ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგის" მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა

გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგის" მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა

აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო ტურში ზაქათალის "სიმურგმა" სტუმრად ფრედ ითამაშა ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბ "ნეფთჩისთან"
აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო ტურში ზაქათალის "სიმურგმა" სტუმრად ფრედ ითამაშა ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბ "ნეფთჩისთან" და ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა.

ამჟამად "სიმურგი" 25 ქულით IV ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება სოლიდურბიუჯეტიან და ძვირად ღირებული ლეგიონერებით (ვობაი, კანალესი, ნფორი, სტამენკოვიჩი) დაკომპლექტებულ "ნეფთჩის". თუმცა "ნეფთჩი" - "სიმურგის" დაპირისპირება სხვა მხრივაც იყო აღსანიშნავი: ზაქათალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მეასე მატჩი ჩაატარა გიორგი ჩიხრაძემ!

ქართველ სპეციალისტს მშვენიერი შესაძლებლობა აქვს, ეს მაჩვენებელი ამ სეზონშივე გააუმჯობესოს და ჩატარებული მატჩების რაოდენობით, აზერბაიჯანში სხვადასხვა დროს მომუშავე უცხოელ მწვრთნელებს შორის მესამე ადგილზეც გადაინაცვლოს.

მაკედონიელ ჯოკიჩა ხაჯიევსკის (101 მატჩი) და უკრაინელ ვალენტინ ხოდუკინის (113 მატჩი) მაჩვენებელი რომ გაუმჯობესდება ამ სეზონშივე, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება, შემდეგ კი მეორე შედეგის მქონე, ასევე უკრაინელისა და ასევე "სიმურგის" ყოფილი თავკაცის, რომან პოკორას (126) გადასწრებაზე ფიქრიც შეიძლება.

აბსოლუტური რეკორდსმენი კი ასევე ქართველი სპეციალისტი, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა (258 მატჩი) და თავისი კოლეგისა და მეგობრის შედეგის გასაუმჯობესებლად გიორგი ჩიხრაძეს, სულ მცირე, კიდევ 3-4 სეზონის გატარება მოუწევს აზერბაიჯანში.

ისე, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ქართველი მწვრთნელები ასეთ ნდობას იმსახურებენ, თანაც, იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ათზე მეტი უცხოელი სპეციალისტი ჩამოჰყავთ ხოლმე, მაგრამ ზემოთ ნახსენები ხაჯიევსკის, პოკორასა და ხოდუკინის გარდა, ფაქტობრივად, არავის მოუხერხებია სეზონის სრულად ჩამთავრება!

ერთადერთი გამონაკლისი წინა სეზონში ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი იყო, თორემ ვინი შეფერს (გერმანია), ტონი ადამსს (ინგლისი), მირჩა რედნიკს (რუმინეთი), ვლასტიმილ პეტრჟელას (სლოვაკეთი), ალეკსანდრ სტარკოვს (ლატვია), სტანისლავ ჩერჩესოვს (რუსეთი), ვალდას ივანაუსკასს (ლიტვა), სერგეი იურანს (უკრაინა), მუსტაფა დენიზლის (თურქეთი) თუ კიდევ სხვა ცნობილ მწვრთნელებს ძალიან მალე მოუწიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის "შუა გზიდან" მიტოვება...

...გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგი" 2012 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა, თუმცა აზერბაიჯანში უფრო ადრე ჩავიდა. 2009 წლის ზაფხულში ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე რომ დაინიშნა, მისი ასისტენტი სწორედ ჩიხრაძე გახდა.

მეორე მწვრთნელის რანგში ჩიხრაძე აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და "თანამეგობრობის თასიც" მოიგო, თუმცა მერე დამოუკიდებლად მუშაობა ამჯობინა. მით უფრო, რომ ამის გამოცდილება საქართველოშიც ჰქონდა და ჩინებული შედეგებითაც შეუძლია იამაყოს: მისმა გაწვრთნილმა "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და ორჯერაც - სუპერთასი.

ამას გარდა, გიორგი ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი მწვრთნელის რანგშიც აქვს მოგებული და როგორც ფეხბურთელსაც.

ისე, მართლაც საინტერესო დამთხვევაა: აზერბაიჯანში მომუშავე კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ასევე ერთადერთია, საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთელის რანგშიც რომ გამხდარა და მწვრთნელის რანგშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა

[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა

[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა

"ფეხბურთელის სურვილით "რეალთან" მოლაპარაკებები შეჩერებულია - ვინისიუსმა შესაძლოა, "სამეფო კლუბი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს

შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული

იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა

[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა

5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან

"საშინელი ატმოსფეროა, სარკეში უნდა ჩავიხედოთ" - ვან დაიკმა "ლივერპულის" მორიგი მარცხის შემდეგ ისაუბრა

[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა

"მათი ბოლომდე მჯერა" - ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა

[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა

[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა

[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "მალიორკა" დაამარცხა

[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი - პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია

[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა

[VIDEO] "ილია, სად ხარ?" - ცარუკიანმა ჰუკერი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ოქტაგონიდან თოფურიას მიმართა

[VIDEO] შეცვლაზე შესული ლუკა ხორხელის პასს გამარჯვების გოლი მოჰყვა...

[VIDEO] ქოჩორაშვილის პრეასისტი და სრული მატჩი - "სპორტინგი" თასის მერვედფინალში გავიდა

U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა

ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა

აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს

გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"აზერბაიჯანში არამხოლოდ სავარჯიშო, სამედიცინო მომსახურების მხრივაც ფანტასტიკური პირობებია"

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გი­ორ­გი ჩიხ­რა­ძე: ქარ­თ­ვე­ლე­ბი? აქ უფ­რო ბალ­კა­ნე­ლე­ბი და სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კე­ლე­ბი უნ­დათ

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

გიორგი ჩიხრაძის ფეხბურთელებმა მოედანზე მჯდომარე აქცია გამართეს

გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგთან" მეორედაც ფრეს დასჯერდა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის