თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის მიწვევას აპირებს...
ფოტოზე: შოთა არველაძე (N11) და კახა ცხადაძე (შოთას გაცილების მატჩი. 03. 06. 2008)

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" ახლა ანტალიურ შეკრებაზეა. თურქეთის ჩემპიონატში ამ გუნდს 23 ქულით მე-7 ადგილი უჭირავს. ანტალიაში შოთას კრებული ერთადერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 17 იანვარს ბაქოს "ინტერს" დაუპირისპირდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა ქართველი ქომაგისთვის მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - მართალია, თამაში საკონტროლოა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული წარმომადგენლის და თან, ორი უახლოესი მეგობრის, შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის სამწვრთნელო დუელის ხილვა.

საინტერესოა, რომ ანტალიური შეკრების მიმდინარეობისას "ქასიმფაშა" და "ინტერი" ერთ სასტუმროში ცხოვრობენ...

სიტყვა გაგვიგრძელდა და სჯობს, გადავიდეთ არველაძის ინტერვიუზე, რომელიც 13 იანვარს ჩავწერეთ:

- ამჟამად "ქასიმფაშა" თურქულ შეკრებაზეა, - დაიწყო შოთამ. - აქ თურქეთის ჩემპიონატის განახლებამდე დავრჩებით და ერთ საკონტროლო მატჩსაც გავმართავთ. უკვე იცით, ალბათ, რომ 17 იანვარს კახა ცხადაძის "ინტერს" ვეთამაშებით. მეტი მატჩი აქ არ იგეგმება.

- შეაფასეთ "ქასიმფაშასთვის" თურქეთის ჩემპიონატის განვლილი ნაწილი...

- იყო სამი-ოთხი ცუდი თამაში. ფეხბურთია და ხდება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. ისე, წინასწარი გათვლით, ამ დროისთვის სადღაც 27-28 ქულა უნდა გვქონოდა, მაგრამ... რაც არის, ეს არის.

- გასაკვირი არ იქნება, გაძლიერებას აპირებდეთ. გაქვთ უკვე კონკრეტული სატრანსფერო მონახაზი?

- ვიღაცებს კი ვექაჩებით ჩვენკენ, მაგრამ... რა ვიცი... შუა სეზონში ძალიან რთულია კვალიფიციური ფეხბურთელების აყვანა. ბევრი უთამაშებელია და ამის გამო უნდა გუნდის გამოცვლა. უთამაშებელი ფეხბურთელი კი რამდენად გაგაძლიერებს, ეს სხვა საკითხია.

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე მასალის მომზადებისას შევიტყვე, რომ "ქასიმფაშაში" ვატო არველაძე (რევაზ არველაძის ვაჟი - ავტ.) ჩარიცხულა. მან უკვე ითამაშა ახალ გუნდში?

- ჯერ მხოლოდ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ვატო "ქასიმფაშას" 17-წლამდელთა გუნდშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ჩამოვა ლიცენზია და ამის შემდეგ მას უკვე ოფიციალურად შეეძლება თამაში.

- კიდევ ხომ არ აპირებთ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის აყვანას?

- იცით, ალბათ, რომ ჩვენთან თამაშობს ახალგაზრდა ქართველი მეკარე ოთარ გოშაძე. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელის აყვანა. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან კლუბში ირიცხება და ჩემგან ეს ეთიკური არ იქნება.

- ანტალიაში უკვე შეხვდით კახა ცხადაძეს?

- ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ და, აბა, როგორ იქნებოდა?! უკვე ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ...

- რა თქმა უნდა, თქვენი საუბრის დეტალები ვერ ჩაეტევა ერთ საგაზეთო ინტერვიუში, მაგრამ მაინც - რა იყო მთავარი ამ საუბარში, რაც დღეს შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა ცხადაძე ხედავს იმ გზას, რომლითაც მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უნდა იაროს. კარგია, როცა გაქვს რწმენა, რომ შეგიძლია გაუმკლავდე უამრავ პრობლემას. ჩემთვის უზომოდ სასიხარულო ფაქტია ის, რომ კახა ძალიან იმედიანადაა განწყობილი.

- დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ალეკო ამისულაშვილი. დაწყებულია მუშაობა გიორგი ნავალოვსკის საკითხზეც. როგორც ცხადაძე ამბობს, შანსი ყველას მიეცემა. რას იტყვით ამ ტენდენციაზე?

- მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში. ცხადაძის სამართლიანობაში კი 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

აქვე, მინდა ერთ გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება - საქართველოს ნაკრებში სადღეისოდ ყველა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთელს თამაში შეეძლოს და ამ დროს, სანაკრებო კარიერა დაასრულოს. ამის გაკეთების უფლება თავს ისეთმა მოთამაშემ უნდა მისცეს, რომელმაც ყველაფერს მიაღწია ნაკრებთან ერთად.

ადამიანურად მესმის ფილიპ ლამის - მოიგო კაცმა მსოფლიოს ჩემპიონატი და წავიდა. ლამი ლამია, ქართულ ფეხბურთში კი დღეს სხვა რეალობაა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
არამგონია დღევანდელ ქართულ ფეხბურთს ასტროლოგიამ უშველოს.
grisha
როგორც ქართული ფეხბურთის ქომაგმა მინდა ერთ თემას დავუთმო ყურადღება : ფეხბურთს რომ ვაკვირდები ყოველ 12 წელში რაღაც მეორება მე მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტს და მერე თვითონ შეაფასეთ რამდენად რეალურია,2002 წელს რეალმა ლიგა მოიგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ანალოგიურად ბაიერნმა 2001-13, იტალიამ 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში წააგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ,1998 წელს ინტერმა უეფას თასი მოიგო და 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა,1990 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა1-0 და ორჯერ 12 წლის შემდეგ ანუ ამ წელს იგივე განმეორდა და ესეთი სხვა ფაქტებიც იქნება . ეს მსოფლიო ფეხბურთზე და მსგავსი მომენტი ქართულ ფეხბურთშიც არის 1981 ში დინამომ რომ მოიგო თასების მფლობელთა თასი ორჯერ 12 წლის შემდეგ პატარა წარმატება განმეორდა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით ამიტომ მანამდე თუ არა 2017 წლისთვის შეიძლება დინამომ რაღაც წარმატებას მიაღწოის თუ მანამდე რამე კარგი მოხდა ეს წარმატება ალბათ უფრო მეტი იქნება და შეიძლება 2018 წლის მსოფლიო თასზეც ამოვყოთ თავი მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგია დანარჩენი შენ უნდა გაკეთო მხოლოდ ეგეთ შემთხვევაში მუშაობს ეს ყველაფერი..ბრაზილიელებს ეს საქმე კარგად ესმით და მაგის წყალობითაც არიან ხუთგზის ჩემპიონები ადრე ერთ-ერთ გადაცემაში მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა ამ თემაზე.ამიტომ ვგულშემატკივრობ ლივერპულს როდესაც ჩვენ რაღაც წარმატებას ვაღწევდით ლივერპულიც მაგ დროს იგებდა,ამ თემაზეც თუ დაწეერთ კარგი იქნება
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ოთარ გაბელია: თურქული შეკრება სასარგებლო იყო
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
კენჭები კი არა, ლოდები - ევრო 2017-ის შესარჩევის წილისყრამ არ გაგვიმართლა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
თბილისის "საბურთალო": გოშაძე, ხარაიშვილი და გრიგალაშვილი ნაკრებში
გიორგი ხარაიშვილი: ეს შანსია, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონო
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
U19. საქართველო-უელსი 0:3 - მტკივნეული დარტყმა [VIDEO]
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე