როი ჰოჯსონის კრიტიკა თუ...
მიუხედავად იმისა, რომ გატანილი გოლების რაოდენობით უეინ რუნი სერ ბობი ჩარლტონს კიდევ უფრო მიუახლოვდა და როი ჰოჯსონი მას ყოველთვის აქებს, ამჯერად, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ მოერიდა იმის თქმას, ჩარლტონამდე "შრეკს" ჯერ ბევრი უკლიაო.

ჰოჯსონის თქმით, რუნიმ დიდ ტურნირებზე უნდა გამოიჩინოს თავი და ფინალურ ეტაპზე გაიტანოს მნიშვნელოვანი გოლები. შესაძლოა, ზოგის აზრით, ასეთმა პირდაპირმა განცხადებამ უარყოფითად იმოქმედოს რუნიზე, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ეგებ ჰოჯსონი ამით თავისი ლიდერის კიდევ უფრო მოტივირებას ცდილობს.

მოგეხსენებათ, რომ ჩარლტონთან ერთად ინგლისმა ისტორიაში ერთადერთხელ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, ეს ინგლისშივე მოხდა 1966 წელს. აი, რუნი კი ჯერჯერობით მეოთხედფინალს ვერ გასცდა, ბოლო 5 დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპს თუ გავიხსენებთ. ლიტვის კარში გატანილი გოლი უეინისთვის 47-ე იყო. მეორეზე გარი ლინეკერია 48 ბურთით, ხოლო ჩარლტონს 49 აქვს.

"იმისთვის, რომ ბობი ჩარლტონის დონეზე ახვიდე, ძალიან წარმატებული უნდა იყო, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე ევროპის ჩემპიონატზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ბობი, ზოგადად, ინგლისის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის ადამიანებიდან ალბათ ვერც ერთს ვერ ნახავთ, ვინც ჩარლტონს სამეულში არ დაასახელებს" - თქვა 67 წლის ჰოჯსონმა.

"თუ რუნი ამ დონეზე ავა და კარიერის დასრულების შემდეგ ასეთი სტატუსი ექნება, ძალიან კარგი, მისთვის ეს ფანტასტიკური იქნება. ჩემთვის ბობი ჩარლტონი პედესტალზეა და ნებისმიერ თანამედროვე ფეხბურთელს დრო და დიდი მიღწევები დასჭირდება იმისთვის, რომ იქ აღმოჩნდეს. თუმცა რუნი უკვე ბრწყინვალე ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.

ბევრი მოთამაშე არ გვყავს, რომელსაც ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და კაპიტნობდა კიდეც მას. ასე რომ, არ ინერვიულოთ, უეინ რუნი სამუდამოდ ემახსოვრებათ" - განმარტა ჰოჯსონმა.

ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, საშუალო მაჩვენებელს თუ გამოვიყვანთ, ამ მხრივ, საუკეთესო შედეგი ჯიმი გრივზს აქვს და ძნელი წარმოსადგენია, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ეს შედეგი ვინმემ გააუმჯობესოს, მაგრამ უბრალოდ გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, რუნი წესით, სულ მალე გადავა პირველ ადგილზე. "შრეკის" შემდეგი გაჩერება ტურინია, სადაც ინგლისი დღეს ამხანაგურად გაეჯიბრება იტალიას.

ფეხბურთელი თამაში გოლი

ბობი ჩარლტონი 106 49

გარი ლინეკერი 80 48

უეინ რუნი 102 47

ჯიმი გრივზი 57 44

მაიკლ ოუენი 89 40

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ათი საუკეთესო მეგოლე - უეინ რუნი, ჩარლტონი, ლოუ და სხვები
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
უეინ რუნი: "იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ბობი ჩარლტონი, ზიდანი და რობენი - რატომ მოხვდა მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში თემურ ქეცბაიაც?
ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
გარდაიცვალა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ბედის ი-რუნი-ა: სერიდან შრეკამდე და ვიქტორიადან ელისაბედამდე
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა