ამბავი რისკისა და შამპანურისა - რა ტენდენციები უნდა დავინახოთ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში
მარტი ახლოვდება და ახლოვდება საქართველოს ნაკრების ორი მატჩიც - ერთი ამხანაგური და ერთიც ევროშესარჩევი.

ქვეყნის უპირველეს გუნდს უკვე ოფიციალურად ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა კახა ცხადაძე და ამოცანაც დაუსახა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ან, სულ მცირე, პლეი-ოფის საგზურის მოპოვება.

სანამ კონტრაქტის მთავარ მიზანზე ვიტყოდეთ, ევროშესარჩევი ციკლის დარჩენილ შეხვედრებსა და მალტასთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე დავწეროთ.

მართალია, საქართველოს ნაკრების ევრომატარებელმა უკვე კარგა ხანია, ჩაიარა, მაგრამ ამ ციკლის დარჩენილ თამაშებში რამდენიმე ტენდენცია უნდა დავინახოთ...

გავიხსენოთ მოგების გემო!

25 მარტს კახა ცხადაძე სადებიუტო შეხვედრას გამართავს. მეტოქე ევროფეხბურთის მარადი მაჩანჩალა, მალტის ნაკრებია, თუმცა ეს შეხვედრა სცდება ერთი რიგითი მატჩის ფარგლებს.

რიგიან ქვეყნებში ამბობენ, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო. საქართველოში, მეტადრე, ამ აჭრილი და არეული ქვეყნის ფეხბურთში, ასე ვერაფრით იქნება. აქ ბევრჯერ გვინახავს კარგად დაწყებული და ცუდად დამთავრებული საქმე. მაგალითისთვის რაღა შორს წავიდეთ? აგერ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და აგერ - ჩვენ.

მალტა ბოლო დროს შეეჩვია მინი-სენსაციებს. მალტამ ერთხელ საქართველოც გაამწარა. ბოლოს ბულგარეთს გააწნა გვარიანი ალიყური და კინაღამ საშვილიშვილო სირცხვილი შეამთხვია იტალიას.

და მაინც - საქართველომ მალტასთან უნდა მოიგოს. უნდა მოიგოს, რადგან დღეს ჩვენი სანაკრებო ფეხბურთისთვის, უფსკრულის პირას რომაა, გამარჯვება ჰაერივით აუცილებელია.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა საქართველოს ნაკრებს კარგა ხანია, არ უთამაშია.

შემდეგი წინას უნდა სჯობდეს

ევროშესარჩევ ციკლში ცალკე საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობისა და ცალკე მეტოქეთა გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს მოვითხოვთ.

როგორი საქმეა - ჯერ ხახაში უნდა ჩავუვარდეთ გამძვინვარებულ გერმანიას, მერე კი მოდის საშუალოევროპული ნაკრებების მთელი წყება, რომელთაც მიზნად ევროპის პირველობაზე მოხვედრა აქვთ დასახული და თან საქართველოს ნაკრებსაც აღემატებიან.

თუ უკვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატი უჩვენოდ ჩაივლის, გვინდა კონკრეტული ტენდენციები ვნახოთ საქართველოს ნაკრების თამაშში. სულაც არ მგონია, რომ მოვა თუ არა ცხადაძე, აიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და ყველა პრობლემა უმალ მოგვარდება, მაგრამ უკეთესობა კი უნდა გამოჩნდეს.

ქართველები არაერთხელ დაგვაღალატა მესიის მოლოდინმა, მეტადრე - დამოუკიდებლობის წლებში. 24 წელია, საქართველო ჯერაც ვერ შედგა სახელმწიფოდ და ამის მთავარი მიზეზი საერთო-ეროვნული იდეის არარსებობა და ჩვენი გამუდმებული, "მესიანისტური" მოლოდინი მგონია.

ცხადაძე არ არის და ვერც იქნება მესია. სამაგიეროდ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, მისგან მოვითხოვოთ და ველოდოთ, რომ:

* ყოველი სანაკრებო მატჩი უკეთესი იყოს, ვიდრე წინა.

* ვითამაშოთ მეტი ფეხბურთი, თუნდაც რისკის ფასად, რაკი ფეხბურთში მეტწილად მაინც ის იმარჯვებს, ვინც უტევს და არ წვალობს.

* უკიდურესი შეჭირვების ჟამს ნაკრები შეიკრას ერთ მუშტად, ერთ დიდ ოჯახად.

* ფეხბურთელებმა მოიშორონ შიშის დამღა და თუნდაც სანაკრებო მატჩებში მიიღონ სიამოვნება, რაკი არც დიდი და არც პატარა გამარჯვება აქამდე არსად და არასდროს გამოჭედილა შიშით.

* და მთავარი: ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნაკრებში მიღწეული წარმატება არის მათ კარიერაში უმთავრესი და ვერც ერთი საკლუბო ტიტული მას ვერასდროს გადასწონის.

ვიცოდეთ ჩვენი ადგილი

საქმის კეთებას ყველა რაღაც წერტილიდან იწყებს. ჩვენც უნდა დავიწყოთ, სხვანაირად არ გამოვა. რომ დავიწყოთ, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, სად ვართ.

მართალია, საქართველოში ჯერაც მრავლად იბადებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ სანაკრებო ასპარეზზე დღეს თავს ბევრი ვერაფრით მოვიწონებთ. სად არის დღეს ჩვენი რეალური ადგილი მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში?

ვერ დავეთანხმები ფიფას და აქსიომად ვერ მივიღებ იმას, რომ ფარერებმა გაგვისწრეს, თუმცა ბევრით ვერც ვჯაბნით. საქართველო დღემდე უკეთესია, ვიდრე სან მარინო, ანდორა, ფარერები და ლიხტენშტაინი, მაგრამ ოდენ მათ შემდგომ ეშელონშია.

ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრია და ჩვენი ქვეყნისთვის საფეხბურთო ღირსების აღდგენა ამ თაობისთვის მართლაც რომ ღირსების საკითხი უნდა იყოს...

NEVER SAY DIE!

კახა ცხადაძემ თვითონვე დასახა მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. მერე ის მიზანი მწვრთნელის კონტრაქტში ჩაიდო და აღმასკომმა ოფიციალურად გამოაცხადა - მუნდიალის საგზურის მოპოვება ან, სულ მცირე, პლეი ოფში გასვლა.

ახლა ეს უტოპიად მოჩანს. ამ ევროშესარჩევი ციკლის მერე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ტენდენციები ვნახეთ, იქნებ ასე აღარც იყოს. ერთი კია - ცხადაძემ ორჯერ მაგრად გარისკა. ერთი მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა და მეორედ მაშინ, თამასა ამხელაზე რომ აუწია საკუთარ თავს.

რისკისა და შამპანურის ამბავი იქით იყოს და, ფეხბურთს ძალიან უხდება ასეთი სითამამე. მეტიც, ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მუღამიც ესაა.

ქვეთავის სათაურად ინგლისური ანდაზა მოვიყვანეთ, რომელიც დაახლოებით იმას გვიქადაგებს, რომ არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ დავნებდეთ!

ინგლისური ფეხბურთი ამითიცაა სხვაზე მიმზიდველი, რაც იქ ხშირად ხდება - სამოყვარულო გუნდი ნაღდ პროფესიონალებს დაიფრენს ხოლმე პრესტიჟული სათასო მარათონიდან. ამხელა სხვაობა კი საქართველოს ნაკრებსა და მის მომავალ მეტოქეებს შორის ნაღდად არ არის.

ეს საქართველოს შანსია

ახლა ბევრი წერს და ლაპარაკობს იმაზე, რომ ევროპა იქით იყოს და, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები განწირულია და მას წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვს.

რა თქმა უნდა, რთული იქნება, თუმცა სწორი ორგანიზების, იღბლიანი წილისყრისა და პატარა გამართლების შემთხვევაში, რატომაც არა?!

ვინ იფიქრებდა, რომ არაფრით გამორჩეული ლატვია ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა? ვინ ელოდა ესტონეთს პლეი-ოფში? კოსტა-რიკამ სამუნდიალო ჯგუფში მსოფლიო ფეხბურთის გოლიათები დატოვა...

მოკლედ, ვცადოთ. ვინც ცდილობს და ეძებს, ის ოდესმე პოულობს კიდეც. ეს კია, რომ დღეს უფრო მეტად იმათ უმართლებთ, ვინც საქმეს სწორად აკეთებს და უფრო იშვიათად იგებენ ფურცელზე ფავორიტები.

ეს საქართველოს შანსია!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოტო
იმაზე რაც არ არსებობს,როგორ უნდა იფიქრო. ალბათ უნდა იფიქრო იმ შემოსავლებზე,რომლებიც არის,მაგრამ ფეხბურთი არ არის.
მიშა
კიდევ კარგი გიბრალტარი შეგვხვდა ჯგუფში და არა ფარერები,თორემ მერე ვნახავდით ფიფას რეიტინგები ცდება თუ ამ სტატიის ავტორი...მსოფლიო არა იხვი...ისევ ისე იქნება ყველაფერი...მაქსიმუმი ჯგუფში ბოლოს წინა ადგილია
gela
კოკა სეფიაშვილი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში ის პირველი მეკარეა საქართველოში, შეაფასეთ მისი თამაშები
ნატვრის ხე
არ მოგბეზრდათ ეს სადღეგრძელოები, ამის დედა ვატირე? ოცნება და ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ აი, რისი იმედი გაქვთ? თავდამსხმელი ჩვენ არ გვყავს, გამთამაშებელი ჩვენ არ გვყავს, გვყავს ერთი-ორი მარადმწვანე ტალანტი და გვაქვს უსაფუძვლო ამბიციები ყოველი შესარჩევის წინ. ჰო, ასე ზედაპირული სტატიები წერეთ და არ თქვათ სათქმელი... იმაზე, რომ ქართული ფეხბურთი, კომფორმისტი, აფერისტი, ფარისეველი პრაფანების ბუდეა. მერე, 5 წელიწადში ერთხელ ვიღაცასთან გაგვივარდება და წავიდა ქება-დიდება. არც ჟურნალისტები გვივარგა და არც ჩვენ ვარგივართ, თორემ 25 წელი, ამ წურბელებს არავინ მოითმენბდა. წერეთ ახლა სტატიები და იძახეთ ოქრი, ყენო, ჩანტურა და ა.შ კიდე, გვახარეთ ესტონეთის და აზერების ჩემპიონატში რომელი ლეგიონერი რამდენ წუთს ითამაშებს. სიმართლე უნდა ითქვას, რაც არ უნდა მწარე იყოს...
გუჯა კახაძე
ალეკო კაკაურიძე: "მართალია, საქართველოში ჯერაც მრავლად იბადებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ..." ბ-ნო ალეკო! საქართველოში ნიჭიერ მოზარდებს რა გამოლევს, მაგრამ ვინც მათ ღუპავს იქნებ იმათზეც დაგეწერათ?
Giorga
იმედი ყოველთვის იყო და ახლაც არის! ერთად უნდა დავდგეთ და ყველაფერს შევძლებთ წინ საქართველო!
maxo
ცადიტ არველადზეებო და სიჩინავა ფედერაციიდან სასცრაპოდ და მიეციტ ამ ცხადაზეს ცკნარად მუშაობის საშვალება ტქვე ...ცადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტტტტტტტტტტტტტტტ
nodari
არ ვეთანხმები ავტორის აზრს ქეცბაიასთან დაკავშირებით მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ნიჭიერი კაცია!
xalxoooooooo
გავიგეთ და მეც მანდ ვარ რო ფედერაცია უნდა წავიდეს, მაგრამ რა ნაკრებზე აღარ ვიფიქროYთ?
goga
აიუ, ასდეთი თვითმყოფადი წერილები გაუშვით, რომ წაიკითხავ და რაღაც დაგრჩება
koka
ვეთანხმები ავტორს! ყველა ერთად უნდა დავდგეთ და რაღაც გამოვა. არასოდეს დანებდე, საქართველო!
mmmmmmmm
კარგი წერილია!
uCa
ნაცმოზრაობის მონებო ფედერაციაში უპროსებიდან დაცკებული მცვრტნელებამდე დამტავრებულები ეხლა გინდატ ამოიგოტ ხმა არა ტუ მტავრობა ჩაერევა არჩევნებში უეფა სანქციებს მიიგებსო დედას გიტირებტ ხალხი ისეტი დარაზმულებივარტ არგიშველიტ მამაზეცირი გმერტი ...
zaza
მეტი ვერავინ ნახეტ სპარინგისტვის ...
vaja
პეხბურტ უშველეტ მტავრომავ და მერე ვიპიქროტ ნაკრებზე ამ ..... ხელში არც პეხბურტი გვაქვ და არც ნაკრები გვეკოლება
zvio
ნუ აბოლებტ ხალხს დააბოლე სიჩინავა პეხბურტის აზრზე რომ არარი და უნამუსო არველადზეები სანამ საქარტველოში პეხბურტი არიქნება და ბიჩები მატხოვრებივიტ არცავლენ ზოგი სად და ზოგი სად ორი კაპიკი რომ იშოვონ მანამდე მცვრტნელი არჩირდება ნაკრებს
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს