საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ნაკრების სათამაშო სქემასა და ტაქტიკაზე საუბრობს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიურ ჟურნალ Number 1-ს ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამოდენიმე დღის წინ მისცა. სრული სახით ინტერვიუ ჟურნალის იანვრის ნომერში ერთ კვირაში დაიბეჭდება.

მანამდე კი, გთავაზობთ ამ ინტერვიუს, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, გულშემატკივართა და ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პირის ყურადღებას დაიმსახურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საქმეს უკვე შეუდგა და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი უპირველესი გუნდი პირველ შეხვედრებს გაზაფხულზე გამართავს: 25 მარტს ამხანაგურად მალტას გაეჯიბრება, 29 მარტს კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს ევროშესარჩევის ციკლში.

რა პერსპექტივებს ხედავს ჩვენი ნაკრების ახალი დამრიგებელი, როგორია მისი ფილოსოფია და შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რა მიმართულებას ირჩევს - ამას ცხადაძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება

- ბოლო პერიოდში ხშირი იყო ლაპარაკი საქართველოს ნაკრების კონტინგენტზე და ამის მიხედვით ხდებოდა შეფასებების გაკეთება. როცა გადაწყვიტეთ ჩვენი ნაკრების თავკაცობა, უთუოდ გაითვალისწინებდით ამ ფაქტორს...

- ფეხბურთელებს უნდა დაუბრუნდეთ საკუთარი თავის რწმენა, მათ უნდა სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების; რაც რეალურად შეუძლიათ, ის უნდა გამოავლინონ. ამის შემდეგ კი მწვრთნელის ამოცანა ის იქნება, თუ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს.

გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებელი არის მწვრთნელი, მწვრთნელის წინაშე კი პასუხისმგებლები არიან ფეხბურთელები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება.

- გუნდი ჯერ უნდა შეიკრას, მომდევნო ეტაპზე კი კონკრეტული შედეგისთვის იბრძოლებს - ასე განიხილავთ სამოქმედო გეგმას?

- უნდა მოვემზადოთ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის - საკითხი ასე არ დადგება, ჩვენ ამოცანა ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმის გამოვლენა იქნება და მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ჩემი შეხედულებები ფეხბურთელებს გავუზიარო. ვარჯიშებზე კონცენტრირებულნი ვიქნებით ტაქტიკური სქემის დახვეწაზე.

- საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე პრობლემური პოზიცია. საინტერესოა ისიც, როგორი იქნება კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბიც...

- არის პრობლემა მარცხენა მცველთან დაკავშირებით. გია გრიგალავას, სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. კარგად ვიცნობ გიორგი ნავალოვსკის შესაძლებლობებს, თუმცა ამ მარცხენა მცველს აღარ აქვს ქართული პასპორტი და ეს იურიდიული საკითხი მოსაგვარებელია.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ჩემი სურვილია, რომ ოთხი სპეციალისტი გვყავდეს. მათგან ორი ჩემთან იქნება ყველა ვარჯიშზე, ერთმა მწვრთნელმა ვარჯიშის ძირითადი ნაწილი უნდა ჩაატაროს.

- მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის ჩვენს ნაკრებში ახალი ფეხბურთელების გამოჩენა რამდენად მოსალოდნელია?

- ამ ორი შეხვედრისთვის გამოვიძახებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ვიცნობ და რომლებიც მანამდეც თამაშობდნენ ნაკრებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერიდები ახალგაზრდა ფეხბურთელების წამოწევას.

- იყო ასეთი ფაქტი: ევრო 2008-ის შესარჩევში შოტლანდიასთან მატჩისთვის კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ათამაშა 17-18 წლის ფეხბურთელები: გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და შოტლანდიას 2:0 მოვუგეთ...

- მთავარია, ფეხბურთელში პოტენციალი დავინახო, თორემ არ მაქვს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერ მეტოქესთან 18 წლის ფეხბურთელები ვათამაშო.

მსურს, რომ ჩემი თანაშემწეებიდან ერთი ისეთი მწვრთნელი იყოს, რომელიც პარალელურად, საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებშიც მუშაობს და სასარგებლო ინფორმაციებს მომაწვდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.

- საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს ალექსანდრე ამისულაშვილი...

- ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება. ამისულაშვილი მნიშვნელოვან ფეხბურთელად მესახება იმ სისტემაში, რითაც მინდა, რომ ნაკრებმა ითამაშოს. ამისულაშვილი გამოცდილი მოთამაშეა, ნამდვილი პროფესიონალი. იმავეს ვიტყოდი ლაშა სალუქვაძეზეც, რომელსაც, ვფიქრობ, ისევ შეუძლია სანაკრებო დონეზე თამაში.

ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს ვათამაშებ

- ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემატური იყო შეტევით ფაზაში თამაში - მოკლე დროში რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ უკეთესობის მიღწევა?

- საიმედო ცენტრალური მცველები გვყავს: ამისულაშვილი, კვირკველია, სალუქვაძე, კაშია, გრიგალავა... შეტევით პოტენციალს ესეც უმაგრებს ზურგს და ვფიქრობ, შემტევი ფეხბურთელებიც საკმაოდ გვყავს. თუ ლევან ყენია კარგ ფორმას დაიბრუნებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ნაკრებისთვის ისევ სასარგებლო იყოს.

- შეტევითი ფაზის სისუსტეს მნიშვნელოვნად ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ ჩვენი ნაკრების საყრდენი ნახევარმცველები შეტევის ორგანიზებისკენ ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი. თუ ხედავთ ისეთ საყრდენ ნახევარმცველს, რომელიც მცველებს ბურთს "გამოართმევს" და საინტერესო შეტევას დაიწყებს?

- საყრდენი ნახევარმცველი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელიც ბურთს "ამოიტანს".

ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს გავამწესებ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული პირველი პასის ფაქტორიც. ჯაბა კანკავასაც მოვთხოვთ, რომ უფრო მეტჯერ მიიღოს ბურთი, ორივე საყრდენმა ნახევარმცველმა ბურთი უნდა "ეძებოს".

- კახა მახარაძეზე რა აზრის ხართ? ამ ცენტრალურ ნახევარმცველს მოიაზრებთ ნაკრების კანდიდატად?

- მახარაძე 18 წლის იყო, "დინამო თბილისში" "ბრონდბიუსთან" რომ ვათამაშე ევროტურნირზე.

მთავარია, ახლა რა კონდიციაშია ეს ფეხბურთელი, რომლის გამოძახებასაც მალტასთან მატჩისთვის ვაპირებ.

სწორი თამაში ამარცხებს ოსტატობას

- ორი გარემარბი და ერთი ცენტრფორვარდი - საქართველოს ნაკრებში ამ აპრობირებული სქემით აპირებთ შეტევის წარმართვას?

- შესაძლოა, ორი ფორვარდით და სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ისიც, რომ ორი თავდამსხმელიდან ერთი უკან დახეული იყოს - ამ ფუნქციის შესრულება შეუძლიათ თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ჭანტურიას, ყენიას...

- საქართველოს და გერმანიის ნაკრებები - პარამეტრებში სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა ფეხბურთში არცთუ იშვიათად ხდება, რომ შეხვედრა საპირისპირო შედეგით სრულდება. რამდენად არის ამის შანსი გერმანიასთან მატჩში?

- ფეხბურთელთა კარგი, ფუნქციონალური მომზადებითა და სწორი თამაშით შესაძლებელია ოსტატობაში განსხვავების კომპენსირება. მალტასთან და გერმანიასთან მატჩებს შეუძლია მთლიანად შემოატრიალოს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის განწყობა, რაც არის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში.

- ფეხბურთელთა ეს თაობა რამდენად არის მზად ამისთვის?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე შედარებებს თავი უნდა დავანებოთ.

- ქვეყნის ყველა ნაკრების მოქცევა ერთ სისტემაში, რომელსაც ერთი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახით - ემხრობით ასეთ მოდელს?

- ეს ცუდი მიმართულება ნამდვილად არ არის, ასეთი გამოცდილება უკვე აქვს რამდენიმე ქვეყანას.

ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში რომ მოვა, უნდა იცოდეს, სად მოვიდა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დოგმებში არ უნდა მოვაქციოთ და საკუთარი თავის რეალიზებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ამ ეტაპზე კი ჩვენ უფრო იმაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, რომ ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ავტორი: დავით თავართქილაძე

წყარო: gff.ge

ქომაგი
საკმაოდ საქმიანად და კარგად ლაპარაკოს ეს ადამიანი და ვაცალოთ, იმედია სააბოლოოდ წინ წაწევს ნაკრებს წარმატეტები!!!
kacho
ვიგლოვოტ ცლიდან ცლამდე ნაკრები და ვიკოტ ჩუმად ტუ ზირეულად არშეიცვალა პეხბურტში სიტუაცია არაპერი გამოვა ეს პაქტია
vaxo
ოეეეეეეე მონებო გაიგვიზეტ
gio
vini-ს. შენ არაფერი გეტყობა, რომ ნაკრებზე შეგტკივა გული. შენ ხარ სიძულვილით შებყრობილი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფის მიმართ. ეს აგრესია გადმოიტანე კახაზეც და უდიერად მოიხსენიებ. ანუ, რასაც შენ აკეთებ, ეს არის საბოტაჟი ფეხბურთის მიმართ. ე.ი რა გამოდის, სანამ არჩევნები არ ჩატარდებოდა, ყველას უარი უნდა ეთქვა ნაკრების მწვრთნელობაზე? გული შეგტკივა არა კვახი.
kaxelo
გეტკობა რა ტავისუპალი ხარ დგეს საქარტველოში არარი ადამიანი ვინცარდაუდგება ნაკრებს მაგრამ ესენი ისე არიან გადაპარებულები რომ პეხბურტიც და ნაკრებიც ტავიანტი საკუტრება გონიატ იმიტომაც არი კარგად საქმე პეხბურტში და რაც შეეხება ტავისუპლებას გეტკობა რა ტავისუპალი ხარ
giorgi
არველაძე სანამ გვეყოლება სულ უფო უკან და უკან წავალთ..ნუ სიჭინავაც ამათი კლანია...კახი მიხვდება მალე ვისათანაც აქვს საქმე
g
დომენტაც და რეზოც მაგარი მკიდია, დავით..ვინც საქართველოს ნაკრებს გვერდში დაუდგება ყველა ადამიანს დავაფსებ,მე ფეხბურთი მაინრეტესებს და არა რომელიმე პარტია და პოლიტიკა,ნეტავი როგორც მე არ ვარ მონა და ტავისუპალი ვარ ამ სიბინზურისგან ისე შენ იყო თავისუფალი...მონა...
vini
გული რომ მტკივა იმიტომ ვეუბნები ცხადაზეს ამას ტორემ მას დომენტი და რეზი რასაც ეტკვიან კველამ კარგად იცის ხალხმა გადი ხალხში კახა და გაიგე აზრი არგაინტერესებს მაგ საზიზგრებს რომ უსმენ
daviti
ჯერ მატ კიტხე რა დამარტეს პეხბურტს და მერე ხელი ქომაგებისკენ გამოიშვირე შენც მონახარ ეტკობა ზვიადისი და რეზოსი მონებოოოოოოოოოოოოოოოოო აი რა გამცარებული ვარტ ხალხი
g
ესეთი გულშემატკივარით ნებისმიერ გრანდს დაამარცხებს საქართველო,გენაცვალეთ ქართველებო თანადგომაში, ჯერ ქომაგია მისახედი ხალხო რა გვემართებააააააა????
vini
კახი შენრომ ტვინი ქონდეს ეხლა არმოხვიდოდი და იცი რატომ ჯერ იმიტომ რომ ამატ ხელში ვგულისხმობ არველაზეს და სიჩინავას ხომ ხედავ ეზიზგებატ ხალხს როგორც ნაცები მემგონი მატზე უარესად მერე დალოდებოდი არჩევნებს და ქვეკანაც მტავრობაც მიხედავდა პეხბურტს იმიტომაც არაგაქ ტვინი ტავში რეზოს და სიჩინავას რომ აკევი და ჩაიბარე ამხელა ნაკრები რომელზედაც ხალხს მარტლა გული უსკდება აი ბიზია რატომაც არაგაქვს ტვინი ტავში და ზალიან მეპარება ეჩვი რომ შენ რამე გააკეტო კახი
nukri
ცადი რა მიხედე საქმეს რას არჩევ აქ რა ტაქტიკიტ უნდა იტამაშო ვერახარ მემგონი კარგად ან როგორუნდა იკო დომენტის დანიშნული
gia
მეტი ნახევარმცველი და მეტი პასია საჭირო რომ ფეხბურთი ისწავლონ..ამანაც თუ ქეცბაიასავით მარტო სტანდარტულების იმედად და შედეგზე ითამაშა არაფერი გვეშველება!!
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის