"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ფინალში მასპინძელ საფრანგეთს ეთამაშებიან
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, მასპინძელთა ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 12:0 მასპინძელთა სასარგებლოდ.

სტადიონ "ერნესტ ვალონზე" ანგარიშის გახსნის შანსი ფრანგებს მე-6 წუთზე ჰქონდათ, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოდან ვერ გაიტანეს. აქედან სამიოდ წუთში კი საჯარიმოს დარტყმის უფლება უკვე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მიიღეს. ლამის მოედნის ცენტრიდან გელა აფრასიძემ დაჰკრა და ბედად, ბურთი ძელებს შორის ხარიხას მოხვდა.

მე-10 წუთზე მსაჯმა უშანგი ჭეიშვილი გაასინბინა... და შედეგად, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ქართველმა ჭაბუკებმა მე-17 წუთზე ლელო მიიღეს. თავი არტურ რეტიემ გამოიჩინა - 5:0. მასპინძლებმა ვერ გარდასახეს.

თამაში მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. 28-ე წუთზე კი მსაჯმა კიდევ ერთი მოთამაშე გაგვისინბინა - მოედანი ათი წუთით სანდრო მამამთავრიშვილმა დატოვა.

მიუხედავად ამისა, 33-ე წუთისთვის კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა კარგი შეტევა წარმოიწყო, თუმცა მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან, ფრანგებმა პასი ჩაგვიჭრეს, სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ლელო დაგვიდეს. მათ გარდასახვაც ზუსტად დაარტყეს - 12:0.

პირველი ტაიმიც აქ დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ჩვენთვის ცუდად დაიწყო - შეტევაში ბურთი გადავკიდეთ, რომელიც ხელთ მასპინძლებმა იგდეს და სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მესამე ლელო დაგვიდეს. ფრანგებმა გარდასახეს და ანგარიში გახდა - 19:0.

41-ე წუთისთვის ფრანგებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს, თუმცა ვერ გარდასახეს.

48-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრებმა კიდევ ერთი ჩვენი შეცდომა გამოიყენა - მასპინძლებმა პასი ჩაგვიჭრეს და ლელო დაგვიდეს. გარდასახვის შემდეგ ანგარიში 31:0 გახდა.

55-ე წუთზე ფრანგებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს და გარდასახეს - 38:0.

ფრანგები შეუჩერებელნი არიან. ანგარიში 63-ე წუთზე კიდევ გაიზარდა - მორიგი ლელო, გარდასხვის გარეშე - 43:0. უკვე ორ წუთში მასპინძელთა ლელოს გარდასახვაც მოჰყვა - 50:0.

შეხვედრის მიწურულს ტექნიკური ლელო მივიღეთ, მასპინძლებმა გარდასახეს - 57:0.

შეხვედრა დასრულდა.

U18. ევროპის ჩემპიონატი. ფინალი.

საფრანგეთი-საქართველო 57:0

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.

1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.

მარქაფა

16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.

giorgi777
არაუშავს ბიჭებო თქვენ წინ დიდი მომავალი გაქვთ,მადლობა იმისთვის რაც გაკეთეთ
gigusha
გილოცავთ ბიჭებო,გაიხარეთ თქვენ საქართველოს მომავალი ხართ.გკოცნით გეფერებით ყველას მაგრები ხართ.ერთს დავამატებ ნეტა ჩვენი ფეხბურთელები ევროპის ფინალში გაიყვანა და თუნდაც 60-0 წავაგოთ.კიდევ ერთხელ მადლობა გენაცვალეთ.
zura
არა უშავს ბიჭებო, წარმატებები
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს
U18. ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
ლეგიონერები - საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
3.5-თვიანი პაუზის შემდეგ გორგოძე მოედანს "მონპელიესთან" უბრუნდება
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!