"სპარტაკის" თავკაცმა კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, ქართველი ფეხბურთელი არც გაყიდოს და არც იჯარით დათმოს

ფოტოზე: თურქეთისკენ მგზავრობისას ჯანო მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს ეცნობოდა

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, უახლოეს ორ კვირაში არც გაყიდოს და არც იჯარით დათმოს გუნდის 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

რუსული გაზეთის "იზვესტიას" ცნობით, შვეიცარიელი სპეციალისტი ამით ჯანოს თავის გამოჩენის ბოლო შანსს აძლევს.

როგორც გამოცემა წერს, ახლა იაკინი აპირებს, ყურადღებით დააკვირდეს ქართველის გარჯას გუნდის მეორე, თურქეთში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც 22 თებერვლამდე გასტანს. თუ ამ პერიოდში ჯანო თავის სარგებლიანობას დაამტკიცებს, მაშინ რუსეთის ჩემპიონატის მეორე ნაწილში "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბისგან სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მურატ იაკინი მის სხვა კლუბში გასხვისებას წინ აღარ დაუდგება.

ფოტოზე: მურატ იაკინი ქართველს თურქეთში განსაკუთრებით დააკვირდება

"თურმე შვეიცარიელ სპეციალისტს ქართველ ჰავბეკზე გული მას შემდეგ მოუბრუნდა, რაც ესპანურ მარბელაში, 21 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე გამართულ პირველ შეკრებაზე მისი თავდადებული გარჯა ნახა. სწორედ ჯანოს მონდომებამ გადააწყვეტინა იაკინს, ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.

ამასთან, მოსკოველთა ახალგაზრდა ქართველით რუსეთის პრემიერლიგაში ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. "სპარტაკმა" უკვე მიიღო რამდენიმე კლუბისგან ჯანოს იჯარის თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა, მოსკოვის "ლოკომოტივმა" კი სულაც სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება მოინდომა", - წერს "იზვესტია".

საბოლოოდ კი, "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ, რომელიც ჯანოს გასხვისებით ფინანსური მდგომარეობის მცირედით მაინც გაუმჯობესებას იმედოვნებდა, იაკინის თხოვნა ყურად მაინც იღო და ანანიძის ტრანსფერის განხილვას, მინიმუმ, ორი კვირით შეეშვა.

ფოტოზე: ახლა ყველაფერი ჯანოს ხელშია

ამ ამბავს მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი იური კოვტუნი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა ანანიძემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს:

"ჯანო უნიჭიერესი ფეხბურთელია, უდიდესი პოტენციალით. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია რუსეთის პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდისთვის იყოს სასარგებლო, მათ შორის "სპარტაკისთვისაც". მაგრამ ფეხბურთელს გარკვეული პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით აქვს, რაც თავისი ქცევით რამდენჯერმე დაამტკიცა. ეს კი ჯანოს ძალიან უშლის ხელს "სპარტაკში" დამკვიდრებაში.

თუკი ქართველი ნახევარმცველს მართლაც სურს "სპარტაკში" დარჩენა, ძალიან უნდა მოინდომოს, რათა სამწვრთნელო შტაბს დაუმტკიცოს, რომ პროფესიონალია და კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მით უმეტეს, რომ ჯანოს უკვე ჰქონდა იაკინთან დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები".

kaxeli papa
ჯანო, აბა მაგრად დადექ! გაახარე მამა ზეცას და ქარტველობა აქ! ოჯახი გყავს და დიდი კაცი ხარ! უფალი გფარავდეს!
zaza
წადი ევროპაში!!!სპარტაკის დ...მ...
გულშემატკივარი
ეჰ ჯანო რა.... წასულიყავი და მოშორებოდი იქაურობას თუ 1% შანსი მაინც გქონდა. მოკლედ ამდენს მაინც უნდა ხვდებოდე, უბრალოდ გაფუჭებენ ეს რუსები და მეტი არაფერი. შეგეშვებიან 4-5 წელიწადში, როცა უკვე გორის დილას გარდა არავინ აგიყვანს და ეგ არის. გაიქეცი ჯანო რუსეთიდან და თანაც დროზე
ბმბ
მიდი ჯანო, წინ არაფერი დაგიდგება, გამოიყენე ის ნიჭი რაც ღმერთმა მოგცა, მიდი რა!
გიო
ჯანო გაგვახარე ქართველი გულშემატკივრები, ასახელე საქართველო რუსეთში
g
მიდი ჯანო და დაამტკიცე ეხლა რო მართლა მაგარი ხარ, და დაადუმე პუბლიკა როგორც რუსეტში ისე საქართველოში, აბა შენ იცი,მარტო ერთი თხოვნა მექნება ტრენაჟორებზე ვარჯის უმატე ცოტა..წარმატებები!
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
შესაძლოა, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვოს
ჯანო ანანიძე: გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
ჯანო ანანიძის გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მურატ იაკინი: ჯანო სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მატჩისთვის მზადაა
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
მურატ იაკინი: ვერ ვხედავ მიზეზს, რომ პრომესი-ჯანო-დავიდოვის შემტევი სამეული შევცვალო
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
ჯანო ანანიძე "აკადემისკთან" მატჩს მოსკოვის "სპარტაკის" სასტარტოში დაიწყებს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია