დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი იწყება. გუნდები ერთმანეთს მე-12 ტურის მატჩებში დაუპირისპირდებიან
დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი იწყება. გუნდები ერთმანეთს მე-12 ტურის მატჩებში დაუპირისპირდებიან.

გათამაშებას 44 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ბოლნისის "ყოჩები", რომელიც ჯერაც დაუმარცხებელია. ბოლნისურმა გუნდმა თერთმეტი თამაშიდან ათი მოიგო და მხოლოდ ერთში დასჯერდა ფრეს. მე-12 ტურში "ყოჩები" სტუმრად დაუპირისპირდებიან ქუთაისის "აიას", რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და საკმაოდ ამბიციური გუნდია.

ბოლნისელები 14 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევრებს. ასეთი კი სამია: "ბათუმი", თბილისის "ლელო" და რუსთავის "ხარები". მათ თანაბარი, 30-30 ქულა დაუგროვდათ. ბათუმელები შინ მიიღებენ აუტსაიდერ თბილისის "თიბიესს", რომელმაც დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, თუმცა უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

ტურის ცენტრალური მატჩი კი რუსთავში გაიმართება, სადაც "ხარები" ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის "ლელოს" მიიღებს. ალბათ, ამ მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად აითვისეს ლელოელებმა სარასენზული "გაკვეთილები".

მეორე წრეში ერთი სიახლეა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტსა და "ჯიქს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014-15 წლების სეზონის გათამაშების მე-12 ტურიდან კლუბს "გორის ჯიქი" ეწოდება.

ამიერიდან უკვე გორული გუნდი საშინაო მატჩებს თბილისში გამართავს და მას შემდეგ, რაც მშენებარე სტადიონი ექსპლუატაციაში შევა, სავარაუდოდ, გორში გადაბარგდება.

"ჯიქის" მეტოქე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" იქნება. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება მუდამ მძაფრ ხასიათს ატარებს და ამჯერადაც არანაკლები უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

თავისთვის უჩვეულო პოზიციაზეა "არმია". ნიკო ჭავჭავაძის სამწყსო ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. არმიელების მეტოქე მე-12 ტურში მათი უშუალო მეტოქე "არმაზი" იქნება.

საუკეთესო მექულეები

1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 131 ქულა, 2. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 90, 3. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 84, 4. ვაჟა ხუციშვილი (ხარები) - 83, 5. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 78 6. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 62, 7. რეზი ჯინჭველაშვილი (აია) - 56.

საუკეთესო მელელოვეები

1. ლევან თხელიძე (ბათუმი) - 7 ლელო, 2. ირაკლი გეგენავა (ყოჩები) - 6, 3. გიორგი ლომთაძე (ლელო) - 5, 4. გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), ოთარ მინაშვილი, გიორგი სოსელია (ორივე-არმაზი) - 4.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 11 10 1 0 +123 44

2. ბათუმი 11 6 1 4 +30 30

3. ლელო 11 6 2 3 +58 30

4. ხარები 11 6 2 3 +48 30

5. ლოკომოტივი 11 4 1 5 +3 24

6. აია 11 5 0 6 -3 24

7. არმაზი 11 5 0 6 -28 22

8. ჯიქი 11 4 1 6 -17 20

9. არმია 11 4 0 7 -66 19

10. თიბიესი 11 1 0 10 -148 7

XII ტური

ჯიქი-ლოკომოტივი, ბათუმი-თიბიესი, ხარები-ლელო, არმაზი-არმია, აია-ყოჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტური: "აია" პლეი ოფში გავიდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVII ტური: ვისია ერთი საგზური?
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტურის წინ: "აიას" წაგება ჩაეთვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარი შეიცვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში