საქართველოს ჩემპიონატში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ჩემპიონატში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. უკვე ცნობილია იმ ხუთი გუნდის ვინაობა, რომელიც პლეი ოფში ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას. ვინ იქნება მეექვსე? ეს ბოლო ტურში გაირკვევა.

დიდი ხანია გადაწყვეტილია, რომ უმაღლეს ლიგას თბილისის "თიბიესი" დატოვებს. ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში მედგარი ბრძოლა გაუმართა ერთ დროს მრისხანე "არმიას", რომელიც ახლა ბოლოსწინა ადგილზეა და უძლიერესთა შორის დასარჩენად პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ გუნდთან მოუწევს გადათამაშებაში ასპარეზობა.

"თიბიესმა" არმიელებთან მატჩში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შეხვედრა ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი მოიგო - 18:14.

საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს შორის. პლეი ოფის დარჩენილი ერთი საგზურისთვის ორი გუნდი, რუსთავის "ხარები" და თბილისის "არმაზი" იბრძვის. რუსთაველებმა ბოლოსწინა ტურში შინ წააგეს უშუალო კონკურენტ ქუთაისის "აიასთან" - 13:17. შედეგად, მათი ბედი ბოლო ტურში გადაწყდება. ისინი სტუმრად ეთამაშებიან ბოლნისის "ყოჩებს", რომელსაც ასევე გამარჯვება სჭირდება, რათა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნოს.

"ყოჩებმა", თავის მხრივ, სტუმრად წააგო ბოლო წუთებზე "ბათუმთან" - 17:19. რუსთაველთა მსგავსად, რთული გასვლითი მატჩი ელის სტუმრად ქუთაისის "აიასთან" თბილისის "არმაზს". ქუთათურებს მესამე ადგილის დაკავების შანსი აქვთ და ამის გამო შინ იოლად არაფერს დათმობენ. არმაზელებმა ბოლოსწინა ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს გორის "ჯიქთან" მატჩში - 20:6.

XVII ტური

ლელო-ლოკომოტივი 14:12

ლელო: ლ - ცერცვაძე. 3ს - ყიასაშვილი

ლოკომოტივი: 3ს - კალანდაძე. ა - წიკლაური.

სინბინი: ბეკოშვილი

თიბიესი-არმია 18:14

თიბიესი: 2 ლ - ღამბაშიძე, არველაძე. გ, 2ს - მჭედლიშვილი.

სინბინი: ჩაჩავა.

არმია: ლ - ადანაია. 3 ს - მეკოკიშვილი.

სინბინი: დაუშვილი, უჩავა.

არმაზი-ჯიქი 20:6

არმაზი: 3ლ - ლეგაშვილი, კანდელაკი, გიორგაძე. გ - დავ. კიკნაძე. ა - ლობჟანიძე.

ჯიქი: 2ს - დიტო კიკნაძე.

ბათუმი-ყოჩები 19:17

ბათუმი: ლ - გიგაშვილი. 4ს,გ - კობახიძე.

ყოჩები: 2ლ - ბეგაძე, აფციაური. 2გ,ს - სოხაძე.

სინბინი: ტყეშელიაძე.

ხარები-აია 13:17

ხარები: 2ლ - გ. ბებიაშვილი, ზურიკიშვილი. ს - ხუციშვილი.

აია: 2ლ - აბრამიძე, ბ. ტორაძე. 2გ - ჯინჭველაშვილი. ს - ბაბუნაშვილი.

სინბინი: მატარაძე, ყურაშვილი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 17 12 1 4 +126 54

2. ლელო 17 11 3 3 +106 52

3. ბათუმი 17 10 1 6 +83 49

4. აია 17 10 0 7 +75 47

5. ლოკომოტივი 17 8 1 8 +53 44

6. ხარები 17 8 2 7 +80 42

7. არმაზი 17 8 1 8 -19 38

8. ჯიქი 17 6 2 9 -21 31

9. არმია 17 4 1 12 -161 22

10. თიბიესი 17 2 0 15 -322 11

XVIII ტური

ჯიქი-თიბიესი, არმია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, ყოჩები-ხარები, აია-არმაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bneli
ძაან გაუჭირდება აიას რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდეს ფლეიპში სწორედ მაგ დროს იწყება ალაფა და გუნდდან ერთბაშად 7 კაცი წავა აქედან ორივე 9 ნომერი ასევე 10 და 15 ცოდოა ეს გუნდი...
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტური: "აია" პლეი ოფში გავიდა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის მე-13 ტური სტარტს დღეს აიღებს
აია-ყოჩები 21:11 - "აიამ" დაუმარცხებელი ლიდერი დაამარცხა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XVIII ტურის წინ: "აიას" წაგება ჩაეთვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარი შეიცვალა
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. ფინალები: ისევ ფოთსა და ავჭალაში