ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მამუკა გორგოძე: ქართველი კაცი ვარ და ვერც რელიგიის შეურაცხყოფას გავამართლებ!

მამუკა გორგოძე: ქართველი კაცი ვარ და ვერც რელიგიის შეურაცხყოფას გავამართლებ!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერი საინტერესეო თემებზე საუბრობს
ტრავმით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, მამუკა გორგოძე მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა; დაუბრუნდა და "ტულონის" ქართველმა ლეგიონერმა ყველას შეახსენა, რომ "ჯერ სიბერემდე ჯვარი სწერია!" ან რომელ სიბერეზეა ლაპარაკი, როცა ყოფილ კლუბ "მონპელიესთან" მატჩში 30 წლის "გორგოძილამ" 18 ბოჭვა ჩაიწერა აქტივში და ტურის საუკეთესო მბოჭავის ტიტული არავის დაუთმო, სარაგბო პორტალმა intheloose.com-მა კი მსოფლიოს საუკეთესო ფლანკერთა ათეულში მიუჩინა ადგილი! ფრანგული ტოპ-14 მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო პირველობაა, მაგრამ გასულ კვირას საფრანგეთმა ტრაგიკული ამბითაც მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. საქართველოს ნაკრების ლიდერთან ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- საფრანგეთზე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა... ბუნებრივია, მკვლელობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ქართველი კაცი ვარ და ვერც რელიგიის შეურაცხყოფას გავამართლებ! მიუღებელია ის, რასაც ის ჟურნალი აქვეყნებდა! კი ბატონო, რაც სურთ, პოლიტიკოსებზე ის დაწერონ, მაგრამ სარწმუნოების გაპამპულება როგორ შეიძლება?!

- ახლა სასიამოვნო თემებზე გადავიდეთ: ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დეკემბერში დაუბრუნდით...

- ახალ გუნდში ვარ, სადაც უმაღლესი დონის კონკურენციაა. ამიტომაც ორმაგად ვიყავი მოწყურებული თამაშს და ეს ოთხი თვე ჩემთვის ნამდვილი სასჯელი იყო! რაც უნდა ცნობილი მოთამაშე იყო, ახალ გუნდში ყველაფერი ახლიდან გაქვს დასამტკიცებელი. მით უმეტეს, ისეთ "დრიმ თიმში", როგორიც "ტულონია". მე კი ისეთი ხასიათი მაქვს, სადაც უნდა ვთამაშობდე, აუცილებლად ლიდერებს შორის უნდა ვიყო, სხვაგვარად არ შემიძლია. ვცდილობ, ყველგან ვთქვა ჩემი სათქმელი და ასე იქნება კარიერის ბოლომდე! ამიტომაც, სანამ ვერ ვთამაშობდი, ორმაგი დატვირთვით ვვარჯიშობდი.

- ამას გუნდის ხელმძღვანელობაც ხომ ხედავდა?

- ბუნებრივია. "ტულონის" მწვრთნელებთან სასაყვედურო არც არაფერი მაქვს - როცა ტრავმირებული ვიყავი, უკმაყოფილება არავის უგრძნობინებია ჩემთვის. და როცა მოედანზე გასვლა შემეძლო, ყველა მატჩი მათამაშეს! ისე კი, "ტულონის" სათადარიგოთა შორის ისეთ მორაგბეებს ნახავ, მარქაფაში ყოფნაც კი არ გეწყინება კაცს!

- გეტყობათ, თამაში რომ მოგენატრათ - ისეთი მოტივირებული ხართ, ლამის ყველა მატჩში საუკეთესოდ გასახელებენ...

- სხვა გზა არა მაქვს. ისე უნდა მოვინდომო, როგორც არასდროს! თორემ, თუ მუდმივად საუკეთესოებში არ გხედავს, ხალხს სწრაფად ავიწყდება ყველაფერი. თურმე, ჩემზე ამბობენ, დაბერდაო. ბევრს, ალბათ, უკვე ჩამოსაწერიც ვგონივარ. არ დაიჯეროთ! მინიმუმ 2-3 წელი მაინც ვერ მოესწრებიან ჩემს "დაბერებას" (იცინის)!

- ფიქრობთ, რომ ბევრს გაუხარდება მამუკა გორგოძის დაბერება?

- ვისაც უხარია, ჩემს დაბერებასა და ფეხის გადაბრუნებას ვერ მოესწრებიან (იცინის). თუმცა კი, "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ძალიან ძნელი იქნება - ისეთი კონკურენტები მყავს, არც ერთ სხვა გუნდში რომ არ არიან! ავსტრალიელმა თანაგუნდელმა ო,კონერმა, რომელსაც სხვადასხვა ჩემპიონატში უთამაშია, გვითხრა, ასეთი რთული პირველობა არც ინგლისშია და არც სუპერ-14-შიო!

- საფრანგეთის ტოპ-14 საუკეთესო ჩემპიონატია, "ტულონი" კი ევროპის უძლიერესი კლუბი. ეს გუნდი წარმატებას მხოლოდ უძლიერესი მოთამაშეების შეკრებით აღწევს?

- განსაკუთრებული არც სტრატეგია აქვთ, არც ვარჯიშები. სამაგიეროდ, ჰყავთ ინდივიდუალურად საოცრად ძლიერი მორაგბეები, რომლებიც ჩინებულად უგებენ ერთმანეთს, რაგბიში ხომ მთავარი სწორედ თანაგუნდელების ურთიერთგაგებაა! ახალ გუნდზე გადაწყობა იოლი არ არის. მით უმეტეს, "მონპელიეში" სულ სხვაგვარად ვთამაშობდით. თანაც, როგორ გინდა, მწვრთნელს შემადგენლობიდან "ამოაგდებინო" მოთამაშე, ვისთან ერთადაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული? წარმოგიდგენიათ, ასეთ კონკურენტთან შედარებით, რამდენად მაგრად უნდა ვითამაშო, მოედანზე გასვლის უფლება რომ დავიმსახურო? ჯერჯერობით სულ მათამაშებს მწვრთნელი, მაგრამ ქომაგს ნუ დაავიწყდება, რომ ძალიან დიდ გუნდში ვარ, ჩემს ადგილზე კი ძალიან დიდი კონკურენციაა!

- 3 იანვარს მონპელიეში ითამაშეთ - მშობლიურ სტადიონზე, სადაც ამდენი წელი გაქვთ გატარებული...

- ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის... თითქოს პირველად ვიყავი ამ ქალაქში... "მონპელიეს" ქომაგებს ძალიან ვუყვარდი და გულნატკენი დავრჩი, ძველებური სიყვარულით რომ არ მიმიღეს. ბევრი მათგანი ძალიან თბილად შემხვდა, მაგრამ როცა სტადიონზე გამოაცხადეს ჩემი გვარი, უწინდელივით ხმაურიანად აღარ შემხვდნენ და... გული მეტკინა! თუმცა, უკვე ვიცი, რომ ცხოვრება რთული რამაა და მისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს. კი, კაცურად უნდა იცხოვრო, მაგრამ თან პროფესიულად მიუდგე საქმეს, ზედმეტი არავის არაფერი გაუკეთო და არც მისგან ელოდო!

- "მონპელიე"-"ტულონი" ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული გამოდგა - გორგოძე ტურის საუკეთესო მბოჭავი გახდა, მასპინძელთა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი კი სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს...

- ორმაგად მიხარია, ნარიაშვილი მატჩიდან მატჩამდე რომ უმატებს, რადგან მის ჩამოყვანაში საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის. თუმცა, გზა ბევრისთვის გაუკვალავთ, მაგრამ სპორტსმენმა თავად თუ არ ივარგა, რა გამოვა? მიშა კი თავისი შრომით, მიზანსწრაფულობით და თავდადებით ძალიან მაღლა მიმავალ გზას ადგას! ლევან ჩილაჩავაც და კოტე მიქაუტაძეც ჩინებულ ფორმაში არიან. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - ლევან ჩილაჩავა "ტულონის" შერკინებაში ყველა კონკურენტს სჯობს! კოტე უძლიერესი მეორეხაზელია და ტოპ-14-ის ნებისმიერ კლუბში შეუძლია რეგულარულად თამაში. თუმცა, უფრო მეტს უნდა თამაშობდეს, ვიდრე ტულონში ათამაშებენ! ამიტომაც, სულ ვურჩევ, კლუბი გამოიცვალოს. მის ასაკში უმთავრესი სწორედ სათამაშო პრაქტიკაა. მთავარია, არ დანებდეს, მისი დრო აუცილებლად მოვა და იმდენს ითამაშებს, მოჰბეზრდება კიდეც!

- ახალ თანაგუნდელებს უკვე დააჭაშნიკებინეთ ქართული ღვინო?

- ნაკლებად კონტაქტური ვარ. "მონპელიეშიც" 3-4 წელი დამჭირდა "გასაშინაურებლად". ზრდილობიან სალამს ყველას ვეუბნები, მაგრამ თანაგუნდელებთან იშვიათად ვურთიერთობ, არა ვარ მათთან "გალექსილი". მოკლედ, "გაბღენძილი" დავდივარ (იცინის). ისე კი, კოტესა და ლევანის გარდა, ქართველები ჩემამდეც იყვნენ "ტულონში" - ქუბრიაშვილი და ლაბაძე. ასე რომ, აქ ქართველებს კარგად იცნობენ და პატივსაც სცემენ.

- ქართველები ახალ წელსაც ერთად შეხვდებოდით...

- რა თქმა უნდა. ჩემს სახლში შევიკრიბეთ მე, კოტე, ლევანი, გია ლაბაძე ოჯახთან ერთად, ნაკრების ყოფილი მოთამაშე გუჯა იოვაძე... ბავშვების ჩათვლით, 15 ქართველი მოვგროვდით და კარგად ვიმხიარულეთ.

- რას ელის 2015 წლის მსოფლიო თასისგან მამუკა გორგოძე?

- ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. ქომაგებს კი მოვუწოდებ, რეალურად შეაფასონ ყველაფერი, გადამეტებული მოლოდინი ნუ ექნებათ. და თუ წარმატება იქნება, ის ბონუსად მიიღონ (იცინის).

ავტორი: რატი შელეგია

წყარო: kvirispalitra.ge

• gorgozes

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

• lela

ხალხოოო, ამასწინებზე ვნახე ტელევიზორში კედლის კალენდარი ჩვენი, რაგბის ეროვნული ნაკრების ფოტოებით! ხომ არ იცით, სად იყიდება?

• gia

ძალიან, ძალიან მაგარი და დიდი კაცი, ადამიანი!!!! სიამაყე ხარ და ღმერთმა დიდხანს და ფორმაში გამყოფოს! შენ რომ უტევ, მბურძგლავს ხოლმე!!

• fanat

მაგარი კაცი, რომ იცოდე როგორ მინდა ასე 24-25 წლის იყო, იმაზე ფიქრიც კი მაშინებს შენ რომ კარიერას დაამტავრებ,არ მინდა ეს მოხდეს, დიდხანს არ მინდა რომ მოზდეს ეს!!

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება

Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა

ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა

ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]