტურად უვარგისები გამოდექით. დროა გეგუჩაძეს, დევდარიანს და სხვა ახალგაზრდა და ახალი მიდგომის მწვრთნელებს დაუთმოთ გზა.

• ეეხ

ოთარ და არა მარტო თქვენ,ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი გიფასებთ იმ უდიდეს სიხარულს რაც მოგვანიჭეთ მაგრამ არ გიწონებთ,უფრო მეტიც,ძალიან გაბრაზებულები ვართ თქვენზე(ჩივაძეზე,ხურცილავაზე,ჟვანიაზე,ჩხეიძეზე და ყველა იმ ვეტერანზე ვინც სიჭინავას გვერდით დგომას აგრძელებთ)რომლებიც დგემდე ამართლებდით სიჭინავა-ქესბაიას ტანდემს და დღესაც არ გინდათ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი.მეტი რაღა გითხრაათ.

• Tedo

თენგოს და სხვებს ძველები რომ წავიდნენ და ახლები რომ მოვიდნენ შედეგიც გამოჩნდა!ფეხებში,თავში,ჯიგარში,თვალებში მარტო ფული აქვთ და აჰა...

• otari

ბატონო ოთარ გაბელიაა დიდ პატივს გცემთ როგორც დინამოს ლეგენდას!!! მაგრამ ზუსტად თქვენ იყავით ზუგდიდის მწვრთნელიი რო ხიპიშოპდით ფეხბურთელებთან როცა სამართლიანად ითხოვდნენ თავის ხელფასებს!!!! ასე რომ პირადად თქვენ არაფერი არ გეთქმით ზედმეტებიც რო მოგივიდათ ყველას კარგად ახსოვს ასე რომ რასაც იმასახურებთ ისე ხართ

• მურთაზი

"ძველებო" თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემს მთელი საქართველო,მაგრამ ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიმართ დუმილისა და შემრიგებლობის გამო აღმოჩნდით "თამაშგარე" მდგომარეობაში

• ნუგზარი-1

,,ძველები"რომ,ჩამოწერეს არა მარტო ფეხბურთში იმიტომაა საქართველოში კარგად საქმე......

• ლევანი

მადლობა ძველებს!თქვენგან რაღაც არ გაგვიგონია ფედერაციაზე ან ნაკრებზე კრიტიკა!ბუჩქებიდან იყურებოდით და ზოგჯერ აქებდით კიდევაც,როცა თქვენს პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა!!კიდევ ერთხელ მადლობა და თუ შეიძლება დაგვანებეთ თავი!

• sdfghjkl;'

რა არის გასაკვირი,რომ ხალხი გარბის აზერებთან და მალე ირანშიც გაიქცევიან.

• tengo

81-იანელებო, მადლობა და ნახვამდის ქართული ფეხბურტიდან. წადით .

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

ჰარი რედნაპი: ინგლისელებმა, უბრალოდ, არ იციან ფეხბურთის თამაში

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა

საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ეს საინტერესოა: ასეთია ფეხბურთელის ბედი...

"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი

ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

როი კინის ავტობიოგრაფია. II თავი [გაგრძელება]

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ფინალური კვარტეტი: იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, ჰოლანდია

17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა