როცა ორივე მხარე კმაყოფილი რჩება
* "გაძეტა დელო სპორტმა" ინგლისელთა შემადგენლობაში საუკეთესოდ უეინ რუნი აღიარა, ყველაზე სუსტ ფეხბურთელად კი თეო უოლკოტი დაასახელა.

* ანდროს თაუნსენდის საგოლე დარტყმა 77,2 მილი/საათში სიჩქარით განხორციელდა.

* ინგლისის ნაკრებს მოგებათა 7-მატჩიანი სერია შეუწყდა.

* 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ორივე ნაკრები დაუმარცხებელია.

ტურინის "იუვენტუს არენაზე" მეტად საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს იტალიის და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

როდესაც ერთმანეთის პირისპირ ასეთი პრინციპული მეტოქეები დგანან, შედეგს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ "იუვეს" ახალ სტადიონზე დაძაბული და საინტერესო თამაში ვიხილეთ, ფეხბურთელებს კი თავი არ დაუზოგავთ...

შემადგენლობები

გუნდებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა იტალიელთა სასტარტო თერთმეტეულს უფრო მეტად ეთქმის ექსპერიმენტული. როი ჰოჯსონის გუნდში ვერ ვიხილეთ დანიელ სტარიჯი, რაჰიმ სტერლინგი და დენი უელბეკი, მაიკლ კერიკი კი მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში - სამაგიეროდ, უეინ რუნი იყო მოედანზე და ფლანგზე მოქმედებდა, მეორე ფრთიდან თეო უოლკოტი უტევდა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ჰარი კეინი ვიხილეთ. ჰოჯსონმა 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და პირველ ნომრად შეეცადა თამაშს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იტალიელთა შემადგენლობა ექპერიმენტული იყო - ანტონიო კონტემ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, ფლანგები მატეო დარმიანს და ალესანდრო ფლორენცის ჩააბარა, საყრდენ ხაზს კი რობერტო სორიანო, მირკო ვალდიფიორი და მარკო პაროლო ამაგრებდნენ; შეტევაში მარტინს ედერის და გრაციანო პელეს ტანდემი ვიხილეთ.

შესაძლოა, ევროპის შესარჩევი ეტაპის მომდევნო პაექრობაში, რომელიც იტალიელებს ხორვატებთან აქვთ, სულ სხვანაირი "აძურა" ვიხილოთ - ანდრეა პირლოს, კლაუდიო მარკიზიოს, დანიელე დე როსის და რიკარდო მონტოლივოს კვარტეტით, შეტევაში კი ჯუზეპე როსი დაბრუნდეს ან მარიო ბალოტელი, მაგრამ ინგლისთან პაექრობაში კონტემ სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელებზე შეაჩერა არჩევანი და უმეტესობამ თავი კარგად წარმოაჩინა.

განსხვავებული ტაიმები

თამაში თვალსასეირო გამოდგა, მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, აი, მეორეში კი უკვე ინგლისელები უფრო აქტიურობდნენ. შესაბამისად, სრულიად ლოგიკური გახლდათ, რომ პირველი ნახევარი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორეში ბრიტანელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

ორივე გოლი ეფექტური გამოვიდა - იტალიელთა რიგებში გრაციანო პელე გამოირჩა, რომელმაც ჯორჯო კიელინის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი კარის ბადეში. რაც შეეხება ინგლისელთა გოლს, შეცვლაზე შესულმა ანდროს თაუნსენდმა გაიბრწყინა, როდესაც ერთ მეტოქეს კარგად აუარა გვერდი და საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში მოათავსა.

გუნდებს მეტის გატანაც შეეძლოთ - იტალიელთა რიგებში შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან მარტინს ედერმა, ლუკა ანტონელიმ და ჩირო იმობილემ, ინგლისელთა შორის კი მიზანთან ახლოს უეინ რუნი იყო. ისიც აღვნიშნოთ, რომ მეკარეებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით ეფექტური მაინც ჯიჯი ბუფონი გახლდათ, რომელმაც ბულგარეთთან პაექრობა გაციების გამო გამოტოვა. საბოლოოდ - 1:1 - ფრე, რომელიც თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური იყო...

მინდორს მიღმა

მატჩის დაწყებამდე ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, რომელმაც იტალიური სპორტული მედიის ყურადღება მიიპყრო - სათადარიგოთა სკამთან "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ჩავიდა და ანტონიო კონტეს გადაეხვია.

ბოლო დროს ანიელებს და კონტეს შორის ვითარება დაძაბულია, "იუვეს" მესვეურები ფედერკალჩოსაც კი დაუპირისპირდნენ და ეს ჟესტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო - ანდრეა ანიელის და ანტონიო კონტეს გადახვევას ტრიბუნებზე მხურვალე ტაში მოჰყვა.

კიდევ ერთი საგულისხმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც დიქტორი იტალიის ნაკრების შემადგენლობას აცხადებდა და მწვრთნელის რიგი მოვიდა - დიქტორმა სახელი წარმოთქვა და კონტეს გვარი 30 ათასმა გულშემატკივარმა ერთხმად დაიყვირა. სწორედ კონტეს გვარს მოჰყვა ყველაზე დიდი ხმაური და ტაში, რაც მწვრთნელისადმი მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატვა გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "იუვენტუსმა" კონტეს თავკაცობით მიჯრით სამი სკუდეტო მოიგო.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "ემოციებით ვარ დამუხტული და სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული. "იუვენტუს არენაზე" დაბრუნება განსაკუთრებულ განცდებთანაა დაკავშირებული და ის დახვედრა, რაც გულშემატკივრებმა მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ამან გადაწონა ყველა ის უსიამოვნება, რაც აქამდე მომხდარა.

როდესაც ტიფოზები ჩემს გვარს სკანდირებდნენ, მივხვდი, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს მივაღწევთ. მადლობა "იუვენტუსის" მესვეურებს, რომლებმაც ასევე ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს. რაც შეეხება თამაშს, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, მაგრამ იყო ნეგატიური მომენტებიც. მეორე ტაიმში ზედმეტად დავიწიეთ უკან, მეტოქეს შეტევის საშუალება მივეცით და ლოგიკური გოლი გავუშვით. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა პოზიტივი მაინც უფრო მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. ვალდიფიორიმ, ედერმა, ვასკესმა და პელემ თავი კარგად წარმოაჩინეს, მათი იმედი მომავალშიც მექნება".

როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "იტალიის გასვლაზე დამარცხება ურთულესი საქმეა და ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ ფრე ნამდვილად კარგი შედეგია. კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ იმით, რომ პირველი ტაიმის სუსტად ჩატარების შემდეგ თავი ხელში ავიყვანეთ და გაცილებით უკეთ ავთამაშდით.

მეორე ნახევარში უკვე ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, როგორიც მსურდა, რომ მეხილა. შესანიშნავად ჩაერთვნენ თამაშში ახალგაზრდები, როს ბარკლი და ანდროს თაუნსენდი - ჩვენ იერიშებს მეტი სიმწვავე და აზრი მისცეს. სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ".

ჯორჯო კიელინი (იტალია): "ბოლო თვეების განმავლობაში, ინგლისმა საგრძნობი პროგრესი განიცადა და დღეს ეს ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ. მეტოქე აქცენტს დაბალ გადაცემებზე აკეთებდა და არა საჰაერო ორთაბრძოლებზე, რაც ბრიტანელებისგან რაღაც ახალია. კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. ჩვენი თამაში დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან ასეთ ძლიერ მეტოქეს გადახალისებული შემადგენლობით არაფერი დავუთმეთ და რიგ ეპიზოდებში, ვჯობდით კიდეც".

უეინ რუნი (ინგლისი): "დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან ამის კარგი შანსი გვქონდა. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა და ეს ჩვენივე ბრალია, რადგან ცენტრი იოლად დავთმეთ და იტალია იერიშებს წინააღმდეგობის გარეშე იწყებდა. მეორე ტაიმში პრესინგს მივმართეთ, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ვიბრძოდით და უპირატესობაც ვიგდეთ ხელს. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან კარგი და სასარგებლო სპარინგი გამოვიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
კომპიუტერული თამაში, რომელმაც მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა უწინასწარმეტყველა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
იტალიის ნაკრები: პელემ შეცდომა აღიარა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა
მოვკვდები და ამ შეცდომას გამოვასწორებ! - ცნობილი საფეხბურთო მონანიებები
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
კიელინი: ამას კვარაცხელიასგან არ ველოდი
იტალია-ინგლისი 1:1 - პელემ იტალიას გაუღიმა [VIDEO]
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
სუარესმა გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში"
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
გრაციანო პელე: მჯერა, რომ იტალიის ნაკრებში დავბრუნდები
ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
ლიგის თასი: "დეზებმა" მძიმედ მოიგეს
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
"ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა" - კიელინიმ ბელგიელი დაიცვა
ჩინელებმა გრაციანო პელე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლონდონის "ტოტენჰემმა" 6 ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტა
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?