პოლონური "იაგელონიას" ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა პირველივე პრესკონფერენციაზე არაორაზროვნად განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი "სხვა" ფეხბურთს ითამაშებს. ამ "სხვა" ფეხბურთში ჩვენ, პირველ რიგში, გონიერებაზე დაფუძნებულ შეტევას, მეტ რისკსა და თავისუფლებას ვხედავთ.

სანაკრებო სიაში "ბურთის მცოდნე" ფეხბურთელები სჭარბობენ. ერთ-ერთი ასეთი ბიალისტოკის "იაგელონიას" 23 წლის ნახევარმცველი ნიკა ძალამიძეა. მას შეუძლია მოედნის ცენტრში მწვავე პასების გაკეთება, გოლების გატანა...

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი ფეხბურთელია, ქომაგი მისგან ბევრს რომ ელის.

ძალამიძე 2012 წლიდან "იაგელონიაში" თამაშობს. მან ამ გუნდის შემადგენლობაში 72 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო. ადვილი შესაძლებელია, ძალამიძემ ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს. მანამდე კი პოლონეთის ჩემპიონატში ბიალისტოკელები კარგად თამაშობენ - მესამე ადგილზე არიან.

"ლელო" ძალამიძეს პოლონეთში შეეხმიანა...

- ვიცით, რომ ექიმთან იყავით. ხომ კარგად გრძნობთ თავს?

- არაფერი ისეთი... ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმება იყო... ღმერთის წყალობით, ჯანმრთელად ვარ, არაფერი მაწუხებს. შეკრებაც სრულად გავიარე გუნდთან ერთად და თამაშებიც ჩავატარე.

- საქართველოს ნაკრებში გამოძახებას გილოცავთ...

- კახა ცხადაძესთან პირადად არ მისაუბრია. წავიკითხე გაფართოებული სია და უზომოდ გამიხარდა, იქ ჩემი თავი რომ აღმოვაჩინე. პოლონეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში შინ ვეთამაშებით "ლეჩნას", მერე კი გასვლაზე გვაქვს მატჩი "პოდბესკიძიესთან". ამის შემდეგ წამოვალ საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე.

- გერმანიასთან თამაშზე უკვე ფიქრობთ?

- კი, ბევრს. ასეთი მატჩები სამუდამოდ რჩება ფეხბურთელის კარიერაში. გერმანია უძლიერესი გუნდია, თუმცა მინდორზე წინასწარ განწირულები არ გავალთ - ამაში დარწმუნებული ვარ. გერმანიამდე კი მალტასთანაა თამაში და ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

- პოლონელები რას ამბობენ, შანსი გაქვთო? მათ ხომ მოახდინეს პატარა სასწაული...

- პოლონელ თანაგუნდელებს ამ თემაზე ველაპარაკეთ მეც და გიორგი ფოფხაძეც. მათაც იგივე გვითხრეს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ამ მატჩზე - ურთულესი იქნება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ შანსი ყველასთან არის.

- ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ დროისთვის პოლონეთის ჩემპიონატში "იაგელონია" მესამე ადგილზე იქნებოდა. რის ხარჯზე აღწევს ამას გუნდი?

- გუნდური, სწორი ფეხბურთის ხარჯზე. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ მინდორზე. მწვრთნელის ფაქტორიც არის - მას განსაკუთრებულად შეუძლია გუნდის "დაქოქვა". გასახდელშიც ძალიან კარგი ატმოსფეროა.

- გიორგი ფოფხაძე ახსენეთ. ის დაუბრუნდა "იაგელონიას", რამაც, ცხადია, ძალიან გაგახარათ...

- რა თქმა უნდა, გამახარა და არა მარტო მე - გიორგი აქ ყველამ ძალიან თბილად მიიღო. დიდი ავტორიტეტი აქვს გუნდში, ყველას უზომოდ უყვარს.

- ქართველი ქომაგი თქვენგან ბევრს ელის. როდის გამოავლენთ ბოლომდე პოტენციალს?

- მთავარია, ჯანმრთელობამ არ დამაღალატოს. თქვენც იცით, ტრავმებმა ბევრი დამაკარგვინა. ახლა ყველაფერი კარგადაა.

- უკვე მესამე წელია, "იაგელონიაში" თამაშობთ. ხომ არ მოვიდა დრო, გუნდი შეიცვალოთ?

- ჩემი მიზანი სოლიდურ ევროპულ კლუბში გადასვლაა, თუმცა "იაგელონიაშიც" ბედნიერად ვგრძნობ თავს. რომ გითხრათ, ახლა კონკრეტული ვარიანტი მაქვს-მეთქი, მოგატყუებთ. ზაფხულში თუ რამე გამოჩნდა, ამბიციური გუნდი თუ დაინტერესდა ჩემით, ყველაფერი შესაძლებელია.

- კლუბი ახალ კონტრაქტს არ გთავაზობთ?

- უკვე შემომთავაზეს ახალი ხელშეკრულება, თუმცა პასუხს არ ვჩქარობ. ამავე დროს, გუნდი თავადაა დაინტერესებული ჩემი გაყიდვით. თუ კარგი შემოთავაზება იქნა, რატომაც არა?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
გერმანიასთან მოგების პრეტენზია არავის არ გვაქვს) უბრალოთ მონდომება დაგვანახეთ და ითამაშეთ თავდადებით მეტი არაფერი არ გვინდა გულშემატკივრებს გერმანიასთან.
gia
შანსი გერმანიასტან არაა,მტავარია სუხოი არ ცავაგოტ
jeje
არ მინდა ჩვენი ნაკრების შეურაცყოფა, მაგრამ თუ გერმანია შემადგენლობაში თავის ექიმებს, მასაჟისტებს და მწვრთნელებს დააყენებს იქნებ მცირე შანსი გაჩნდეს
shax name
შანსი ყოველთვის არის მთავარია სწორად დაგეგმვა თამაშის
vako
აბა რაა ბაიერნიი უდზლიერესიაა
vato
ჯობია ხმა არ ამოიგოთ იმიტომ რომ განცირულები ხართ და ხალხს ნუ აიმედებთ. თქვი რა შე კაცო რო რეალურად და ფანტაზიაშიც არ გაქვს შანსი რო მოუგო გერმანიას, თუნდაც ამ დადსუსტებული შემადგენლობით რაც ჩამოყავთ. და მერე აუხსენი ხალხს რატო არ გვაქვს შანსი ეს თქვენი ვალია როგროც პორფესიონალი ფეხბურთელების.
SHUKOVAni
კანკავა-ძალამიძე ყენია--ანანიძე--ოქრიაშვილი -------ჭანტურია---------- დაცვაში ლობჟანიძე-ამისულაშვილი-კვერკველია-ფოფხაძე(ან დვალი) კარში ლორია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ