"ესპანეთის ეს 19-წლამდელთა გუნდი საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ელიტრაუნდში ამან არ უნდა შეგვაშინოს"
არახალია, რომ ბოლო ათწლეულებში უცხოეთს უამრავმა ქართველმა მიაშურა. მოდიან თაობები, რომლებიც საქართველოში არ დაბადებულან. ამ თაობათა ერთ-ერთი წარმომადგენელი ლადო მოხევიშვილია.

ის პირველად 19-წლამდელთა ნაკრებში შარშან, სლოვაკეთში გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა. გიორგი დევდარიანი ესპანური "ლევანტეს" ასაკობრივი გუნდის საყრდენი ნახევარმცველით დაინტერესდა და არც შემცდარა.

მოხევიშვილი თბილისში გამართულ შესარჩევ ციკლში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და გარკვეულწილად, მისი კარგი თამაშის დამსახურებაც იყო, ჩვენები ელიტრაუნდში რომ გავიდნენ. თანაც, მოხევიშვილმა კვიპროსთან მატჩში საჯარიმო დარტყმით ნაკრებში საგოლე ანგარიშიც გახსნა.

"4 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი ესპანეთში დასახლდა. მეც იქ გავიზარდე და ვისწავლე თამაში.

ახლა "ლევანტეს" რანგით მესამე გუნდში, ჟუვენილ A-ში ვთამაშობ, მერე მოდის დუბლები და პირველი გუნდი. ჩემი მიზანი სწორედ მთავარ გუნდში მოხვედრაა", - ამბობდა მაშინ მოხევიშვილი.

როგორც შევიტყვეთ, ლადოს მამა, ალეკო მოხევიშვილი, გოჩა ჯამარაულისა და მიხეილ ყაველაშვილის თაობის ფეხბურთელი ყოფილა.

"მამაჩემიც ფეხბურთელი იყო და მეც, - ამბობს ალეკო მოხევიშვილი, - მაგრამ დიდი ფეხბურთი არ გვითამაშია. მე მხოლოდ თბილისის ნაკრებში ვიყავი, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ფეხბურთს შევეშვი. მაშინ "დინამოს" გარეთ თუ რჩებოდი, გასაქანი ნაკლები იყო.

ჯერ იყო ჯარი, მერე დავოჯახდი, სამსახური დავიწყე... მაგრამ 15 წლის წინათ, ცხოვრების ასაწყობად, ესპანეთში წასვლა გადავწყვიტე. მერე მოქალაქეობაც მივიღე... რომ იცოდეთ, ლადოც ესპანეთის მოქალაქეა".

ის შვილის კარიერაზეც გველაპარაკა:

"როგორც ძველი ფეხბურთელი, ჩემი აუხდენელი ოცნებების განხორციელების იმედს შვილში ვხედავდი. მინდოდა, დიდი ფეხბურთი ეთამაშა. ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული.

თავიდან ბარსელონას კლუბ "ჯეფიაში" (უბნის სახელია) შევიყვანე. იქ რამდენიმე წელი ვარჯიშობდა და ყველა ასაკში გუნდის კაპიტანი იყო. ცოტა ხანი "ესპანიოლში" იყო, მაგრამ დაბალი და ფიზიკურად სუსტი გახლდათ და ამიტომ დაიწუნეს, თორემ მოედნის ხედვა და პასი კი გამოარჩევდა.

როგორც კი 15 წლის გახდა, "სან ანდრეუს" ასაკობრივ გუნდში აიყვანეს. "სან ანდრეუ" ბარსელონას უბნის გუნდია და სეგუნდა B დივიზიონში გამოდის. კონტრაქტი უნდა შეედგინათ, მაგრამ იქ არც უთამაშია. ზუსტად ამ დროს დაგვირეკეს ვალენსიის "ტორე ლევანტედან", მოგვწონს და ტურნირზე გვსურს გამოვცადოთო. ეს იყო ანდალუსიისა და ვალენსიის კლუბების ტურნირი და ლადომ იქ თავი გამოიჩინა.

იქვე გვითხრეს, თუ დარჩება, ხელფასსაც გადავუხდითო. "ტორე ლევანტეს" ბაზაზე ცხოვრობდა და იქ 2 წელი ითამაშა. ეს გუნდი მადრიდის "ატლეტიკოს" ფარმკლუბია და მოთამაშეებს უზრდის. უკვე 15 წლის იყო და შარშან იქიდან "ლევანტეს" 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს. ახლაც ამ გუნდშია და 19-წლამდელთა პრიმერა დივიზიონში, ხუვენილ A-ში თამაშობს. სულ შემადგენლობაში იყო. ეგაა, ტრავმები აწუხებდა, სანაკრებო მატჩების შემდეგ გაურთულდა და დასვენება 3 კვირით მოუხდა.

მაგრამ ტრავმა უკვე მოირჩინა, ფორმაში შედის და იმედი გვაქვს, საქართველოს ნაკრებს გამოადგება. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის უდიდესი სურვილია".

"ლელო" ლადო მოხევიშვილსაც ელაპარაკა:

- ქართული მესმის და თავადაც ვსაუბრობ, მაგრამ საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ და სალაპარაკო პრაქტიკა მაკლია. ამიტომ მეტყველება მაინც მიჭირს. თუმცა საქართველოში ჩამოსულს თანაგუნდელებთან ურთიერთობის პრობლემა არ მქონია. ყველამ ძალიან კარგად მიმიღო - ბიჭებმაც და მწვრთნელებმაც.

- საერთოდ, ნაკრებში როგორ მოხვდით? თქვენზე მწვრთნელებს ინფორმაცია ვინ მიაწოდა?

- ადრეც მსურდა, რომ მეთამაშა. მამაჩემმა საქართველოში დარეკა - იქნებ ფედერაციაში ხმა მიაწვდინოთ, ნახონ და თუ მოეწონებათ, სიამოვნებით ითამაშებსო.

მერე გიორგი დევდარიანმა სლოვაკეთის ტურნირზე წამიყვანა. იქ მასპინძლებისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ვითამაშე, რამაც უზომოდ გამახარა.

- ნაკრებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ძალიან კარგი და აწყობილი გუნდია, რომელსაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. შესარჩევ ციკლში სამივე მეტოქესთან მოგება შეგვეძლო და მეწყინა, მხოლოდ მეორე ადგილზე რომ გავედით.

- საკლუბო კარიერაზეც გკითხავთ. უკვე იმ ასაკში ხართ, პროფესიული კონტრაქტი რომ უნდა გააფორმოთ...

- კონტრაქტი ივნისში მიმთავრდება და გადაწყდება, "ლევანტეში" დამტოვებენ თუ სხვაგან წავალ.

- წინადადება თუ გაქვთ?

- ჯერ ფორმაში შევიდე და მერე ვნახოთ. ბევრი რამაა დამოკიდებული ნაკრებში თამაშზე. ჯერ ისიც გადასაწყვეტია, ელიტრაუნდისთვის გამომიძახებენ თუ არა.

- ელიტრაუნდში ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები მოხვდა. "ლევანტეში" ამ ნაკრების წევრები თუ არიან?

- ჩემი თანაგუნდელები ნაკრებში არ არიან, მაგრამ კარგად ვიცნობ ცენტრალურ მცველებს - როდრიგო ტარისა და ხავიერ კინტილიას, რომლებიც "ბარსელონაში" თამაშობენ.

საერთოდ, ესპანეთის ეს 19-წლამდელთა გუნდი ძლიერი ნაკრებია და ყველა რგოლში სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები ჰყავს. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?

- შანსი ყველას აქვს, რადგან ოთხივე კარგი გუნდია - ჩვენც, ესპანეთიც, პორტუგალიაც და თურქეთიც. მაგრამ გასვლა გვინდა და ვნახოთ. კარგია, რომ ეს მინი-ტურნირი საქართველოში ტარდება. ამას დიდი პლუსი აქვს და ფეხბურთელებისთვისაც დიდი სტიმულია, სტადიონზე ხალხი რომ მოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

natia
ratom xart eseti borotebi,ra shuashia dzgveni da msgavsi sisuleleebi,56kargi iqneba tu dapiqrdebit da ise dawert magnair komentarebs.
Giorgi
ამნაირი შრომის მოყვარე ბავშვები უმრავლოს საქართველოს
Nanuka
564 რომელ ძღვენზე გაქვთ საუბარი? დევდარიანს მოწეწონა ადამიანის თამაში და მოიწვია, სანამ რამეს დაწერთ იკნებ დაფიქრდეთ!
Nanuka
564 ნაჩქარევი და ვარაუდიანი დასკვნებისგან თავი რომ შეიკავო არ გინდა?! ქრთამობია რა შუაშია? დევდარიანს მოეწონა მოხევიშვილის თამაში და მოიწვია, აი ეს არის სიმართლე.. და ასეთი უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ ძალიან გთხოვთ!!!
564
ფედერაციაში ძღვენსაც კარგს გამოაგზავნიდა, თორემ ისე არავინ ჩარიცხავდა ნაკრებში. არ დაიწყოთ ახლა ძალიან ნიჭიერია.
გუჯა კახაძე
გაიხარე! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!!
kola
მიდი შვილო მაგრად შეუბერე.მთავარია მუშაობა ისწავლო,დაიგრუზე მაგრად.
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადავიდა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ქართველების ესპანური მომავალი - გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგის გზაზე
ვის იმედად ვართ - 9 ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმტყველებენ
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
ჩვენი იმედის გუნდი - 9 ქართველი ახალგაზრდა, ვისგანაც დიდი ფეხბურთის თამაშს ველით
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"ალბასეტემ" ლადო მოხევიშვილი "ალკოიანოში" გაანათხოვრა
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ