80-იანების თბილისის "დინამოს" შესანიშნავი ნახევარმცველი გრიგოლ ცაავა საქართველოს ნაკრების აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორმა შეხვედრამ გულშემატკივარს ოპტიმიზმის გრძნობა გაუჩინა. ცხადია, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის სამწვრთნელო შტაბს ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოდნავი უკეთესობა უკვე შესამჩნევია.
საქართველოს ნაკრების აწმყოსა და მომავალზე გვესაუბრება თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გრიგოლ ცაავა, 80-იანების თბილისის "დინამოს" შესანიშნავი ნახევარმცველი, ვისაც ფეხბურთში ბევრი რამ უნახავს...
რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებმა გვაჯობა და უკეთესად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული მოთამაშე მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად გამოიყურებოდა უძლიერეს მოწინააღმდეგესთან შეხვედრაში.
ერთიცაა: საქართველოს ნაკრებში ახლა ძალიან დიდი, ძირეული ცვლილებები ხდება. ეს პროცესები ერთ და ორ დღეში არ დასრულდება. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.
- როგორც რიგით ქომაგს, ისე გკითხავთ - ჩანს თუ არა, რომ საქართველოს ნაკრები მეტს ფიქრობს შეტევაზე?
- კი, ეს აშკარად ჩანს. სამუშაო არის, მაგრამ ტენდენცია გამოკვეთილია. ჩვენს სისხლსა და გენში ზის შემტევი, შემოქმედებითი ფეხბურთი. წარსულის დიდი გამარჯვებების ლომის წილი სწორედ შემტევი ფეხბურთითაა მოპოვებული, რომლითაც დღეს ყველანი ვამაყობთ.
- მალტასთან და გერმანიასთან საქართველოს ნაკრებმა თამაში ერთი გამოკვეთილი ფორვარდით დაიწყო. რას იტყვით ლევან მჭედლიძეზე, როგორ შეაფასებთ მის გარჯას?
- ძალიან ნიჭიერი ბიჭია. იტალიის სერია A-ში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში თამაშობს და ამით ყველაფერია ნათქვამი. რომ არა ტრავმები, ლევანი დღეს სხვა დონეზე იქნებოდა. მჭედლიძეს სჭირდება რაც შეიძლება მეტი თამაში, მეტი პრაქტიკა და ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად გაგვახარებს გოლებით.
ერთიც უნდა გავითვალისწინოთ: ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებში გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი არის სპეციფიკური ფიგურა და ის დამოკიდებულია სხვა მოთამაშეთა მიერ შექმნილ მომენტებზე. მოკლედ რომ გითხრათ, მე ლევან მჭედლიძისა მჯერა.
- და მაინც, ალბათ, საძებარია ეგრეთ წოდებული საჯარიმოს ფორვარდი, რომელიც შეტევას დააგვირგვინებს. თავდასხმის ხაზში თვით მჭედლიძისთვისაც კარგი იქნებოდა კონკურენტის გამოჩენა. არადა, ქართველებს სულ გვყავდა ასეთი თავდამსხმელები - თუნდაც, ლეგენდარული რამაზ შენგელიას, თქვენი ყოფილი თანაგუნდელის მაგალითის გახსენება რად ღირს...
- სელექცია ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს. ერთი ცხადია - მოიძებნება ასეთი ფორვარდი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალოდ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ ეს შემტევი, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს, ჩემი აზრია - ჩვენს გუნდს ამ მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
- როგორ ფიქრობთ, მომავალ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, არის თუ არა რეალური ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილის დაკავება?
- კი, არის. ჩვენს ნაკრებში ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანი შემადგენლობაა. დავამატოთ ამას მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ფაქტორი და ვნახავთ, რომ ჩვენი ოპტიმიზმი უსაფუძვლო არ არის.
- რას იტყოდით ცხადაძეზე, როგორც მწვრთნელზე?
- თქვენის ნებართვით, მასზე საუბარს დავიწყებ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ფეხბურთელი იყო. იყო თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი და ასეა ახლაც. ეს არის უშრეტი ენერგიის პატრონი, ადამიანი, რომელიც მუდამ ეძებს პროგრესისკენ სავალ გზებს.
ცხადაძის სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, ის ჩვენ თვალწინაა - სადაც კი იმუშავა, ყველგან წარმატებული იყო. მჯერა, ამ კუთხით არც საქართველოს ნაკრები იქნება გამონაკლისი.
- თქვენ თავად იყავით ფეხბურთელი და დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებს აქვს "შიდა სამზარეულო", თუმცა ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როცა საქმე ნაკრებს ეხება, იქ კონფლიქტის ადგილი არ არის...
- როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ყველას მეტი მოთმინება გვმართებს და უნდა ვიცოდეთ, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ეს საქართველოს პირველი გუნდია და როცა ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ეხება საქმე, პირადი ამბიციები ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ. ყველა ამოვუდგეთ მხარში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ყველაფერი გამოვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის საქართველოს ნაკრებია, რომლის მაისურის ჩაცმაც აუხდენელ ოცნებად ექცა ქართული ფეხბურთის არაერთ თაობას, მათ შორის - ჩვენს თაობასაც.
- დაბოლოს, ერთ აქტუალურ თემაზეც - საქართველოს ნაკრებს თუ ჰყავს ლიდერი?
- ჩანს დღეს რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი. ვინმეს გამორჩევას მოვერიდები, დრო ამას უჩემოდ გააკეთებს. არის საქართველოს ნაკრებში "ხერხემალი", რის გარშემოც უნდა აეწყოს ახალი გუნდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
guri
ხერხემალი კანკავა და ოქრი არიან!
gurmi
საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია მაგრამ უფულობის გამო ვერ იმსახურებენ ყურადღებას სანამ არმოისპობა მსგავსი რაღაცეები არაფერი არგვეშველება, კარგია რომ სიჭინავა შეიცვალა იქნებ ახალმა პრეზიდენტმა მიხედოს ამ საკითხებს
edi merebasvili
საქარტველოს ნაკრებს კარგი მომავალი აქვს ტავიდანვე რომ ერწმუნატ უკეტესად გამოვიდოდა კომბინაციიტ გოლი არ გაუტანიატ მხოლოდ ალიაქოტიტ მტავარია გუნდი გავიდეს მხოლოდ მოსაგებატ ყველაფერი მოვა ყველამ იბრდზოლა ვენაცვალე ბიჯებს მცირე წლოვნებჰი ქარტველ ფეხბურტელებს ყოველტვის კარგი ჰედეგი აქვტ მაგრამ ჰემდეგ სპორცმენი ზარმაცდება მეორე მტავარი მიზეზი არის სპორტჰი ჰარევა ვიგაც ვიგაცეების სპორტსმენმა ტუ დაჰაგრულად იგრდზნო ტავი ის გულგატეხილი ვეგარ იტამაჰებს მე მჯერა საქარტველოს ნაკრებების ბევრ სპორტჰი და მალე ფეხბურტჰიც პირველები ვიქნებიტ მომავალ ტაობას ეს ეტყობა ისეტ გუნდებს ვამარცხებტ აქმდე წარმოუდგენელი რომ გვეგონა
მედასხვა
არა გენაცვალე ფიზიკურად საერთოდ არ უჭირს ნაკრებს რითაც დამტკიცდა კიდეც რომ მრისხანე გერმანიას მეორე ტაიმში უფრო შეუქმნა პრობლემები და ზევითაც კი აიწია გუნდმა.ამ გუნდს მეტი შეთამაშება და ერთად შეკვრა სჭირდება და აუცილებლად დადებენ შედეგს...
buba
ვეთანხმები გუჯა კახაძეს
გუჯა კახაძე
შედეგით ყველა კმაყოფილია, გერმანიასთან უკეთესს ნამდვილად ვერ ვინატრებდით, მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტად რომ გამოვიყურებოდით ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? კარგახანია დავრწმუნდით, რომ სტერეოტიპი - ფეხბურთელი კლუბიდან ფიზიკურად მომზადებული უნდა მოდიოდეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისათვის დიდიხანია აღარ მუშაობს. მოსაძებნია რაღაც ახალი, რაც უროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ფიზიკური კონდიციების მომატებაში დაეხმარება!!!!
გენო
დადგება დრო და საქართველოს ნაკრები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონათებზე გავა!!!
გენო
დადგება დრო და საქართველოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩენპიონატებზე გავა!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ