14 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა გაიმართება
ფოტოზე: დინამო-შუქურას მატჩი პირველ წრეში

14 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, ტურის სამი მატჩი წინა დღეს, 13 მარტს შედგა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილის სათავეში ცვლილებები მოხდა - გალიდერდა ბათუმის "დინამო", რომელმაც სტუმრად მარტვილში "მერანი" დაამარცხა.

იხილეთ: უმაღლესი ლიგა. XIX ტური: ბათუმის "დინამო" ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

დღეს ჩაატარებენ თავიანთ შეხვედრებს ცხრილის ზედა სამეულში მყოფი თბილისის "დინამო" და გორის "დილა" და შესაბამისად, შევიტყობთ, რამდენად მყარია ბათუმელთა პოზიცია.

14.03. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00

შუქურა-დინამო (თბ)

პირველი წრე 0:6

დისკვალიფიკაცია: დათა ხოჭოლავა (შუქურა)

ურთიერთშეხვედრები

1: +0 =0 -1, 0:6

არც ამ მატჩს აკლია ინტრიგა: ბრაზილიელი და უკრაინელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა "შუქურამ" საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად უნდა უმასპინძლოს ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს!

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა აჟიოტაჟი იქნება ქობულეთის "ჩელე არენაზე", მით უფრო, რომ ახალი მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით "შუქურამ" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ამ ორ შეხვედრაში მოპოვებული 6 ქულით სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესა.

რაც შეეხება "დინამოს", კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ქობულეთში ფავორიტის სტატუსით ჩადის და კონკურენტების "გაზრდილი მადის" გათვალისწინებით, ქულების დაკარგვაზე არც უნდა იფიქროს.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ზამთრის პაუზის მერე "დინამოს" მეტად და მეტად რთული გრაფიკი ჰქონდა: ორმატჩიანი ურთულესი სათასო დაპირისპირება "დილასთან" და არანაკლებ ურთულესი სამი საჩემპიონატო მატჩიც ("სამტრედიასთან", "სიონთან", "ზესტაფონთან").

თანაც, უცნაურია, მაგრამ, ფაქტია: კახა გოგიჩაიშვილს თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში როტაციის საშუალება, ფაქტობრივად, არც აქვს...

14.03. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 15:00

დილა-ზუგდიდი

პირველი წრე 3:0

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, გიორგი სეთურიძე (ორივე დილა)

ურთიერთშეხვედრები

15: +6 =4 -5, 24:17

სატურნირო ცხრილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ წყვილში, უდავო ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ: საჩემპიონო ამბიციის მქონე "დილა" ერთ-ერთ აუტსაიდერს "ზუგდიდს" მასპინძლობს.

თუმცა, შაბათს გორში უშეღავათო მატჩის მოლოდინი უნდა გვქონდეს და ზამთრის პაუზის მერე საგრძნობლად გაძლიერებული "ზუგდიდი" რომ უბრძოლველად არაფერს დათმობს, ამისთვის, ალბათ, მასპინძლებიც "შემზადებულნი" იქნებიან.

ისე, "დილას" ახალგაზრდა თავკაც უჩა სოსიაშვილს სატურნირო თვალსაზრისის გარდა, სხვა არანაკლები პრობლემის რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადაჭრაც მოუწევს: გორელთა გუნდისათვის გაზაფხულის დასაწყისი ხომ მართლაც წარუმატებელი გამოდგა - ჯერ ჩემპიონატის მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს ბათუმის "დინამოსთან", მერე კი არანაკლებ დაძაბულ და მნიშვნელოვან შეხვედრაში სათასო ჩემპიონატის დაპირისპირებაში დამარცხდნენ თბილისის "დინამოსთან".

სწორედ ამ ორ მატჩში გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს "დილასთვის" უპირველესი ფორვარდი და უპირობო ლიდერი ირაკლი მოდებაძე, რომლის ტრავმამაც ასე ნეგატიურად იმოქმედა გორელთა გუნდის შედეგზე.

"ზუგდიდმა" კი მეორე წრე ზედიზედ 2 მოგებით დაიწყო, მაგრამ მეგრულ დერბიში საშინაო მარცხმა ("კოლხეთთან"), ბესიკ შეროზიას გუნდი კვლავაც სახიფათო ზონაში დატოვა.

14.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00

მეტალურგი-ჩიხურა

პირველი წრე 1:2

დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩიკვაიძე, კახაბერ კაკაშვილი (ორივე ჩიხურა)

ურთიერთშეხვედრები

9: +4 =2 -3, 18:11

ეს მატჩი, ძალიან დიდი ალბათობით, ჩატარდება, მაგრამ ასევე ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებს "მეტალურგი" მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა რომ გაუწიოს გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ამბიციურ მეტოქეს.

ჰო, ახალი და სანუგეშო ჯერჯერობით არაფერი ისმის რუსთაველთა გუნდზე და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ქვემოთ მოყვანილი არცთუ სასიამოვნო სტატისტიკური მონაცემები: მეორე წრის დაწყებიდან ერთადერთი "მეტალურგია", სამივე მატჩი რომ წააგო; ამას გარდა, ზამთრის პაუზის მერე რუსთაველთა ერთ დროს "მშობლიურმა და საყვარელმა" გუნდმა (დღესდდღეობით, ფაქტობრივად, მხოლოდ ენთუზიაზმით რომ არსებობს!) ხუთი ოფიციალური მატჩი ისე ჩაატარა, მეტოქის კარში გოლის გატანა რომ ვერ მოახერხა!

არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა ასეთი მდგომარეობა და პირველ წრეში მოგროვილი ქულებიც რომ უკვე საკმარისი არ აღმოჩნდება უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მერე "განგაშის ატეხა" ნამდვილად გვიან იქნება!

შეგახსენებთ, რომ "მეტალურგი" და "ჩიხურა" სულ ახლახან თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და რუსთაველთა გუნდის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთო ჯამში საჩხერელთა წარმატება არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა...

14.03. ქუთაისი. ტორპედო. 15:00

კოლხეთი-გურია

პირველი წრე 2:3

დისკვალიფიკაცია: ვაჟა მათიაშვილი (გურია)

ურთიერთშეხვედრები

24: +16 =0 -8, 50:21

მეზობელი ქალაქებისა თუ რაიონების გუნდების დაპირისპირებები მუდამ უკომპრომისობით რომ გამოირჩევა, "კოლხეთისა" და "გურიას" მაგალითითაც დასტურდება: საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ძველისძველი მეტოქეების ერთმანეთში ჩატარებული არც ერთი მატჩი ფრედ არ დამთავრებულა!

ამ "ექვსქულიან შეხვედრას" სხვა ინტრიგაც თან ახლავს: მოგეხსენებათ, რომ საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქციის გამო (ნეტავ, საშველი როდის უნდა დაადგეს?), "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს... ლანჩხუთში ატარებს; ანუ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "გურიას" თავის მშობლიურ სტადიონზე... სტუმრის "სტატუსით" უნდა ეთამაშა.

თუმცა, სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტმა, საბედნიეროდ, წინა სეზონის არცთუ სასიამოვნო პრეცედენტი აღარ გაიმეორა და მეზობლების ხვალინდელი დაპირისპირებაც ნეიტრალურ მოედანზე, ქუთაისში გაიმართება.

რაც შეეხება წინა სეზონის მართლაც კურიოზულ სიტუაციას, შეგახსენებთ, რომ XXX ტურში, მარტვილის "მერანმა" "ვიტ ჯორჯიას"... მცხეთაში, "ვეტერინართა" საშინაო არენაზე "უმასპინძლა"!

14.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00

ვიტ ჯორჯია-ტორპედო

პირველი წრე 0:1

ურთიერთშეხვედრები

39: +8 =15 -16, 34:49

შაბათს, "მცხეთა პარკზე" ერთობ საინტერესო პაექრობა უნდა შედგეს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყველაზე წარუმატებელი სერიის მქონე გუნდები; თავად განსაჯეთ: "ვიტ ჯორჯიამ" ბოლოს ექვსი თვის წინათ (!) გაიმარჯვა და "ვეტერინარებს" უკვე 14-მატჩიანი სერია აქვთ, ხოლო "ტორპედოს" ჩემპიონატში 12 შეხვედრაა არ მოუგია!

ჰოდა, ამის გამოც არის, რომ "ვიტ ჯორჯია" სატურნირო ცხრილის ფსკერზე "დაილექა", ქუთათურთა გუნდი კი გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება. არადა, "ტორპედოს" რომ უფრო მეტის პოტენციალი გააჩნია, ერთობ ძლიერ მეტოქესთან, "სამტრედიასთან" ორრაუნდიან სათასო დაპირისპირებაშიც ნათლად გამოჩნდა.

ანუ, ფაქტია, რომ ახალი თავკაცის, გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედოს" უმთავრესი პრობლემა უამრავ ახალწვეულთა შეთამაშებაა და, სავარაუდოდ, ესეც დროის ამბავია.

აი, რაც შეეხება ახალგაზრდა "ვეტერინარებს", შაბათის მატჩში ისინიც გაორმაგებული მოტივაციით გამოვლენ მოედანზე: "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი უნდა ჩაატაროს თენგიზ კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, თენგიზ კობიაშვილი 8 სეზონის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ და ამ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონიც გახდა და ბრინჯაოს პრიზიორიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

g
პირდაპირი არის რომელიმეე?
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"შუქურას" თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის
ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
"შუქურას" მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა