ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..

თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..

ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც
ეს წერილი საქართველო-გერმანიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იწერება. თავად მატჩი ამ წერილში უკვე ვერაფერს შეცვლის. მოსახდენი მოხდა - ერთ-ერთმა ქართველმა, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, "დინამო არენაზე" ბუნდესნაკრების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა!..

ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]

თავისთავად, ფაქტი ისეთია, რომ გამოხმაურებას საჭიროებს. თავდაპირველად, ეს რომ ვნახე, გავოგნდი. მერე ხალხის რეაქციამ დამაინტერესა. უმეტესობა გმობს, იშვიათად რომ ვინმე ამართლებდეს. ისეთი პოლიტიკოსები თუ მათი მეუღლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ...

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

დღევანდელ დროსა და სივრცეში არანაირი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატია ჩვენი თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის გვიყვარს და გვესათუთება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთი, თუნდაც უღირსი საქციელის გამო ადამიანი ჩავქოლოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი კი უნდა დავარქვათ.

ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც. გერმანიის ნაკრების ჩამოსვლისა და მისი ქართველი "ფანების" დახვედრის კადრებიც ვნახე. იქ მავანი "ფანი" ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბს და იქვე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩში 3 ქულა ბუნდესგუნდს დარჩება.

გერმანიის ნაკრების ქართველი ფანების დახვედრა

ვერანაირი დემოკრატიული ფასეულობა, ლიბერალიზმის ვერანაირი გამოვლინება ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ფანი მოღალატე არ არის. ის ჩვეულებრივი მოღალატეა იმ ათასთაგან, საუკუნეების განმავლობაში რომ ყიდდნენ სამშობლოს.

ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძესავით წინ მოუძღოდე შენი ქვეყნის დასაპყრობად მომავალ მტერს. როცა შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხარია და უცხოტომელის მოგებაზე ოცნებობ, მოღალატე ხარ!

აქვე ვთქვათ, რომ იმ ახალგაზრდამ ეს თქვა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, ისეთ სიტუაციაში, როცა მას არავინ აძალებდა, გინდა თუ არა, გერმანიის ნაკრების გამარჯვების სახელზე აღავლინე ხოტბაო. რას იზამს ის იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი ძალა მაინც დაადგება?! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

...ისევ "დინამო არენაზე" მომხდარს დავუბრუნდეთ. მე არ ვიცი, სად დაიბადა ან სად გაიზარდა ის ახალგაზრდა, შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მის პიროვნებაში, მის შინაგან "მე"-ში ქართული არაფერია.

მოვლენები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში განვითარდა. ალბათ, იმ ახალგაზრდამ არ იცის, რომ ნახევარი თბილისი გაწყდა საუკუნეების წინ და ჯალალ-ად-დინს არ დაუჩოქა, ქართველობამ არ დაუჩოქა თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს... ათას დიდსა თუ მცირე დამპყრობელს თავისი დროისას.

ვეჭვობ, მაშინ ისეთი ქართველები გვყოლოდნენ, როგორებიც ის, მუხლებზე დამხობილი, შვაინშტაიგერის ბუცებს ჩახუტებული ბიჭი და მისი "კოლეგა", გერმანიის გამარჯვებაზე მეოცნებე მავანი "ფანი".

უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება. რამ მიგვიყვანა აქამდე? ალბათ, მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორც ჩანს, მავანმა შეძლო და შექმნა ვაიქართველის ახალი ტიპი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სალანძღავ სიტყვას წარმოადგენს.

უცხოური ნაკრებების ქომაგობის კულტს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ ყველა დიდი ტურნირის დროს, ლამის 24 საათი რომ გვიჩვენებენ სხვადასხვა ნაკრების ქართულ "ფანკლუბებს".

მერე: ბოლო ოცი წელია, ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულ დაჩოქებულს ხედავენ. ომებსა და სხვა კატაკლიზმებს ვინ ჩივის, ისეთ სიტუაციაშიც კი ვიჩოქებთ, როცა ამას არავინ გვთხოვს... მაგალითები ახლო წარსულში ბლომად გვაქვს.

იმ ხალხს, ვინც ამ რენეგატი ქართველების საქციელს ამართლებს, მინდა ვკითხო: გერმანიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების რომელიმე წევრს ასე ვინმე დაუჩოქებდა? არ თქვათ, რომ შვაინშტაიგერი ვარსკვლავია და მას იმიტომ დაუჩოქეს. გერმანიისთვის საქართველოს ნაკრები რიგითი მეტოქეა, ჩვენ კი ზედ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ მათგან კერპები შევქმენით...

ახლა ჩვენი საზოგადოების "ზეტოლერანტული" ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ხალხი განვითარებულებად, წინწასულებად, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომებად წარმოგვიჩინოს. მე მათში ამის ნატამალსაც ვერ ვხედავ.

პირიქით - ჩემთვის ეს ადამიანები განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები არიან, რომლებიც ჩაკარგულან გლობალიზაციის ზღვაში და არ იციან თავისი და სხვისი...

როცა თბილისში მოსაგებად ჩამოსულ მეტოქეს ფეხს უკოცნი, ამაზე მეტი "ხამობა" გაგონილა?!

საქართველოში გაზრდილი კაცი არც დაიჩოქებს და არც მეტოქის გამარჯვებას ინატრებს, თუ მას რაღაც ქართული სცხია, თუ მას ვაჟა წაუკითხავს, ილიას შემოქმედებას იცნობს, თუ იცის, რამდენი მოწამე გვყავდა, როგორ გადავრჩით, რამ მოგვიყვანა აქამდე...

მინდა გთხოვოთ: ნუ გაამართლებთ ამ ადამიანების საქციელს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. ფეხბურთის სიყვარული მხოლოდ ამით არ იზომება? მაშინ სხვა მხრიდან შევხედოთ.

სცადეს კი ამ ორმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, ამხელა სიყვარული და სითბო დაენახვებინათ თუნდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისათვის? ვინ იცის, ასეთი რუდუნებით ფრთაშესხმულებს ოდნავ უკეთ მაინც ეთამაშათ ფეხბურთი?!

არ უცდიათ და უბედურებაც ამაშია - ჩვენი ყველას უბედურება და არა იმ 200 თუ 300 კაცის.

ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ და ბევრი რამის უფლება გვაქვს. გვაქვს, რადგან საერთო არაფერი გვაქვს ღმერთებთან და რაც მათ არ ეპატიებათ, ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყველა მოკვდავს ვერ მოსთხოვ, იყოს დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, თევდორე მღვდელი...

და მაინც, არის ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადასცდეს.

ნუ დაუჩოქებ შვაინშტაიგერს! მით უმეტეს, შენს მიწაზე და მით უმეტეს მაშინ, როცა ძალას არავინ გატანს. შვაინშტაიგერს რა, ზოგადად, ნურავის დაუჩოქებ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ისედაც ზემოდან გვიყურებენ, და მონური დაჩოქება არ შეიძლებოდა..

• kompleqsi-s

ყველას კერპი ყავდა მაგრამ ერთის დანაშაულით არ უნდა გამოიყვანო მეორე მართალი გაიგე? ყველაფერს ტავის სახელი უნდა დაარქვა!!

• giga

ვეთანხმები. საქართველოს მიწაზე უცხოელის ფეხების ლიკვა მგონია ღალატი. მნე ფეხი დავკარგე აფხაზეთში!

• davide

არა ჩემო მეგობარო svani_7!..ზუსტად ეგაა შუაში!ნაგვით რომ არ უნდა დაანაგვიანო შენი სამშობლო ამას არ სჭირდება მშობლების სწავლა!მაგას სიყვარული სჭირდება!..ერთი კარგი მოთხრობა აქვს გურამ დოჩანაშვილს,"ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება"..ამ თემებზეა ზუსტად..რაც შეეხება ამ სტატიას,სუფთა მარაზმია!!!(ჩემის მოკრძალებული აზრით)

• Zaza

kompleqss: გეთანხმებით.დაუნდობელი ჭორიკნების ბუდეა აქ. საერთოდ,ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა იდეა აღარ შემოვსულიყავი ამ საიტზე.მაგრმამ,მიყვარს ფეხბურთი და მაინც შემოვდიოდი.აი,თქვენი კომენტარის შემდეგ მივხვდი,რომ არ ვცდები და ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიმეღო.ამ სტატიების ავტორებს ფეხბურთთან არანაირი შეხება არა აქვთ და ხალხის მასაზე მუშაობენ,რათა აიყოლიონ ისინი და დააგიპნოზონ.მართლა ძალიან სასტიკი და დაუნდობელია ავტორი ამ ახალგაზრდის მიმართ.ეს ბრბოც რომ ჯოგივით აჰყვა და გათელეს ეს პატარა ბიჭი?...

• data

კომპლეკსო კომენტარის გამკეთებელო კაცობაც კი არ გყოფნის სახელი გამოაშკარაო ფუ შენს კაცობას, ერთია ბავშვონბაში ვიღაცის პლაკატი ჩამოკიდო, ნეორეა ზრდასრულმა კაცმა გერმანელ ფეხბურთელს დაუჩოქო მაშინ როდესაც შენს ქვეყნის ნაკრებს. შენისთანა ქართველები გაანადგურებს და გააქრობს საქართველოს, შენისთანები უნდა ჩაქოლო სხვებს რო არ მოუნდეთ მტრებისთვის დაჩოქება.

• kompleqsi

ხალხნო რამ გადაგრიათ ამდენი ზრდასრული ადამიანი დარწმუნებული ვარ მთელი ბავშვობა პლაკატები გეკიდათ კედლებზე ვიღაცას აღმერთებდით და ის რომ ჩამოსულიყო სახესაც აიხევდით,კმარა ეს მარაზმი და 15 ცლის მოზარდის განკიცხვა, ნუ განიკითხავთ უცოდველო ანგელოზებო! მკვლელის მშობლებს არ აგდებენ ესეთ დღეში.რაც შეეხება ჟურნალისტს საოცარი ფანტაზიის უნარი აქვს გამიკვირდა გიტლერიც რომ არ გაიხსენა!სპორტს, რელიგიას და პოლიტიკას ერთმანეთში თუ არ აურევთ უკეთ იაზროვნებთ და იცხოვრებთ!!! ყველამ თავის მამიდას რომ მიხედოს ქვეყანასაც ეშველება და უსაქმურობისგან ჭორაობითაც აღარ დაიღლებით! პ.ს ვიცი არ გიყვართ კაცებს ჭორიკნობას რომ აბრალებენ მაგრამ რაც არის ის უნდა ვთქვათ, თქვენს ქმედებას ზუსტად ჭორაობა ქვია!!

• Giorgi

სტატიის ავტორს მივმართავ, თუ თვლის რომ ეს გულშემატკივრები მოღალატეები არიან, რატომ არ არიან ის ფეხბურთელები მოღალატეები, ვინც ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობენ ნაკრებში თამაშზე ? თუ თვლის, რატომ არ წერს ამ თემაზე ? ამ ბიჭის შვაინსტაიგერთან ჩახუტბა უფრო ტრაგიკულია თუ ნაკრებში რომ არ ჩამოდიან ფეხბურთელები ეგ ?

• Data afrasidze

ME-ს.შე მართლა ავამტყოფი..... როცა შენი ქვეყნის ნაკრების მოძინააღმდეგეს გულშემატკივრობ და თამაშის წინ წაკუზული დაუჩოქებ მოწინააღმდეგეს, იმ ადამოანს არც ფეხბურთი უყვარს, არც ქვეყანა. ეს მან შეგნებულათ იაფასიანი პოპულარობისთვის გააკეთა სულ კიდია ვინ შეაგინებს მთავარია მაია ასათიანის და ჟორჟოლიანის შოუში გაიჩითოს. ასეთი რამე ინგლისში ან სხვა სზფეხბურთო ქვეყანაში ტომ გააკეთონ და უცხო გუნდს უბალეშჩიკონ გაარღვევენ შუაზე. შენ კიდევ მორალი .....

• Me

მგონი თქვენ ვერ ხართ ნორმალურ ჭკუაზე ხალხო, რა იყო კუმირი არ გყოლიათ? რა ქართველობა და ღალატი აგიტყდათ,15 წლის ბავშვზეა საუბარი, მამის და ბაბუის ტოლა კაცები რო გამოდიხართ ავადმყოფებო და ქართველმა ფეხბურთელებმა ჯობია ერთი ორი მატჩი მაინც მოიგონ რო თავი შეგვაყვარონ რა... ფეხბურთი სანახაობაა და ამით არ განისაზღვრება სამშობლიოოოოს ღალიატი ))))) ვაი ჩვენს პატრონს უბედურს.

• ps

ზურაბ სოხუმელო ცემა მორევაზეა, რამ გაგაბოროტა, ამ კომენტარის შემდეგ შენ ადამიანი გქვია? ან ასეთი ადამიანებისგან შემდგარ ქვეყანას როდისმე აშველება?! სირცხილი შენ,შეურაცხყოფის ღირსიც არ ხარ

• jora-s

ყოჩაღ,"მაგრად" აზროვნებ.ჰიჰიჰიჰი

• jora

საქართველოში აზიური მენტალობა ჭარბობს ანუ შენ იშრომე,ითამაშე და მე სიამოვნებას მივიღებ, დავუშვად მართლაც ერთმა კაცმა მარადონასავით საკუთარი მხრებით მიაღწიე რაღაცას მერე ყველა პროფესორი გახდება და დაიწყებს საკუთარი აზრების ფრქვევას..ამ ქვეყანაში სხვისი ან თაყვანისცემა იციან ან გინება საკუთარი საქმის კეთება და შრომა არავის უნდა....თუნდაც გულშემატკივარმა იფიქრო თამაშზე ანალიზი და დასკვნები აკეთო იგივე შრომაა!!

• Gia

ზოგი დაიწყებს რაგბიში ესეთები არ ხდებაო...რა შუაშია რაგბი? ვინც კი პოპულარული ჩამოვიდა ჰოლივუდის ვარსკვლავიდან დაწყებული ფეხბურთელით დამთავრებული ყველგან ესე მეტისმეტი თაყვანისცემა იყო,ეს ხალხის ფსიქოლოგიაა

• jora

მახსოვს ადრე დინამოსთან სათამაშოდ ბელორუსიის ბატე იყო ჩამოსული და ხალხი ხუმრობდა ბატებს ვეღარ უნდა მოუგოთო და მაგ ბატემ სულ რაღაც ორი წლის წინ შენ რომ უჩოქებ ის ბაიერნი დაამარცხა,სანამ აზროვნებას,ანალიზს და სუსტების პატივისცემას არ ვისწავლით და ძლიერების თაყვანისცემას(მონობას) არ შევეშვებით, არ გვეშველება

• ბესარიონი

შვაინშტაიგერი ხვალ რომ რუსეთის მოქალაქე გახდეს და მისი ნაკრების სახელით გამოვიდეს, "პატისაცემი" ფანები უეჭველად დაუჩოქებენ რუსეთის ნაკრების წევრ შვაინშტაიგერს, არ მითხარათ ეხლა არაო. ამ დროს გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე შეწირა და მტერს არ დაუჩოქა. როგორ უნდა დაუჩოქო ვინმეს და რა შუაშია აქ "ფანობა".

• ირაკლი

ასეთი სულის ადამიანს უნდა აუკრძალო არამარტო ფეხბურთის ყურება, არ უნდა დასვა სუფრასთან, უნდა მოკვეთო ყველაფრისგან რასაც ქართული ჰქვია. ეტყობა მოღალატეობა გენებში აქვს, ამას ფეხბურთის სიყვარული არ ჰქვია ეს არის გარყვნილი ადამიანის საქციელი, ფეხბურთის მცოდნე პიროვნება ამას არ გააკეთებდა. თუ ამ საქციელს შეაფასებ, მას ღალატი ჰქვია სხვა სახელი არ არსებობს.

• ზურაბ სოხუმელი

ეს მონური ფსიქოლოგიის მატარებლები უნდა სცემო და კადრებიც გადაუღო, საჯაროდ ყველამ რომ ნახოს, რა მოელით ასეთი მონური საქციელის გამო. და ამ მონების პროპაგანდონებსაც არ უნდა ასცდეს ცემა.

• xxx

გიორგის წაუკითხავს ვაჟა? ეჰ გიორგი, გიორგი - როგორც ჩანს ვერც შენ გაგიგია! ბერძენიშვილის ლექიებს ხომ არ ესწრებოდი, იქ მოისმენდი ვაჟას პოეზიის უკუღმართ ინტერპრერაციას? ტუტუცმა ბერძენიშვილმა ისე დახატა ვაჟა, რომ ყოველი უგვანოს სქციელის გამართლება შეიძლება!

• Gogita

მეც ვფიქრობ რომ დაჩოქება არააა მთლად ღირსეული საქციელი არც ფეხბურთელზე და არც არავიზე მაგრამ მოღალატის სტატუსის მინიჭება მათთვის სისულეა რბილად რომ ვთქვათ. რაც შეეხება გერმანიის იმ ქართველი ფანების ამბავს მეც ძალიან გავბრაზდი და აქ თითქმის ბოლომდე ვიზიარებ ავტორის პათოსს

• qartveli

ეეჰ,რაც არ უნდა ამართლო ზაზა სჰენ ეხლა მაინც მიუღებელია ქართველისთვის მასეთი საქციელი,ბოლობოლო გადახვედო ან რაღაცა მასეთი გაეკეთებინა,ან თამაშის მერე ეფიქრა და აგარ გახდებოდა სალაპარაკო...ის კიდე რო ბლუყუნობს იმედია გერმანია გაიმარჯვებსო ,ბარემ ეგეც გაამართლეეე.თქვი რო ქომაგია გერმანიის და რა ქნასო?

• Giorgi

ავტორს ან არ წაუკითხავს ვაჯა ფშაველა, ან ვერ გაუგია რაც წაუკითხავს :)

• მამუკა

მოღალატე არა, მაგრამ ეს იყო სულელისა და გოიმის საქციელი. . .

• zaza- ძმაო!!!

გიცანით, გიცანით შენ იყავი ის ფეხების მლოკველი.

• GORG

დაჩოქებას არაფერი არ ამართლებს, მოღალატეების და ადგილი ჯოჯოხეთშია მათ დამცველებთან ერთად. მხოლოდ ღირსეულ და სამშობლოს მოყვარე კაცს აქვს უფლება თავს ქართველი უწოდოს, არც სტადიონზე და არც მთელ საქართველოში უღირსი უთავმოყვარეო კაცუნების ადგილი არ არის. წაეთრიეთ სადაც გინდათ. მტერს რომ უჩოქებ ხარ ლეში. მაგ მახინჯს შვაინშტაიგერის ჯერ აყროლებული ბუცები უნდა აყნოსო და მერე ისე უნდა დასაჯო სხვებს ხალისი დაეკარგოთ.

• gabe

გერმანიაში ვარ და არ მიგვრძნია უხერხულობა ამ მომენტის გამო პირიქით დადებითი ემოციები გამოიწვია მაყურებლებში და მეკითხებოდნენ ვინც არ იცოდა რატომ გვიყვარს ასე ფეხბურთი და რაგბი. ავტორ ძაან შაურმებში წახვედი მგონი , შევარდნაძეს დაუჩოქეთ და ეს რა გახდა, თან პატარა ბიჭია , ეს სტატია სირცხვილია და აიღე

• Giorgi

საქებარი სიტყვები სტატიის ავტორს. საკადრისი პასუხი გასცა კაკაურიძემ ახალგაზრდა ორჯონიკიძეს. ვინც იმ ბიჭის საქციელს იზიარებთ, პოტენციური მოღალატეები ხართ. ჩემი უდიდესი პატივისცემა იმ ბიჭს, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს გადახტა და კანკავას გაუკეთა იგივე ჟესტი შვაინშტაიგერის საპასუხოდ.

• Zaza

bachos: რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს და საერთოდ,იმ ფაქტის განხილვას,რაც აეროპორტში მოხდა,ვიცი რაც იწერება და რასაც გადმოსცემენ.რომ დამშვიდდეთ, გეტყვით,რომ გერმანელები აღრფთოვანებულები არიან ასეთი თბილი დახვედრით.3 დღეა გერმანიაში საუბრობენ იმაზე,თუ როგორი ღირსეული დახვედრა მოუწყეს მსოფლიოს ჩემპიონს ქართველბმა.საუბრობენ ჩვენს საფეხბურთო ინტელექტზე და ობიექტურობაზე.სტუმარტმოყვარეობაზე და ფეხბურთის დიდ სიყვარულზე(ზუსტად შვაიშტაიგერის ფაქტზე).თუ გაინტერესებთ,მოგიძიებთ და გადმოგიკოპირებთ იქაურ პრესას.ქართულ თარგმანზე ბოდიში.

• Zaza

bachos: სტუმრის დახვედრა თბილად და ღირსეულად მასპინძლის ვალია(დღეს სტუმარია ის ჩემი,გინდ ზღვა ემართოს სიხსლისო).მაგრამ იმ ხალხზე,რომლებზეც თქვენ საუბრობთ,არა მგონია ქართველები იყვნენ.ასეთი სულელები(ვისაც გერმანიის გამარჯვება უნდოდათ) ყველაგან გამოერევიან ხოლმე.თუნდაც ისისნი,ვინც მოედანზე გადახტნენ თამაშისას და უკომპასი გემებივით დარბოდნენ აქეთ-იქით.მე ისინი ქართველებად არ მიმაჩნია,როგორი ფანებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.იქნებ სულაც სომხები იყვნენ,ან ქურთები,ან აზერბაიჯანელები.იქნებ ვინმემ გადაუხადა კიდეც,რომ ასე ეთქვათ.მე მათ ნათქვამს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და თქვენ რატომ აითაცეთ ასე,არ მესმის?ნუთუ ვერ დაინახეტ,რომ 70 000 ქომაგი "საქრთველოს" გაჰკიოდა 2 ტაიმი.რაღა მათზე ლაპარაკობს მთელი საქართველო?ფეხბურთზე ისაუბრეთ.ვინ კარგად ითამაშა,ვინ ცუდად,ვინ გაგვახარა,ვის არ გამოუვიდა თამაში და ა.შ... იმ ახალგაზრდას არც დაუჩოქია და არც ფეხები დაუკოცნია.იგი უბრალოდ შეეხო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის,ცოცხალი ლეგენდის ბუცს.ვინც ამაში ტრაგედიას ხედავს,მისი ადგილი სტადიონზე არაა.

• Bacho

სხვისი განსჯა არა ნუ აგულიანებთ ისეთ ხალხს ვინც მთელ ერს არცხვენს,სად,რომელ ვეყანაში ხდება ომ მეტოქეს ხვდებოდნენ აეროპორტში და მის გამარჯვებაზე ოცნებობდნენ?დამისხელეთ აბა?და მეორე,ვის უჩოქებ?არ გიფიქრიათ რომ ეხლა მთელი მსოფლიო იმ ქართველობს დასცინის და მითუმეტეს ახლო მეზბლები,აქ არ იგულისხმება მარტო ჩრდილოელი მეზობელი,არამედ სამხრეთელიც და აღმოსავლელიც,დაინახეთ რეები იწერება მათ პრესაში და ნახავთ,დასავლურ მედიასაც გადახედეთ ტქვე მოღალატეებო!!!

• Giorgi

ბევრი კომენტარი წავიკითხე...ყველაში სიმართლის მარცვალია..უბრალოდ ერთ ამბავს მოგიყვებით...მახსოვს მოსკოვში არგენტინის ნაკრები ჩამოვიდა..ჩემმა მრგობარმა მარადონას ჩამოართვა ხელი და ამ ხელს ალბათ ერთი თვე არ იბანდა,მთელმა ქალაქმა იცოდა ეს ამბავი,მაგრამ არავის მოსვლია აზრად ეფიქრა ,ბინძურიაო და მოღალატეაო,არგენტინის ფანი იყო... შემდეგ კი სოხუმში დაიღუპა- საქართველოსთვის გაწირა თავი...

• Zaza

ერთხელ მიხეილ მესხს პელე ზურგზე შეახტა,ისე იყო აღრფთოვანებული მისი თამაშით და ასე ათრია მესხმა ის რამდენიმე მეტრი.მან ასე გამოხატა მისი გენიალურობა.გაითვალისწინეთ,ისინი მეტოქეები იყვნენ... აქ მე ეხლა ისეთ შთაბეჭდილება მრჩება,თქვენ რომ ყველანი მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები იყოთ,ამ ახალგაზრდას 3 განაჩენს გამოუტანდით.1. ჩამოხრჩობა,2. დახვრეტა,3. გილიოტინა.სამი განაჩენი იმიტომ,რომ არ გადარჩენილიყო(ჯვარი ეწეროს).ასე იმიტომ ვფიქრობ,რომ საოცრად დაუნდობლები ხართ.მხოლოდ ბოღმა და შური გამოძრავებთ.აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა გაქვთ ფეხბურთთან.არ გინდათ დაინახოთ არანაირი დადებითი საქციელი მის ემოციებში. ღმერთს რომ ახსენებთ,პირველ რიგში ფეხზე ადექით და პირჯვარი გადაიწერეთ.ხოლო მეორე რიგში,ღმერთი რომ სხვის განსჯას და განკიცხვას გიკრძალავთ,ეს არ იცით?

• Zaza

ერთხელ მიხეილ მესხს პელე ზურგზე შეახტა,ისე იყო აღრფთოვანებული მისი თამაშით და ასე ათრია მესხმა ის რამდენიმე მეტრი.გაითვალისწინეთ,ისინი მეტოქეები იყვნენ... აქ მე ეხლა ისეთ შთაბეჭდილება მრჩება,თქვენ რომ ყველანი მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები იყოთ,ამ ახალგაზრდას 3 განაჩენს გამოუტანდით.1. ჩამოხრჩობა,2. დახვრეტა,3. გილიოტინა.სამი განაჩენი იმიტომ,რომ არ გადარჩენილიყო(ჯვარი ეწეროს).ასე იმიტომ ვფიქრობ,რომ საოცრად დაუნდობლები ხართ.მხოლოდ ბოღმა და შური გამოძრავებთ.აბსოლუტურად არანაირი კავშირი არა გაქვთ ფეხბურთთან.არ გინდათ დაინახოთ არანაირი დადებითი საქციელი მის ემოციებში. ღმერთს რომ ახსენებთ,პირველ რიგში ფეხზე ადექით და პირჯვარი გადაიწერეთ.ხოლო მეორე რიგში,ღმერთი რომ სხვის განსჯას და განკიცხვას გიკრძალავთ,ეს არ იცით?

• svani_7

davide აი ყველაფერს რომ თავი გავანებოთ რაც ილაპარაკე რაშუაშია :D ნაგვის დაყრა სამშობლოს სიყვარულთან?!! ეგ ნაგვის დაყრა შენი კულტურის დონეს განსაზღვრავს და რა გასწავლეს მშობლებმა და არა იმას თუ რამდენად გიყვარს შენი სამშობლო))) P.s ავტორ მშვენიერი სტატიაა!!!!

• davide

ავტორ!მოიცა რა!გეყო მეზღაპრეობა!!მოღალატეა არა ყურებიანი ქუდი!შეეშვი ამ ფსევდოპატრიოტიზმზე საუბრებს!..შენ როგორც ჩანს სამშობლოს სიყვარული სტადიონზე "მიდი,მიდი შენი დედა მოვტ..ან დაარტყი" ან "პასი შე ...",ანაც "საქართველო,საქართველოს" ხმისჩახლეჩამდე ძახილი გგონია?..არ მითხრა ეხლა გულშემატკივრების 90% ასეთი არ არისო?!..მაგ ზღაპრებს გირჩევნია ნაგავი არ დაყარო ქუჩაში, ნამწვი არ დააგდო და ჯერჯერობით ასეთი მარტივი რამეებით დაუმტკიცო სამშობლოს სიყვარული!!!

• Irina

zaza-ს წმინდანებს შეიძლება დაუჩოქო, ქალსაც... მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების დასამარცხებლად ჩამოსული ნაკრების ფეხბურთელს არ უნდა აულოკო ფეხები. ეს ბიჭი პატარაა და შეეშალაო, თქვენ?

• lsd

კაი ნუ შეჭამეთ შეეშალა

• ოოოოხ

ერთი ტიპიური ვიგინდარა გამყიდველი... გამოტოტალიზატორებული ყეყეჩი, რომელსაც ერთი კინკილა ლარიანით ასი თუ ორასი ლარი მოუგია შვაინშტაიგერის გოლით და რატომღაც საკუთარ თავმოყვარეობაზე და სამშობლოზე მაღლა დააყენა ერთი ჩვეულებრივი საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი... მართლა ვაი ჩვენ

• muxa-1955

შვაინ, შენ მართლა შვაინ! კანკავასთან მედანზე კინკლაობით გადაიხადე მადლობა არა? ჩვენი უგვანო ახალგაზრდის მიერ ჩადენილი, დიახაც ჩადენილი, ერის დამამცირებელი (გადახვეოდა რა პრობლემა იყო, მაგრამ ტერფების ლოკვა?) საქციელი შენი ფეხების მიმართ, მაგრამ შენ და შენისთანები ჩვენ ხომ ველურებად გვთვლით და დიდი ამბავი, თუ მხოხავმა ველურმა ტერფებზე გემთხვია...ღმერთი ყველას და ყველაფერს განსჯის!!!!!

• zaza

ვერ დაგეთანხმებით.მე მიმაჩნია,რომ ამ ახალგაზრდამ ფეხბურთის დიდ სიყვარულს დაუჩოქა.შეხედეთ მის სახეს,როგორი ბედნიერია.მან თავისი სურვილი აისრულა და ფეხბურთის ცოცხალ და მოქმედ ლეგენდას შეეხო ბუცზე(და არა დაუჩოქა.ეს სიტყვა აქ არასწორია).მის წინ რომ ჩოგბურთელი ყოფილიყო,რა თქმა უნდა ჩოგანზე შეეხებოდა და აღარ მოიხრებოდა,რათა ბუცზე შეხებოდა.ნუ ხართ შურიანები და ბოროტები.დადებითად შეხედეთ ამ აქტს.მე მესმის ამ ახალგაზრდის.ის ფანია და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ასეთია ცხოვრება.ზოგი რელიგიას უჩოქებს,ზოგი მუსიკას,ზოგიც ქალებს...არავინ არავის წინაშე არაა ვალდებული.მერწმუნეთ,იმ ტრანსგენდერებს,რომლებიც დღეს ასე გააპოპულარეს საქრთველოში და ყველა სატელევიზიო არხი,თუ ჟურნალ-გაზეთები მათი ფოტოებითაა აჭრელებული,უფრო ტრაგიკული და დამღუპველია ჩვენი ერისთვის,ვიდრე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ეს ახალგაზრდა(სამშობლოს ღალატზე მაგრად ვიცინე :) ). ვიმეორებ,მან სიყვარულს,ფეხბურთის სიყვარულს დაუჩოქა(თუ მაინც და მაინც ასე გინდათ ერქვას).

• მინ

მე განსხვავებულ აზრს ვიტყვი, უყვარს და აფანატებს შვაინშტაგერს და დაუჩოქა პატივისცემის ნიშნად. რატომ ცდილობთ ყველგან ჩიორტები ეძებოთ? ოღონდ სალაპარაკო მოგცეთ და მეტია არაფერი გინდათ.

• chiko

შე კაი დედმამიშვილო თუ მუხლი გეკვეთება და ვინმეს გინდა მაინცადამაინც დაუჩოქო, დაუჩოქე ფაჩულიას, გორგოძეს და კალაძეს(როგორც ფეხბურთელს). შენ რაც შეგეხება ГИЯ ....

• chiko

შვაინა დაწერს კარიერის ბოლო წიგნს. საქართველოში ვიყავი და დამიჩოქესო.

• გელა1

რა თქმა უნდა მოღალატეა, საშინელება რაშია იცით, მისი მშობლებიც მოღალატეებია, ასეთი შვილის გაზრდისათვის, ამ ბიჭის შვილებიც მოღალატეები გაიზრდებიან, ღმერთს ვთხოვ პატიებას ამას, რომ ვამბობ, მაგრამ მოღალატე შობს მოღალატეს.

• emre

მართალი ხარ ავტორ ყველაფერში გეთანხმები, არ მესმის იმ ხალხის ვინც ამ ბავშვს ამართლებს! უბრალოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ დაჩოქვა კაცური არაა

• gio

აუ ნუ გადაეკიდეთ რა ვინც დაუჩოქებს თავის საქმე თვითონ იცის,უყვარს და ბუცებს შეეხო ბიჩი,ქართულის გარდა ფეხბურთი არუნდა გიყვარდეს სხვისი თუ რახდება.გასაგებია რომ საქართველოს ჰიმნზე გერმანიას ვიდეოს არ უნდა უღებდე ზოგადად მაგრამ,სხვა თვალითაც შეხედეთ ამ ადამიანის ქმედებას.

• гия

джалаладинсац даучокет темур ленгсац да шах абассац даучокет сакартвело ар ико квелас амат ро харкс ухдида сакартвело марто кеипши да гвинис смашиа магари

• gaga

სრულიად გეთანხმებით. გერმანელები ჩვენზე არანაკლებ დემოკრატები არიან მაგრამ მათ არ უფიქრიათ მაგარი სტუმართ მოყვარეობის გამო დაეჩოქათ ჩევენთვის, ანდა რომელიღაც სუს ქვეყანის წარმომადგენელს დაეჩოქა მესისთვის ან რონალდოათვის

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]

იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები

ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...