საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მე-17 ტურში რამდენიმე სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მე-17 ტურში რამდენიმე სენსაციური ანგარიში დაფიქსირდა. შინ წააგო ლიდერმა "სტად ფრანსემ", აუტსაიდერ "ლა როშელთან" მარცხი განიცადა გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა "კლერმონმა". შედეგად, პირველ დივიზიონში სამხელისუფლებიანობაა. 51-51 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან: "ტულონი", "კლერმონი" და "სტად ფრანსე".

მე-17 ტური მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" საშინაო დაპირისპირებით დაიწყო ბასკურ "ბაიონთან". ჩვენებურთა გუნდმა მატჩი 24:17 მოიგო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა დაასახელეს. მატჩის 51-ე წუთზე, ტულონელთა მორიგი იერიშისას მეტოქის ხაზი გორგოძემ გაჭრა და ლელოს მისადგომებთან ორ მეტრში შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ჩილაჩავამ აიტაცა და ჩათვლის მოედანში ნახტომში დაამიწა.

70-ე წუთზე გორგოძემ ფეხი იტკინა და შეცვალეს. როგორც გაირკვა, მას კუნთი გაუწყდა და ეროვნულ ნაკრებს მომავალ ორ მატჩში ვერ დაეხმარება. იმავდროულად შეცვალეს ჩილაჩავაც, მიქაუტაძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

აი, რა უთხრა მატჩის შემდეგ ფრანგულ მედიას ლევან ჩილაჩავამ:

"ეს პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. მიხაროდა, რომ თამაში მოვიგეთ, მაგრამ მერე... სამი კვირაა არ მითამაშია და უკიდურესად მოტივირებული ვიყავი. მინდოდა, მეთამაშა და მეჩვენებინა, რა შემიძლია.

ძალიან მიყვარს ლელოს გატანა. დავინახე, რომ ჩემ წინ სიცარიელე იყო. არ დავახანე და ლელოში შევაღწიე. მერე ყველა იცინოდა. არ ვიცი, რატომ გადავხტი.

მამუკა გორგოძის მოედანზე ყოფნა უფრო ძლიერს მხდის. ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის ნათქვამს ყოველთვის ვითვალისწინებ, მჯერა მისი".

იხილეთ ვიდეო

ლევან ჩილაჩავას ლელო

მოულოდნელად შინ წააგო დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ".

პარიზელებმა ვერაფერი მოუხერხეს "ოიონაქსს" - 13:15. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანია მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

აუტსაიდერმა, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" - 16:12. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილსა და ზირაქაშვილს არ უთამაშიათ.

სტუმრად მოიგეს ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" და დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა". ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ დაამარცხა ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" - 34:24.

ნარიაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილს არ უთამაშია. ნარიაშვილი, აკაპუსი ქერასთან ერთად, რომელმაც მატჩში ორი ლელო გაიტანა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

I დივიზიონი

XVII ტური

ტულონი-ბაიონი 24:17, მონპელიე-ბორდო 34:24, ბრივი-გრენობლი 23:0, ლა როშელი-კლერმონი 16:12, ლიონი-მეტრო რასინგი 11:13, სტად ფრანსე-ოიონაქსი 13:15, კასტრი-ტულუზი 9:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 51 ქულა, 2. კლერმონი - 51, 3. სტად ფრანსე - 51, 4. მეტრო რასინგი - 45, 5. ტულუზი - 41, 6. ბორდო - 40, 7. მონპელიე - 39, 8. გრენობლი - 38, 9. ოიონაქსი - 37, 10. ბრივი - 35, 11. ბაიონი - 32, 12. ლიონი - 32, 13. ლა როშელი - 30, 14. კასტრი - 29.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]