"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე ეროვნულ ჩემპიონატში არსებულ ვითარებას იხილავს
ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა შორის (ქვემოთაც) ვითარება იმდენად დაიძაბა, თითოეულ ქულას მართლაც ოქროს ფასი ადევს. ახალგალიდერებულ გორის "დილასა" და მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს" ერთმანეთისგან 2 ქულა აშორებთ, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ ბათუმის "დინამოს" მეექვსეადგილოსანი "ჩიხურა" სულ 4 ქულით ჩამორჩება...

კვირას "სამტრედიამ" სტუმრად "ვიტ ჯორჯია" 1:0 დაამარცხა და წინსვლის პერსპექტივა შეინარჩუნა.

ვიტ ჯორჯია-სამტრედია 0:1 - ზამთარაძემ გაზაფხული სამი ქულით დაიწყო

გუნდის მთავარ მწვრთნელ ზაზა ზამთარაძეს ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ. მცირე ინტერვიუში სხვა თემებსაც შევეხეთ...

- თბილისის "დინამოსთან" ბოლნისის "სიონის" მოგებამ ჩემპიონატში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა...

- დარწმუნებული ვარ, ყველა ტურში უშეღავათო ბრძოლა იქნება. ეს არა მხოლოდ ლიდერთა ჯგუფს, არამედ აუტსაიდერებსაც ეხებათ. ქულებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა. მთავარია, ახლა პირველობის შანსიც ბევრ გუნდს აქვს და უმაღლეს ლიგაში დარჩენისაც.

- თქვენი აზრით, რეალურად, ჩემპიონობის შანსი რომელ გუნდებს აქვთ?

- ყველა ამბობდა, რომ ფავორიტები "დილა", "დინამო" და ჩვენ ვიქნებოდით, მაგრამ ბათუმის "დინამო" უნდა გამოვრიცხოთ? ეს გუნდი უკვე მესამე ადგილზეა, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძლიერი სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეები ჰყავს... დარწმუნებული ვარ, ბათუმელები მაღალი მიზნებისთვის უკანასკნელ ტურამდე იბრძოლებენ.

ბოლო პერიოდში სამეულში ხვდებოდა და ევროთასებზეც თამაშობდა "ჩიხურა" და, შესაბამისად, ამ გუნდის ჩამოწერაც დიდი შეცდომა იქნებოდა. ახლა ძალიან ძნელი სათქმელია, ბოლოს ვინ რომელ ადგილზე აღმოჩნდება.

- ზოგად დონეზე რას იტყვით?

- ჩემპიონატი დაძაბულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ გნებავთ, მოთამაშეთა კლასი, გნებავთ, გუნდებისა და ჩემპიონატის დონე გაიზარდა.

- თქვენი აზრით, ეს დაძაბულობა კლასის გაზრდას არ გამოიწვევს?

- მე კი მინდა, ასე იყოს, მაგრამ... უბრალოდ, დაძაბულობამ იმატა. ავიღოთ თბილისის "დინამო". დიდი ხანია ეს გუნდი სწორ გზას დაადგა და წესით, ახლა სხვებზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს, თუმცა ასე არ არის და კონკურენტებთან ხარისხობრივი უპირატესობა არ აქვს.

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სამტრედიაში" ბევრი ახალწვეული გამოჩნდა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ დროისთვის გუნდი დაბალანსებულია?

- არის პოზიციები, რომლებზეც გაძლიერება გვჭირდება და ვცდილობთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

- ამ მიზნით უკრაინელები მიიწვიეთ, მაგრამ სანდრო გურულისგან განსხვავებით, ისინი "ვიტ ჯორჯიასთან" განაცხადშიც ვერ მოხვდნენ...

- სამწუხაროდ, უკრაინელებმა იმედები ვერ გაამართლეს და გავუშვით.

- ცნობილი მოთამაშეების დამატების გამო ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "სამტრედია" ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია...

- ეს ვინ გითხრათ? თქვენ გგონიათ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ბათუმის "დინამოს", "ჩიხურას" ან "დილას" ფეხბურთელებზე მაღალი ხელფასები აქვთ?

- არ არის ასე?

- ჩვენი პლუსი ისაა, რომ "სამტრედია" შეკრული, მეგობრული და თანამოაზრეთა კლუბია, თორემ კონკურენტებზე უკეთესი პირობები ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ მეორე მხარეა, რომ სამტრედიაში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და ეს თანადგომა იგრძნობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MD
გუნდს აშკარად ეტყობა კარგი მწვრთნელის ხელი რომელიც სტრატეგიულად აზროვნებს.
kosta
Martalia, DA gundic sul sxvanairad atamashdeba, magram puli unda Kai tavdamsxmelebs...
paata xuchua
თავდამხსმელები გვინდა აუცილებლად,მცველების და ნახევარმცველების გარჯა ვინმემ გოლით ხომ უნდა დააფასოს,ასეთი გუნდით კატასტროფულად ცოტა გოლები გაგვაქვს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შუქურა-სიონი 2:0 - მამაშვილობაც ასეთი უნდა! [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXVII ტური. სრული სიგიჟე "დავით პეტრიაშვილზე" [VIDEO]
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"