ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ, ჯერ ფეხბურთი ვითამაშოთ!

მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ, ჯერ ფეხბურთი ვითამაშოთ!

პირველი რიგის ამოცანა ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებმა "ფეხბურთის თამაში" დაიწყოს, რასაც ბოლო წლებში არ აკეთებდა
კახა ცხადაძემ პირველად დაასახელა სანაკრებო სია. საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისა და მის მიერ შექმნილი ახალი გუნდის თაობაზე არაფერი ითქმის მანამ, სანამ სერიოზული მოწინააღმდეგეები არ გამოცდიან მას.

იმის განჭვრეტა კი შეგვიძლია, საით წაიყვანს ეროვნულ გუნდს ახალი მესაჭე...

ბურთი ყველამ უნდა... იცოდეს

პირველი სანაკრებო სია ნათლად გვეუბნება - კახა ცხადაძე უპირატესობას ანიჭებს იმ ფეხბურთელებს, "ბურთი რომ იციან". დღევანდელი ფეხბურთის წამყვან კლუბებსა თუ ნაკრებებში ეს პრობლემა არ დგას. იქ ყველა "თამაშობს" - ცენტრალური მცველიცა და საყრდენი ნახევარმცველიც, ფორვარდიცა და შუა ხაზის მოთამაშეც.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების ყველა სათამაშო რგოლის უმთავრესი ფუნქცია მეტოქისთვის ბურთის წართმევა იყო. სწორედ ამ მიზნით ირჩეოდა მცველთა და... ნახევარმცველთა უმრავლესობა. არადა, ჩვენ დაგვავიწყდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ფეხბურთს იგებს გოლი, გოლს კი ვერაფრით გაიტან, მეტოქის კართან სახიფათო მომენტი თუ არ შექმენი.

არ შეიძლება, დღევანდელ ფეხბურთში მკვეთრად გავმიჯნოთ სათამაშო რგოლების ფუნქციები. ყველა ნორმალური გუნდი თუ ნაკრები ცდილობს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ან მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში რიცხობრივი მეტობა შექმნას. მეტოქის ნახევარზე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არადა, როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს წინა ფორმაციის ნაკრებში, როცა მცველებს არ შეეძლოთ მეტოქის ნახევარზე გადასვლა და მოიპოვებდნენ თუ არა ბურთს, წამსვე გრძელი გადაცემით ეძებდნენ ეულ, მოწინააღმდეგის ერთ მცველში ჩაკარგულ ფორვარდს.

სასიამოვნოა, რომ ახალი ფორმაციის ნაკრებში ბევრი "მოთამაშე" ფეხბურთელია. მცველებს რომ თავი დავანებოთ, განა კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა არ ძალუძთ ლევან ყენიას, ნიკა ძალამიძეს, გიორგი ჭანტურიას, თორნიკე ოქრიაშვილს?!...

მაქსიმალიზმი

ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს რა უნდა მოსთხოვო და მუნდიალის შესარჩევ ციკლში კახა ცხადაძემ თავად დაუსახა გუნდს ამოცანა - სულ მცირე, მესამე ადგილი და მაქსიმუმ, პლეი-ოფში გამსვლელი ადგილის დაკავება.

ვინ არ იცის, რომ საქართველოს ნაკრებს ამ ამოცანის გადაჭრა გაუჭირდება, მაგრამ ცხადაძე აქ ასპროცენტიანია - თუ გუნდს, თუნდაც სოფლის პირველობაზე მოთამაშე კრებულს, კონკრეტული მიზანი არ დაუსახე, მისი ფასი გახვრეტილი შაურია - როცა ფეხბურთელმა არ იცის, რისთვის გადის მინდორზე, მისი საქმე წასულია.

ერთი კია - ბევრი გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს, საქართველოს ნაკრებმა ეს ამოცანა რომ გადაჭრას.

ქუდზე კაცი

ბოლო წლების ყველა სანაკრებო სიას დიდი ვნებათაღელვა ახლდა თან. არ მახსენდება, ვინმე ნაწყენი არ დარჩენილიყოს. ალბათ, ახლა ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება გაფართოებული სიის გაცნობისას.

შესაძლოა, რომელიღაც ფეხბურთელს, სადღაც, გულის კუნჭულში, დარჩა წყენის პატარა მარცვალი, მაგრამ ეს სანაკრებო სია ქუდზე კაცის დაძახებას ჰგავს - ვინც გვყავს, ყველა აქააა და თუ ამ თაობას ქართული ფეხბურთის დაცემული პრესტიჟის აღდგენა ძალუძს, ეს ახლა უნდა გააკეთოს.

ქუდზე კაცი კი საქართველოს უკიდურესი გაჭირვების ჟამს სჭირდებოდა. ქართულ ფეხბურთსაც უკიდურესად უჭირს.

ბაჩანას გამო...

ვიცნობ რა ცხადაძეს, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ახალი მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთელების ასპარეზად გადაიქცეს, ეროვნული გუნდის გავლით სოლიდურ კლუბებში მოხვედრა რომ სურთ.

საქართველოს ნაკრებს ჰყოლია მწვრთნელები, ამას რომ ვუკიჟინებდით, თუმცა ცხადაძის პიროვნება, მისი სისუფთავე და პატიოსნება ეჭვის საბაბს არ გვიტოვებს. ამ კუთხით თემურ ქეცბაიასაც ვერ ვუსაყვედურებთ - მას საქართველოს ნაკრები ქარვასლად არ უქცევია.

კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში უხმო ბაჩანა ცხადაძეს, თავის ვაჟს. ჯერ ჩუმად, "მოგუდულად", მაგრამ მაინც გაისმა ჩურჩული - ბაჩანას ადგილი საქართველოს ნაკრებში არ იყოო.

რა თქმა უნდა, ისეთი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებასაც მძლავრი პიროვნული ნება სჭირდება. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს: დღეს საქართველოს ჰყავს 6-7 თანაბარი ძალის ფორვარდი. შანსი ყველას უნდა მიეცეს და მომდევნო ციკლში უკვე

გამოკვეთილი უნდა იყოს ის სამეული ან ოთხეული, რომელსაც დავეყრდნობით.

ბაჩანა ცხადაძეს თემურ ქეცბაიაც ეძახდა ნაკრებში. აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლების გატანა იოლი არ არის. ბაჩანას გააქვს. ის შანსს იმსახურებს და მას ეს შანსი იმიტომ არ უნდა წავართვათ, რომ ის კახა ცხადაძის შვილია. გამოიყენებს ამ შანსს? ითამაშებს! თანაც, ეს მხოლოდ გაფართოებული სიაა და არა - საბოლოო.

კონკურენციის მომენტი

არსად, არც ერთ ჩემპიონატსა თუ შესარჩევ ციკლში არ მიუღწევია წარმატებისთვის გუნდსა თუ ნაკრებს, რომელშიც შიდაკონკურენცია არ ყოფილა. დღევანდელ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში სულელები როდი არიან, ერთ პოზიციაზე 3-4 ფეხბურთელს რომ ყიდულობენ.

კახა ცხადაძის ეს სანაკრებო სია, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა კონკურენციის შექმნის მცდელობა. მეტი ფეხბურთელი არ გვყავს. ასე კი, იმას მაინც ვახერხებთ შემორიგებულებითა თუ დაბრუნებულებით, რომ ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვიგროვდება.

ცოდვა გამხელილი ჯობს და, მთლად ასეც არ არის - საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ორი კვალიფიციური მარჯვენა მცველი. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მცველი არც საქართველოს ჩემპიონატში მოჩანს.

სხვებს რაც შეეხება - გაფართოებულ სიაში თუნდაც ზურაბ ხიზანიშვილისა და ნუკრი რევიშვილის გამოჩენა სწორედ კონკურენციის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯი მგონია. საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეუცვლელია.

ერთიანობა

ახალი მწვრთნელი მოვიდა და ძალიან ჭრელი სანაკრებო სამყაროც გაერთიანდა. ჩვენ ამ ერთიანობის გამტკიცებისაკენ უნდა ვიაროთ. როგორც კი ამ ერთიანობაში ბზარი გაჩნდება, წარმატების შანსი წამსვე მოიკლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა აქ უდიდესია. ამ ბზარის გაჩენა მან არ უნდა დაუშვას. ფეხბურთელებსაც მოეკითხებათ. მათაც სახელმწიფოებრივად აზროვნება მართებთ.

გვახსოვდეს: სანამ საქართველოს ნაკრებში ერთიანობა იყო, შედეგი, ასე თუ ისე, თემურ ქეცბაიას დროსაც გვქონდა...

მოდი, ვითამაშოთ ფეხბურთი...

მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ. ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი მატარებელი მაინც ჩავლილია. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებმა "ფეხბურთის თამაში" დაიწყოს, რასაც ბოლო წლებში არ აკეთებდა.

ვითამაშოთ ფეხბურთი, ცივ გონებას რისკი შევუზავოთ და შედეგი, თანდათანობითი უკეთესობა აუცილებლად მოვა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• vaxo

გმერთმა კველა გვაცოცხლოს აგერ არარი ვნახავთ კველა ერთად გზა დამილოცია არა კახასთვის არამედ ჩემი ნაკრებისთვის რომელზედაც გული შემთკივა

• zaza

კაცი იმედით ცოცხლობს...

• koki

"განა კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა არ ძალუძთ ლევან ყენიას, ნიკა ძალამიძეს, გიორგი ჭანტურიას, თორნიკე ოქრიაშვილს?!...", ამბობს ავტორი (ალეკო კაკაურიძე). აქ კომენტარი ზედმეტია. სად ნახა, რომელიმე ამ ფეხბურთელთაგანმა, რომელ თამაშში არ როდის გადწყვიტა თამაშის ბედი. განსაკუთრებით ძალამიძემ? მე ასეთს ვერ ვიხსენებ. თუ ვცდები ბოდიშსაც მოვიხდი. თუმცა, ავტორი ხომ ალეკო კაკაურიზეა!!!!!!!!!!!

• irakli

მთავარი შედეგია კახიიიი არ გასცავლეს ამდენი ცელია შედეგს ველოდებით დავიგალეთ ტქვენი დაბოლებით კველა როგორ ერთმანეტშ გავხართ

• RAZMA

ეს ლლლლლ რომ არდაგენიშნათ და შოთა ჩეიშიშვილი დაგენიშნათ დაიქცეოდა ქვეკანა

• akhali

საქართველოს ყავს ერთადერთი ნაკრების კლასის ფორვარდი-მჭედლიძე!არც ასაკობრივებში ჩანან ფორვარდები.სად არიან ცეცაძის ნაკრებიდან არაბული,კაჭარავა,ფანცულაია,სამუშია...ერთად რამდენი გოლი გაიტანეს?სერბი მიტროვიჩი მეორე სეზონია ბელგიაში ბომბარდირი!

• Mosca

რა სისულელეა , სპორტული ჟურნალისტი სიმართლეს უნდა ქადაგებდეს... ბაჩო ცხადაძის რა შანსზე მესაუბრებით როცა ნაკრების მწვრთნელი მერებაშვილს აგდებს გაფართოებული სიიდან .. შეადარეთ აზერნაიჯანისა და საბერძნეთის ჩემპიონატი. ასევე შეადარეთ მერებაშვილისა და ორი სამი ნაკრების თავდამსხმელის ფორმა.. მე არვარ გიორგი მერებაშვილის არაფერი , მე უბრალოდ გული შემტკივა ....

• kote

qartuli safexburto mentaliteti aris gakhrwnili!!! da problemis agmofra vfikrob, bavshvta mwvrtnelebidan unda daiwyos rac sheidzleba swrafad!!! am taobas samwukharod momavali ar akvs! p.s. visac ar gjerad gadakhedet chveni fekhburtelebis karieras da shedegebs!!!!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...