21 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მეხეუთე ტურის შეხვედრას გამართავს
დღეს 21 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მეხეუთე ტურის შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ამ მატჩში გადაწყდება ევროპის ჩემპიონისა და ანთიმოზ ივერიელის თასის ბედი. ჩვენს გუნდს ფრეც ხელს აძლევს.

20 მარტს გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რუსებთან მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა.

პირველ ხაზში წლეულს პირველად ითამაშებს შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია და კარგად იცნობს რუმინულ რაგბის.

მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს კონსტანტინე მიქაუტაძე. მაისურაძე თადარიგშიც არ არის. მეორე ხაზში მარქაფად ლევან დათუნაშვილია.

შეიცვალა მესამე ხაზიც. ბექა ბიწაძემ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. თადარიგშია კიდევ ერთი მესამეხაზელი ლაშა ლომიძე. ძირითადში კი ჰეიგმა გიორგი თხილაიშვილი დააყენა, რომელიც რუსებთან განაცხადში არ იყო. თხილაიშვილი ფლანკერი იქნება. შერკინებას კი მამუკა გორგოძე შეკრავს.

რუსებთან დაშავდა და ვერ ითამაშებს მგეზავი ლაშა ხმალაძე. მის პოზიციას ლაშა მალაღურაძე დაიკავებს. ჰეიგმა შეცვალა ორივე გარემარბი. გიორგი აფციაურისა და ალექსანდრე ხუციშვილის ნაცვლად, რუმინელებს ალექსანდრე თოდუა და თამაზ მჭედლიძე დაუპირისპირდებიან. აფციაური თადარიგშია.

"ვიცით, რომ მძიმე მატჩი გველის, რადგან რუმინეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი და აგრესიული მორკინალები ჰყავს, მაგრამ არც ჩვენი შერკინებაა სუსტი. ამიტომ ეს იქნება ძალისმიერი მატჩი, რომელშიც დაძაბულობა საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდება", - თქვა გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

აღსანიშნავია, რომ "სტეჟარისთან" "ბორჯღალოსნებს" უკვე დადებითი ბალანსი აქვს - 9 მოგება, 8 წაგება და 1 ფრე. აქედანაც კარგად ჩანს, რომ "მუხის ფოთლები" ჩვენთვის მძიმე მეტოქეა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათთან 2010 წლის შემდეგ აღარ წაგვიგია. ბოლოს ბუქარესტში 2013 წელს ვითამაშეთ და მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა.

სტატისტიკა

18.11.1998 რუმინეთი - საქართველო 27:23

02.04.2000 საქართველო-რუმინეთი 20:23

07.04.2001 რუმინეთი-საქართველო 20:31

06.04.2002 საქართველო-რუმინეთი 23:31

30.03.2003 საქართველო-რუმინეთი 6:19

27.03.2004 რუმინეთი-საქართველო 25:18

12.03.2005 საქართველო-რუმინეთი 20:13

25.02.2006 რუმინეთი-საქართველო 10:35

07.10.2006 რუმინეთი-საქართველო 8:20

03.02.2007 რუმინეთი-საქართველო 20:17

09.02.2008 საქართველო-რუმინეთი 22:7

14.03.2009 საქართველო-რუმინეთი 28:23

13.03.2010 რუმინეთი-საქართველო 22:10

12.03.2011 საქართველო-რუმინეთი 18:11

28.09.201 საქართველო-რუმინეთი 25:9

10.03.2012 რუმინეთი-საქართველო 13:19

16.03.2013 რუმინეთი-საქართველო 9:9

15.03.2014 საქართველო-რუმინეთი 22:9

საქართველო

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური, 23. ბექა ბიწაძე.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ

1. საქართველო 4 4 0 0 +107 1 17

2. რუმინეთი 4 3 0 1 +50 3 15

3. ესპანეთი 4 2 0 2 0 1 9

4. რუსეთი 4 2 0 2 -29 1 9

5. პორტუგალია 4 1 0 3 -35 1 5

6. გერმანია 4 0 0 4 -93 1 1

V ტური

რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია

თაზო
წარმატებები ბიჭებო!ღმერთი თქვენსკენ!მთელი საქართველო ეხლა თქვენზე ლოცულობს,სტადიონზე არ ვიქნები, მაგრამ გულითა და სულით თქვენთანა ვარ! გაიხარეთ და გაგვახარეთ!თან იცოდეთ,ღმერთმა დაგიფაროთ და რამე ისე არ წავიდა,ყველა ვარიანტში თქვენით ვამაყობთ და გვიყვარხართ,იმიტომ რომ ლომები ხართ,უღალატოები და რასაც აკეთებთ სულსა და გულს დებთ!ღმერთი თქვენთან!!!!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"