ემანუელ ადებაიორი "ტოტენჰემს" მოულოდნელად კაპიტნად მოევლინა
"ტოტენჰემს" ლიგის თასის ზედიზედ 26 საშინაო შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი და "შეფილდ იუნაიტედთან" კინაღამ ეს სერია შეუწყდა.

"დეზები" დომინირებდნენ, ბურთის ფლობა 65% ჰქონდათ და ძირითადად, ისინი უტევდნენ, მაგრამ გატანა გაუჭირდათ. საბოლოოდ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს "უაით ჰართ ლეინის" სტუმართა მცველმა ჯეი მაკიველიმ უშველა, რომელმაც ხელით ითამაშა და ნილ სვორბრიკს პენალტის დანიშვნის საფუძველი მისცა.

თერთმეტმეტრიანი ანდროს თაუნსენდმა აქცია გოლად და თავის კლუბს გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ემანუელ ადებაიორი, რომელიც სასტარტოში 2 ნოემბრის მერე არ გვეხილა და ახლა იგი სულაც კაპიტნად მოგვევლინა. ასე რომ, ტოგოელის პოტენციური ტრანსფერი, შესაძლოა, გადაიდოს. შეხვედრა განსაკუთრებული ხასიათისა გახლდათ "ტოტენჰემის" მცველის, კაილ უოკერისთვის, რომელმაც სათამაშო კარიერა სწორედ "სამართებლებში" დაიწყო და "შეფილდის" თავგადაკლული გულშემატკივარია.

აღსანიშნავია, რომ ნაიჯელ კლაფის ბიჭებს ორი მომენტი მაინც ჰქონდათ და 28 იანვარს, "ბრემოლ ლეინზე" საპასუხო შეხვედრაში, ალბათ, ისევ დიდ ბრძოლას გაუმართავენ "დეზებს". სათქმელია, რომ ასოციაციისა და ლიგის თასების წინა 17 შეხვედრიდან, რომელიც შეფილდელებმა კლაფის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული.

ზოგადად, ეს გუნდი 2003 წლის მერე პირველადაა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მაშინ "შეფილდმა" "ლივერპულთან" წააგო. სწორედ მერსისაიდელებისა და "ჩელსის" დუელში გამარჯვებულს შეხვდება ამ წყვილში გამარჯვებული 1-ელ მარტს "უემბლიზე", ფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კომპიუტერული თამაში, რომელმაც მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა უწინასწარმეტყველა
იტალია-ინგლისი 1:1 - პელემ იტალიას გაუღიმა [VIDEO]
"სექსის დროს რომ არის, ისეთი ხმები მოგვესმა და..." - როგორ უყურებდა არშავინი პორნოს მატჩის შესვენებაზე
"პორნოს უყურებდა, მაგრამ არ მასტურბირებდა" - ადებაიორმა არშავინზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"პუტინი მიყვარს; ყველაზე მეტად მასში ის მომწონს, რომ..." - მოსკოვში მყოფი ადებაიორი რუსეთის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
იტალია-ინგლისი. გამოხმაურება: შეხვედრა წარსულთან და ოვაციები
"მოსკოვი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და მადრიდსაც სჯობს; მინდა, იქ ჩავიდე და..." - ემანუელ ადებაიორი
ადებაიორის თამამი განაცხადი: ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია...
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
ლონდონის "ტოტენჰემმა" 6 ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტა
"ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს" - ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა