საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადასვლის ვარიანტი ისევ აქვს
მურთაზ (ბუბა) დაუშვილი ლვოვის "კარპატიში" 2012 წელს გადავიდა და მას მერე კლუბთან არაერთგვაროვანი ურთიერთობა აქვს. იყო დრო, მყარი პოზიციები ჰქონდა, თუმცა შარშან, გუნდიდან მოთამაშეთა ერთი ჯგუფის წასვლის შემდეგ, "კარპატის" მმართველებთან ურთიერთობა მასაც დაეძაბა.

ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლვოვის "კარპატის" დატოვებდა და კარიერას რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ "უფაში" გააგრძელებდა, რომელმაც 16-გუნდიან ტურნირში საშემოდგომო ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა.

"კარპატის" საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი "ლელოს" ესაუბრება...

- ისევ თბილისში ხართ და ჯერ უცნობია, ახალი წლიდან რომელ გუნდში ითამაშებთ. მართალია, თითქოს "უფა" გიწვევთ?

- დიახ, მოლაპარაკება ნამდვილად გვქონდა, ზაფხულში "უფადან" სერიოზული შემოთავაზებაც მივიღე, მაგრამ ფინანსური საკითხები ახლა წყდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ეკონომიკური კრიზისია.

- "უფა" ტრანსფერზე "კარპატისაც" შეუთანხმდა?

- რა თქმა უნდა. ლვოველებთან ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში მიმთავრდება. ამიტომ "უფა" ჯერ ლვოვის "კარპატის" დაუკავშირდა და ერთმანეთში ყველა საკითხი შეათანხმეს.

- რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

- 400 ათას დოლარზე. 28 აგვისტოს რუსებმა "კარპატის" აცნობეს, რომ მზად იყვნენ, ეს თანხა გადაეხადათ, მაგრამ სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე პრობლემები შეიქმნა - რუსეთში ქართველი ფეხბურთელი ვიზას იოლად ვერ იღებს და მაშინ კონტრაქტის გაფორმება ამის გამო ჩაიშალა. თუმცა წინადადება ძალაშია და იმედია, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე ყველაფერი მოგვარდება.

ახლა ისევ "კარპატიში" მივდივარ. საკითხი შეკრების დასრულებამდე გადაწყდება. ისიც სათქმელია, რომ ზუსტდება დეტალები, რომლებზეც თვალდახუჭული ვერ დავთანხმდები.

- ისევე, როგორც "კარპატისთან", ახლაც კონტრაქტში რაიმე გაუთვალისწინებელი რომ არ ჩაწერონ?

- ცხადია. ხომ გახსოვთ, დაუფიქრებლად ხელმოწერილი კონტრაქტის გამო გუნდთან კონფლიქტი მქონდა, ნახევარი სეზონი გამიცდა და 2013 წელს საფრანგეთთან და ფინეთთან შეხვედრები რომ გამოვტოვე? ამიტომ მირჩევნია, ხელშეკრულების ყველა პუნქტი კარგად შევისწავლო, იგივე რომ არ განმეორდეს და მშვიდად წავიდე.

- სხვა კლუბები თუ გიწვევენ?

- იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის გუნდი მაინც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა და, რაც მთავარია, კონკრეტული შემოთავაზება "უფადან" მქონდა. სხვებზე მხოლოდ ზოგადი ლაპარაკი იყო.

- უკრაინაში მძიმე ვითარებაა და, ალბათ, ეს კლუბებსაც დაეტყოთ...

- რა თქმა უნდა, ომმა ძალიან ცუდად იმოქმედა და ფინანსურად ლამის ყველას გაუჭირდა.

- სანაკრებო თემაზეც ვილაპარაკოთ. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მას, როგორც მწვრთნელს, თუ იცნობთ?

- უპირველესად, ცხადაძეს დანიშვნას ვულოცავ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა ძალიან მძიმე ტვირთია და მინდა, წარმატება ვუსურვო. ხალხი ელის, რომ ნაკრები უკეთ ითამაშებს. ეს ჩვენზე მეტად არავის სურს და მგონი, ეს შესაძლებელია. ცხადაძე კი საქართველოშიც წარმატებული მწვრთნელი იყო და აზერბაიჯანშიც. ეს უმნიშვნელო ფაქტი არ არის.

- ვიცით, რომ დანიშვნისთანავე, ცხადაძე თქვენ და სანდრო კობახიძეს დაგელაპარაკათ. თუ საიდუმლო არ არის, რაზე ისაუბრეთ?

- ისეთი არაფერი. დანიშვნა მივულოცეთ და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. ახალმა მწვრთნელმა გაგვამხნევა - თქვენი და ბიჭების მჯერაო.

- ცხადაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში ყურადღება ნაკრების წევრთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ გქონდათ, ეს უშუალოდ თამაშების დროსაც იგრძნობოდა...

- როცა გამუდმებით აგებ და წარმატებას ვერ აღწევ, ეს პრობლემა ბუნებრივიც არის, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს. მთავარია, ვითარება ჩვენვე შევცვალოთ. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და სტილი აქვს და იმედია, გუნდი ახლა მაინც ათამაშდება. შეიძლება, წააგო, მაგრამ მაყურებელმა ნაკრების პერსპექტივა უნდა დაინახოს. ჩემი აზრით, შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს უნდა გახდეს.

- ცხადაძის ნაკრებს 29 მარტს პირველი ოფიციალური თამაში გერმანიასთან ელის...

- სადღეისოდ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ნაკრებია. სანერვიულო თამაში იქნება, მაგრამ მღელვარება ფეხბურთს ყოველთვის ახლავს.

მე იმის მეიმედება, რომ ძლიერ ნაკრებებთან უფრო მეტი მონდომებით ვთამაშობთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საფრანგეთთან ქულას ავიღებდით და ვერც იმას, რომ ესპანეთი დიდი ანგარიშით ვერ მოგვიგებდა. ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ თამაში დიდი სტიმულია.

გვსურს, ხალხმა დაინახოს, რომ თამაში ჩვენც შეგვიძლია. იქნებ ეს ჩვენს კარიერასაც წაადგეს და უკეთეს გუნდებში გადავიდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Saba
ბუბა ძაან მაგარი კაცია, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ობიექტური ადამინაი ვერ იტყვის რო ნაკრებს არ ადგება
Giorga
როგორი შეურაწმყოფელი კომენტარებია ხალხო რამ გაგაბოროტათ თქვენ უკეთ ითამაშებდით თუ რა დაუშვილის ერთი თამაშI არ მახსოვს რომ ბოლომდე არ ებრძოლოს... ჩვენც უნდა მივცეთ სტიმული გავამხნევოთ და ერთხელაც გაამართლებენ ბიჭები და ჩვენი დროც მოვა... )) წარმატებები
555
ამას, რომ ათამაშებენ ნაკრებში და კიდევ აზრს ეკიღხებიან ეს არის უკვე სატირალი. კაცი ფეხბურთის აზროვნების გაგებაში არ არის ჩეხვის მეტი არაფერი უსწავლია და ამან თამაში, როგორ უნდა მოიგოს, ვაი ჩვენს პატრონს.
კახა
ბუბა ღირსეულად რომ ვერ თამაშობთ და ვერც აგებთ ვისი ბრალია? მწვრთნელის? საკუთარ კლუბებშიც ორიოდე გამონაკლისის გარდა რომ ვერ ხართ კომფორტულად და ღირსეულად ეგეც მწვრთნელის ბრალია?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ