რატომ მოექცა ჩრდილში არგენტინელი ვარსკვლავი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ლუი ვან გაალის ასისტენტმა რაიან გიგსმა ანხელ დი მარია შეაქო და თან მიგვანიშნა, რომ არგენტინელისგან მეტს ელოდება.

"ვფიქრობ, რომ დი მარიას თავდაჯერების პრობლემა არ აქვს. ანხელი ხარისხიანი, მაღალი კლასის ფეხბურთელია და მისგან შედეგიან თამაშს ველოდებით.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ურთულესი მატჩები ერთმანეთის მიყოლებით გვაქვს. ანხელმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. თუმცა ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც რისკიანად თამაშობენ და მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ყოველთვის უჭირთ სტაბილურობის შენარჩუნება. ისინი ხომ ისეთი რაღაცის შეთხზვას ცდილობენ, რასაც სხვები ვერ გაბედავდნენ" - თქვა გიგსმა.

ტრავმის მერე დაბრუნებული დი მარია მართლაც ძალიან უფერულია და არაფერი გამოსდის, იგი მინდორზე ჩაკარგულივითაა ხოლმე და ვან გაალიც არ ერიდება "წითელი ეშმაკების" სარეკორდო შენაძენის შეცვლას. ამით უკმაყოფილება "ნიუკასლთან" მატჩისას ანხელმა უკვე მოურიდებლად გამოხატა და მინდორი ბუტბუტით დატოვა. მის აქტივში მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 3 გოლი და 10 საგოლე პასია.

გიგსმა კი ისიც პირდაპირ თქვა, რაც ისედაც ვიცოდით - ჩემპიონობის შანსი ამ ეტაპზე აღარ გვაქვს, მაგრამ პირველობისთვის მომავალ სეზონში აუცილებლად ვიბრძოლებთო.

"ჩემპიონობისთვის 9 თვის განმავლობაში უნდა იბრძოლო, რაც ძალიან ძნელია, იმის გათვალისწინებით, რა რთული ტურნირია პრემიერლიგა. თუმცა მომავალ სეზონში ეს მიზანი აუცილებლად გვექნება. მოდი, სიტუაციას რეალურად შევხედოთ. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, კლუბში სიტუაცია არასტაბილური იყო. ორი წლის წინათ "იუნაიტედი" ჩემპიონი გახლდათ, მაგრამ ახლა პირველ ადგილზე დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება.

ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მომავალ სეზონში მხოლოდ ჩემპიონტთა ლიგის ზონაში მოხვედრა კი არა, ჩემპიონობაც გეგმაში გვექნება. ამ სეზონში კი უკვე მხოლოდ ოთხეულში მოხვედრაზე ვფიქრობთ, რადგან "ჩელსი" ძალიან წინ გაიქცა. თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ და ინგლისის თასსაც მოვიგებთ, ვფიქრობ, სეზონი წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ" - ამბობდა გიგსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შირერი, რონალდო, ჩეხი, მიულერი - ფეხბურთელები, რომლებსაც ფერგიუსონი ვერ შეწვდა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
გოდინი და უორისი "ოლდ ტრაფორდზე"?
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
რიად მაჰრეზი პრემიერლიგაში წლის ფეხბურთელად აღიარეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფიასკოს შემდეგ: loser ვან გაალი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს