"ბელგიაში იმაზე კარგად ვარ, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია და არც ჩემი მიზეზით გაუშვიათ ვინმე"
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების წევრთაგანის იშვიათი გამონაკლისია, ვინც ევროპის ძლიერ ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს და ბელგიური "გენკის" ერთ-ერთი ლიდერიცაა.

გასული სეზონი ოქრიაშვილისთვის საინტერესო გამოდგა. პირველი, რაც გვახსენდება, ირლანდიის ნაკრების კარში გატანილი ბრწყინვალე გოლია. ოქრიმ ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ შესარჩევ მატჩში, გიბრალტართანაც გამოიჩინა თავი.

ალექს მაკლიშთან მუშაობა, ვერდერში შესაძლო გადასვლა, ნაკრებში შექმნილი სიტუაცია და გერმანიასთან გასამართი მატჩი ის თემებია, რომლებზეც თორნიკეს ვესაუბრეთ.

- ბელგიის ჩემპიონატში, "ლოკერენის" შემდეგ, ყველაზე მეტი ფრე "გენკს" აქვს. რა არის ამის მიზეზი?

- ეს პრობლემა ჩვენს გუნდში მართლაც მწვავედ დგას და ეს განსაკუთრებით ჩემპიონატის დასაწყისში ჩანდა, სანამ "გენკში" მაკლიში მოვიდოდა, თუმცა მისი მოსვლის შემდეგაც რამდენიმე ფრე ვითამაშეთ. ამაზე მთელი გუნდი ფიქრობს და მუშაობს. რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება, რომ იტყვინ, ხელიდან გავუშვით და სწორედ ამის ბრალია, რომ ექვსეულს მიღმა ვართ.

ყველაფერი გამოსწორდება, თუ საგოლე მომენტების რეალიზაციას გავაუმჯობესებთ.

- სატურნირო ცხრილიდანაც და სატრანსფერო პოლიტიკიდანაც ჩანს, რომ "გენკს" ამ სეზონში ამბიციური გეგმები არ აქვს. არადა, ალექს მაკლიში საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია...

- ისევე, როგორც ყველა კლუბს, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჩვენც გვსურს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს, ალბათ, არარეალურია. წლეულს ექვსეულში და ევროპის ლიგის პლეიოფის ზონაში მოხვედრა იქნება გუნდის ამოცანა.

- საკუთარ თამაშს როგორ აფასებ? ამ სეზონში "გენკში" საკმაო რაოდენობის მატჩები ჩაატარე, თუმცა ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი გაქვს გატანილი...

- შეტევაში თამაშის მიუხედავად, უკან ჩასვლა და პასების განაწილება უფრო მიწევს. უმეტეს მატჩში იმ პოზიციაზე ვიდექი, საიდანაც გატანა კი არა, პასების განაწილება უფრო მევალებოდა. უკნიდან ბურთი, ძირითადად, მე ამომაქვს, ძირითადად, მე მევალება შეტევის განვითარება და არა მისი დაბოლოება. ასეთ ამპლუაში გოლის გატანა ძნელია.

სწორედ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ველაპარაკე მაკლიშს. მან კარგად იცის, რომ ჩემი მოწოდება უფრო წინ თამაშია. ამიტომ, სავარაუდოდ, "ოსტენდესთან" შემტევ პოზიციაზე ვითამაშებ.

- ახლახან "გენკის" სპორტული დირექტორი გიუნტერ იაკობი კლუბიდან გაუშვეს. ბელგიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ იგი "გენკიდან" დიდწილად ფეხბურთელების არასწორი სელექციის, მათ შორის, შენ გამოც გაუშვეს...

- ვნახე ეს ინფორმაცია და იმდენად იდიოტური აზრია, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. როცა "გენკში" გადმოვედი, იაკობს არანაირი შეხება არ ჰქონია არც ჩემს ტრანსფერთან და არც უშუალოდ ჩემთან. არც კი იცოდა, "გენკში" ჩავირიცხებოდი თუ არა. ასე რომ, ის კლუბში ვერ მიმიყვანდა. ჩემი "გენკში" მოხვედრა კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.

ბელგიაში იმაზე კარგად ვარ, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია და არც ჩემი მიზეზით გაუშვიათ ვინმე, მით უმეტეს, იაკობი.

- სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურად განიხილებოდა "ვერდერში" შენი გადასვლის თემა. "ვერდერმა" ეს ინფორმაცია უარყო, ითქვა, რომ ოქრიაშვილის ტრანსფერი ამ გერმანულ კლუბს არ აინტერესებდა. რეალურად თუ იყო ინტერესი, თუნდაც სხვა კლუბების მხრიდან?

- დაინტერესება მართლაც იყო, თუნდაც იგივე "ვერდერიდან", მაგრამ "გენკიდან" რომ უარი მიიღეს, მერე გადააკეთეს და თქვეს, დაინტერესებულები არ ვიყავითო.

მე არსად მეჩქარება, ვიცი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ჯერ "გენკში" უნდა დავამტკიცო. აქ სამუდამოდ დარჩენას, ცხადია, არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, ჯერ ბელგიაში ვითამაშო მაღალ დონეზე. მთავარია, ეს სეზონი კარგად ჩავამთავრო, ტოპ-ლიგებში თამაშის ამბიცია კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მექნება.

- ამას წინათ ერთ-ერთ ბელგიურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა - ''რამდენად არის მზად ოქრიაშვილი ტოპ-კლუბში სათამაშოდ?''. გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, შენ მენტალურად მზად არ ხარ უმაღლესი დონის კლუბში სათამაშოდ...

- მე ასე ვფიქრობ და ამ პროცენტულ მაჩვენებელს იმას ვუკავშირებ, რომ "გენკის" ფანებს არ უნდათ ჩემი სხვა კლუბში გადასვლა და ამიტომ აფიქსირებენ იმ აზრს, რომ ტოპ-კლუბში სათამაშოდ მზად არ ვარ.

მე ვერ შევაფასებ, რამდენად მზად ვარ უმაღლესი დონის კლუბში სათამაშოდ, მაგრამ ვფიქრობ, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ჩემი შესაძლებლობები კარგად გამოჩნდა.

- ალექს მაკლიშთან მუშაობას როგორ შეეჩვიე? ბრიტანელი მწვრთნელები მკაცრი დისციპლინით გამოირჩევიან...

- მაკლიში კარგი ადამიანია და, რა თქმა უნდა, მწვრთნელიც ასეთივეა. მასთან მუშაობა არც ადვილია და არც ძნელი, ამას უფრო საინტერესო და სასიამოვნო ეთქმის. ასეთ მწვრთნელთან ურთიერთობა დიდ გამოცდილებას მძენს.

- რას იტყვი ლუკა ზარანდიაზე - რატომ უჭირს "გენკში" დამკვიდრება? ამხანაგურ მატჩებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის საშუალება არ ეძლევა...

- ლუკა რომ ტალანტია, ეს ფაქტია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მეც არ ვიცი, რატომ არ აძლევს შანსს მაკლიში. ძალიან მინდა, ლუკაც ჩემ გვერდით თამაშობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემი სურვილი არ კმარა. იმედი მაქვს, მაკლიში მალე მისცემს თამაშის საშუალებას. ლუკას ყველაფერი წინ აქვს, ძალიან პერსპექტიულია.

- ახლა საქართველოს ნაკრებზე ვთქვათ. თუ გქონია კახა ცხადაძესთან შეხება და, შენი აზრით, უპირველესად რა უნდა შეიცვალოს სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ცხადაძესთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ მასზე ბევრი კარგი მსმენია.

რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. გუნდის გაახალგაზრდავება, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში იმან უნდა ითამაშოს, ვინც კონკრეტული მომენტისთვის უკეთ იქნება მზად.

გამოცდილი ფეხბურთელები ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ბოლოხანს ნაკრები ძალიან გაახალგაზრდავდა და, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.

- წაგებულ მატჩებსა და ნაკრებში შექმნილ სიტუაციაზე რამდენად გრძნობთ პასუხისმგებლობას თავად ფეხბურთელები? თამაშის შემდეგ ცხელ გულზე გაკეთებული კომენტარი, ალბათ, არ იძლევა სწორი ანალიზის საშუალებას. თუ გაქვს ნაკრების ფეხბურთელებთან კონტაქტი და თუ არჩევთ იმ პრობლემებს, რაც გუნდშია? ერთი მხრივ, ცივსისხლიანობა და მეორე მხრივ, სითამამე ხომ არ გაკლიათ?

- ბიჭები ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა უნდა შევცვალოთ და გამოვასწოროთ საკუთარ თამაშში და ზოგადად, ნაკრებში. შეცდომების დანახვა და განსჯა ერთია, მაგრამ მეორეა მოედანზე იმის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ყველას, ვინც ნაკრებში თამაშობს, სხვებზე მეტად უნდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და გუნდმა უკეთესად ითამაშოს.

ცივსისხლიანობა და სითამამე? გეთანხმები, ეს ნამდვილად გვაკლია. ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ველოდებით, რა შეიცვლება. ნაკრების ყველა წევრს გვინდა, რომ წაგებების სერია დასრულდეს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. იმედია, ახალ მწვრთნელთან ერთად ეს გამოგვივა.

- საქართველოს ნაკრებს უახლოესი ორი მატჩი მალტასთან და გერმანიასთან აქვს. შენი აზრით, რა შანსი გვაქვს მსოფლიო ჩემპიონებთან და, ზოგადად, უნდა შეცვალოს თუ არა ცხადაძემ ნაკრების თამაშის სტილი?

- უნდა ვითამაშოთ ნამდვილი ქართული ფეხბურთი, ანუ უფრო შემტევი, ვიდრე დაცვითი. გერმანიასთან არც ისე დიდი შანსი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იქნებ შევძლოთ და ქართველ გულშემატკივარს დიდი სიურპრიზი შევთავაზოთ...

ოთარ მუმლაძე

gff.ge

555
ეს კაცი ამ თაობაში ყველაზე ნიჭიერია და სწორ ფეხბურთს თამაშობს. გრიალი, რომ მეტისმეტად უყვარს მისი დიდი მინუსი და დამღუპველია. ასე გერმანიას სიურპრიზს ვერ მოუწყობ გენაცვალე.
dima
მუდამ პერსპექტიულ ფეხბურთელად დაბერდება ეს ბიჭი, 31 წლის რომ გახდება მაშინ Aთამაშდება და 33 წლისა უკვე დაანებებს თავს კარიერას.ბევრს ემართება ასე,მანამდე იძახიან,უნდა მოვუმათოტ,უნდა გავიხსნათ,უნდა ახალ გუნდს შევეჩვიოთ,მერე ხან ტრამვები უშლით ხელს,ხან მწვრთნელი არ ენდობა და ა.შ ამასობაში გადის წლები და გედის სიმღერასავით 30ს გადაცილებულები ერთორ გოლს შეაგდებენ და მერე ჩაქრებიან.ანდაზა-გლახა მოცეკვავეს ცეკვისას ყვ..ები ხელს უშლიდაო
GELA
გაიხარე თორნიკე ძალიან მაგარი ხარ. დარწმუნებული ვარ ცხადაძეს ხელძმღვანელობით ნაკრები წარმატებას მიაღწევს.
gio
ბაქოს ინტერი სულ ნიცჰიებზე ტამასჰობს,ცოტა მეეცჰვება ნაკრებმაც სჰემტევი ტამასჰი იტამასჰოს.
vini
ქარტული პეხბურტი რომ იტამაშო ტორნიკე გუნდში უნდა გკავდეს მესხი მეტრეველი კიპიანი ჩივადზე დარასელია გუცაევი და ასე შემდეგ
giabar
მაგარი ხარ თორნიკე. სულით და გულით გიჭერთ მხარს, რომ კარგად წარმოაჩინო შენი ნიჭი კლუბშიც და ნაკრებშიც. შენი ნიჭი არ გაფლანგო, იშრომე, ინგლისურიც ისწავლე
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შოტლანდიის ნაკრებს კვლავ ალექს მაკლიში გაწვრთნის
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღე, როცა ყველა თამაში უმნიშვნელოვანესია
მაკლიში: ოქრიაშვილს დისციპლინა და მოურინიოსნაირი აღმზრდელი სჭირდება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სტივენ ნეისმითი: ახლა შოტლანდია მენტალურად ძლიერია და თბილისში საომრად მზადაა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
"გენკის" ახალი მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილს შანსს აძლევს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"გენკმა" სეზონი თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლით დაასრულა [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
გორდონ სტრაჩანი: საქართველოს ნაკრები საშიში გუნდია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერმა "გენკის" სპორტული დირექტორის კარიერა შეიწირა?
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება