მიხეილ ხუციშვილი: "ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელებს რა ვუთხრა? ბიჭებს თვალებში ვეღარ ვუყურებ..."
"ზესტაფონში" უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა. ფეხბურთელებს უკვე სამი თვეა, ხელფასი არ აუღიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ როგორღაც გამოძებნა თანხა და "ზესტაფონი"-"სიონის" მატჩს ჩაშლა აღარ დამუქრებია, მაგრამ სამაგიეროდ, თუ ასე გაგრძელდა, მარგველები "სამტედიასთან" სათამაშოდ ვეღარ გავლენ.
"ლელო" "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა...
- ამ დროისათვის კლუბის ანგარიშზე ერთი ლარიც კი არ არის. ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან არის დაპირება 200 ათასი ლარის ჩარიცხვის თაობაზე, თუმცა ეს თანხა, ჯერჯერობით, არ ჩანს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - სამი თვეა, ხელფასები არ დარიგებულა. არ ვიცი, ასე სადამდე შეიძლება გაგრძელდეს. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?
- ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს რაიონის ხელმძღვანელობასთან, საკრებულოსთან... დაპირება არის, ამბობენ - ყველაფერი მოგვარებულიაო, თანხა კი არ ჩანს.
არ მესმის, რატომ ჭიანურდება ეს ყველაფერი? სხვა ქალაქებში არ არის ამის პრობლემა. პირიქით, ერთ დღეში მტკიცდება კლუბის ბიუჯეტი და მერე ამტკიცებენ კიდევ დანამატ თანხას.
- ხომ არ ემუქრება საფრთხე "ზესტაფონი"-"სიონის" მატჩს?
- არა, როგორღაც მოვახერხეთ და მოვიძიეთ საიმისო თანხა, რომ კლუბი თბილისიდან ზესტაფონში გამგზავრებულიყო და იქ სასტუმროში დაბინავებულიყო, მაგრამ, თუ არაფერი შეიცვალა, "სამტრედიასთან" სათამაშოდ ვეღარ გავალთ.
ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელებს რა ვუთხრა? ბიჭებს თვალებში ვეღარ ვუყურებ... მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნით, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბს. სამი თვის განმავლობაში ცარიელ ენთუზიაზმზე თამაშობენ და ასეთ ვითარებაშიც კი გუნდში არნახული ერთსულოვნებაა.
იყო დრო, ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელები გვყავდა, ხუთჯერ მეტი ხელფასი ჰქონდათ და სხვანაირად იყო ყველაფერი...
- რას გულისხმობთ?
- არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ერთხელ თვე-ნახევრით დაგვიანდა ხელფასი და ვარჯიში ჩაიშალა. არადა, ლაპარაკია იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც "ზესტაფონმა" ბევრი მისცა...
- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თუნდაც ერთჯერადი დახმარების წესით, ფეროშენადნობთა ქარხანა გვერდით დაუდგეს კლუბს? ფაქტია - ილია კოკაიას გამოჩენამდე, თუ მცირე "გამონათებებს" არ ჩავთვლით, მუდამ ქარხანა იყო ქალაქის საფეხბურთო ძლიერების განმსაზღვრელი...
- ფეროშენადნობთა ქარხანა, ბოლო დრომდე, "ზესტაფონის" თამაშებზე 200-300 ბილეთს ყიდულობდა. ახლა კი, "ჩიხურასთან" თამაშზე, 150 ბილეთიც არ იყიდა. არადა, აქ ლაპარაკია მიზერულ თანხაზე. ძალიან მწყდება გული - როცა "ზესტაფონში" ყველაფერი კარგად იყო და გუნდი თამაშებს იგებდა, ვიპ-ლოჟაში ტევა არ იყო - არც შინ და არც სტუმრად. რაც ჩემპიონატი განახლდა, ხშირად მარტო მე და კორნელი კოკაია ვსხედვართ ვიპში, ილია კოკაიას ძმა, ვინც ბოლომდე მიდგას გვერდში. მაგალითად, ასე იყო ლანჩხუთში...
- სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა არ მიატოვეს "ზესტაფონი"...
- ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. "ჩიხურასთან" საშინაო მატჩში რომ ქომაგობა იყო, ისეთი კარგა ხანია, არ მინახავს. გასვლით მატჩებს რაც შეეხება, ლანჩხუთში თავიანთი ხარჯით ჩამოვიდნენ და თბილისშიც, "დინამოსთან" მატჩზეც. როცა "ზესტაფონი" ძველებურად ძლიერი იქნება, ამაში ფანების სოლიდური წვლილი უნდა დავინახოთ...
- ფაქტია, "ზესტაფონის" წარმატებული ყოფა ილია კოკაიას ფეხბურთში დაბრუნებისა და აქტიურობის გარეშე არ გამოდის. ვიცით, კოკაიასთვის ეს გუნდი შვილივითაა. თუ ესაუბრეთ მას?
- ილია კოკაია დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება თანაბარი დაფინანსება, იქნება ჩამოყალიბებული მიდგომა, თუ იქნება დაფასებული კერძო ინვესტორის ღვაწლი... მე მას რამდენჯერმე ველაპარაკე და უნდა დაგარწმუნოთ - ილია კოკაიას ძველებურად სტკივა "ზესტაფონი"...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
simartle
Simartlea mishas xelshi ver gabedavdnen. Es bidzistebi arapris maqnisebi AR arian chamis garda :-)
dato
ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე მაგრამ სააკაშვილის დროს კოკაია ამას ვერ გაბედავდა ადრეც თვა გუნდი უნდა დავშალოვო უთხრეს .... და დარჩა
akaki
როგორ მივიდნენ აქამდე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
ლევან კობიაშვილი ზესტაფონში ჩავა და "ზესტაფონის" გულშემატკივარს შეხვდება
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება