უფროსთა შორის საქართველოს ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე წარადგენენ, ახალგაზრდებში უფრო დიდი წარმომადგენლობა გვეყოლება

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გუშინ ჰოლანდიურ არნემში გაფრინდა, სადაც დღეიდან 8 მარტის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატი იმართება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ამ ტურნირში უფროსთა შორის ქალებსა და ვაჟებში თითო მონაწილე გვეყოლება - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. გაცილებით უფრო დიდი წარმომადგენლობა გვეყოლება ახალგაზრდებში. გოგოებში ჩვენი ორი მსროლელი იასპარეზებს - ლიზი კილაძე და მარიამ მაღრაძე, ბიჭებში კი სრულად დაკომპლექტებული გუნდით გამოვალთ: ცოტნე მაჭავარიანი, ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი.

ჩვენი ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის ერევანში მოემზადა, სადაც ორკვირიანი შეკრება გაიარა. იქ სავარჯიშოდ ეს შვიდეული იყო წასული, თუმცა, სამწუხაროდ, სალუქვაძეს რაღაც ვირუსი შეეყარა და ლამის მთელი შეკრება გაუცდა. მას დაავადება ჩასვლიდან მალევე შეეყარა, რამაც გავლენა იქონია გულის მუშაობაზე, არტერიულ წნევაზე და მდგომარეობა თურმე იმდენად დამძიმდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი სასროლეთიდან საავადმყოფოში გააქანეს.

საბოლოოდ ვითარება მეტ-ნაკლებად კი მოწესრიგდა, თუმცა არა ბოლომდე და მისი გავლენა ჩვენს ლიდერს ახლაც ეტყობა. ერევანში იმ ორკვირიან პერიოდში მან მხოლოდ ოთხი დღე ივარჯიშა - ორი ჩასვლისას და ამდენივე - წამოსვლის წინ, დანარჩენი კი მკურნალობასა და ექიმებში გაატარა. ფაქტია, ის არნემში საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, ხვალ კი შეჯიბრება იწყება. ტურნირში ჩვენგან პირველები ბიჭების სამეული ჩაებმება. ვნახოთ, გაიმეორებენ თუ არა ჩვენები პირად რეკორდებს, რაც სამომავლო პერსპექტივაში საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებლებია. ხვალ გოგოების დუეტი ისვრის, მერე კი უფროსების ჯერიც დადგება - 6 მარტს ცეცხლის ხაზზე ქადაგიძე დადგება, 7-ში კი სალუქვაძე იასპარეზებს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ევროპის ამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩვენებმა თებერვალში გერმანიაშიც იასპარეზეს, მიუნხენის დიდ საერთაშორისო ტურნირში, სადაც უფროსებმა საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად იასპარეზეს, ახალგაზრდებმა კი მედლები ვერ მოიპოვეს, თუმცა ურიგოდაც არ უსვრიათ, თუმცა მაინც მეტი მოეთხოვებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში: ბაქოს ორმაგი დატვირთვა
ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი: კილაძეს ცოტა დააკლდა
საქართველოში კონკურენცია მაკლია - ინტერვიუ ნინო სალუქვაძესთან
ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე
ლიზი კილაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: უფინალოდ და ულიცენზიოდ
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ცოტნე მაჭავარიანი დედის კვალზე
"იარაღს გვჩუქნიან, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო ვერ შემოგვაქვს"
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: დიორში ბრაზილიისთვის
ტყვიის სროლა. მიუნხენის ტურნირი: შვიდეულით გერმანიაში
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ამჯერად უმედლოდ
ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ამან დამანგრია და მომშალა - ნინო სალუქვაძეს პრობლემები არ ელევა
ევროპის ჩემპიონატი: ლიზი კილაძეს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
დედა-შვილი ოლიმპიადაზე - ცოტნე მაჭავარიანმა რიოს ლიცენზია მოიპოვა!
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
მიუნხენის ტურნირი: ცოტნე მაჭავარიანის მორიგი რეკორდი
თბილისის ღია თასი: როდის დააფინანსებენ ფედერაციებს?
ლეგენდების მემკვიდრე - ცოტნე მაჭავარიანს დედის რეკორდები არ აშინებს
ლიზი კილაძემ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად ევროპულ თამაშებზე საქართველოს მე-17 მედალი მოუტანა!
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიოს დაზვერავენ